თეგი: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კიევში, ყოველდღიურად სხვა ქვეყნების სულ უფრო მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა ანახლებს მუშაობას

ყოველდღიურად სხვა ქვეყნების სულ უფრო მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა ანახლებს მუშაობას კიევში. ამჟამად კვლავ მუშაობს 16 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "დღეს დედაქალაქში კვლავ მუშაობენ 16 დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატები – ევროკავშირის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, სლოვენიის, ვატიკანის, მოლდოვის, საქართველოსი, ირანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის. მადლობა ჩვენს მეგობრებს მხარდაჭერისთვის!“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება.  ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს