თეგი: ტყვიის ქარხანა
რუსეთში მეორადი ტყვიის წარმოების უდიდესი ქარხანა გაჩერდა
მოსკოვთან მდებარე, მეორადი ტყვიის წარმოება „ფრეგატმა“, მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ, წარმოების თანამშრომლებზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს. საწარმოს გაჩერების მიზეზი, ტყვიის ექსპორტისთვის საჭირო ლიცენზიის ვადის ამოწურვა გახდა. მაისის შემდეგ, „მინპრომტორგს“ ახალი ლიცენზიები არ გაუცია. ექსპორტის შემცირების გამო რუსეთში ტყვიის ქარხნები დახურვის პირასაა - მედია „ჯერ-ჯერობით საწარმო ერთი თვით გაჩერდა. დაველოდებით, რა პროცესი განვითარდება ლიცენზიებთან დაკავშირებით. ვეძებთ გასაღების ბაზრებს“,- აცხადებენ „ფრეგატში“. რუსეთში ტყვიას, რამდენიმე ათეული ქარხანა აწარმოებს. „კომერსანტის“ წყაროების ცნობით, ახლა ზოგიერთი საწარმო სრული გათიშვის პირასაა, ზოგი კი დაუგეგმავ რემონტზეა გასული. ცნობილია, რომ ნედლი ტყვიის ექსპორტი ევროკავშირში მარტში პრაქტიკულად შეჩერდა. სანქციების ფონზე ლოჯისტიკასთან და ბანკთაშორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსეთში წარმოება შემცირდა. 10 ივლისიდან კი ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტით ნედლი ტყვიის ექსპორტი ამ ბაზარზე ოფიციალურად იკრძალება. სხვა ქვეყნებში ტყვიის ექსპორტისთვის, 2022 წლის 16 მაისიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, მწარმოებლებმა უნდა მიიღონ სპეციალური ლიცენზია, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შესაბამისი ნებართვები ჯერ არ გაუცია.