თეგი: ტრასეკა-ს თავმჯდომარეობა
ტრასეკა-ს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა შევძლოთ უკეთესად კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან - დავითაშვილი
საქართველოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველომ შეძლოს უკეთესად კოორდინაცია და კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტრასეკა-ს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შუა დერეფანი და ტრასეკა ევროპისა და აზიის საიმედო კავშირს წარმოადგენს. „ტრასეკა ბოლო 30 წლის განმავლობაში უმთავრესი პლატფორმაა, ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით. საქართველო ტრასეკა-ს აქტიური წევრია და მიმდინარე წელს უკვე ტრასეკა-ს თავმჯდომარეობას გადაიბარებს. ტრასეკა-ს წევრი ქვეყნები წლების განმავლობაში თანამშრომლობენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე ოპერაციების კოორდინაციების კუთხით. მთავრობათშორისი კომისიის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ამ კომუნიკაციის, სამუშაოების კოორდინაციის და თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, დღეს ტრასეკა-ს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ზოგადად, შუა დერეფანი და ტრასეკა ევროპისა და აზიის საიმედო კავშირს წარმოადგენს. შესაბამისად, ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია, კონკურენტუნარიანობა, ზოგადად, შუა დერეფნის და ტრასეკა-ს წევრი ქვეყნების სატრანსპორტო ჯაჭვებს მნიშვნელოვნად ზრდის", - განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, საქართველო 2023 წელს საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის, ტრასეკა-ს წევრი ქვეყნების მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.