თეგი: უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვა: 24 თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის დანაკარგი 18 ათასამდე სამხედროს შეადგენს

უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის დანაკარგი 18 ათასამდე სამხედროს შეადგენს. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 644 ტანკი, 1 830 ჯავშანტრასპორტი, 325 ერთეული საარტილერიო სისტემა, 54 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 143 თვითმფრინავი, 134 შვეულმფრენი, 7 ერთეული საზღვაო ხომალდი და 89 უპილოტო საფრენი აპარატი. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების თავდასხმებს 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ბავშვზე მეტი კი დაშავდა ცნობისთვის, პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული