თეგი: ტრანსნაციონალური ორგანიზაცია

აშშ დაჯგუფება „ვაგნერს" ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარებს - ჯონ კირბი

აშშ დაჯგუფება „ვაგნერს" ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მსგავსი გეგმების შესახებ მანამდე, ამერიკული მედია აშშ-ის ხაზინაზე მითითებით წერდა, რომელიც სანქციების რეესტრს აწარმოებს. Wagner PMC-ის შემქმნელ ევგენი პრიგოჟინსა და მასთან დაკავშირებულ დაჯგუფებას ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. Wagner PMC-ი დაქირავებული მებრძოლების რუსული სამხედრო დაჯგუფებაა. მათი მოქმედების არეალს, ძირითადად ახლო აღმოსავლეთი (სირია და ლიბია) წარმოადგენს, თუმცა  დაქირავებულები უკრაინის ომშიც აქტიურად მონაწილეობენ. ასევე ცნობილია, რომ ვაგნერის დაჯგუფებას ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი აფინანსებს.