თეგი: უკრაინის დროშა
უკრაინის დროშის ჩამოგლეჯის საქმეზე, შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო სამართალწარმოება ვაკის პარკში უკრაინის დროში ჩამოგლეჯის საქმეზე. „ფაქტზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით", - აცხადებენ შსს-ში რადიო თავისუფლების ცნობით. ამავე თემაზე: შევატყობინეთ უკრაინის საგარეო უწყებას და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან - კასიანოვი ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევაზე
შევატყობინეთ უკრაინის საგარეო უწყებას და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან - კასიანოვი ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევაზე
აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით, ჩვენ შევატყობინეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, - ამის შესახებ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით, ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა „მთავარი არხის“ ცნობით. მისივე თანახმად, უკრაინის დროშა პრორუსული ორიენტაციის „ალტ-ინფოს" წევრმა, ვასილ გოგალაძემ ჩამოხია. მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე, ერთი პირი 1000 ლარით დაჯარიმდა
ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე, ერთი პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას. სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. უკრაინის დროშის ჩამოგლეჯის საქმეზე, შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო
უკრაინის ეროვნული დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისში 32-მეტრიანი დროშა გაშალეს
23 აგვისტოს მშვიდობის ხიდთან გაიმართა უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი „ფლეშმობი.“ უკრაინის 32-მეტრიანი დროშა უკრაინის ეროვნული ჰიმნის ფონზე გაშალეს. „32 სიმბოლური ციფრია, და ნიშნავს უკრაინის დამოუკიდებლობის წლებს. ჩვენ ერთად გავშლით 32 მეტრის სიგრძის დროშას, როგორც სიმბოლოს იმისა, რომ უკრაინა 32 წლის განმავლობაში ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მათ შორის მეგობრების წყალობით მთელი მსოფლიოდან,“ - ამბობენ ფლეშმობის ორგანიზატორები, რომლებიც აანონსებდნენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებდნენ ომის შედეგად საქართველოში გადაადგილებული უკრაინელები, ქართველი და უკრაინელი აქტვივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. ფლეშმობი 23 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორია ორგანიზაცია ქართულ-უკრაინული პლატფორმა.