თეგი: ტურიზმი
ტურიზმის ადმინისტრაცია: ოთხ თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო
ოთხ თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9 პროცენტით აღდგენაა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს, რომელშიც 2022 წლის იანვრი-აპრილის თვის შემოსავლების სტატისტიკაა ასახული. "ოთხ თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9 პროცენტით აღდგენაა. 2021 წლის იანვრ-აპრილის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 478,886,422 (+463.1%) აშშ დოლარით. რაც შეეხება 2022 წლის აპრილის თვეს, ერთ თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 188,588,938 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 70.6 პროცენტით აღდგენაა. 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 138,729,246 (+278.2%) აშშ დოლარით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი გაიხსნება
წალკის (დაშბაშის) კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და სხვადასხვა ატრაქციები, მათ შორის, რესტორანი და ზიპლაინი 14 ივნისს იხსნება. ვიზიტორების მიღება კი 15 ივნისიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, კანიონის მონახულება გასული წლიდან უკვე შესაძლებელი იყო. როგორც კომპანია KASS LAND-ის დირექტორმა ეკა თორდიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მოეწყო კანიონში ჩასასვლელი ბილიკი, სიგრძით 1.5 კმ (ერთი გზა), პანორამული გადმოსახედებით, საიდანაც კანიონის ულამაზესი ხედები იშლება. ბილიკი ვიზიტორს კანიონის კასკადურ ჩანჩქერებამდე მიიყვანს და უზრუნველყოფს მათ მარტივ და უსაფრთხო გადაადგილებას. პროექტის მიხედვით, აშენდა თანმდევი ეკოტურისტული - ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრით, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმრო, კოტეჯი, რესტორანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. თორდიას ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ფუნქციონირებას 20 კოტეჯი დაიწყებს. ამავე სეზონზე კოტეჯების რაოდენობა 62-მდე გაიზრდება. რაც შეეხება სასტუმროს, მისი გახსნა მომავალი წლისთვის იგეგმება. ინფორმაციისთვის,ვიზიტორები შეძლებენ ისეთივე პრინციპით დაათვალიერონ კანიონი, როგორც შესაძლებელია მარტვილისა და ოკაცეს კანიონის ნახვა. თორდიას ინფორმაციით, წალკის კანიონის KASS LAND-ის მხარეზე შესვლა ფასიანია. "1 ივნისიდან ფასები განახლდება, რადგან მთლიანი ტერიტორია იხსნება. ფასდაკლება გავრცელდება რეზიდენტ და საქართველოს მოქალაქეებზე,"-აცხადებს თორდია. შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, წალკის კანიონის გასაიჯარებლად ჩატარდა ელექტრონული საჯარო აუქციონი, რომლითაც 2019 წელს ობიექტი გადაეცა ებრაულ კომპანია KASS LAND-ს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ჯამში 120 მლნ ლარია.
კანადელი ფოტოგრაფები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან მედია პროექტის Take your seat-ის ფოტოგრაფებს უმასპინძლა. პრესტური კანადაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურში მონაწილე ფოტოგრაფებმა მცხეთა, სტეფანწმინდა, გუდაური, ქუთაისი, ზუგდიდი, მესტია, უშგული, ბათუმი, ახალციხე, ვარძია, უდე, ასპინძა, ჭობარეთი, წალკა, წინანდალი, სიღნაღი და თელავი მოინახულეს. გადაიღეს ტურისტულად საინტერესო ადგილები. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ფოტო ალბომს Take your seat-ის ვებ-გვერდზე გაეცნობიან, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია კანადაში. „ჩვენი მიზანია მსოფლიო მასშტაბით რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ის ღირებულებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. შესაბამისად უნდა მოვახდინოთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი მოვიზიდოთ. ამ მიზნის მისაღწევად ამჟამად ვმასპინძლობთ კანადელ ფოტოგრაფებს. პროექტის მიზანია მომზადდეს ფოტო ალბომი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა. „დაიკავეთ თქვენი ადგილი- საერთაშორისო პროექტია. ჩვენ უკვე 14 ქვეყანაში ვიმოგზაურეთ და ახლა საქართველოში ვართ. ჩვენ ამ სკამს რეჟისორის სკამს ვეძახით, რომელიც საშუალებას გაძლევს იყო რეჟისორი, გააკეთო არჩევანი და თავად განკარგო შენი ცხოვრება. საქართველოში ამ სკამით ჩამოვედით და თითქმის მთელი ქვეყანა მოვიარეთ. ინტერნეტით საქართველოს შესახებ ძალიან მაღალი წარმოდგენა შეგვექმნა, თუმცა მას შემდეგ რაც მოვინახულეთ საქართველოს მხარეები და გავიცანით ხალხი დავრწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გამორჩეულია კულტურით, სტუმარმასპინძლობითა და სითბოთი. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – ამბობს ტურის მონაწილე ფოტოგრაფი რენდი ვანდერსტარენი. „საქართველოში უკვე 2 კვირაზე მეტია ვიმყოფებით, დაუვიწყარი თავგადასავლები გვქონდა, ჩვენ მოვინახულეთ როგორც დიდი ასევე პატარა ქალაქები. ძალიან მოგვეწონა ბუნება. ჩვენ ამ სკამით, რომელსაც თან ვატარებთ ყველას ვეპატიჟებით, რომ იმოგზაურონ საქართველოში“, – აცხადებს სპენსერ ვანდერსტარენი ფოტოგრაფი კანადიდან. საქართველოში გადაღებული ფოტომასალა ქართულ-კანადურ ფოტოალბომისთვის დაიბეჭდება, რომლის გამოცემაც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმება.
იაპონია ორი წლის შემდეგ უცხოელი ტურისტებისთვის იხსნება
პანდემიიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, იაპონია ტურისტებისთვის იხსნება. 10 ივნისიდან ტურისტულ ჯგუფებს ქვეყანაში შესვლა შეეძლებათ. თუმცა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თითქმის 100 ქვეყანა და რეგიონი სამ რისკ კატეგორიად (წითელი, ყვითელი და ლურჯი) დაიყოფა, რაც განსაზღვრავს, შეეძლებათ თუ არა ვიზიტორებს საკარანტინო ზომების გვერდის ავლა. BBC-ს ცნობით, ჩაკეტვამ ტურიზმის ინდუსტრიას მძიმე დარტყმა მიაყენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 10 მარტს გამოაცხადა. ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყნების მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პანდემიის დასასრული ახლოს ჯერ არ არის.
ყველაზე მეტი ვიზიტორი იანვარ-მაისში რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოვიდა
საქართველოს ეროვული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან $841 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ყველაზე დიდი შემოსავალი მაისში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში 319,000-მა ვიზიტორმა $258 მილიონი დოლარი დახარჯა.საქართველოში ტურისტების მიერ გაწეული დანახარჯებით, პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია. ჯამურად, რუსებმა წელს საქართველოში $150 მილიონი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა ბელარუსი ვიზიტორები (მიგრანტები), რომლებმაც წელს საქართველოში 94.6 მილიონი დახარჯეს.2022 წელის იანვარ-მაისში საქართველომ 1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, მათი დანახარჯები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:1) რუსეთი - $150.4 მილიონი დოლარი;2) ბელორუსი - $94.6 მილიონი დოლარი;3) ევროკავშირი (27 ქვეყანა) - $90.3 მილიონი დოლარი;4) უკრაინა - $82.2 მილიონი დოლარი;5) თურქეთი - $80.8 მილიონი დოლარი;6) ისრაელი - $79.1 მილიონი დოლარი;7) აზერბაიჯანი - $30.6 მილიონი დოლარი;8) სომხეთი - $30.0 მილიონი დოლარი;9) საუდის არაბეთი - $24.6 მილიონი დოლარი;10) ირანი - $22.7 მილიონი დოლარი;დანარჩენი ქვეყნები - $155.7 მილიონი დოლარი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით + 185.5% -ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51% პროცენტს შეადგენს. "ივნისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 302,602 შეადგინა, რაც + 126.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 64.1 %-ით არის აღდგენილი. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1,625,928 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით +234.5% - ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 42.1% შეადგინა.2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, რაც + 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 56.8%-ით არის აღდგენილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ივნისში საქართველოს, 445 894 საერთაშორისო მოგზაური ეწვია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ივნისის სტატისტიკურ მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1%-ია აღდგენილი. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445 894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით 185.5% -ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51% პროცენტს შეადგენს. ივნისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 302 602 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126.7%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 64.1 %-ით არის აღდგენილი. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ტურისტულ მონაცემებს, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 625 928 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით 234.5%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 42.1% შეადგინა. 2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 209 272 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 186.3%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 56.8%-ით არის აღდგენილი.
გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო
გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს შეხვდა. შეხვედრა კახეთში, წინანდალში გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აბდულა შაჰიდს თამარ ყორიაულმა საქართველოს ტურისტული მიმართულება, კახეთის ტურისტული პოტენციალი, ტურიზმის აღდგენის კუთხით შესრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. აბდულა შაჰიდი საქართველოში მთავრობის მოწვევით იმყოფება.
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ივლისში 718 401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით 177% მეტია. ტურიზმის ადმინისტრაციის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ივლისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობა (410 179) სახმელეთო საზღვრით შემოვიდა, 181 574 ვიზიტი - საჰაერო გზით, 4 348 ვიზიტი - სარკინიგზო, ხოლო 1 786 - საზღვაო გზით განხორციელდა. ივლისში განხორციელებული ვიზიტების მიხედვით TOP-15 ქვეყნის რეიტინგი:1. რუსეთი - 156 737 ვიზიტი;2. სომხეთი - 103 906 ვიზიტი;3. თურქეთი - 95 989 ვიზიტი;4. საუდის არაბეთი - 27 712 ვიზიტი;5. საქართველო (არარეზიდენტები) – 24 278 ვიზიტი;6. ისრაელი - 22 684 ვიზიტი;7. ბელარუსი - 20 773 ვიზიტი;8. ყაზახეთი - 19 258 ვიზიტი;9. უკრაინა - 18 711 ვიზიტი;10. აზერბაიჯანი - 14 282 ვიზიტი;11. ირანი - 11 787 ვიზიტი;12. ინდოეთი - 7 215 ვიზიტი;13. პოლონეთი - 5 731 ვიზიტი;14. უზბეკეთი - 5 539 ვიზიტი;15. გერმანია - 5 460 ვიზიტი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 61 974 ვიზიტორით, მესამე კი 15 373 ვიზიტორით უკრაინაა.2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2 344 329 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა და ზრდამ 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 214%-ი შეადგინა. 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა TOP-15 ქვეყნა1. რუსეთი - 403 886 ვიზიტი;2. თურქეთი - 95 989 ვიზიტი;3. სომხეთი - 299 676 ვიზიტი;4. საქართველო (არარეზიდენტები) – 147 159 ვიზიტი;5. ისრაელი - 107 261 ვიზიტი;6. უკრაინა - 89 614;7. აზერბაიჯანი - 80 680;8. ყაზახეთი - 64 654;9. ბელარუსი - 62 728;10. საუდის არაბეთი - 57 475;11. ირანი - 49 016;12. უზბეკეთი - 27 871;13. ინდოეთი - 26 343;14. გერმანია - 22 378;15. პოლონეთი - 20 812. ცნობისთვის, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737, ხოლო ივნისში 90 239 ადამიანი შემოვიდა. წინა თვესთან შედარებით, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 66 498-ით არის გაზრდილი.
დმიტრო კულება: ევროპაში ტურიზმის აკრძალვის პერსპექტივით განაწყენებულ რუსებს შეუძლიათ, საჩივრით კრემლს მიმართონ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის ინიციატივით უკმაყოფილოები არიან, ურჩევს პრეტენზიები კრემლისკენ მიმართონ. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა „ევროპაში ტურისტული მოგზაურობის აკრძალვის პერსპექტივით განაწყენებულ რუსებს შეუძლიათ თავიანთი საჩივრებით მიმართონ კრემლს და მათი თანამემამულეებიდან ომის მომხრე 70%-ზე მეტს. არავინ ითხოვს იმ რამდენიმე რუსისთვის აკრძალვას, ვისაც შეიძლება თავშესაფარი ან ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდეს“,-წერს კულება Twitter-ზე. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა $1 მლრდ 618 მლნ შეადგინა
ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდება. „თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული და მინდა გითხრათ, რომ ივლისში, მოგზაურობიდან, ანუ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პირველად, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს. ანუ, არათუ მოხდა აღდგენა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემებს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ: ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც, როგორც მოგახსენეთ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია, ხოლო ჩვენ თუ ამას შევადარებთ 2021 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 130%-ით მეტია. ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ასე რომ, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები შესაბამისად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება ივლისშიც, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტი ადამიანები დასაქმდებიან, ჩვენი მოქალაქეები, შემოსავლების ზრდასა და სიღარიბის შემცირებას“,- განაცხადა განაცხადა ღარიბაშვილმა
ტურიზმის ადმინისტრაცია: აგვისტოში საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, +195.5%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.1%-ს შეადგენს. „მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა. 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 582 995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, +135.8%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 77.4%-ს შეადგენს. 2022 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში 3 256 370 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +208.9%-ია. 2019 წლის რვა თვის მონაცემებთან შედარებით კი, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 51.5%-ს შეადგინა. 2022 წლის რვა თვეში საქართველოში 2 251 978 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით, ზრდა +155%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 65.3%-ს შეადგენს“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
იანვარ-აგვისტოს თვეში ტურიზმიდან საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 522,945,221 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +26.7%-ით აჭარბებს. „2022 წლის იანვარი-აგვისტოს თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. იანვარი-აგვისტოს პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,141,568,321 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 1,437,776,241 (+204.3%) აშშ დოლარით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი - როგორია საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური კავშირები
2022 წელს ტრანსკასპიურ მარშრუტზე (შუა დერეფანი) ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გასამმაგდა. კომპანია KTZ Express-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ლოჯისტიკის საკითხებში ამბობს, რომ გაზრდილია შუა დერეფანში, ჩინეთიდან რუსეთის გვერდის ავლით ტვირთების ტრანზიტიც. „ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2022 წლის პირველ შვიდ თვეში გასამმაგდა და 845 000 ტონას მიაღწია, რაც შვიდჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით, როცა გადაზიდული ტვირთების მოცულობა 311 000 ტონას შეადგენდა“, - განაცხადა აიბეკ კაპარმა ტრანსკასპიური მარშრუტი (საერთაშორისო დერეფანი) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან იწყება და ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებამდე გრძელდება. „მსოფლიო ეძებს გზებს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთი. ტრანსკასპიური მარშრუტი კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეფორმირების პროცესში. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან ევროპის ქვეყნებში ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით დერეფანი იძლევა ანტირუსული სანქციებით გამოწვეული ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრის საშუალებას“, - ამბობს Europetim-თან საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილი. როგორია ამ ფონზე ტრანსკასპიური მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის ჩინეთისა და საქართველოს ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა, ხოლო ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2018 წლის პირველ იანვარს ოფიციალურად ამოქმედდა. საგულისხმოა, რომ ეს პირველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, რომელიც ჩინეთმა ევრაზიის რეგიონის ქვეყანასთან გააფორმა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა გახდა და საქართველოს მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილმა 14.3% შეადგინა. ასევე, საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ჩინეთს შორის (საქსტატის მონაცემები) 2018 წელი - ბრუნვა $1 მილიარდ 031.9 ათსი - ზრდა 8.3% 2019 წელი - ბრუნვა $1 მილიარდ 081.7 ათასი - ზრდა 8.1% 2020 წელი - ბრუნვა $1 მილიარდ 186.3 ათსი - ზრდა 10.4 % 2021 წელი - ბრუნვა $1 მილიარდ 633.2 ათასი - ზრდა 11.4% საქსტატის მონაცემებითვე, 2022 წელის 8 თვეში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ $1 მილიარდ 226 641,5 შეადგინა, რაც ბოლო წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2022 წლის იანვარ-აგვისტო, ექსპორტი - $ 502 632.3 - ზრდა 19%. მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილი 14%-ია. ჩინეთი საქართველოსთვის პირველი საექსპორტო ბაზარია. 2022 წლის იანვარ-აგვისტო, იმპორტი - $ 724 009.2 - ზრდა 39,3%. მთლიან იმპორტში ჩინეთის წილია - 8,7%. ჩინეთი, იმპორტში საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის იანვარ-აგვისტო TOP 10 პროდუქტი, რასაც ჩინეთში ვყიდით მადნები და კონცენტრატები - $391631. 61 ათასი ხელსაწყოები და მოწყობილობები - $13904. 4 ათასი ყურძნის ნატურალური ღვინოები - $8878.25 ათასი ორთოპედიული ხელსაწყოები - $3444.97 ათასი კოჭა, ზაფრანა, დაფნის ფოთოლი - $3738. 66 ათასი ნარჩენები ჯართი, სპილენძი - $3128.46 ათასი ცენტრალური გათბობის ქვაბები - $1907.65 ათასი მანქანები, ელექტრო-მექანიკური - $235.51 ათასი ხელსაწყოები და აპარატურა - $235.51 ათასი მოწყობილობები, ელექტროგამნათებლები - $806.00 ათასი 2022 წლის იანვარ-აგვისტო TOP 10 პროდუქტი რასაც ჩინეთში ვყიდულობთ გამომთვლელი მანქანები $29217. 19 ათასი ონკანები, სარქველები $8167 ათასი მსუბუქი ავტომობილები - $5732.01 ათასი სატვირთო ავტომობილები - $ 5122.55 ათასი ხორცი, საკვები $4830.67 ათასი ტრანსფორმატორები $4578 ათასი მოწყობილობა ელექტროგამნათებლები - $2540.89 ათასი მტვერსასრუტები $2479.92 ათასი სათვალეები, ანალიზური ოპტიკური - $1747,84 ათასი ცოცხები და ჯაგრისები - $1613.64 ათასი ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია 2014 წელს შემოვიდა და $218 მილიონი შეადგინა. საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთიდან „ჰუალინგ ჯგუფია“, რომელმაც 2007 წლის შემდეგ საქართველოში $500 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ჩინურმა ინვესტიციებმა 2022 წლის პირველ კვარტალში - $36,556.9 მილიონი, ხოლო მეორე კვარტალში $30,695.4 მილიონი შეადგინა. რაც ორი კვარტლის მონაცემებით, ჯამში $67.252.3 მილიონია. რაც შეეხება ტურიზმს, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 4 510 ვიზიტორი შემოვიდა. ასევე წაიკითხეთ: ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა რა დატვირთვა აქვს ჩინეთისთვისა და ყაზახეთისთვის ლიანიუნკანგის პორტს და სად იკვეთება ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები რა გავლენა ექნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს შუა დერეფანზე და რა სარგებელს მიიღებს საქართველო
ლევან დავითაშვილი: ჩვენ შევძელით, პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს ტურიზმის აღდგენა
ჩვენ შევძელით პოსტპანდემიურ პერიოდში, 2022 წელს, ფაქტობრივად, პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკის შექმნა და ტურიზმის აღდგენა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პანდემიის გამო, ყველაზე დაზარალებული სექტორი ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგები აღმოჩნდა. "ტურიზმი სწორედ ის სექტორია, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი და ფაქტობრივად, მოსახლეობის ყველა ფენას ეხება და რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის", - განაცხადა დავითაშვილმა.
2022 წლის სექტემბერში, საქართველოში 636,235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა
2022 წლის სექტემბერში, საქართველოში 636,235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ტურისტების ზრდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით +157.5%-ია. „2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 3,892,605 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +199.1%-ს შეადგენს. 2019 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8%-ია. 2022 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში 3 892 605 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +199.1 პროცენტს შეადგენს. 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8 პროცენტია. 2022 წლის 9 თვეში საქართველოში 2,704,133 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +147.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.8%-ს შეადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: 2022 წლის ოქტომბერში, საქართველოში 498,477 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოქტომბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 498,477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით +125.9%-ია. "2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 344,595 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +82.6%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 78.5% აღდგენილია. 2022 წლის 10 თვეში საქართველოში 4,391,082 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +188.5%-ს შეადგენს. 2019 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 54.8%-ია. 2022 წლის 10 თვეში საქართველოში 3,048,728 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +137.9%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი კი 68.8%-ია. საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ, $2.9 მილიარდის შემოსავალი მიიღო - ტურიზმის ადმინისტრაცია
2022 წლის იანვარი-ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2,854,529,093 აშშ დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 100.2% აღდგენაა (ზრდა +4,838,981 აშშ დოლარი) – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარი- ოქტომბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,846,592,397 (+183.2%) აშშ დოლარით. „2022 წლის ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 337,345,577 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 126.4% აღდგენაა, 2021 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +195,063,713 (+137.1%) აშშ დოლარით“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
2022 წლის იანვარი-ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი 3,159,558,975 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 103.5% აღდგენაა (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი). „2021 წლის იანვარი-ნოემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +2,040,668,275 (+182.4%) აშშ დოლარით. 2022 წლის ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 305,029,882 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 151.2% აღდგენაა, 2021 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +194,075,877 (+174.9%) აშშ დოლარით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება
საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. როგოც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2023 წელს საქართველოს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის. მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა, ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალმილიონიან სატელევიზიო მაყურებელს. საქართველო საერთაშორისო მედიაკამპანიებში იქნება ჩართული, რაც ონლაინ, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიას მოიცავს. ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კოვიდპანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113,500 ბიზნესვიზიტორი სტუმრობდა. „ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს აქტიური მარკეტინგული კამპანიები გამართა. მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია პლატფორმის Bloomberg გამოყენებით მასშტაბური კამპანია ჩაატარა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორივიდეორგოლი და სამი სტატია მომზადდა, რომელიც Bloomberg -ის გვერდსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა. (Facebook, Twitter, Instagram). კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლებსა და სტატიებს ექვს მილიონზე მეტი ინტერნეტმომხმარებელი გაეცნო დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, ომანსა და ისრაელში. Bloomberg-თან თანამშრომლობის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანია გაიმართა ბალტიისპირეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც სოციალური ქსელების, ციფრული და ბეჭდური მედიის, ტელევიზიისა და რადიოს, გარე ბანერებისა და ინფლუენსერების გამოყენებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის Eurowings მგზავრები საბორტო ჟურნალში გაეცნენ. მარკეტინგული კამპანიის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს მსოფლიოში უდიდეს 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობდა. საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ დუბაის, თელ-ავივის, ლონდონის, ვარშავის, ბირმინგემის, ბრნოს, ტემპერის, პარიზის, მადრიდის, ბარსელონასა და ბერლინის ორ გამოფენაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
2022 წელს ქვეყანაში ადგილობრივი ტურიზმი 3.3 პროცენტით შემცირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 204.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 361.1 ათასი ერთეული შეადგინა. საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უწყების ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 641.0 ათასით განისაზღვრა, რაც ასევე 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2022 წელს ვიზიტორების 36.8 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 54.9 პროცენტს შეადგენდა. ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.5 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 13.1 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 10.8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. ვიზიტების უმრავლესობა – 50.8 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში და იმერეთის რეგიონში განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში, ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 248.3 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 9.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 13.9 პროცენტით და 182.4 ლარს უტოლდება.
ტურიზმის მიმართულებით გვაქვს პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები, იზრდება ვაჭრობა - ღარიბაშვილი
ჩვენ წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ასევე ტურიზმის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ფასებმა დაიწია, ჩვენი ამოცანა წელს უნდა იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება - ღარიბაშვილი „მინდა, რამდენიმე პოზიტიური ინფორმაცია გაცნობოთ, ჩვენ წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ასევე ტურიზმის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები. მაგალითად, პირველ კვარტალში 1 200 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია, თუ შევადარებთ გასული წლის იანვარ-მარტის პერიოდს, ესაა თითქმის 110%-ანი მატება. ასევე ვაჭრობა იზრდება, პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში ექსპორტის 25%-ანი ზრდა დაფიქსირდა და შეადგინა 1.461 მილიარდი დოლარი, რაც პირველი კვარტლის რეკორდულ მოცულობას გაუტოლდა,“- აღნიშნა პრემიერმა.
2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 102%-ით გაიზარდა
2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 102%-ით გაიზარდა, - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის შემოსავლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ით გაიზარდა თურქეთიდან, 73.2% ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ. 2023 წლის 1 კვარტალში, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებით აღსანიშნია რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, თურქეთი, ისრაელი, სომხეთი და სხვა, ამავე პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონით, ასევე, გამოირჩევა ევროკავშირი, ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა სახელმწიფოები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობით, საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე წარდგება - გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი
„მშვიდობა და ტურიზმი“ – ეს იქნება 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიება საქართველოში გაიმართება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ვფიქრობ, განსაკუთრებული დღესასწაული შეგვიძლია, მოვუწყოთ საქართველოს, მის ტურიზმის სექტორს, - ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში გამართული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც 38-მა ქვეყანამ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარებას მხარი ერთხმად დაუჭირა. ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ძალიან მაღალ დონეზე ჩაატაროს აღნიშნული ღონისძიება და წარდგეს არა მხოლოდ კონკრეტულ მიზნობრივ ბაზრებზე, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე. „30 წელზე მეტია, რაც აღინიშნება მსოფლიო ტურიზმის დღე და ის ყოველწლიურად სხვადასხვა კონტინენტზე იმართება. შემდეგი ჯერი იყო ევროპის და ევროპის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნოს საქართველოში. მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობით საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე წარდგება. ეს არის ძალიან მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობენ საკმაოდ დიდი დელეგაციები მსოფლიოს ქვეყნებიდან. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამ დიდი პასუხისმგებლობის აღებისა და ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის“, – აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. ბულგარეთში გამართულ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 68-ე სხდომაში ქართული მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული მონაწილეობდნენ. კომისიის წევრები ევროპის 38 ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები არიან, რომლებმაც საქართველოს დელეგაციის ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირეს.