თეგი: ტუნისი
ტუნისში, სინაგოგაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
ტუნისში, კუნძულ ჯერბაზე სინაგოგაზე განხორციელებულ თავდასხმისას 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაცვის თანამშრომელი. 10 ადამიანი დაშავდა. სინაგოგაზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც 5000 ებრაელი ყოველწლიურ მომლოცველობაში მონაწილეობდა. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამხედრო პირია, რომელიც ადგილზე მოკლეს. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
ევროკავშირმა ტუნისთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელმაც აფრიკიდან ევროპისკენ არალეგალური მიგრაცია უნდა შეაჩეროს
ტუნისმა და ევროკავშირმა ყოვლისმომცველი პარტნიორობის პაკეტის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. მემორანდუმი მოიცავს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მწვანე ენერგიაზე გადასვლას, ადამიანებს შორის კონტაქტებსა და მიგრაციას. ტუნისში იმყოფებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯიორჯია მელონი და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ტუნისს ადამიანების კონტრაბანდასთან ბრძოლისთვის, სამაშველო და მსგავსი ოპერაციების ჩატარებისთვის 100 მილიონ ევროს გამოუყოფს. ევროკავშირი ტუნისს სასაზღვრო კონტროლის გაძლიერების საშუალებებს გადასცემს, რამაც უნდა გაართულოს არალეგალური მიგრანტებით დატვირთული ნავების გაგზავნა ევროპისკენ. ტუნისი ევროპისკენ მიგრანტების ტრანსპორტირების ერთ-ერთ მთავარ წერტილად იქცა. უამინდობის, ნავის გადატვირთვის გამო ხდება კატასტროფები. „რამდენიმე კვირის წინ, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ბევრი ადამიანი დაიღუპა, რაც კიდევ ერთი მოწოდება იყო მოქმედებისკენ. კონტრაბანდისტების დამნაშავეობრივ ქსელს უნდა მივაქციოთ ყურადღენა,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მიგრაციის საერთაშორისო პროექტის ცნობით, 2022 წელს აფრიკის ჩრდილოეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ მიმავალ გზაზე 3800 ადამიანი დაიღუპა, რაც 2017 წლის შემდეგ უდიდესი რიცხვია. იტალიამ მიგრანტების რიცხვის სწრაფი ზრდის გამო, აპრილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.