თეგი: უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. უკრაინის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებების და პარტნიორების დახმარების წყალობით, უკრაინამ კიდევ უფრო გააძლიერა სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უნარი. „რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვითარების ესკალაციის დასაწყისიდანვე, ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, უკრაინული დიპლომატია და არმია ძალისხმევას არ იშურებენ, რათა უკრაინა დარჩეს მტკიცე და მზად იყოს მოვლენების სხვადასხვა სცენარის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული განზრახვის განხორციელების შემთხვევაში. კერძოდ, გუშინ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა, განხორციელდა უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობისა და უკრაინის შემდგომი ქმედებების საფუძვლიანი ანალიზი”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინა: რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შენობები დაბომბეს

"რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შენობები დაბომბეს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობების დაბომბვა და განაცხადა, რომ რუსების ქმედება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ვენის კონვენციებს დიპლომატიური, საკონსულო ურთიერთობების შესახებ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან

უკრაინის საგარეო უწყება: სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს

კიევი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს. უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას აპირებს ე.წ. „უცხოური აგენტების” კანონპროექტზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს. „ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ „უცხოური აგენტების” კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებსა და სტანდარტებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. როგორც სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, საქართველომ მყარად უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ, მშვიდობიანი პროტესტის უფლება”. „ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი მისი ამჟამინდელი რედაქციით ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებსა და სტანდარტებს. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს მის მისწრაფებაში გააგრძელოს საქართველოს ევროპული მომავლის განვითარება”, - წერია განცხადებაში.