თეგი: ტყის ხანძარი
საბერძნეთში, ბოლო 24 საათში ხანძრის 52 ახალი კერა გაჩნდა
ბოლო 24 საათში, საბერძნეთში ხანძრის 52 ახალი კერა გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც საბერძნეთის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის საფრთხე კვლავ მაღალია. ამასთან, მეხანძრეები აგრძელებენ ბრძოლას ტყის ხანძრის წინააღმდეგ, რომელიც კვირას დასავლეთ პელოპონესში, აქაიის რეგიონში, პორტესის რაიონში გაჩნდა.
პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა
პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის არიან მეხანძრეები და ადგილობრივი მცხოვრებლები. მაღალი ტემპერატურისა და გვალვის გამო გაჩენილ ხანძარს უკვე მეოთხე დღეა ვერ აქრობენ. ხანძრის შედეგად, დაახლოებით 2 500 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ხანძრის საფრთხის გამო, ცხრა დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, ხანძრის ჩაქრობაში 3 000-ზე მეტი მეხანძრე და 60 ერთეული საჰაერო ტექნიკაა ჩართული.
აშშ-ში სან გაბრიელის მთებში ტყის ხანძარს ებრძვიან
აშშ-ში კალიფორნიის შტატის სამხრეთით, სან გაბრიელის მთებში ტყის ხანძარს ებრძვიან. როგორც ცნობილია, ცეცხლი ეროვნულ ტყეს უკიდია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიამ 40 ჰექტრამდე ტერიტორია გაანადგურა. ამასთან, ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში მეხანძრეებთან ერთად ჩართულია ავიაიაც. მედიის ინფორმაციით, ხანძრის სიახლოვეს არსებულ ელექტრო გადამცემ ხაზებს საფრთხე ემუქრება. რის შედეგადაც შესაძლოა, მოსახლეობის ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩეს.
ესპანეთში ხანძარმა 3 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა
ესპანეთში ხანძარმა 3 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარმა განსაკუთრებით ვალენსიის რეგიონი დააზიანა, საიდანაც საფრთხის გამო 1 500-ზე მეტი ადგილობრივის თავშესაფარში გადაყვანა გახდა საჭირო. ექსპერტების განმარტებით, წელიწადის ამ დროს ესპანეთში მასშტაბური ხანძრის გაჩენის მიზეზი ზედმეტად თბილი და უნალექო ზამთარი გახდა. ცეცხლის ჩაქრობას ქვეყანაში ამ დრომდე 500-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. სამუშაოებში ჩართულია 18 ვერტმფრენიც.
ესპანეთში, ტყის ხანძარი გავრცელდა
ესპანეთი ტყის ხანძარს ებრძვის. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება, ქალაქ ლიანსაშია. ცეცხლი ჩრდილოეთ კატალონიისა და საფრანგეთის საზღვარზე გავრცელდა. ცეცხლის ლოკალიზება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ესპანეთისა და საფრანგეთის დამაკავშირებელ სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია.
კანადაში, ტყის მასშტაბური ხანძარია
კანადაში, ალბერტის პროვინციაში, ტყის მასშტაბური ხანძარია. ცეცხლის ქრობის პროცესში დაახლოებით 2 700 მეხანძრე, მათ შორის ამერიკელი და კანადელი მაშველები და კანადის სამხედრო პერსონალია ჩართული. კანადის ხელისუფლებამ მოსახლეობა მომდევნო დღეების განმავლობაში ცხელი და მშრალი ამინდის გამო, ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საშიშროების შესახებ გააფრთხილა. ალბერტის პროვინციის დაახლოებით ათი ათასი მცხოვრები სახლებიდან ევაკუირებულია, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების გამო.
კანადაში ხანძრის გამო 16 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, სტიქიამ პროვინციაში ათობით სახლი გაანადგურა. მოსალოდნელი საფრთხის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასახლებებიდან 16 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ევაკუაციის ბრძანება ასევე გაიცა ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში. მისი თქმით, კანადის მთავრობა ხანძრის ჩასაქრობად ყველაფერს აკეთებს და სამაშველო ჯგუფები მზად არიან მოსახლეობას ევაკუაციაში დაეხმარონ.
გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სტატისტიკა მოწმობს, რომ ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. „ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
კუნძულ როდოსზე, საბერძნეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია განხორციელდა
კუნძულ როდოსზე, ხანძარმა ათასობით ტურისტს სასტუმროები დატოვება აიძულა საბერძნეთის კუნძულ როდოსზე გაჩენილმა დიდმა ხანძარმა ათასობით ტურისტი აიძულა, რომ სასტუმროები დაეტოვებინა, რაც ბერძენი ოფიციალური პირების თქმით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ევაკუაციის შედეგია. CNN-ის თანახმად, საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შაბათის შემდეგ როდოსზე, დაახლოებით 19,000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 16,000 ადამიანი, მათ შორის ტურისტები და მცხოვრებლები სახმელეთო, ხოლო 3,000 - საზღვაო გზით გადაიყვანეს. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად სამი აქტიური კერაა კუნძულის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში. მეხანძრეების ინფორმაციით, რვა ადამიანი სუნთქვის პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტყის ხანძრების ლიკვიდაციას 266 მეხანძრე, 49 სახანძრო მანქანა, ხუთი ვერტმფრენი და 10 თვითმფრინავი ცდილობს. ევროპაში მათ შორის საბერძნეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტი ფიქსირდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება ბუნებაში გასვლისას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრების პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს არ დაანთოთ კოცონი სპეციალურად გამოყოფილი ადგილების (საცეცხლურები) გარდა ტერიტორიის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ ცეცხლი ჩამქრალია არ გადააგდოთ სიგარეტის ნამწვი არ დააბინძუროთ ბუნება, განსაკუთრებით, თუნუქისა და მინის ქილებით. საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მომატება ბუნებაში, განსაკუთრებით, ტყეებში, ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. გახსოვდეთ, კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ბუნებრივი კატასტროფების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ ფონზე, ადამიანების დაუდევრობა კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანი ხდება.გაუფრთხილდით გარემოს!
ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა
ოფიციალური პირების თქმით, ჰავაის კუნძულ მაუის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. BBC-ის თანახმად, არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ოფიციალურად ეს ტყის ხანძარი გახდა აშშ-ის შტატის ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურება. მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე რაიონში ცდილობენ, მათ შორის არის ისტორიული ქალაქი ლაჰაინა, რომელიც მთლიანად განადგურებულია. BBC-ის ცნობით, კუნძულ მაუიზე ბევრი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი. მედიის ცნობით, ბეზოსი 100 მილიონ დოლარს (79 მილიონი ფუნტი) გაიღებს ხანძრის მსხვერპლთა დასახმარებლად. ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მის გავრცელებას ქარმა და მშრალმა ამინდმა შეუწყო ხელი. მაუი სიდიდით მეორე კუნძულია ჰავაის კუნძულებში - 1885,5 კმ² ფართობით, ხოლო - მე-17 აშშ-ის კუნძულებს შორის. მაუი ჰავაის შტატის ნაწილია და ასევე მაუის საგრაფოს უდიდესი კუნძულია. ამავე საგრაფოს ეკუთვნის ასევე კუნძულები ლანაი, კაჰოოლავე და მოლოკაი. ოთხ კუნძულს ერთად უწოდებენ მაუი-ნუის.
საბერძნეთში ხანძარი სამხედრო აეროდრომს უახლოვდება
ხანძარი ათენის მახლობლად მდებარე ქალაქ ელეფსინაში სამხედრო აეროდრომს უახლოვდება. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები სასწრაფოდ გაგზავნეს, რათა ცეცხლი აეროდრომზე არ გავრცელდეს. ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში ტყის ხანძარი მეოთხე დღეა, მძვინვარებს. სახანძრო სამსახურის ცნობით, ჩეხეთი, ხორვატია, გერმანია და სერბეთი ათენის დახმარებას აპირებენ. სტიქიის გამო ქალაქ ალექსანდროპოლისის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი ბორნით ახლომდებარე პორტში გადაიყვანეს, მათ შორის არიან ახალშობილები და ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებიც. საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების შესახებ აფრთხილებს