თეგი: უკანონო
ყაზახეთში, მოქალაქეებისთვის უკანონოდ შეძენილი აქტივების ჩამორთმევა იგეგმება
ყაზახეთში შეიქმნება იმ ადამიანების სია, რომლებსაც აქტივების ფლობაზე ანგარიშის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა ეკონომიკური პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „იგეგმება იმ პირთა შეზღუდული რეესტრის ჩამოყალიბება, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა სჭირდებათ. თუ აქტივების მფლობელს არ შეუძლია დაადასტუროს მათი წარმომავლობა, აქტივები აღიარებული იქნება არაგონივრულად შეძენილად და სახელმწიფოს გადაეცემა“, -განაცხადა ალიხან სმილოვმა. მისივე თქმით, ჩამორთმეული აქტივები ყაზახეთის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული. გასული წლის ბოლოს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნიდან უკანონოდ გატანილი ქონების დაბრუნების ბრძანება გასცა.