თეგი: უკრაინის რადა
უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა
უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. შესაბამისი მიმართვა რადას წევრებმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. რადას წევრები მიმართავენ გაეროს, ევროკომისიას, ეუთო-ს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეებს და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს, მოუწოდებენ მათ, არ დაუშვან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება. მიმართვას მხარი დაუჭირა 331-მა დეპუტატმა. ამასთან, დოკუმენტში უკრაინელი დეპუტატები გმობენ რუსეთის ყოველგვარ მცდელობას, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარონ. ცნობისთვის, რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა
უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ Twitterზე უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა დაწერა. გადაწვეტილებას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის მოწყობის შესახებ“ ხმა მისცა 365-მა დეპუტატმა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ექსპერტებმა უკრაინაში 24 თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე განვითარებულ მოვლენებზე 108 გვერდიანი ანგარიში მოამზადეს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები არსებობს. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. „ის ომის დამნაშავეა”, - განაცხადა ბაიდენმა პუტინის შესახებ, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის შესახებ ქალაქ ბუჩაში, უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილო-დასავლეთით. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ომის დროს მისი ქმედებებისთვის. პუტინის მტკიცებით, „ბუჩა სიყალბეა და მსგავსი „პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა“. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.
უკრაინის რადამ გენერალურ პროკურორად ანდრეი კოსტინის კანდიდატურა დაამტკიცა
უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის, ანდრეი კოსტინის დანიშვნას მხარი დაუჭირა. ზელენსკიმ რადას გენერალური პროკურორის კანდიდატურა წარუდგინა კოსტინი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი რადას იურიდიული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდეობას იკავებდა. მას მხარი 299-მა დეპუტატმა დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა. მან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანდრეი კოსტინი დღეს წარადგინა. მანამდე, გენერალური პროკურორის თანამდებობას ირინა ვენედიქტოვა იკავებდა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადის 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადის 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა. უკრაინული მედიის ცნობით, დეპუტატები, რომლებიც ოფიციალური მივლინებების შემდეგ არ წარადგენდნენ დიპლომატიურ პასპორტებს, საგარეო უწყება საბუთის ანულირებას მოახდენს. „ამბობენ, რომ ზელენსკი გაბრაზებულია, რადგან დეპუტატები, ომის დროს უცხოეთში უსაქმოდ დადიან“, - წერს მედია. მედიის ცნობოთ, დიპლომატიური პასპორტი გაუუქმდა დავით არახამიას, ელიზავეტა იასკოს, ოლექსი გონჩარენკოს, მაქსიმ ბურჟანსკისა და სხვებს. Unian-ის ცნობით, სახალხო დეპუტატები ომის დროს, უკრაინას ტოვებდნენ და მივლინებებში მიდიოდნენ. „სახალხო დეპუტატების ვიზიტები იყო რეზონანსული. მაგალითად „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ნიკოლაი ტიშენკო ჩეხეთში საქველმოქმედო ვახშამზე დააფიქსირეს, რასაც სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
უკრაინის რადა: ვახტანგ კიკაბიძემ სიტყვითა და საქმით დაგვიჭირა მხარი და დაგმო რუსეთის შემოჭრა
ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას უკრაინის რადა გამოეხმაურა. ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა „ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა. ვახტანგ კიკაბიძე სიტყვითა და საქმით ყოველვის უჭერდა მხარს უკრაინას და დაგმო რუსეთის შეჭრა ჩვენს ქვეყანაში. „ვერავინ იქნება უსაფრთხოდ, ვიდრე რუსეთი განაგრძობს ამ სამხედრო ტერორს", - თქვა მსახიობმა. ომის დროს კიკაბიძე უკრაინაში ჩავდა და ღრმად შეძრწუნებული იყო ნანახით. მსახიობი 84 წლის იყო. ნათელი ხსოვნა", - ნათქვამია რადას განცხადებაში.
ბელორუსის აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებისა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, რადაში რეზოლუციის პროექტი წარადგინეს
უკრაინელი დეპუტატების ჯგუფმა უმაღლეს რადაში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ბელორუსს აგრესორ ქვეყნად აღიარებს. უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ იურჩიშინზე დაყრდნობით წერს, რომ ბელორუსი პასუხისმგებელი უნდა იყოს სრულმასშტაბიან ომზე, რადგან მის ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის იყენებენ. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უკრაინის პარლამენტი ბელორუსს აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებს და სხვა მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს იგივე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. ასევე მოუწოდებს მთავრობას, „დაუყოვნებლივ შეიმუშაოს უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი“. რეზოლუციის პროექტი ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გაზარდოს სასანქციო ზეწოლა მინსკზე და ომის დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა უზრუნველყოს.
უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, რომლითაც დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ
უკრაინის რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. ინიციატივა გულისხმობს მიმართვას საქართველოს პრეზიდენტისადმი, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი, ევროპარლამენტისადმი, გაეროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისადმი, ასევე BSEC-ისა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეებს. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. რადა ასევე მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, რადას ადამიანის უფლებათა კომისარს დმიტრო ლუბინეცს სააკაშვილთან დაშვების საშუალება ჰქონდეს. მიმართვას ხელს ათობით დეპუტატი აწერს, მათ შორისა მმართველი ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ჰუმანიტარული აქტის განხორციელების აუცილებლობისა და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე.
უკრაინის რადამ დაამტკიცა მიმართვა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს. უკრაინის სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, შესაბამისი მიმართვის მიღებას მხარი 285-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მისი მიღება გამოწვეულია სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობით. ამიტომ, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ უზენაესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დიმიტრი ლუბინეცს მიეცა სააკაშვილთან წვდომის საშუალება. უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, რომლითაც დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ უმაღლესი რადა ზურაბიშვილს ასევე მიმართავს მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, „ჰუმანიტარული აქტის განხორციელების და შეწყალების“ მოთხოვნით. გარდა ამისა, რადა მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ.