თეგი: ტუაფსე
რუსეთის საპორტო ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარი იყო
რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარი იყო. 24 იანვარს, ღამით გაჩენილ ხანძარს წინ უძღოდა რამდენიმე აფეთქება. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები „ბაზა“, „ასტრა“ და „112“ იუწყებოდნენ. მათივე ცნობით, ნავთობის ბაზაზე სავარაუდოდ, დრონებით შეტევა იყო. დღეს დილით, კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარი „მთლიანად ლიკვიდირებულია“. ამასთან, „ცეცხლი 99 მეხანძრემ ჩააქრო 31 ერთეული ტექნიკის გამოყენებით.“ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ ცეცხლი გაუჩნდა „ვაკუუმის დანადგარს“. ოფიციალური ცნობის მიხედვით, არავინ დაშავებულა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერდა, რომ სამოქალაქო თვითმფრინავების „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ დროებით დაიკეტა სოჭის საერთაშორისო აეროპორტი. ქალაქი ტუაფსე სოჭის ცენტრიდან 78 კილომეტრში მდებარეობს. ბოლო დღეებში ხანძრები იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის და ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზებზე. უკრაინამ დაადასტურა, რომ ამ ობიექტებს დრონებით შეუტია. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.
რუსეთის ნავთობბაზაზე დრონებით დარტყმას უკრაინული წყაროები ადასტურებენ
რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობის ბაზაზე ხანძარი უკრაინული დრონებით დარტყმამ გამოიწვია. ამის შესახებ BBC-ს უკრაინული სამსახური კიევში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია. ნავთობის ბაზაზე ორი ძლიერი აფეთქების შედეგად გაჩნდა მასშტაბური ხანძარი, რომელმაც ნავთობპროდუქტების პირველადი გადამუშავების დანადგარები დააზიანა. რუსეთის საპორტო ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარი იყო