თეგი: ტურბინები

კანადა გერმანიას Nord Stream-ის დარჩენილ ხუთ ტურბინას დაუბრუნებს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ოტავა აპირებს, გერმანიას რუსული Nord Stream-ის გაზსადენის დარჩენილი ხუთი ტურბინა გადასცეს. მედია: კანადამ გერმანიას Nord Stream-ის გარემონტებული ტურბინა გადასცა მანამდე, ოტავამ ეს ნაბიჯი გერმანიისთვის გაზის მიწოდების უზრუნველყოფის აუცილებლობით ახსნა. კანადა ასევე აცხადებს, რომ კრემლი ტურბინების დაბრუნებაზე უარს სათავისოდ გამოიყენებდა და ევროპული ენერგიის დეფიციტზე პასუხისმგებლობას იმ ქვეყნებს დააკისრებდა, ვინც სანქციები დაუწესა.  ჯასტინ ტრუდო: კანადის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ჩაშალა „კანადას არ სურს, რომ პუტინს თავის მართლების საშუალება მისცეს და ევროპის წინააღმდეგ, გაზის ექსპორტი იარაღად გამოიყენოს“, - აცხადებს ჯოლი.  Nord Stream1-ი ევროპისკენ რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოქმედი იყო. 16 ივნისიდან გაზპრომმა ამ გაზსადენით მიწოდება ნომინალური სიმძლავრის 40%-მდე შეამცირა, რადგან სანქციების გამო კანადიდან ტურბინის რემონტის შემდეგ დანადგარის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი იყო. ამის შემდეგ გერმანიამ კანადის ხელისუფლებას გამონაკლისის სახით ტურბინის დაბრუნების თხოვნით მიმართა.