თეგი: ტრანსკასპიური დერეფანი

ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება. ირანი და ყაზახეთი ერთობლივ კომერციულ დოკს აშენებენ ყაზახეთის აქტაუს პორტის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა მისი თქმით, 2022 წლის 5 თვის მონაცემებით, ამ მარშრუტით ყაზახეთმა 2,5-ჯერ მეტი ტვირთი გადაზიდა. ხოლო კასპიის ზღვის ქვეყნებთან ტვირთბრუნვა 9%-ით გაიზარდა. „საზღვაო ტვირთების მოცულობის გაზრდის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ პორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და საზღვაო ფლოტის გაფართოება. მჯერა, რომ  კასპიის აუზის ქვეყნებთან ერთად, დროულად მოგვიწევს გადაუდებელი ორგანიზაციული საკითხების მოგვარება", - განაცხადა თოყაევმა.  

გერმანული ბიზნესი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით დაინტერესდა

გერმანია ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით დაინტერესდა. ეს საკითხი ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევისა და გერმანიის დელეგაციის შეხვედრაზე განიხილეს.  ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელი დომენიკ შნიხელსმა, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის სატრანზიტო ჯაჭვში გერმანული კომპანიების ჩართვის შესახებ განაცხადა.  ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება ამასთან, გერმანულმა მხარემ ყაზახეთში არსებული საბადოების დამუშავებასა და ენერგოსექტორში თანამშრომლობის საკითხებზე ინტერესი გამოხატა.   

ყაზახეთი, ტრანსკასპიური დერეფნით, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის ემზადება

ყაზახეთის მიზანია, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის 2024 წლიდან, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი გამოიყენოს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა. ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს მისი თქმით, 2024 წლის შუა რიცხვებიდან, „თენგიზის საბადოზე“ ახალი პრექტის განხორციელების შედეგების საფუძველზე, ნავთობის მოპოვება დაახლოებით 12 მილიონი ტონით გაიზრდება.  „ამ მოცულობის დაახლოებით გარკვეული ნაწილის სრულად გამოყენება მოგვიწევს კასპიის ზღვის ე.წ. დივერსიფიცირებული მარშრუტებისთვის. მანამდე კი უნდა ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს მხარე მზად ნავთობის ასეთი მოცულობა თავის ნავთობსადენების სისტემაში გაატაროს“, - განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა.  ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს მინისტრმა განმარტა, რომ ამ მარშრუტით სარგებლობისთვის „აუცილებელი იქნება საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურა, მათ შორის არა მხოლოდ მილსადენის ტრანსპორტირებისა და დასამაგრებელი საშუალებები, არამედ საჭიროა კასპიის ზღვაში ტანკერების რაოდენობის გაზრდა, რომლებმაც ნავთობპროდუქტები უნდა გადაზიდონ“.  „ეს საკითხი კომპლექსურია, ჩვენ მას დეტალურად ვსწავლობთ“, - აღნიშნა ბოლატ აკჩულაკოვმა.  ახლა ყაზახეთი ყოველწლიურად 65-67 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს ახორციელებს. ექსპლუატაციაშია ორი ნავთობსადენი - CPC და ატირაუ-სამარა.  ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე

ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი

თანამედროვე პირობებსა და ახალ რელობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი იზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სმილოვმა SCO-ს წევრი ქვეყნების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.  თოყაევმა და შარლ მიშელმა ევროკავშირის მიერ ტრანსკასპიური მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, პერსპექტიული სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფანი კიდევ უფრო განვითარდება.  „აქტაუს პორტს აქვს საკმარისი პოტენციალი, იმისთვის, რომ ამ მარშრუტზე ჰაბი გახდეს. „ინდოეთი – სპარსეთის ყურის ქვეყნები – ირანი – ყაზახეთი – რუსეთი“. ყაზახეთი, ტრანსკასპიური დერეფნით, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის ემზადება თანამედროვე პირობებში ასევე იზრდება ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის სატრანზიტო ნაკადების უზრუნველყოფისთვის. ამ მარშრუტის შესაძლებლობების გამოყენება და ტვირთების ტრანზიტის ერთობლივი ძალებით განხორციელება ტვირთების სტაბილურ მოცულობებსა და მდგრად გადაზიდვებს უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ალიჰან სმილოვმა. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს   ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე

EBRD-ი რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტისთვის ალტერნატივას ეძებს. რომელი დერეფნი გახდება ევროპული კაპიტალის სამიზნე

EBRD-ი ალტერნატივას ეძებს „ახალი აბრეშუმის გზის" ჩრდილოეთის მარშრუტისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციაზე გადის. რუსეთის ფედერაციის გავლით ჩრდილოეთის სარკინიგზო მარშრუტის ოპტიმალური ალტერნატივების დადგენის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ცენტრალურ აზიის ქვეყნებსა და ევროპის TEN-T ქსელს (ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი) შორის, საუკეთესო შესაძლო კავშირებს იკვლევს.  EBRD-ის კვლევა ევროკომისიის დაფინანსებით 2023 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. კვლევის შუალედური დასკვნა უკვე გამოქვეყნდა.  Europetime-თან  ინტერვიუში, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ევროკავშირისთვის, რუსეთის ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება მნიშვნელოვანია. „ომში ჩართულობის მიუხედავად, რუსეთი პოზიციებს არ თმობს და ცდილობს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურებას. რუსეთის მიზანია, ამ სივრცეში მთელი ლოგისტიკური სისტემის შეცვლა და ინვესტიციების მოზიდვა. მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია სანქტ-პეტერბურგის პორტი, პირდაპირ დაუკავშირდეს მუმბაის პორტს. რამდენიმე საცდელი გადაზიდვა რუსეთმა უკვე  გააკეთა. თუმცა რამდენიმე ადგილზე არ აქვს მაკავშირებელი რგოლი და ცდილობს მათ შევსებასა და გააქტიურებას“, - ამბობს გოჩავა. მისივე თქმით, ევროპა ხედავს, რომ რუსეთი ამ სივრცეში ყოფნას აძლიერებს. ამიტომ  ცდილობს შეისწავლოს, რომელი განშტოება და მიმართულება იქნება მისთვის ეკონომიკურად უფრო მიზანშეწონილი. „აქ მთავარი ღერძია კასპიის ზღვა და მისი დასავლეთის განშტოება - აზერბაიჯანის მარშრუტი. ასევე საინტერესოა კასპიის ზღვით კავშირი მაჰაჩყალის პორტთან და შემდეგ ტვირთების პირდაპირი ტრანზიტი ირანთან. თუმცა, აქ ყველაზე უფრო პერსპექტიულია შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის. 2023 წლის ზაფხულისთვის უნდა მომზადდეს EBRD-ის დასკვნა, რომელიც უპასუხებს კითხვას, თუ რომელი მიმართულებაა ევროკავშირისთვის ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი“, - აღნიშნავს პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი. რას გულისხმობს EBRD-ის შუალედური დასკვნა RailFreight-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შუალედურ დასკვნაში EBRD-ი ხაზს უსვამს უზარმაზარ განსხვავებას ე.წ. რუსულ მარშრუტსა და შუა დერეფანს შორის, რომელიც ჯერჯერობით საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნევა კომპანიებისთვის, რომლებიც რუსულ ტრანზიტს თავს არიდებენ. საგულისხმოა, რომ 2021 წელს რუსეთის მარშრუტზე 1,5 მილიონი TEU (კონტეინერი) ტრანსპორტირდა. EBRD-ის მონაცემებით, 2022 წლისთვის შუა დერეფანი მაქსიმუმ 80,000 TEU-ს მიაღწევს, რაც ახლოსაა მის მაქსიმალურ სიმძლავრესთან, რომელიც დაახლოებით 100,000-120,000 TEU. EBRD-ის შეფასებით, ინვესტიციები შუა დერეფანში დაახლოებით 3,5 მილიარდ ევროს უნდა შეადგენდეს და მისი წარმატება ძირითადად მარშრუტის გასწვრივ მყოფი ქვეყნების თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. იმავდროულად, EBRD ევროკავშირის ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად, ყველაზე სიცოცხლისუნარიან მარშრუტად, შუა დერეფნის გავლით ტრანზიტს განიხილავს. ამ მარშრუტს სათანადო განვითარება არ აქვს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უზბეკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი. ის ფაქტი, რომ ეს ქვეყნები უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს აწყდებიან, ართულებს იმის დადგენას, თუ როდის გახდებიან ისინი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სიცოცხლისუნარიანი კარიბჭეები. EBRD-ის მიმდინარე კვლევის საინტერესო ასპექტია ისიც, რომ ფოკუსირებულია არა მხოლოდ ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, არამედ პროექტის შესაძლო განვითარებაზე სხვა ქვეყნებში, როგორიცაა თურქმენეთი და ირანი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპული სურვილი, ამ ქვეყნებში გამოიკვლიოს და განავითაროს შესაბამისი მარშრუტები, შესაძლოა, რუსეთის ჩარევის დაბალანსების მცდელობად შეფასდეს. სანქციების შემდეგ, მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციამ დაამყარა მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთთან. ამავდროულად, ის დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში (INSTC) და მისი მარშრუტების ვარიანტებში, როგორიცაა ტვირთების გადაზიდვა აზერბაიჯანის, კასპიის ზღვის, ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით ირანში და საბოლოოდ ტრანზიტი ინდოეთში. რუსეთის ფედერაციისთვს რომ მნიშვნელოვანია ეს მარშრუტი, ამას რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ანდრეი ბელოუსოვის კომენტარიც ადასტურებს: „რატომ არის მნიშვნელოვანი დერეფანი „ჩრდილოეთი - სამხრეთი?“ - იმიტომ, რომ ის კვეთს მთელ რიგ სატრანსპორტო დერეფნებს ღერძზე „ჩრდილოეთი - სამხრეთი“, მათ შორის მათ, ვინც გვერდს უვლიან რუსეთს. ამიტომ, ეს დერეფანი პერსპეტივაში, მთელი რიგი ტვირთნაკადების იქითკენ გადართვის საშუალებს იძლევა“, - ამბობს ბელოუსოვი.  შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვის დინამიკა იზრდება 2022 წლის ოქტომბერში საქართველომ, საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრებას მეორედ უმასპინძლა. თბილისში,  ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ. > ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო შეხვედრაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ხოლო ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა. „ეს ტვირთები მიმდინარე წელს შუა დერეფანში დაბრუნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას“, – განაცხადა დავითაშვილმა. შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდაზე წერს აზერბაიჯანული მედია.  2022 წლის 8 თვეში ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე 1,3 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 2,5-ჯერ მეტია. მედია წერს, რომ ამ დროისთვის არსებული ტექნიკური მონაცემების საფუძველზე შუა დერეფანს 6 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია. Europetime-თან პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, „შუა დერეფნის“ წარმატება დამოკიდებული იქნება მარშრუტის გასწვრივ განლაგებულ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის, ყაზახეთზე, რომელიც ტვირთების ტრანზიტის დივერსიფიცირების გადაწყვეტილების შემდეგ, ტრანსკასპიური დერეფნის მსხვილი მოთამაშე ხდება. „ყაზახეთმა უნდა მოახდინოს ვაჭრობის სფეროში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრა და რეგულარული და საიმედო სატვირთო გადაზიდვების გრაფიკის შემუშავება. თუ „შუა დერეფანი“ უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი გადაზიდვების ალტერნატივა, წინასწარგანჭვრეტადი და საიმედო გარემო პროცესებში ჩართული ყველა მხარისთვის ყაზახეთმა უნდა უზრუნველყოს“, - აცხადებს გოჩავა. მისივე თქმით, „შუა დერეფნის“ წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ტარიფებისა და გადაზიდვის სისწრაფე და საბაჟო პუნქტების გამართული მუშაობა. უკვე ცნობილია, რომ 25 ნოემბერს, ქალაქ აქტაუში, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე საქართველოს აზერბაიჯანის, თურქეთისა და, ყაზახეთის მონაწილეობით, მინისტერიალი იმართება. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მოსალოდნელია, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ღონისძიებები შემუშავდეს. შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.  

შუა დერეფნის „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება - ბაქოს პორტის დირექტორი

სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა. მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს. მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური იქნება. „2019 წელს ბაქოს პორტმა მიიღო ეკო-პორტის სტატუსი, რის შემდეგაც მეზობელი ქვეყნების საზღვაო ნავსადგურებმაც დაიწყეს მსგავსი სტატუსის მიღების პროცესი. აქტაუს პორტი მეორეა კასპიის რეგიონში, რომელმაც სტატუსი „მწვანე" მიიღო. ჩვენ გვჯერა, რომ სხვა ნავსადგურები მიიღებენ მსგავს სერტიფიკატს "ეს მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მწვანე, მდგრად სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ის მომავალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახდება", - თქვა ზიადოვმა. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოჯისტიკური კომპანიები.  

დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ტრანსკასპიურ დერეფანს პრიორიტეტად ასახელებს - სავაჭრო კიმისარი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში

დიდი ბრიტანეთი, ცენტრალურ აზიაში მის ყველაზე პერსპექტიულ პარტნიორებად ყაზახეთსა და უზბეკეთს განიხილავს. ამის შესახებ Trend-ს მისი უდიდებულესობის სავაჭრო კომისარმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში კენან პოლეომ განუცხადა. „ზედამხედველობას ვაწარმოებ სავაჭრო სამუშაოებზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 14 ქვეყანაში. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ სავაჭრო ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და ამ 14 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 44 მილიარდ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. ცენტრალური აზია ჩვენი წარმატების მთავარი ნაწილია. სწორედ ამიტომ ცოტა ხნის წინ ყაზახეთსა და უზბეკეთში მეტი სავაჭრო რესურსის ინვესტიცია განხორციელდა“, - განაცხადა კენან პოლეომ. როგორც სავაჭრო კომისარმა აზერბაიჯანულ მედიასთან აღნიშნა, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გამტარუნარიანობის გაზრდა, რომელიც ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო მარშრუტია, დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრიორიტეტია, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის აღმოსავლეთიდან. TITR, ასევე ცნობილი როგორც შუა დერეფანი, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკისთვის, - განაცხადა სავაჭრო კომისარმა. პოლეომ აღნიშნა, რომ საჭიროა ტრანსკასპიური მარშრუტის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა და დიდი ბრიტანეთი მზადაა, უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა, გაციფრულება თუ პორტების შესაძლებლობების გაზრდა, დაფინანსების უზრუნველყოფა, კერძო სექტორის მოზიდვა, რაც ხელს უწყობს რკინიგზის მუშაობის ოპტიმიზაციას.