თეგი: უკრაინელები
შალვა პაპუაშვილმა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და დამდეგი აღდგომა მიულოცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და დამდეგი აღდგომა მიულოცა. „პარლამენტის წევრებთან ერთად მოვინახულეთ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები – ბავშვები და მათი მშობლები. მივულოცეთ დამდეგი აღდგომა და გავუზიარეთ ჩვენი ემოციები, რომელიც უკრაინასთან გვაკავშირებს. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, მაგრამ, საუბრის ძირითადი თემა იყო თუ როგორ უნდა გავიხედოთ წინ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, იგრძნონ ზრუნვა როგორც ქვეყნის, ისე ადამიანების მხრიდან, შეიძინონ ახალი მეგობრები, გაეცნონ საინტერესო ამბებს და ეს პერიოდი, რომელიც, მართალია, ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს, მათი ცხოვრების ნაწილია, საქართველოში გაატარონ მთელი სისავსით. უკრაინელი მოქალაქეები გვესაუბრნენ იმ სითბოზე, რომელსაც ყოველდღე გრძნობენ საქართველოში. ისინი ქართველი ხალხის განსაკუთრებულად მადლიერნი არიან“,- განაცხადა პაპუაშვილმა შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ბექა ოდიშარია და ეკა სეფაშვილი უკრაინაში ომის გამო საქართველოში დარჩენილი მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა უკრაინელ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრებიც გადასცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ
უკრაინის მოქალაქეები აცხადებენ, რომ გონიოში ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრების ვადა პირველ აგვისტოს ამოეწურათ, თუმცა წასასვლელი არსად აქვთ. უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. როგორც უკრაინის მოქალაქეები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, სასტუმროს მეპატრონე მოითხოვს, რომ შენობა, სადაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ცხოვრობენ, დატოვონ. მათივე თქმით, მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და სამსახური და თავშესაფარი არ აქვთ. შეკრებილები მთავრობას მიმართავენ და სთხოვენ, რომ თავშესაფარში ყოფნის პერიოდი გაუხანგრძლივდეთ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: თბილისის მერიამ უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაასრულა
ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინიდან დევნილმა საპროტესტო აქცია გამართეს
"ირანის სამხედრო დახმარება რუსეთის მიმართ ხელს უწყობს, უდანაშაულო ადამიანების კვლას", - ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინიდან დევნილმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა ირანული დრონების 85% ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები აქციის მონაწილეების აღნიშნავენ, ირანის მიერ მიწოდებული დრონებით უკრაინელი ბავშვები დაიღუპნენ. “ირანის სამხედრო დახმარება რუსეთის მიმართ ხელს უწყობს უდანაშაულო ადამიანების კვლას. ხელს უწყობს რუსეთს, რომ უკრაინაში ომი გაახანგრძლივოს. ტერორისტულ სახელმწიფოს არავინ არ უნდა ეხმარებოდეს. ირანი ტერორიზმის სპონსორია”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები ჟურნალისტებთან. აშშ ირანს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებს უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი.ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.