თეგი: ტურბინა
მედია: უკრაინა კანადას მოუწოდებს, სანქციების ავლით „გაზპრომს“, გაზის ტურბინა არ გადასცეს
კანადის ხელისუფლება გეგმავს, გერმანიის თხოვნით, „გაზპრომის“ კუთვნილი ტურბინა სანქციების გვერდის ავლით Nord Stream 1-ს დაუბრუნოს. ამ დროისთვის ტურბინა რემონტზეა კანადაში. ამის შესახებ უკრაინული მედია და Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერენ. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა Reuters-ის წყარომ უკრაინის მინენერგოდან განაცხადა, რომ სანქციები „გაზპრომისთვის“ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი დანადგარის გადაცემას კრძალავს. „თუ ეს ფაქტი მოხდა, უკრაინული მხარე გეგმავს ევროპელ პარტნიორებს მიმართოს, რომ ამ მიდგომას კიდევ ერთხელ გადახედონ“, - წერს Reuters. ივნისის შუა რიცხვებში „გაზპრომმა“ Nord Stream 1-ით, გაზის მიწოდება 40%-ით შეამცირა და განაცხადა, რომ Siemens-მა გაზსაქაჩი აგრეგატი არ დაუბრუნა. თავის მხრივ, Siemens-ში განაცხადეს, რომ აგრეგატი კანადაშია რემონტზე და რუსეთთან მიმართებით, ამ ქვეყნების მიერ შემოღებული სანქციების გამო ვერ იბრუნებენ. ამის შემდეგ, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ, კანადას მოუწოდა, რომ „გაზპრომს“ დანადგარი არ დაუბრუნოს. 7 ივლისს, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ტურბინა კანადიდან 11 ივლისისთვის უნდა დააბრუნონ. „მე ვიქნები პირველი, ვინც ვიბრძოლებ ევროკავშირის სანქციების შემდგომი ძლიერი პაკეტისთვის, მაგრამ ძლიერი სანქციები ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი ზიანი უნდა მიაყენონ რუსეთს და პუტინს, ვიდრე ჩვენს ეკონომიკას”, - თქვა მინისტრმა. მან დასძინა, რომ ის კანადას ტურბინის მიწოდებას არა რუსეთისთვის, არამედ გერმანიისთვის სთხოვდა. „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.
მედია: კანადამ გერმანიას Nord Stream-ის გარემონტებული ტურბინა გადასცა
კანადამ გერმანიას Siemens-ის განახლებული ტურბინა გაუგზავნა, რომელიც Nord Stream 1-ის მეშვეობით გაზის მიწოდებისთვისაა საჭირო. ამის შესახებ მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, ტურბინა თვითმფრინავით 17 ივლისს გაიგზავნა. გერმანიიდან კი ბორნით ჰელსინკში გადაიტანენ, იქიდან კი რუსეთში პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე დაახლოებით 24 ივლისს ჩავა და დანადგარის ექსპლუატაციაში გაშვებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. Nord Stream1-ი ევროპისკენ რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოქმედი იყო. 16 ივნისიდან გაზპრომმა ამ გაზსადენით მიწოდება ნომინალური სიმძლავრის 40%-მდე შეამცირა, რადგან სანქციების გამო კანადიდან ტურბინის რემონტის შემდეგ დანადგარის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი იყო. ამის შემდეგ გერმანიამ კანადის ხელისუფლებას გამონაკლისის სახით ტურბინის დაბრუნების თხოვნით მიმართა. კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს 11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, Nord Stream1-ით გაზის მიწოდება გეგმიური რემონტის გამო ოფიციალურად შეწყდა. ევროპაში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უარი თქვას მიწოდების განახლებაზე და სანქციების მოხსნის მიზნით, შანტაჟს მიმართოს. მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს. უკრაინამ დაგმო კანადის ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძირს უთხრის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. „კანადა გერმანიას დაუბრუნებს გარემონტებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა Nord Stream 1 გაზსადენისთვის და შეიძლება, დაეხმაროს ენერგიის მიწოდებას, ვიდრე ევროპა არ შეწყვეტს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე“, - განაცხადა კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა. Reuters-ის ცნობით, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს „ლიმიტირებულ ნებართვას", რათა გაათავისუფლოს ტურბინების დაბრუნება რუსული სანქციებისგან და ასევე გამოაცხადა ახალი ზომები მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ.