თეგი: უკრაინელი ლტოლვოლები
გერმანიამ მუშა სამარიტელთა კავშირს, საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, 5 მილიონი ევრო გამოუყო
გერმანია მუშა სამარიტელთა კავშირის (ASB) მეშვეობით საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება. გერმანიის საელჩოს თანახმად, ASB-მ საქართველოში განხორციელებული პროექტისათვის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან 5 მილიონი ევროს ოდენობის თანხა მიიღო, რომლითაც წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 7200 პირს გაეწევა ფულადი დახმარება, 3000 ოჯახი ზამთრისთვის აუცილებელ დახმარებას მიიღებს და 2000 პირი კი ფსიქო-სოციალურ დახმარებას მიიღებს. გარდა ფინანსური დახმარებისა ჰრესნიკები, ანუ უკრაინელი ოჯახების ტრადიციული დამხმარეები ბენეფიციარებს ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას გაუწევენ და ამ საქმიანობისთვის გასამრჯელოსაც მიიღებენ. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მყოფი, ომისგან დაზარალებული უკრაინელების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. პროექტს ASB საქართველო ახორციელებს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან “Unite Together” და „საქართველოს სამარიტელთა კავშირთან“ ერთად.