თეგი: უილიამ ბარნსი
უილიამ ბარნსი: ბევრი ჭორი ვრცელდება პუტინის ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სრულიად ჯანმრთელია
აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის უილიამ ბარნსის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია არ არსებობს. როგორც BBC წერს, მანამდე, მედიაში ვრცელდებოდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ პუტინი, რომელსაც წელს 70 წელი შეუსრულდება, შესაძლოა, კიბოთი იყოს დაავადებული. მაგრამ უილიამ ბარნსის თქმით, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, ის ხუმრობით ამბობს, რომ პუტინი „ზედმეტად ჯანმრთელადაც“ კი გამოიყურება. „ბევრი ჭორი ვრცელდება პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სრულიად ჯანმრთელია“, - განაცხადა CIA-ს დირექტორმა და დაამატა, რომ ეს არ არის დაზვერვის ოფიციალური განცხადება. რაც შეეხება პუტინის გეგმებს უკრაინაში, CIA-ს დირექტორის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის გეგმები უაღრესად მცდარ ვარაუდებსა და რეალურ ილუზიებს ეფუძნება, განსაკუთრებით, უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის საკითხზე, მიიჩნევს, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი უილიამ ბარნსი. CIA-ს დირექტორი პუტინის გეგმებსა და უკრაინაზე „ბატონი პუტინი დარწმუნებულია, რომ მისი, როგორც რუსეთის ლიდერის ფუნქციაა, აღადგინოს რუსეთი, როგორც დიდი ძალა. მას მიაჩნია, რომ ამის გასაღები არის რუსეთის სამეზობლოში გავლენის სფეროს ხელახლა შექმნაში და მას არ შეუძლია ამის გაკეთება უკრაინის კონტროლის გარეშე“, - აღნიშნავს უილიამ ბარნსი.
CIA-ს დირექტორი პუტინის გეგმებსა და უკრაინაზე
რუსეთის პრეზიდენტის გეგმები უაღრესად მცდარ ვარაუდებსა და ილუზიებს ეფუძნება, განსაკუთრებით, უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის საკითხზე, მიიჩნევს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი უილიამ ბარნსი. CIA-ს დირექტორის თქმით, პუტინის აზროვნება ომის მეორე ფაზას უფრო სარისკოს აქცევს „ბატონი პუტინი დარწმუნებულია, რომ მისი, როგორც რუსეთის ლიდერის ფუნქციაა, აღადგინოს რუსეთი, როგორც დიდი ძალა. მას მიაჩნია, რომ ამის გასაღები არის რუსეთის სამეზობლოში გავლენის სფეროს ხელახლა შექმნაში და მას არ შეუძლია ამის გაკეთება უკრაინის კონტროლის გარეშე“, - აღნიშნავს ულიამ ბარნსი. "პუტინს ნამდვილად სჯერა მისი რიტორიკის. წლების განმავლობაში გვესმის მისგან, რომ უკრაინა არ არის რეალური ქვეყანა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ კარგი, რეალური ქვეყნები იბრძვიან. და ეს არის ის, რაც უკრაინელებმა გააკეთეს", - განაგრძო ბარნსმა. მისივე ინფორმაციით, უკრაინაში მოკლულია 15 000-მდე რუსი სამხედრო, დაჭრილთა რიცხვი კი, დაახლოებით სამჯერ მეტია. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CIA-ს დირექტორი უილიამ ბარნსი 2021 წლის ნოემბერში მოსკოვში გაგზავნა, რათა გაეფრთხილებინა კრემლი, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის საზღვრის მახლობლად ჯარების მობილიზებას. ბერნსი შეეცადა დაედგინა, რა არის რუსეთის ქმედებების მოტივაცია. ამის შესახებ CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა. მედიაში 2 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბარნსი რუსეთს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია და უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა. უილიამ ბარნსს რუსეთში ამერიკის ელჩის თანამდებობა 2005 წლიდან 2008 წლამდე ეკავა. ცნობისათვის, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 20 ივლისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას გაუგზავნის კიდევ ოთხ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS), რომელიც ოფიციალურად, ამ კვირის ბოლოს გამოცხადდება. ამავდროულად, უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ მიმართა აშშ-ის კონგრესს და სთხოვა მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა „უკრაინელების წინააღმდეგ ტერორი შეჩერდეს". მისი თქმით, იარაღს შეუძლია, უზრუნველყოს „ერთობლივი დიდი გამარჯვება". თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები მოხდება. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინა HIMARS-ს რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობების განადგურების მიზნით იყენებს, რითაც რუსეთის სერიოზულ ზიანს აყენებს. „იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ვნახავთ კონტრშეტევით კამპანიას და ის წარმატებული იქნება. HIMARS-მა ომში თამაშის წესები შეცვალა“, - განაცხადა რეზნიკოვმა Financial Times -თან ინტერვიუში 15 ივლისს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
CIA-ს დირექტორი: კუთხეში მომწყვდევის შემთხვევაში, პუტინი შესაძლოა, „საკმაოდ საშიში და უგუნური" იყოს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, „საკმაოდ საშიში და უგუნური იყოს, თუ ის კუთხეში იქნება მომწყვდეული, განაცხადა CIA-ს დირექტორმა უილიამ ბარნსმა CBS-სთან ინტერვიუში. მისივე შეფასებით, პუტინი უნდა იყოს შეშფოთებული, არამხოლოდ იმაზე, რაც ხდება უკრაინის ბრძოლის ველზე, [არამედ] რა ხდება რუსეთის შიგნით და საერთაშორისო დონეზე“. ბანრსის თქმით, ჩინეთის მხრიდან „უსაზღვრო მეგობრობის“ დაპირების მიუხედავად, პეკინმა უარი თქვა სამხედრო მხარდაჭერის შეთავაზებაზე, რომელიც პუტინმა მოითხოვა. ბარნსის ვარაუდით, რუსეთის მზარდმა გამოწვევებმა პუტინს ნაკლები არჩევანი დაუტოვა, რაც მას პოტენციურად უფრო სახიფათოს გახდის.
CNN: CIA-ს დირექტორი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბარნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა, - ამის შესახებ CNN ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. უილიამ ბარნსმა უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. წყაროებმა უარი განაცხადეს მისი მოგზაურობის შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე. კონტექსტიაშშ-ს სულ უფრო მეტად აწუხებს ის გარემოება, რომ რუსეთი შესაძლოა, ატომური იარაღის გამოყენებაზე გადავიდეს მის მიერ წარმოებულ ომში. ბარნსმა და სხვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ვერ ხედავენ მტკიცებულებას, რომ მოსკოვი აქტიურად ემზადება ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ დაზვერვის წარმომადგენლები გამოდიან გაფრთხილებით, რომ რისკი, ალბათ, ყველაზე მაღალია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
CIA-ს დირექტორის თქმით, სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, რუსეთმა ირანს სარაკეტო პროგრამაში მხარდაჭერა შესთავაზა
CIA-ს დირექტორი უილიამ ბარნსი აცხადებს, რომ რუსეთსა და ირანს შორის ალიანსი სწრაფად, სახიფათო მიმართულებით ვითარდება, რაც შემაშფოთებელია. „ჩვენ ვიცით, რომ ირანელებმა უკვე მიაწოდეს რუსებს ასობით თვითმფრინავი, რომელსაც ისინი იყენებენ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ტკივილის მისაყენებლად. ჩვენ ვიცით, რომ მათ მიაწოდეს საბრძოლო მასალა არტილერიისთვისაც და ტანკებისთვისაც“, - განაცხადა ბარნსმა CBS-ის ეთერში. მისივე თქმით, CIA ასევე ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ირანელებს სარაკეტო პროგრამაში დახმარებას სთავაზობს და, ამის სანაცვლოდ სულ მცირე განიხილავს გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას. ბარნსის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ზედმეტად დარწმუნებულია" თავის შესაძლებლობებში, გაანადგუროს უკრაინა. მან ნარიშკინთან დისკუსიას უწოდა "საკმაოდ იმედგამაცრუებული", მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ უფრო მეტი გაიგო რამდენიმე ძირითადი პუნქტების შესახებ.
CIA-ს დირექტორი: რუსეთი თავს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევის რისკის ქვეშ აყენებს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბარნსმა განაცხადა, რომ რუსეთს ჩინეთის „ეკონომიკურ კოლონიად“ გადაქცევა ემუქრება, რადგან მისი დასავლეთისგან იზოლაცია უკრაინაში შეჭრის შემდეგ ღრმავდება, მისი შეფასებით, რუსეთი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და, გარკვეული თვალსაზრისით, თავს დროთა განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევისა და ენერგორესურსების და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულების რისკის ქვეშ აყენებს. ბარნსის თქმით, რუსეთი, შესაძლოა, ჩინეთში ენერგორესურსების და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებული გახდეს.