თეგი: ტრიბუნალი
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის აგრესიაზე პასუხისმგებელთა ტრიბუნალი აუცილებლად გაიმართება
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში პასუხისმგებელი პირებისთვის, ტრიბუნალი აუცილებლად გაიმართება, რაც მათ კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ გაიხსენა, რომ 76 წლის წინ პირველ ოქტომბერს ნიურნბერგის ტრიბუნალმა დაასრულა მუშაობა. პრეზიდენტის თქმით, ამ პროცესმა დიდწილად ჩაუყარა თანამედროვე სამყაროს სამართლებრივი საფუძველი, რომლის განადგურებასაც რუსეთი ცდილობს. „ამიტომ, აუცილებლად გაიმართება კიდევ ერთი ტრიბუნალი, რომელიც ბოლოს მოუღებს ყველა იმ პირის კარიერას, ვინც პასუხისმგებელია რუსეთის სპეცოპერაციაზე საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც 2014 წელს დაიწყო და 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი გახდა და რომელიც ჩვენი ხალხის გმირობს შედეგად დასრულდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებიით, ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში დაეხმარონ, რომელიც რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას გაასამართლებს. „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვასაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელი იქნება მისი ყველაზე აშკარა დარღვევები - გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და აგრესიის დანაშაულები. ბოლოდროინდელი მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე, სკოლებსა და სათამაშო მოედნებზე, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მასშტაბით, მხოლოდ უახლესი ეპიზოდია რუსეთის არაპროვოცირებული ტერორისტული კამპანიის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და იყოს იმ ძალისხმევის ცენტრში, რომელიც სპეციალური ტრიბუნალის შესაქმენლადაა საჭირო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკავშირი თანახმაა, რუსული მხარისთვის აგრესიაზე პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, უკრაინას საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაში დაეხმაროს
უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრესიის შედეგად ჩადენილ დანაშაულებზე რუსული მხარის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება არ მიუღიათ. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ომის და სხვა უმძიმესი დანაშაულები, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დროსაა ჩადენილი და რომლის მზარდი მტკიცებულებაც არსებობს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენს მხარდაჭერას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის გამოძიების მიმართ. რუსეთი, ყველა დამნაშავე და თანამზრახველი აგებს პასუხს“ – ნათქვამია ერთობლივ დადგენილებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს უკრაინის, ევროკომისიის და ევროსაბჭოს პრეზიდენტებმა. ამ დოკუმენტის ფორმულირება ასევე შეთანხმებულია ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან. მნიშვნელოვანია, რომ მათ ცალკე თანხმობაც მიიღეს აგრესიის დანაშაულის საერთაშორისო დევნაზე. დოკუმენტის ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაამტკიცა.