თეგი: ტრანში
ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი ტრანში დაამტკიცა
ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი ტრანში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების ტრანშის მოცულობა 500 მილიონი ევროა. უკრაინის დახმარების დასაფინანსებლად ფული ე.წ. ევროპის მშვიდობის ფონდიდან და ევროკავშირის ზოგადი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ამ ფონდიდან გამოყოფილი ჯამური თანხა ახლა 3,6 მილიარდ ევროს შეადგენს. დახმარების მეშვიდე ტრანშზე ბრიუსელში, ევროკავშირის 27 საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის დროს შეთანხმდნენ. როგორც ცნობილია, უნგრეთმა გადაწყვიტა არ დაებლოკა ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის ევროპის მშვიდობის ფონდიდან 500 მილიონი ევროს ოდენობის მეშვიდე ტრანშის გამოყოფის შესახებ. აქამდე უნგრეთი, რომელიც თავად არ აწვდის უკრაინას იარაღს, თავს იკავებს გადაწყვეტილების მიღებისგან ევროპის მშვიდობის ფონდის დახმარების მომდევნო ტრანშებზე, ახლა ამ ამ მხარდაჭერას არ ბლოკავს.