თეგი: უნგრეთი
უკრაინამ უნგრეთიდან გაზის იმპორტი ისტორიაში პირველად დაიწყო
უკრაინამ ისტორიაში პირველად დაიწყო უნგრეთიდან გაზის იმპორტი უნგრულ FGSZ-თან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში. მანამდე ორ ქვეყანას შორის გაზის გადაცემის სისტემა მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობდა - უკრაინიდან უნგრეთამდე. უნგრული მიმართულება უკრაინაში გაზის მიწოდების მეორე გარანტირებული მარშრუტი გახდა სლოვაკეთის შემდეგ, ტრანზიტის არარსებობის შემთხვევაშიც კი. ამ მიმართულების გახსნამ საშუალება მისცა ტრეიდერებს, უზრუნველყონ LNG-ის მიწოდება უკრაინაში ხორვატიის ტერმინალიდან. მხარეებს შორის შეთანხმება ყოველდღიურად უნგრეთიდან უკრაინაში 8 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სლოვაკეთიდან ხელმისაწვდომ დღიურ სიმძლავრესთან ერთად (27 მილიონი კუბური მეტრი), გაზის მთლიანი გარანტირებული სიმძლავრე უკრაინაში დღეში 35 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ხელშეკრულება ძალაში იქნება 2022 წლის 30 სექტემბრამდე. რუსეთიდან გაზის ტრანზიტის შემცირების ფონზე, უკრაინის GTS ოპერატორი თავის ევროპელ პარტნიორებთან მუშაობას განაგრძბს, რათა გააუმჯობესოს მარშრუტების შესაძლებლობები უკრაინაში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით არსებული მანევრირებების ფარგლებში, უნგრეთი NATO-ს შემდგომ დანაყოფებს არ მიიღებს
უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით არსებული მანევრირებების ფარგლებში, უნგრეთი NATO-ს შემდგომ დანაყოფებს არ მიიღებს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ „ევრონიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამინდელი კრიზისი „ცივი ომისა“ და წარსული ათწლეულების შესახებ მოგონებებს აბრუნებს. „არა, ჩვენ ამაზე არ დავთანხმდით და არც დავთანხმდებით, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე NATO-ს ჯარები უკვე გვყავს, ეს არის უნგრეთის არმია და ჩვენი შეიარაღებული ძალები, რომლებიც სათანადო ფორმაში არიან, რათა ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყონ. ასე, რომ ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დანაყოფები უნგრეთის ტერიტორიაზე. „ამიტომ, არ გვინდა, რომ ეს დრო დაბრუნდეს. ჩვენ ვთხოვთ, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააკეთოს ყველაფერი, რათა „ცივი ომის“ დაბრუნება თავიდან იქნას აცილებული, ასევე თავიდან იქნას აცილებული „ცივი ომისდროინდელი“ ფსიქიკის დაბრუნებაც კი, რადგან ჩვენ ისტორიიდან ძალიან მკაფიოდ ვისწავლეთ, რომ როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის კონფლიქტი არსებობს, ცენტრალური ევროპის ქვეყნები აგებენ და ჩვენ აღარ გვსურს, ვიყოთ წაგებულები“, – განაცხადა უნგრელმა დიპლომატმა.
საერთაშორისო მედია: ვიქტორ ორბანმა ევროკავშირიდან უნგრეთის შესაძლო გასვლაზე პირველად მიანიშნა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირველად მიანიშნა ბუდაპეშტის ევროკავშირიდან გასვლის შესაძლებლობაზე. შესაბამისი განცხადება მემარჯვენე პარტიის FIDES - უნგრეთის სამოქალაქო კავშირის თავმჯდომარემ 12 თებერვალს გააკეთა. ორბანმა მიმართა მოსახლეობას, რითაც კაბინეტის ხელმძღვანელად ხელახლა არჩევის კამპანია დაიწყო. მისი თქმით, ევროკავშირი წმინდა ომს აწარმოებს კანონის უზენაესობის ლოზუნგით. პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელს უნგრეთის მიმართ „ტოლერანტობის“ გამოვლენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საერთო გზის გავლა შეუძლებელი იქნება. ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთისა და პოლონეთის სარჩელის საფუძველზე, ევროკავშირის კანონის უზენაესობის ახალ მექანიზმთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს. ევროკავშირის კანონის უზენაესობის მექანიზმი 2021 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა. მისი მიხედვით, ევროკომისიამ შეიძლება, შეამციროს სახსრების გაცემა ბიუჯეტიდან იმ ქვეყნებზე, სადაც არის ფულის ბოროტად გამოყენების საფრთხე ევროკავშირის კანონის უზენაესობის დარღვევის გამო. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 3 აპრილს გაიმართება.
ვოლოდიმერ ზელენსკი: გერმანია და უნგრეთი SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, იმედი მაქვს, ეყოფათ ვაჟკაცობა და გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ
გერმანია და უნგრეთი ევროკავშირის ის ქვეყნები არიან, რომლებიც SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „უკვე ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა არსებობს რუსეთის SWIFT-დან გათიშვის შესახებ. იმედი მაქვს, გერმანიას და უნგრეთს ვაჟკაცობა ეყოფათ და ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ. ჩვენ გვყოფნის ვაჟკაცობა, დავიცვათ საკუთარი ქვეყანა, დავიცვათ ევროპა“, – აცხადებს ზელენსკი. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
უნგრეთში საყოველთაო არჩევნები იმართება
უნგრეთში საყოველთაო არჩევნები იმართება. ამასთან, უნგრეთის მოქალაქეებმა ქვეყნის ეროვნული ასამბლეის 199 წევრი უნდა აირჩიონ. არჩევნებში მთავარ მოწინააღმდეგეებს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz და 6 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებული ალიანსი წარმოადგენენ. ხოლო ოპოზიციური პარტიების ალიანსის ლიდერი 49 წლის პეტერ მარკი-ზაია. ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი მემარჯვენე, პოპულისტი პოლიტიკოსია, რომელიც უნგრეთს 12 წელია მართავს. მას არადემოკრატიულ მმართველობაში ბრალი არაერთხელ დასდეს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ხმების 70 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ არსებული შედეგები აჩვენებს, რომ ორბანის პარტია „ფიდესმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. „როგორ ხდება, რომ ჩვენ ყველაზე მეტად მოვიგეთ, როცა ყველა ჩვენს წინააღმდეგ იყო გაერთიანებული? ნუ გეშინიათ, გამაგრდით, სამშობლო თქვენთანაა. იმდენად დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომ ამის დანახვა მთვარიდანაც შეგიძლიათ, მაგრამ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ამის ნახვა ბრიუსელიდან“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. უნგრეთში საყოველთაო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მთავარ მოწინააღმდეგეებს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz და 6 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებული ალიანსი წარმოადგენდა. ხოლო ოპოზიციური პარტიების ალიანსის ლიდერი 49 წლის პეტერ მარკი-ზაია.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვგმობთ სამხედრო აგრესიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ვიღებთ ლტოლვილებს
უკრაინის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, უნგრეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი გამოიძახა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. „თავიდანვე მკაფიოდ ვსაუბრობდით სამეზობლოში ომზე: ჩვენ ვგმობთ სამხედრო აგრესიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ვიღებთ ლტოლვილებს. ეს არის უდიდესი ჰუმანიტარული აქტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უნგრეთის და უნგრელი ხალხის უსაფრთხოება. ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ. ამიტომ ჩვენ არ ვაგზავნით იარაღს და არ ვუჭერთ მხარს ენერგეტიკულ სანქციებს“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: უნგრეთის უარი, აღიაროს რუსეთის უდავო პასუხისმგებლობა ბუჩაში, ნიშნავს რუსეთის დაუსჯელობის განცდის განმტკიცებას
უნგრეთის უარი, აღიაროს რუსეთის უდავო პასუხისმგებლობა ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში და სხვა ქალაქებში, ნიშნავს რუსეთის დაუსჯელობის განცდის განმტკიცებას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. უკრაინამ უნგრეთს უსაყვედურა მისი პოზიციისთვის რუსული ენერგომატარებლების მიწოდების საქმეში და განაცხადა, რომ ის „ზიანს აყენებს“ ევროკავშირის ერთიანობას და ძირს უთხრის დასავლეთის მცდელობას, შეწყდეს ომი. „უნგრეთის ხელმძღვანელობის უარი, აღიაროს რუსეთის უდავო პასუხისმგებლობა ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში და სხვა ქალაქებში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი მხეცობისთვის, ნიშნავს რუსეთის დაუსჯელობის განცდის განმტკიცებას და უკრაინელების მიმართ შემდეგი ბოროტმოქმედებებისკენ წაქეზებას,“ - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
Bloomberg: EU-ს გადაწყვეტილებით, შესაძლოა უნგრეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობის შესყიდვის ვადა გაუხანგრძლივდეთ
ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, დღის წესრიგშია რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს გადახედვა. რომლის საფუძველზეც, უნგრეთმა და სლოვაკეთმა შესაძლოა რუსული ნავთობი 2024 წლის ბოლომდე შეისყიდონ, ხოლო ჩეხეთმა 2024 წლის ივნისამდე. EU-ს ბლოკის სხვა ქვეყნები კი რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე თანდათან შეამცირებენ, როგორც თავიდან იყო განსაზღვრული. „ნავთობის მიწოდების ეტაპობრივი შეწყვეტა წლის ბოლოსთვის, არის გადაწყვეტილება, რომლის მხარდაჭერაც შეუძლებელია, რადგან უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგება მთლიანად განადგურდება სანქციების პაკეტით“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters
პეტერ სიიარტო: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს
„უნგრეთს არ შეუცვლია პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით, ქვეყანა მზად არაა ამ საკითხის მხარდასაჭერად, მიუხედავად რთული მოლაპარაკებებისა და დათმობებისა, რაც ბოლო დღეებში შესთავაზეს“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, იუწყება European Pravda HVG.hu-ზე დაყრდნობით. „უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკომისიის ინიციატივას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რადგან ეს პრობლემას უქმნის უნგრეთს და არ შეიცავს წინადადებას ამ პრობლემის გადასაჭრელად“, - განაცხადა სიიარტომ. ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters
Financial Times-ი: ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტში, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას აპირებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტში ცვლილებებს, კერძოდ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა. მათ შორის, მალტა, საბერძნეთი და უნგრეთი. ამასთან, ევროკავშირის მიზანი ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, თუმცა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. მნიშნელოვანია ისიც, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში განსხვავებულია, რაც კონსესუსის პროცესს შეუძლებელს ხდის. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმერ ზელენსკი: გერმანია და უნგრეთი SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, იმედი მაქვს, ეყოფათ ვაჟკაცობა და გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ საერთაშორისო მედია: ვიქტორ ორბანმა ევროკავშირიდან უნგრეთის შესაძლო გასვლაზე პირველად მიანიშნა ინდოეთი მზადაა რუსეთისგან მეტი ნავთობი შეისყიდოს
უნგრეთის ახალმა პრეზიდენტმა ინაუგურაციის დროს, უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და პოლონეთში ვიზიტი დააანონსა
უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა შაბათს ინაუგურაციის ცერემონიაზე დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და განაცხადა, რომ მისი პირველი ვიზიტი პოლონეთში შედგება. მეზობელ უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე უნგრეთის უარი და მისი წინააღმდეგობა ევროკავშირის დაგეგმილ ნავთობემბარგოზე, ბუდაპეშტსა და ვარშავას შორის ურთიერთობებს ართულებს. პეტერ სიიარტო: უნგრეთი, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ EU ალტერნატივას შესთავაზებს ნოვაკი, რომელიც პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანის მოკავშირეა, პრეზიდენტად მარტში აირჩიეს. „სამშაბათს, 17 მაისს, მე მივემგზავრები ვარშავაში, რათა შევხვდე პოლონეთის პრეზიდენტს. ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ანდჯეი, მადლობას გიხდით იმ შესაძლებლობისთვის, რომ ვისაუბროთ ისე, როგორც მეგობრებს შეეფერება“, - განაცხადა ნოვაკმა ინაუგურაციაზე. „ჩვენ ვგმობთ პუტინის აგრესიას, შეიარაღებულ შეჭრას სუვერენულ სახელმწიფოში. ჩვენ უარს ვამბობთ ყველა ძალისხმევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის აღდგენას", - აღნიშნა ნოვაკმა. Reuters-ი წერს, რომ ვიქტორ ორბანმა ასევე დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, მაგრამ თავი აარიდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კრიტიკას, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ენერგეტიკის სფეროში, რუსეთის მიმართ სანქციებს. რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება ბულგარეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, ემბარგოს შესახებ შეთანხმებას ყველაზე დიდ დაბრკოლებას უქმნის. ეს ზომა ევროკომისიამ ევროკავშირს მაისის დასაწყისში შესთავაზა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უნგრეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ISIS წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრობას, უნგრეთის აქტიურ და ხმამაღალ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზისადმი, ასევე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „მხარეებმა აღნიშნეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ბოლო წლების განმავლობაში, კერძოდ კი ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ, საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა და მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველოს ტრადიციულად მოწინავე პოზიციებს რეფორმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რაც წარმოადგენს კარგ წინაპირობას და მყარ საფუძველს ქვეყნის შემდგომი წარმატებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თვითშეფასების კითხვარის ოპერატიულად მოკლე ვადებში შევსებას, მინისტრებმა იმედი გამოთქვეს რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება სათანადოდ დაფასებული პარტნიორების მხრიდან. ამ მხრივ ხაზი გაესვა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიმართ ერთიანი, სინქრონიზებული მიდგომისა და გადაწყვეტილების აუცილებლობას. რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და უნგრეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯების შესახებ, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას და ამ მიმართულებით უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას. მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს უნგრეთსა და საქართველოს შორის ისეთ სფეროებში თანამშრომლობას, როგორიც არის ვაჭრობა, განათლება და ხალხთაშორისი ურთიერთობები. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოსთვის უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროექტებისა და ქართველი სტუდენტებისთვის გაზრდილი საგანმანათლებლო კვოტებისთვის. აღინიშნა ორი ქვეყნის დადებითი დინამიკა ვაჭრობის მიმართულებით. მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ პოზიტიური ტენდენციის შემდგომ შენარჩუნებას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთს მოუწოდებენ, დაეთანხმოს რუსული ნავთობის ემბარგოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთს მოუწოდებენ, დაეთანხმოს რუსული ნავთობის ემბარგოს. საგარეო საქმეთა მინისტრმა პიერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს არ მიუღია რაიმე სერიოზული ახალი წინადადება სანქციებთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პრეზიდენტი ამ თვის დასაწყისში უნგრეთს ეწვია. „ევროკომისიამ გამოიწვია პრობლემა წინადადებასთან დაკავშირებით, ამიტომ, უნგრეთისგან სამართლიანი მოლოდინია... რომ ევროკავშირმა შესთავაზოს გამოსავალი“, - აღნიშნავს სიიარტო.
უნგრეთის პრეზიდენტი: მოვითხოვთ უკრაინაში ყველა სამხედრო დანაშაულის გამოძიებას
უნგრეთი ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის აგრესიას და შეიარაღებულ შეჭრას უკრაინაში. ჩვენ მოვითხოვთ ყველა სამხედრო დანაშაულის გამოძიებას , - უნგრეთის პრეზიდენტი კატალინა ნოვაკი უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „უნგრეთი ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის აგრესიას და შეიარაღებულ შეჭრას უკრაინაში. ჩვენ მოვითხოვთ ყველა სამხედრო დანაშაულის გამოძიებას და მათ დასჯას, ვინც ჩაიდინა ეს ბარბაროსული ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნოვაკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შსს: 30 მაისის მდგომარეობით, ლტოლვილთა 60% უკრაინაში უკან დაბრუნდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუჩაში ვიზიტისას რუსეთის აგრესია დაგმო
კიევი უნგრეთს აკრიტიკებს
უმაღლესი თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის ლასლო კოვერის განცხადებები და ზოგადად, უკრაინასთან დაკავშირებით ბუდაპეშტის პოზიცია გააკრიტიკა. მისი შეფასებით, მთელი დემოკრატიული სამყარო გაკვირვებით და უნდობლონით უყურებს არა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებებს, არამედ უნგრეთის პოზიციას, რომელიც დაჟინებით ესვრის უკრაინას ტალახს და რუსეთს ათეთრებს. „უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ქვეყანაც მალე აღდგება“, - აცხადებს სტეფანჩუკი. შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ლასლო კოვერმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის „ფსიქიკურ პრობლემებზე“ ისაუბრა იმის გამო, რომ ის „მტკიცედ და ზოგჯერ მკაცრად სთხოვს პარტნიორებს მხარდაჭერას“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ზელენსკი და ორბანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე გააკეთა. ზელენსკიმ ორბანი უკრაინაში მიიწვია. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ომის დროს უკრაინელებისთვის თავშესაფრის მიცემისთვის. შევთანხმდით ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებაზე. მადლობელი ვარ უკრაინის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერისთვის“, - წერს ზელენსკი.
პიტერ სიიარტო: გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით, „აუხსნელი და გაუგებარია“. სიიარტოს შეფასებით, უნგრეთის პოზიცია იყო, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს გახდეს კანდიდატი გამომდინარე მისი გამოცდილებიდან. „გუშინ ბრიუსელში ისტორიული გადაწყვეტილება იყო მიღებული. ეს ისტორიული გადაწყვეტილება აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინის და მოლდოვის რესპუბლიკას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. უნგრეთმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. მინდა ნათლად ვთქვა, რომ ჩვენ გვინდოდა საქართველოსაც მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. რომ ყოფილიყო პატარა მინიშნებაც კი სტრატეგიული ხედვისა ევროკავშირში, პატარა ბიძგიც რომ ყოფილიყო, საქართველოს ეს სტატუსი მიენიჭებოდა. ეს გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელია. ეს არ არის დაწყნარების არც მცდელობა და არც დასამშვიდებელი სიტყვები, მაგრამ ბრიუსელი იყენებს იგივე ორმაგ სტანდარტებს ჩვენთან მიმართებით, როგორც თქვენ წინააღმდეგ იყენებს ახლა. ე.წ. პირობების კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრული იყო გუშინ თქვენთვის საკმაოდ ნათლად, რთულია მისი გააზრება და ზოგადია თავისი ხასიათით და ზოგ შემთხვევაში საკმაოდ აზრს მოკლებულია. ერთი მაჩვენებელია აქ, რომ არის ე.წ. მატრიცა მათ უკან, ეს ემყარება ზოგიერთი ადამიანის მხოლოდ სუბიექტურ თვალსაზრისს. უნგრეთის პოზიცია იყო, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს, გახდეს კანდიდატი გამომდინარე მისი გამოცდილებიდან. ჩვენ გვწამს, რომ გუშინ, ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს. ეს გახლავთ კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა. ეს არის უპატივცემულობა საქართველოს მისამართით. ისმის კითხვა - რისი გაკეთება შეგვიძლია ასეთ სიტუაციაში? - ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი დახმარება საქართველოს მისამართით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ მოვახდენთ საგარეო საქმეთა სამინისტროში ექსპერტის დელეგირებას, რათა დაგეხმაროთ ევროინტეგრაციის ძალისხმევაში. გავაგრძელებთ თქვენ მხარდაჭერას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოშიც", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს, იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. „გული გვწყდება, რომ ეს სტატუსი ვერ მიიღეთ და ვეცდებით, რომ ეს შეცდომა რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ", - დაამატა პიტერ სიიარტომ. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ლევან დავითაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პეტერ სიიარტოს შეხვდა
საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც, უნგრეთის დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასქუა ესწრებოდნენ. ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდი დინამიკა და ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დიდი ურთიერთკავშირის განვითარების საშუალებას იძლევა. „როგორც აღინიშნა, უნგრეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან პარტნიორად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სავაჭრო ურთიერთობებზე, სადაც პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ქართული ექსპორტის გაზრდა უნგრულ ბაზარზე. პეტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი აქტიურად უჭერს მხარს ქართული და უნგრული კომპანიების პარტნიორობის გაღრმავებას და მზად არის, დააფინანსოს მათი ერთობლივი ბიზნესპროექტები. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, უახლოეს მომავალში გაიმართოს საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ოპერირების მნიშვნელობაზე საქართველოს საავიაციო და ტურისტული ბაზრის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 5 თვეში საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 30 პროცენტით არის გაზრდილი. დავითაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკასა და იმ ამოცანებზე, რომლებიც პრიორიტეტულია საგარეო, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების ბაზრებზე ქართული ექსპორტის გაზრდისა და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლებიც, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, მზარდია და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად რჩება და ამას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდის მაჩვენებლებიც ადასტურებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორბანი რუსული გაზის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს - Bloomberg
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხდა, რომ სამომავლოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მხოლოდ იმ სანქციებს დაუჭერს მხარს, რომლებიც „უნგრეთის ენერგოპოლიტიკისთვის მომაკვდინებელი არ იქნება“. ამის შესახებ Bloomberg წერს. პეტერ სიიარტო: უნგრეთი, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ EU ალტერნატივას შესთავაზებს უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters ორბანმა აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის მიერ, რუსულ გაზთან დაკავშირებულ ნებისმიერ სანქციას, თუმცა „დინების საწინააღმდეგოდ“ სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ წავა. ამასთან, უნგრეთი რუსეთთან ერთად ავითარებს ენერგოპროექტს და პაკშში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში დაიწყება.
უნგრეთი თავდაცვის განვითარების პროგრამას დააჩქარებს
უნგრეთი პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ფრონტის ხაზი ჯერ კიდევ შორს არის უნგრეთისგან, თუმცა სიტუაცია შეიძლება, შეიცვალოს. ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა რადიკალურად უნდა გაზარდოს თავდაცვის შესაძლებლობები ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთს არ სურს მოლაპარაკება ევროკავშირის რაიმე პოტენციურ ემბარგოზე ან რუსული გაზის იმპორტის შეზღუდვაზე, რადგან ეს უნგრეთის ეკონომიკას დაანგრევს. „საჭირო იქნება არა სანქციები, არამედ, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ორბანის მრჩეველი პრემიერის „ნაცისტური“ გამონათქვამების შემდეგ გადადგა
„ჩვენ მზად ვართ, შევერიოთ ერთმანეთს, მაგრამ არ გვინდა, გავხდეთ შერეული რასის ხალხები”, - უნგრეთის პრემიერ-მინისტრის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი ვიქტორ ორბანის ამ განცახადების შემდეგ გადადგა. ჟუჟა ჰეგედუსმა, რომელიც 20 წელია, ორბანს იცნობს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო მისი მრჩეველი, უნგრული მედიის თანახმად, პრემიერ-მინისტრის სიტყვას „წმინდად ნაცისტური ტექსტი” უწოდა. გასული კვირის ბოლოს, ორბანი სიტყვით გამოვიდა რუმინეთის იმ რეგიონში, სადაც მრავალრიცხოვანი უნგრული თემი ცხოვრობს. ორბანმა თქვა, რომ ევროპელი ხალხები თავისუფალნი უნდა იყვნენ ერთმანეთთან შერევის კუთხით, თუმცა არაევროპელებთან შერევამ, მისი სიტყვებით, „შერეული რასის სამყარო“ შექმნა. ჟუჟა ჰეგედუსისთვის ორბანის ეს რეპლიკები წითელი ხაზი აღმოჩნდა. „არ ვიცი, როგორ ვერ შეამჩნიეთ, რომ თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვა არის წმინდად ნაცისტური ტირადა, ჯოზეფ გებელსისთვის შესაფერისი”, - აღნიშნულია ჰეგედუსის წერილში. მისი თქმით, ის დიდი ხნის განმავლობაში იცავდა პრემიერ-მინისტრს, როცა ანტისემიტიზმში ადანაშაულებდნენ, თუმცა მისი ბოლო გამოსვლა გაუმართლებელია. „გულწრფელად ვწუხვარ, რომ ასეთმა სამარცხვინო პოზიციამ მაიძულა, გავწყვიტო ჩვენი ურთიერთობა”, - წერს ჟუჟა ჰეგედუსი. ორბანი 2022 წლის აპრილში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მეოთხე ვადით გახდა.
საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში გამარტივებული წესით დასაქმდებიან
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უნგრეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის მინისტრთან, გერგელი გულიაშთან. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ უნგრეთის მთავრობამ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დროის განსაზღვრული პერიოდით გამარტივებული წესით მიიღონ უნგრეთში სამუშაო ნებართვა. უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. „მოხარული ვარ, რომ უნგრეთის ყველაზე მოთხოვნად სექტორებში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა არის ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. მადლობას ვუხდი უნგრელ პარტნიორებს მზადყოფნისთვის, რომ საქართველო შეტანილ იქნას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული გამარტივებული პროცედურებით. ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა აუდიენციის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მხარეები დამატებით იმუშავებენ უნგრეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მიმართულებით. შეხვედრზე ასევე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით. მისივე თქმით, კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა, რაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მინისტრები შეთანხმდნენ წლის ბოლომდე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ჩატარების შესახებ, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს გახსნის ამ მიმართულებით. ხაზი ასევე გაესვა ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ კონტექსტში აღინიშნა ავიაკომპანია Wizz Air -ის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან რეისების რაოდენობის გაზრდის მნიშვნელობა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. „საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ფაქტია, რომლითაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და იგი ევროკავშირის წევრი გახდება. ეს გახლავთ წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის და იმ მაღალი დონის ინტეგრაციის აღიარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ამ მიმართულებით მუშაობას. მინისტრები ასევე მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.
უნგრეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის, შენგენის ვიზების შეზღუდვას არ ემხრობა - პიტერ სიიარტო
უნგრეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების შემოღებას მხარს არ უჭერს და არც ვიზების გაცემის პროცედურას გაართულებს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და ფინეთმა, შესაძლოა, რუს ტურისტებს შესვლა აუკრძალონ, თუ ევროკავშირი აკრძალვას ბლოკის მასშტაბით არ აამოქმედებს ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ესტონელ კოლეგასთან ურმას რეინსალუსთან შეხვედრის შემდეგ Facebook-ზე დაწერა. „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ წინადადებაზე, რომელიც გაამკაცრებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზების გაცემის პრაქტიკას. აქ ჩვენ სოლიდარულები ვართ გერმანიის კანცლერის პოზიციასთან და არ ვგეგმავთ რაიმე შეზღუდვის შემოღებას", - წერს სიიარტო. ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.
„როსატომმა“ უნგრეთში, ორი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის უფლება მიიღო
„როსატომმა“ უნგრეთში, ორი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის უფლება მიიღო. ამის შესახებ ნებართვა უნგრეთის მთავრობამ, რამდენიმე თვიანი განხილვის შემდეგ გასცა. ორი ატომური რეაქტორის პროექტის ღირებულება 12,5 მილიარდი ევროა და მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ორგანოები პროექტს დაამტკიცებენ. ბუდაპეშტთან, ატომურ ელექტროსადგურ „პაკშის“ ოთხი რექტორი მუშაობს. პროექტის ფარგლებში, კიდევ ორი რეაქტორის დამატება იგეგმება. პროექტის დიდ ნაწილს რუსეთი აფინანსებს. შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ პროექტზე, რომელიც „როსატომს“ უნდა განეხორციელებინა ფინეთმა უარი თქვა.
კატალინ ნოვაკი: უნგრეთს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება სურს
უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა, დღეს ბუქარესტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება სურს უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters ნოვაკის განცხადებით, უნგრეთი ენერგორესურსების კუთხით რთულ ვითარებაშია და უფრო მოწყვლადია ვიდრე რუმინეთი, რადგან ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ამიტომ ბუდაპეშტი მომავალში „ენერგეტიკული სუვერენიტეტის“ მოპოვებას შეეცდება. ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია „ჩვენ ვმუშაობთ ენერგოსუვერენიტეტის მოპოვებაზე. მოხარული ვართ, როცა ვხედავთ და მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ზრდის ენერგიის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას და დამოუკიდებლობის შანსს რუსული ენერგომატარებლებისგან. ამ მხრივ, ჩვენ ასევე გვაქვს რუმინეთის იმედი", - განაცხადა ნოვაკმა.
Reuters: ევროკომისია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფის შეჩერების რეკომენდაციას გასცემს
ევროკომისია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფის შეჩერების რეკომენდაციას გასცემს. ამის მიზეზად Reuters-ის ცნობით, კორუფცია სახელდება. სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან, უნგრეთის წინააღმდეგ გადადგმული პირველი ასეთი ნაბიჯი იქნება. ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, საუბარია უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხების 70%-მდე შემცირებაზე, თუმცა კონკრეტულ თანხას წყაროები არ ასახელებენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა, რომ გაყინავს დაფინანსებას იმ წევრებისთვის, რომლებიც დემოკრატიას აზიანებენ. ამ კონტექსტში მან კორუფცია გამოყო. „ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი დემოკრატიებისთვის... მე მსურს ყურადღება გავამახვილო კორუფციაზე", - განაცხადა ლაიენმა კონკრეტული ქვეყნის დასახელების გარეშე. ბრიუსელი დიდი ხანია, უნგრეთის სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტმა უნგრეთს „ელექტორალური ავტოკრატია“ უწოდა
ევროპარლამენტის წევრებმა უნგრეთის ავტორიტარიზმისკენ სვლა დაგმეს. ისინი მიღებლი რეზოლუციით მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მმართველობის მყოფ სახელმწიფოს „საარჩევნო ავტოკრატიად“ ასახელებენ. ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკომისიას გადაუდებელი ზომების მიღებისკენ და განაცხადა, რომ უნგრეთი „აღარ შეიძლება, ჩაითვალოს სრულყოფილ დემოკრატიად“. Reuters: ევროკომისია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფის შეჩერების რეკომენდაციას გასცემს ევროპარლამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ „უნგრეთი აღარ შეიძლება, ჩაითვალოს სრულყოფილ დემოკრატიად“. შესაბამის რეზოლუციას 433 ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 123 წავიდა, ხოლო თავი შეიკავა 28-მა. ევროპარლამენტის „შუამდგომლობა“ არ არის სავალდებულო, მაგრამ მოუწოდებს ევროკავშირს, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას „უნგრეთის მთავრობის მიზანმიმართული და სისტემური მცდელობების“ შესაცვლელად, რომელიც დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების შელახვისკენ არის მიმართული.
Reuters-ი: ევროკომისიამ უნგრეთისთვის ფინანსური სანქციის დაწესების რეკომენდაცია გასცა
Reuters-ის ცნობით, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უნგრეთისთვის დაახლოებით 7,5 მილიარდი ევროს დაფინანსების შეჩერებას, რისი მიზეზიც კორუფციაა. ეს არის პირველი შემთხვევაა 27 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში, რომელმაც სანქცია კანონის უზენაესობის უკეთესად დაცვის მიზნით დააწესა. Reuters: ევროკომისია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფის შეჩერების რეკომენდაციას გასცემს ევროკომისარმა იოჰანე სჰანმა განმარტა, რომ კომისია რეკომენდაციას უწევს უნგრეთისთვის გათვალისწინებული თანხების დაახლოებით მესამედის შეჩერებას ბლოკის საერთო ბიუჯეტიდან 2021-27 წლებისთვის. ევროპარლამენტმა უნგრეთს „ელექტორალური ავტოკრატია“ უწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სამი თვის ვადა აქვთ, რათა ეს საკითხი ამ საკითხი განიხილონ. ხსენებულ ინიციატივას მისაღებად სულ მცირე 15 ქვეყნის თანხმობა სჭირდება. უნგრული მხარე აცხადებს, რომ დაფინანსების შესანარჩუნებლად, ყველა პირობას შეასრულებს.
ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. „მინისტრებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის კომუნიკაციის აქტიური დინამიკა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული გამოწვევების, ასევე საქართველოს მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანი განხორციელების პროცესში. ამ მხრივ, უნგრულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, პრაქტიკული თვალსაზრისით დაეხმაროს საქართველოს, ევროინტეგრაციის გზაზე. უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციული მიზნის განხორციელების გზაზე. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უნგრეთი და სერბეთი ნავთობსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ
უნგრეთი და სერბეთი, ორ ქვეყანას შორის ნავთობსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა ზოლტან კოვაჩმა Twitter-ზე დაწერა. „ახალი ნავთობსადენი დაუკავშირდება „დრუჟბის“ მილსადენს და სერბეთს საშუალებას მისცემს იაფი „ურალის“ ნავთობი მიიღოს“, - წერს ზოლტან კოვაჩი. კოვაჩმა დასძინა, რომ ამჟამად სერბეთი ნავთობის ძირითად მოცულობას მილსადენით ხორვატიიდან იღებს. თუმცა ხორვატიის გავლით ნავთობსადენ JANAF-ით მიწოდება მომავალში, ალბათ, სანქციების გამო არ განახლდება.
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში დღეს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისია გაიმართება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს ელჩი უნგრეთში: უნგრეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს
დღეს უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს უნგრეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომდგენლებთან, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უნგრეთში, ზაზა გოგსაძემ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა მისივე თქმით, საუბარი შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ამასთან ვიზიტის პარალელურად გაიმართება საქართველო-უნგრეთს შორის არსებული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა. „როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქათველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს, მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას და ეს ვიზიტი, რა საკვირველია, ამ მხარდაჭერას კიდევ უფრო მაღალ რანგში და საფეხურზე აიყვანს. საუბარი იქნება ეკონომიკურ საკითხებზე, რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გამოვლენას და განვითარებას. საგულისხმოა, რომ ამ ვიზიტის პარალელურად გაიმართება საქართველო-უნგრეთს შორის არსებული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა,“- აღნიშნა ელჩმა.
უნგრეთში, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტინ ნადი, უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა შიკო დახვდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს ლასლო კოვერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების, პარტნიორული თანამშრომლობის, მათ შორის, პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა უნგრეთის მკაფიო პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა ლასლო კოვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აგრეთვე რეგიონში არსებული გარემო. საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და იქ შექმნილ ვითარებას. დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა, თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო უნგრეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
დავითაშვილის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა, ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა მისი თქმით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც გარკვეული პროცედურების შემდეგ ოფიციალურად დამტკიცდება. „პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ეკონომიკური კომისია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას განვიხილავთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა. ეს ხაზს უსვამს უნგრეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება, რომელიც გარკვეული პროცედურების შემდეგ ოფიციალურად დასრულდება, დამტკიცდება და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველომ და უნგრეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს
საქართველომ და უნგრეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში განიხილეს. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შეხვედრაზე აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა მის უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა. აქვე აღინიშნა უნგრეთის მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორჯერ არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის. მხარეებმა ამ მიმართულებით ახალი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. იმედი გამოითქვა, რომ ევროპელი პარტნიორებისა და ევროპული ფინანსური ინსტიტუტების უფრო აქტიური ჩართულობით სრულად მოხდება შავი ზღვის მთელი პოტენციალის გამოყენება. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების თემებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვიქტორ ორბანთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა. ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერს: თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამას ძალიან ვაფასებთ „შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკაზე და ჩვენი კავშირების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე მრავალი მიმართულებით. მადლობას ვუხდი უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა. ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვევა
უნგრეთის ინტერესი ენერგორესურსების გატარების მიმართლებთ ძალიან ღიად იყო დაფიქსირებული - დარჩიაშვილი
უნგრეთის ინტერესი ენერგორესურსების გატარების მიმართლებთ ძალიან ღიად და ფართოდ იყო დაფიქსირებული, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერს: თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამას ძალიან ვაფასებთ „ევროპაში ენერგეტიკის მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე ვისაუბრეთ იმ საერთო ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებიც შეგვიძლია ერთობლივად განვახორციელოთ, საქართველოს როლზე რეგიონში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა არის, იმისთვის რომ ევროპისთვის ენერგორესურსებს გატარება უზრუნველვყოთ და ევროპული ენერგოუსაფრთხოება განვამტკიცოთ. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განვიხილეთ. ამ მიმართლებთ ძალიან ღიად და ფართოდ იყო დაფიქსირებული უნგრეთის ინტერესი, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს აქტიურ ჩართულობას ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვევა შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ ორბანს შეხვდა.
ბუდაპეშტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით ინტერესდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით, უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა, რომელიც ოქმის გაფორმებით დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. დავითაშვილის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა ვიზიტის მსვლელობისას ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ. უნგრეთის მხარეს თავმჯდომარეობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგა. კომისიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა. აღინიშნა, რომ 2021 წელს, პანდემიის მიუხედავად, საქართველო - უნგრეთის სავაჭრო ბრუნვა 12%-ით, ხოლო 2022 წლის 9 თვეში 17%-ით გაიზარდა. მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ქართული პროდუქციის ექსპორტი უნგრეთის ბაზარზე 1.5-ჯერ გაიზარდა. „ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის წილის ზრდის ხელშეწყობა და ქართული კომპანიების მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამდენად, მისასალმებელია ქართული ექსპორტის ზრდა უნგრეთის ბაზარზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენცია ერთობლივი ნაბიჯებით არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზრდება,“ - განაცხადა გენადი არველაძემ. კომისიის სხდომაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოსა და უნგრეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდაზე. კერძოდ, 2022 წელს ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და დადებითად შეაფასა საქართველოში უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის 10 წლიანი საქმიანობა. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც Wizz Air-ის მიერ ფრენების სიხშირეების გაზრდა და ასევე ახალი მარშრუტებისა და მიმართულებების დამატება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და ტურისტული სფეროს განვითარებას საქართველოში. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ უნგრეთის მხარემ შეთანხმების ტექსტი უკვე მიაწოდა ევროკომისიას შესაბამისი ავტორიზაციის მისაღებად, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს უახლოეს მომავალში ხელი მოეწეროს ხსენებულ შეთანხმებას. რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობაზე. მათ შორის განხილული იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რაზეც უნგრეთის მხარემ გამოხატა ინტერესი და გამოთქვა მზადყოფნა პროექტის რეალიზაციაში აქტიურ ჩართულობაზე. ვიზიტის მსვლელობისას ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი), რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.
უნგრულმა კომპანიებმა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტზე მოლაპარაკებები დაიწყეს
უნგრეთი ნამდვილად არის დაინტერესებული აზერბაიჯანული გაზით, ამის შესახებ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ტამაშ ტორმამ 3 ნოემბერს Trend-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთის ბუნებრივი აირის გადამცემი სისტემა მალე იქნება მზად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მისაღებად. ამასთანავე, ელჩის თქმით, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე უნგრეთისთვის, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ამოცანაა. „სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით ჩვენი შესაძლო გაზის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია სოკარსა და უნგრულ ენერგეტიკულ კომპანიებს MOL-სა და MVM-ს შორის. თუმცა იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა შემდგომი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, მიწოდებასა და სატრანსპორტო სიმძლავრეებში და კონკრეტული ვალდებულებები უნდა იყოს აღებული არამხოლოდ უნგრეთის მხრიდან“, - განაცხადა ელჩმა.
Politico: ევროკავშირი უნგრეთის მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ბლოკირებას „შანტაჟად“ მიიჩნევს
ბუდაპეშტი უკრაინისთვის განკუთვნილ 18 მილიარდიან მხარდაჭერის პაკეტს ბლოკავს, რათა ბრიუსელზე ზეწოლა მოახდინოს და თავიდან აიცილოს რესურსების გაყინვა უნგრეთისთვის, რომელსაც ევროკავშირი დემოკრატიული უკუსვლის გამო აჩერებს, იტყობინება Politico. გამოცემა ციტირებს ევროკავშირის ოთხ ოფიციალურ პირს და დიპლომატს, რომლებიც ამ ნაბიჯს „შანტაჟის ტაქტიკად“ თვლიან. ევროკომისიამ 9 ნოემბერს შესთავაზა კიევს 18 მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტი, რათა დაეხმაროს უკრაინას ძირითადი საჯარო სერვისების გადახდაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში.
ვიქტორ ორბანმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია
უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი აცხადებს, რომ „მილსადენ „დრუჟბას“ გავლით ნავთობის მიწოდების შეწყვეტასთან და პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდანასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭოს შეხვედრა მოიწვია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაეწერა. მანამდე, უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდებis დროებით შეჩერების შესახებ უკრაინამ Transneft-ს შეატყობინა. UkrTransNafta, „დრუჟბას“ უკრაინულ მონაკვეთს მართავს. „დრუჟბა“, რომელიც რუსეთს აკავშირებს ევროპის ქვეყნებთან, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, 4000 კილომეტრის სიგრძის ქსელია. ის საბჭოთა კავშირიდან სოციალისტური ბლოკის ქვეყნების ნავთობის მომარაგებისთვის აიგო 1950-იან და 1960-იან წლებში. დრუჟბის" საშუალებით, ნავთობი რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, მათ შორის გერმანიას მიეწოდება.
ვიქტორ ორბანი: უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს
„უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს, - ამის სესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისივე ცნობით, უნგრეთი მზად არის, უკრაინისთვის 150-დან 170 მილიონამდე ევრო ბიუჯეტიდან გამოყოს. „უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს", - განაცხადა ორბანმა. ვიქტორ ორბანი ევროკომისიის მიერ წარდგენილი 18 მილიარდიანი ფინანსური დახმარებას ეწინააღმდეგება, რომლის გამოც, წევრ ქვეყნებს ხსენებული თანხის უკრაინისთვის გადასაცემად, ერთობლივი სესხის აღების მექანიზმის ამოქმედება მოუწევთ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უნგრელი მინისტრი სოჭში ჩაფრინდა Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე დასასწრებად
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოჭში ჩაფრინდა სახელმწიფო ჰოლდინგ Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ უნგრელი ოფიციალური პირი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. „Atomexpo ბირთვული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის ენერგიის წარმოება. პაკსის ატომური ელექტროსადგური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფორუმი 21-22 ნოემბერს იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 4100-ზე მეტი მონაწილე 74 ქვეყნიდან. Atomexpo 2009 წლიდან იმართება. Atomexpo არის ერთ-ერთი საკომუნიკაციო კომპანია, რომელიც რუსული სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-ის, სამთავრობო უწყებებისა და ბირთვული ინდუსტრიის საწარმოების მიერ ორგანიზებულ ღონისძებებს აწყობს. ვიქტორ ორბანი: უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, მზად ვართ, ბიუჯეტიდან 150-დან 170 მილიონამდე ევრო გამოვყოთ პიტერ სიიარტოს პოზიციით, ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ გაამწვავებს ენერგეტიკულ კრიზისს და ზიანს მიაყენებს ევროპას. „უნგრეთის მთავრობა საჯაროდ უჭერს მხარს კრემლს და ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს, ასევე ბლოკავს ევროკავშირის დახმარებას კიევისთვის. 17 ნოემბერს, უნგრელმა დიპლომატმა ევროკავშირის ლიდერები ანტირუსულ პოლიტიკაში დაადანაშაულა და გადადგომისკენ მოუწოდა. ბუდაპეშტის რიტორიკა ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართ, სულ უფრო აგრესიული ხდება, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის მცხოვრებლებზე და ბლოკავს სუბსიდიებს ბრიუსელიდან. ამასთან დაკავშირებით, უნგრეთში ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ქმედებებით უკმაყოფილება ცხადყო“, - წერს უკრაინული მედია Unian-ი. პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს. ვიქტორ ორბანი ევროკომისიის მიერ წარდგენილი 18 მილიარდიანი ფინანსური დახმარებას ეწინააღმდეგება, რომლის გამოც, წევრ ქვეყნებს ხსენებული თანხის უკრაინისთვის გადასაცემად, ერთობლივი სესხის აღების მექანიზმის ამოქმედება მოუწევთ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი დაიბარა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის ელჩს, იბარებს, რათა უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის ქმედებები დაგმოს. კერძოდ, საუბარია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე. უკრაინა უნგრული მხარისგან ოფიციალურ ბოდიშს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის უარყოფას ელის. „ვიქტორ ორბანი ფეხბურთის მატჩზე მივიდა აქსესუარით, რომელზეც უნგრეთი იყო გამოსახული უკრაინის ტერიტორიის ნაწილით. უნგრეთში რევიზიონიზმის იდეების პროპაგანდა არ უწყობს ხელს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და არ შეესაბამება ევროპული პოლიტიკის პრინციპებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ. უნგრელი მინისტრი სოჭში ჩაფრინდა Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე დასასწრებად
უნგრეთის მთავრობამ, უკრაინას დახმარებისთვის €187 მილიონი გამოუყო
უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 18 მილიარდამდე ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს და უკრაინას 187 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს. ვიქტორ ორბანი: უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს დაზუსტებული ინფორმაციით, უნგრეთის ბიუჯეტიდან თანხები უკრაინას 2023 წელს გადაირიცხება. დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოაწერა.
რუმინეთთან და უნგრეთთან უკრაინის საზღვრებზე, საკონტროლო პუნქტები ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო არ მუშაობს
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უნგრეთთან და რუმინეთთან საზღვრებზე საკონტროლო პუნქტები ამ დროისთვის არ მუშაობს. სამსახურის განმარტებით, ამის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვაა. „ხალხისა და მანქანების რეგისტრაცია არ მიმდინარეობს სოლოტვინოს საგუშაგოზე რუმინეთის საზღვარზე და კოსინოსა და ძვინკოვის საგუშაგოებზე უნგრეთის საზღვარზე“, - იუწყება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხუთშაბათს დილით ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ აღდგა 16 ოლქში, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასიური თავდასხმის შემდეგ, რამაც ქვეყნის უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია.
ვიქტორ ორბანის თქმით, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტი 2023 წელს მოახდენს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, რომ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტი 2023 წელს მოახდენს. ვიქტორ ორბანმა სლოვაკეთში, ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, უნგრეთის პარლამენტი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს, როგორც ეს მთავრობამ გააკეთა. უნგრეთსა და თურქეთს ჩრდილოატალანტიკურ ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლი ჯერ არ დაუმტკიცებიათ.
ევროკომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი €13 მილიარდი გაყინა
BBC-ის ცნობით, ევროკომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი €13 მილიარდი გაყინა. „არავითარი თანხები არ იქნება, ვიდრე სათანადოდ არ იქნება განხორციელებული რეფორმების აუცილებელი ეტაპები“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა. როგორც BBC-ი იუწყება, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს €5.8 მილიარდს ვიდრე სასამართლო დამოუკიდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ რეფორმებს არ განახორციელებს. ამასთან, კომისიამ ასევე რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, დააყადაღონ €7.5 მილიარდი ევრო, რომელსაც უნგრეთი ევროკავშირის ბიუჯეტიდან, მოქალაქეთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, როგორც გაერთიანების შედარებით ღარიბი წევრი იღებს. ევროკომისია თვეების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს უნგრეთის ხელისუფლებასთან ქვეყანაში არსებულ მაღალ კორუფციასთან, სასამართლოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დამოუკიდებლობისა და უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით.
10-წლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთი და უნგრეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ
მედიის ცნობით, ერევანი და ბუდაპეშტი 10-წლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთი და უნგრეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს. შეთანხმებას დღეს გამართული შეხვედრისას ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს. არარატ მირზოიანმა და პიტერ სიჯარტომ პოლონეთში ეუთოს მინისტერიალთა ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გამოხატეს თავიანთი განზრახვა, გახსნან ახალი თავი სომხეთ-უნგრეთის ურთიერთობებში, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. შედეგად, ერევანი და ბუდაპეშტი დანიშნავენ არარეზიდენტ ელჩებს, რათა შეისწავლონ ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები, განსაკუთრებით ვაჭრობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. უახლოეს დღეებში აუცილებელი დიპლომატიური და ადმინისტრაციული პროცედურები დაიწყება. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს, უნგრეთმა ხელი შეუწყო აზერბაიჯანიდან ხუთი სომეხი სამხედრო ტყვის დაბრუნებას, სომხეთი განიხილავს უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას, განაცხადა ზემოხსენებულმა დიპლომატიური წყარომ. სომხეთსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2012 წლიდან, სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით და უნგრეთის მიერ აზერბაიჯანელი სამხედრო ოფიცრის რამილ საფაროვის ექსტრადიციის გამო შეწყდა. ის 2004 წელს, სომხეთის არმიის ოფიცრის გურგენ მარგარიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს.
აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი და საქართველო მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ
17 დეკემბერს ბუქარესტში, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი და საქართველო ევროპის ამ ქვეყნებისთვის მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. აზერბაიჯანიდან ელექტრო კაბელი რუმინეთამდე, შემდეგ უნგრეთამდე გაგრძელდება, ხოლო საქართველო სატრანზიტო ფუნქციას შეასრულებს. პროექტის დეტალები, დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, რუმინელ კოლეგასთან ბოგდან აურესკუსთან ეუთოს მინისტერიალის საბჭოს შეხვედრის ფარგლებში განიხილა. „აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ, გამოიყენონ თავიანთი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ევროპის ელექტროენერგიით მომარაგების ახალი მარშრუტის შესაქმნელად“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო
მედიის ცნობით, უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა
ბუდაპეშტმა უკრაინის 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტი დაბლოკა, ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, უნგრეთის ფინანსთა სამინისტრომ 6 დეკემბერს განაცხადა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა გადადეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მოეხსნას თუ არა დროებითი აკრძალვა უნგრეთისთვის განკუთვნილ მილიარდობით ევროს. ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა და ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში საბჭოს პრეზიდენტმა (ECOFIN) ზბინეკ სტანჯურამ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამჟამად სხვა მექანიზმს ეძებს, რათა უკრაინისთვის თანხების გამოყოფა უზრუნველყოს. ვიქტორ ორბანი: უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს ევროკომისიამ უკრაინას 9 ნოემბერს შესთავაზა 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტი, რათა დახმარებოდა უკრაინას ძირითადი საჯარო სერვისების მუშაობაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. ევროკავშირს ფულის გამოყოფა მხოლოდ გაერთიანების 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერით შეუძლია, რადგან ბიუჯეტის წესები ერთსულოვნებას მოითხოვს.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ვერ დავუშვებთ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა გარანტირებული იყოს უკრაინისადმი სახსრების გადაცემა უკვე იანვარში. ამის თაობაზე მან უნგრეთის მიერ გამოყენებული ვეტოს კონტექსტში ისაუბრა. დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ უკრაინა საომარ მდგომარეობაშია. „ვერ დავუშვებთ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა. ქვეყანას უკიდურესად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს ეს ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა.
უნგრეთმა €870 მილიონის რუსული აქტივები გაყინა
უნგრეთმა, ნოემბრის ბოლოსთვის თითქმის 350 მილიარდი ფორინტის, ანუ €870 მილიონის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. მედიის ცნობით, უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა ეს მნიშვნელოვანი თანხაა, თუნდაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, რადგან ნოემბრამდე ბუდაპეშტმა ბრიუსელს, მხოლოდ 3 000 ევროს დაკავების შესახებ აცნობა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში 2,3 მილიარდი ევროს რუსული აქტივებია გაყინული, გერმანიაში 2,2 მილიარდი, ავსტრიაში თითქმის 1,8 მილიარდი ევრო, ბულგარეთში კი 11,3 მილიონია, ჩეხეთში – 10,8 მილიონი, სლოვაკეთში – 4,9 მილიონი ევრო. 6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბუდაპეშტმა უკრაინის 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტი დაბლოკა. ამ ფაქტის შემდეგ 13 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთისთვის გადახდების დაბლოკვაზე შეთანხმდნენ.
ევროკომისიის პრეზიდენტი: მოხარული ვარ, რომ საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე
შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა უფრო ახლოს - მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს „შავი ზღვის ორი სანაპირო, დასავლეთი და აღმოსავლეთი, ასე ახლოს არასდროს ყოფილა! მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგო შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიაზე. ახლა ჩვენ ვამყარებთ უფრო მტკიცე ენერგეტიკულ ურთიერთკავშირებს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი უსრულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე. ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.
ორბანი ევროპარლამენტის გაუქმების მოწოდებით გამოდის
„თუ ჩვენ გვინდა, აღვადგინოთ საზოგადოების ნდობა, დროა, გავაუქმოთ ევროპარლამენტი“, - ამ მოწოდებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოვიდა. Politico-ს ცნობით, ორბანმა ევროპარლამენტის ახლანდელ სკანდალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანტიკორფციული გარანტიები სამწუხაროდ, ჩავარდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახალი ევროპარლამენტის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელიც მისი თქმით, ეროვნული დელეგატებისგან დაკომპლექტდება. შეგახსენებთ, მედიაში 10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორუფციაში დადანაშაულების გამო, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კაილი პარტიიდანაც გარიცხეს. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს. ევა კაილის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაკავეს. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.
კიევის შეფასებით, ორბანის განცხადებები უკრაინის პათოლოგიურ უგულებელყოფას ცხადყოფს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებები აჩვენებს მის პათოლოგიურ უგულებელყოფას უკრაინის მიმართ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კომენტარებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თანახმად, უნგრეთის ლიდერმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, სურს თუ არა მშვიდობა. უკრაინის საგარეო უწყების შეფასებით, თუ ხსენებულ კითხვაზე პასუხი დადებითია, ორბანმა უნდა გამოიყენოს თავისი მჭიდრო კავშირები მოსკოვთან, რათა შეაჩეროს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გაიყვანოს მისი ჯარები. „უკრაინის დამარცხება ომში, რომლის მოწოდებით, ვიქტორ ორბანი ირიბად გამოდის, გამოიწვევს რუსეთის აგრესიის პირდაპირ საფრთხეს უნგრეთისთვის და უნგრელებისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას თუ შეწყვეტს, ომიც შეწყდება.
უნგრეთმა „ევროკავშირის ფულისთვის ბრძოლაში“ უკრაინა მძევლად აიყვანა
უკრაინა მძევლად იქცა უნგრეთის მთავრობის, ვიქტორ ორბანის მეთაურობით,ევროკავშირის მიერ შეჩერებული დაფინანსებისთვის ამ უკანასკნელის ბრძოლაში. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომელიც Politico-ს ესაუბრა. „უნგრეთი საკუთარ თამაშს თამაშობს. მან უკრაინა მძევლად აიყვანა ფულისთვის ბრძოლისთვის, რომელსაც კომისიის ვალი აქვს. კარგი ამბავი ის არის, რომ კომისიამ იპოვა გზა, თუ როგორ უნდა გაეწია უკრაინისთვის ფინანსური დახმარება უნგრეთის ხმის მიცემის გარეშე, ასე რომ, ახლა ჩვენ ვიცით, რომ კრიტიკული შემთხვევებისთვის არის გამოსავალი“, - აღნიშნა კულებამ. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, 6 დეკემბერს განაცხადა, რომ წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა გარანტირებული იყოს უკრაინისადმი სახსრების გადაცემა უკვე იანვარში. ამის თაობაზე მან უნგრეთის მიერ გამოყენებული ვეტოს კონტექსტში ისაუბრა. დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ უკრაინა საომარ მდგომარეობაშია. „ვერ დავუშვებთ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა. ქვეყანას უკიდურესად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს ეს ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა.
მედია: უნგრეთს სურს, რომ ევროკავშირმა პუტინთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციები გააუქმოს
უნგრეთი ევროკავშირზე ახორციელებს ზეწოლას, რათა ბლოკმა ცხრა ადამიანისთვის, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენებისა და ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციები მოხსნას. ამის შესახებ უკრაინული მედია რადიო თავისუფალი ევროპაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის წყაროს ცნობით, ხსენებულ ადამიანებს შორის არიან მილიარდერები ვიქტორ რაშნიკოვი, ალიშერ უსმანოვი, პეტრ ავენი, გრიგორი ბერეზკინი და ვიატჩესლავ კანტორი, რომელთა უმეტესობას მჭიდრო კავშირი აქვს პუტინთან. სიაში არიან სხვა ადამიანებიც, მათი ოჯახის ზოგიერთი წევრი და თანამოაზრე. სანქციების სია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნად დამტკიცებას საჭიროებს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 1300-ზე მეტ ფიზიკურ პირს და 170 ორგანიზაციას დაუწესა. ევროკავშირის სანქციებს მოსკოვის მიმართ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აკრიტიკებდა. დეკემბერში უნგრეთმა ასევე შეაჩერა ევროკავშირის 18 მილიარდი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი. მედია იტყობინებოდა, რომ ევროკავშირმა ეს ბუდაპეშტის მცდელობად მიიჩნია, აიძულოს ევროკავშირი უნგრეთისთვის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება შეეცვალა.
თურქეთი აზერბაიჯანული გაზის უნგრეთში ტრანსპორტირებას უზრუნველჰყოფს
თურქეთი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული გაზის უნგრეთში ტრანსპორტირებას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ უნგრელ კოლეგა პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ბალკანეთის ნაკადის“ მშენებლობა დასრულდა მისი თქმით, თურქეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ალიანსის დონეზე ამაღლდება. „ამჟამად ვმუშაობთ შესაბამის დოკუმენტზე. ჩვენი თანამშრომლობა, პირველ რიგში, ეკონომიკურ სფეროს და უსაფრთხოებას მოიცავს“. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი ენერგეტიკის სფეროში ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობს: „ჩვენ უზრუნველვყოფთ აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას უნგრეთში და სხვა ქვეყნებში. კონტაქტები აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით გრძელდება". დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ NABUCCO-ს პროექტი, რომელიც ერთ დროს ისტორიას ჩაბარდა - ილჰამ ალიევი
უკრაინის საგარეო უწყებამ უნგრეთის ელჩს „ორბანის ანტიუკრაინული რიტორიკის გამო“ მკაცრი პროტესტი გამოუცხადა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი 27 იანვარს გამოიძახა და მკაცრი პროტესტი დააფიქსირა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. უნგრელ დიპლომატს ხაზგასმით განემარტა, რომ ანტიუკრაინული რიტორიკა, რომელიც უნგრეთის ხელმძღვანელობის მხრიდან დიდი ხანია ისმის, აბსოლუტურად მიუღებელია და სერიოზულ ზიანს აყენებს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობებს. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინა, თავის მხრივ, მზად არის უნგრეთთან კონსტრუქციული კეთილმეზობლური ურთიერთობების გასავითარებლად. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი პრემიერ-მინისტრ ორბანის დამამცირებელი კომენტარების გამო დაიბარა. ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინა ავღანეთს შეადარა და „არავის ტერიტორია“ უწოდა.
ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უნგრეთის სრული მხარდაჭერა ამ კუთხით. მინისტრებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე დარგობრივ უწყებებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამუშაო და მაღალი დონის შეხვედრების დაგეგმვაზე სხვადასხვა სექტორის გასააქტიურებლად“, - წერია ინფორმაციაში.
Bloomberg: უნგრეთმა პუტინის დაპატიმრების ორდერის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი განცხადება დაბლოკა
უნგრეთმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება დაბლოკა, იტყობინება Bloomberg-ი წყაროებზე დაყრნობით. „ბუდაპეშტის ვეტო ნიშნავდა, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა, სანაცვლოდ, საკუთარი სახელით გაავრცელა განცხადება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.“, - წერს გამოცემა. საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა 18 მარტს განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერია გაცემა, საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ბორელის თქმით, დაკავების ორდერის გაცემა „მხოლოდ დასაწყისია“. „ეს საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი. ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა
უნგრეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ პუტინის დაკავების ორდერის შესახებ ევროკავშირის განცხადება დაბლოკა
უნგრეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პუტინის დაკავების ორდერის შესახებ ევროკავშირის განცხადება დაბლოკა. შესაბამისი განცხადება საერთაშორისო კომუნიკაციების საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მდივანმა, ზოლთან კოვაჩმა გააკეთა. „ყალბი ამბების შესახებ, რომ უნგრეთმა „ვეტო დაადო“ ევროკავშირის პოზიციას ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერთან დაკავშირებით: უნგრეთმა აღიარა ICC-ის გადაწყვეტილება და რაიმე კომენტარის გაკეთება არ გვსურს. თუმცა, თუ უმაღლეს წარმომადგენელს (ჯოზეფ ბორელი, რედ.) ან რომელიმე წევრ ქვეყანას სურს განცხადების გაკეთება, უნგრეთი წინააღმდეგი არ იქნება“, - წერს კოვაჩი Twitter-ზე.
ორბანის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, უნგრეთი ვლადიმერ პუტინს არ დააკავებს
უნგრეთი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ დააპატიმრებს, თუ ის ხსენებულ ქვეყანაში შევა. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა, გერგელი გულიაშმა განაცხადა, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ უნგრეთს ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვს რომის სტატუტი, რომლის საფუძველზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეიქმნა. კითხვას დააკავებენ თუ არა პუტინს, თუკი ის უნგრეთში ჩავა, ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა უპასუხა, რომ რომის სტატუტი არ არის ინტეგრირებული უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში. „ჩვენ შეგვიძლია, დავეყრდნოთ უნგრეთის კანონმდებლობას და ამის საფუძველზე ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის პრეზიდენტის დაკავება“, – განაცხადა გულიაშმა და აქვე განმარტა, რომ უნგრეთის მთავრობას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით. „ეს გადაწყვეტილებები ყველაზე ხელსაყრელი არ არის, რადგან მათ უფრო მეტ ესკალაციამდე მივყავართ და არა მშვიდობისკენ, ეს არის ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრება“, - განაცხადა ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა.
დასავლეთის კრიტიკა უნგრეთში დემოკრატიული საკითხების მიმართ აფერხებს თანამშრომლობას, განსაკუთრებით, NATO-სა და რუსეთთან დაკავშირებით - სიიარტო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაიღალა დასავლური კრიტიკით. "დასავლეთის კრიტიკა უნგრეთში დემოკრატიული და კულტურული საკითხების მიმართ აფერხებს თანამშრომლობას, განსაკუთრებით, NATO-სა და რუსეთთან დაკავშირებით. უნგრეთს არ დაუჭერია მხარი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებისთვის, რადგან უნგრელი კანონმდებლები უკმაყოფილო არიან ამ ქვეყნების კომენტარებით უნგრეთის საშინაო საქმეებზე. იცით, როდესაც ფინელი და შვედი პოლიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ბუნებას, ეს ნამდვილად მიუღებელია“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, რითაც ჰელსინკი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ალიანსში გაწევრიანებას. Politico-ს ცნობით, გადაწყვეტილებას 182 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 6 წინააღმდეგი იყო, თავი არცერთ დეპუტატს არ შეუკავებია. ჰელსინკს ახლა მხოლოდ თურქეთის პარლამენტის თანხმობა სჭირდება და სავარაუდოდ, მალე გახდება NATO-ს წევრი.
რუსეთმა უნგრეთი „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა
რუსეთის ფედერაციამ უნგრეთი „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში დაამატა, რადგან ის შეუერთდა მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ უნგრეთში რუსეთის ელჩმა ევგენ სტანისლავოვმა განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია. ამავდროულად, ელჩმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი თითქოს „პრაგმატულ“ პოზიციას ავლენს და „არ არის მზად, თავი შორს დაიჭიროს NATO-ს და ევროკავშირის ზეწოლისგან“. „უნგრეთმა ხელი მოაწერა ბრიუსელის ყველა ანტირუსულ სანქციას და იძულებულია, მკაცრად განახორციელოს ისინი. სწორედ ამიტომ შედის რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების კატეგორიაში, რომლის მიმართაც შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენი საპასუხო ზომები“, - განაცხადა რუსეთის ელჩმა.
საქართველოს შს მინისტრი უნგრეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. უწყების ცნობითვე, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და უნგრეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გამახვილდა, რომელიც მოიცავს როგორც ოპერატიულ, ასევე, არაოპერატიულ მიმართულებებს. „უნგრეთის რესპუბლიკის ელჩმა ვახტანგ გომელაურს უნგრეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, შანდორ პინტერის ოფიციალური მიწვევა გადასცა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და განმტკიცებას ხელს შეუწყობს. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ელჩს უნგრეთის მხარის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებლობა მიეცემა, თავისი უნგრელი კოლეგის მიწვევის საპასუხოდ, ოფიციალური ვიზიტით, უნგრეთის რესპუბლიკას ეწვიოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. "ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკის პროექტებისა და შავი ზღვის დაკავშირებადობის პრიორიტეტულობას და ამ კონტექსტში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მზარდი ორმხრივი ვაჭრობის განვითარების დინამიკას. ირაკლი ღარიბაშვილმა პიტერ სიიარტოს ევროინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მკაფიოდ ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას. შეხვედრას ესწრებოდნენ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიიარტო შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ვაფასებთ საქართველოს ამბიციურ მიდგომას
„აღფრთოვანებულები ვართ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით და მოხარულები ვართ ქართველ, აზერბაიჯანელ და რუმინელ მეგობრებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობით“, - განაცხადა უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. ის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით თბილისში გამართულ მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო, რომელშიც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთვარობათა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის გამოსვლაში აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მისი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტს შეუძლია, უზრუნველყოს უნგრეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება პლანეტისთვის ზიანის მიყენების გარეშე. „უნგრელები დაინტერესებულები ვართ დივერსიფიკაციით მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფით და მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებებით. ნამდვილად ვაფასებთ საქართველოს ამბიციურ მიდგომას ამ პროექტის განხორციელებისადმი, მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში, მზად ვართ, მასში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები შეძლებენ ,შეასრულონ რეკორდული, თითქმის 1200 კმ სიგრძის წყალქვეშა კაბელის უზრუნველყოფის გეგმა“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ. ღონისძიება დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორმა ჯავიდ აბდულაევმა და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ ნიკულესკუმ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.
ამერიკამ ბუდაპეშტის საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის მაღალი რანგის სამ მენეჯერს სანქციები დაუწესა
შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს ბუდაპეშტში რუსეთის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის სამ წამყვან თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის არის უნგრელი ბანკირი. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სანქციების ქვეშე მოექცა თავად საერთაშორისო საინვესტიციო ბანკიც. აშშ-ის სანქციების სიას დაემატა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი კოსოვი და გიორგი პოტაპოვი, ასევე უნგრეთის მოქალაქე იმრე ლასლოცკი. „IIB–ის აღმასრულებლები კოორდინაციაში იყვნენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან IIB–ის ბიზნესთან დაკავშირებლულ საკითხებთან დაკავშირებით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი, – ნათქვამია აშშ–ის ხაზინის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, უნგრელ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დემოკრატების და რესპუბლიკელების ორპარტიული ჯგუფი ამზადებს კანონპროექტს, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობასა და მმართველ პარტია „ფიდესთან" კავშირის მქონე უნგრელი პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. The Guardian-ის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც გასული წლიდან მზადდება, კონგრესს, სავარაუდოდ, მაისში წარედგინება. უნგრელი პოლიტიკოსების შესაძლო სანქცირების ფონია შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის გაუარესებული ურთიერთობა, ბუდაპეშტის ანტიამერიკული რიტორიკა და ორბანის მთავრობის კავშირები რუსეთთან. 12 აპრილს შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს ბუდაპეშტში რუსეთის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის სამ წამყვან თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის არის უნგრელი ბანკირი. აშშ-ის სანქციების სიას დაემატა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი კოსოვი და გიორგი პოტაპოვი, ასევე უნგრეთის მოქალაქე იმრე ლასლოცკი. „IIB–ის აღმასრულებლები კოორდინაციაში იყვნენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან IIB–ის ბიზნესთან დაკავშირებლულ საკითხებთან დაკავშირებით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი, – ნათქვამია აშშ–ის ხაზინის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
რუსეთის მიერ კონოტროლირებადი ბანკის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ამოქმედების შემდეგ, უნგრეთი ფინანსური ინსტიტუტიდან გადის
რუსეთის საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დაწესების შემდეგ, ვიქტორ ორბანის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უნგრეთი გასულიყო ფინანსური ინსტიტუტიდან. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადებაში. ამ გადაწყვეტილების ქვეყანა შეუერთდება ევროკავშირის სხვა წევრებს, მათ შორის ჩეხეთს, სლოვაკეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს, რომლებმაც დატოვეს ან არიან ორგანიზაციიდან გასვლის პროცესში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ბანკი, რომელმაც თავისი სათაო ოფისი ბუდაპეშტში მოსკოვიდან 2018 წელს გადაიტანა, საკუთარ თავს აღწერს, როგორც მრავალმხრივ კრედიტორს, რომელიც ცდილობს, გააძლიეროს ეკონომიკური კავშირები მის წევრებს შორის, ძირითადად, ყოფილ კომუნისტურ სახელმწიფოებს შორის, როგორებიც არიან აღმოსავლეთ ევროპაში. 12 აპრილს შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს ბუდაპეშტში რუსეთის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის სამ წამყვან თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის არის უნგრელი ბანკირი. აშშ-ის სანქციების სიას დაემატა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი კოსოვი და გიორგი პოტაპოვი, ასევე უნგრეთის მოქალაქე იმრე ლასლოცკი. „IIB–ის აღმასრულებლები კოორდინაციაში იყვნენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან IIB–ის ბიზნესთან დაკავშირებლულ საკითხებთან დაკავშირებით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი, – ნათქვამია აშშ–ის ხაზინის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უნგრეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შესაძლია, ფარულად უწყობს ხელს - Politico
უნგრეთი შესაძლოა, ფარულად ეხმარება უკრაინას იარაღის მიწოდებაში, ნებას რთავს მოკავშირეებს გამოიყენონ მისი საჰაერო სივრცე, ნათქვამია აშშ-ის დაზვერვის გადაუმოწმებელ დოკუმენტებში, რომლებიც Politico-მ მათი გაჟონვის შემდეგ განიხილა. ერთ-ერთ დოკუმენტში აღწერილია უკრაინელი მფრინავების გეგმა, რომლის თანახმად, ხორვატიიდან უკრაინაში ვერტმფრენებით, „უნგრეთის საჰაერო სივრცის გავლით გადაფრინდნენ“, - წერს გამოცემა. მას შემდეგ, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უნგრეთმა დაგმო ომი, მაგრამ უარი განაცხადა უკრაინითვის იარაღის მიწოდებაზე. ქვეყანა აცხადებს, რომ სანქციები და იარაღის მიწოდება არ არის მშვიდობის მომტანი ზომები. ბუდაპეშტი ასევე დაემუქრა ევროკავშირის გარკვეულ სანქციებს ვეტოს დადებით, და შეაჩერა კიევისთვის ევროკავშირის დაფინანსების ძირითადი პაკეტის, 18 მილიარდი ევროს გადაცემა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანი გაზს უნგრეთსა და სლოვაკეთს სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიაწვდის
აზერბაიჯანი უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „2021 წელს ჩვენ ევროპას მივაწოდეთ 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. წელს კი ჩვენი სამიზნე 12 კუბური მეტრია. დღეს აზერბაიჯანული გაზი ექსპორტზე გადის საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში და ამ წლიდან უკვე რუმინეთში. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ყველა საჭირო ინტერკონექტორის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ჩვენ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდების დაწყებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ალიევმა. ალიევი ბულგარეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი პაკეტის გამოყოფა დაბლოკა
უნგრეთის მთავრობამ Reuters-ს დაუდასტურა, რომ მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების გაწევას ევროპის მშვიდობის ფონდიდან. სააგენტოს ცნობით, უნგრეთი არ ეთანხმება ფონდიდან თანხების გამოყოფას მხოლოდ უკრაინისთვის, რადგან ეს აფერხებს საკმარისი სახსრების მიმართვას ევროკავშირის ინტერესთა შესაბამის სხვა სფეროებში. მათ შორის კი, ბუდაპეშტი ბალკანეთს და ჩრდილოეთ აფრიკას ასახელებს. უფრო ადრე, 16 მაისს, იტალიურმა სააგენტო ANSA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა, ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი ტრანშის, 500 მილიონი ევროს გამოყოფა დაბლოკა. ევროპის მშვიდობის ფონდს, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აფინანსებენ. ამ ფონდიდან უკრაინის სამხედრო დახმარების მიზნით, დაახლოებით, 3.6 მილიარდი ევრო უკვე გაცემულია. უნგრეთმა, რომელიც ევროკავშირის და NATO-ს წევრია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარი განაცხადა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებიც არაერთხელ გააკრიტიკა.
უნგრეთის ელჩი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ: მივიღეთ გარანტიები, რომ საქართველო ყველა მის პატიმარს მიხედავს, მათ შორის სააკაშვილს
მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა პოლიტიკურიც არის. ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა ანა მარია შიკომ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „ძალიან საინტერესო და შედეგიანი საუბარი იყო, ძალიან ღია და გულწრფელი. საქართველოს სასამართლოების ყველა გადაწყვეტილების შემდეგ და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილთან დაკავშირებით, ელჩებს შეხვდა ჩვენ იურისტები არ ვართ, არც ექიმები და ვიცით, რომ ეს შემთხვევა პოლიტიკურიცაა. პოლიტიკაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ეს თქვენზე და ქართველ ხალხზეა, რომ პოლიტიკაზე გადაწყვეტილებები მიიღოს. რაშიც გვსურს დავრწმუნდეთ არის ის, რომ გარანტიები მივიღოთ, რომ საქართველო ყველა მის პატიმარს უვლის, მიუხედავად იმისა, პატიმარი პოლიტიკოსი იყო თუ ვინმე სხვა მანამდე, მას სამართლიანად უნდა მოეპყრონ. და ევროკავშირის წევრობამდე გზაზე კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს, უნდა იყოს სამართლიანი, ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს და მივიღეთ გარანტიები, რომ საქართველოს ყველა მის პატიმარს მიხედავს, მათ შორის ბატონ სააკაშვილს”, - განაცხადა შიკომ. ევროკავშირის ქვეყნების მიერ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ დემარშზე, ელჩმა განაცხადა, რომ მას „ყველამ არ მოაწერა ხელი“. „უნდა ვთქვა, რომ ყველამ არ მოაწერა დემარშს ხელი, ის რა თქმა უნდა, მოსაზრება იყო. მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ეს დემარშები შეშფოთებას და განმარტებებს უკავშირდება. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა დაგვეხმარა განმარტებები მიგვეღო იმ კითხვებზე, რომლებიც არსებობს. ასევე, სტრასბურგი და ქართული სასამართლოც უნდა იქნას გათვალისწინებული. სასამართლოს გადაწყვეტილებებს თუ გავაუქმებთ, მაშინ სად გავჩერდებით”, - განაცხადა ელჩმა Ipn-ის ცნობით. 27 იანვარს, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით, იუსტიციის მინისტრს სააკაშვილთან დაკავშირებული დემარში გადასცა.
უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას აპირებს - კიევის პასუხი ორბანს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებებს მხოლოდ კრემლში უჭერენ მხარს და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას აპირებს. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისთან შეიჭრა. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. კრემლში უნდა უხაროდეთ: უნგრეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთს მოუხსნა პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ. ნიკოლენკოს თქმით, იგივე ევროპელი პოლიტიკოსები შარშან ამტკიცებდნენ, რომ უკრაინას არ ჰქონდა შანსი, რუსეთის თავდასხმისთვის 72 საათზე მეტხანს გაეძლო. ცნობისთვის, Bloomberg-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს. „ჩემი პოზიცია, უნგრეთის პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ეს ომი არის დიპლომატიის მარცხი. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. თუ გადავხედავთ, რა ხდება ფრონტის ხაზზე, ჩვენთვის ცხადია, რომ გადაწყვეტილებები ბრძოლის ველზე არ მუშაობს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს, ჟოლტ შემიენს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. განიხილეს, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი აღნიშნული კავშირის კიდევ უფრო გაღრმავება. აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობების დასტურია გასულ წელს ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველო-უნგრეთის მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს წარმოადგენს. მთავრობის მეთაურმა ჟოლტ შემიენს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის ვიცე-პრემიერის კაბინეტის უფროსი პიტერ იენიკი, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, ხოლო საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანნა მარია შიკო ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე გვერდში დგომისთვის. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქართველი და უნგრელი სამხედროების მიერ NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში შეტანილ წვლილს და ერთობლივ მონაწილეობას“, - წერია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში. ვიზიტის ფარგლებში კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი.
უკრაინამ უნგრელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ინფორმაციით, უკრაინელი ომის ტყვეები, მათი შუამავლობით, უნგრეთში გადაიყვანეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს. „უნგრეთის ვიცე-პრემიერის საჯარო განცხადებებიდან შევიტყვეთ, რომ რუსეთმა ბუდაპეშტს უნგრული წარმოშობის თერთმეტი უკრაინელი გადასცა“, - განაცხადა ნიკოლენკომ. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ინფორმაციით, უკრაინელი ომის ტყვეები, მათი შუამავლობით, უნგრეთში გადაიყვანეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტყვეების გადაცემა უნგრეთმა მოითხოვა, რადგან ისინი იმიერკარპატების, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ოლქიდან არიან, სადაც ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
უნგრეთი სლოვაკეთის ცაზე პატრულირებას, პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად განახორციელებს
უნგრეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცეს პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად დაიცავს, იტყობინება სლოვაკეთის რესპუბლიკის პრესის სააგენტო (TASR). მისივე თანახმად, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სკლენარმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრ, მარიუშ ბლაშჩაკთან, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დანიელ ბლაზკოვეცთან და უნგრეთის თავდაცვის მინისტრ, კრისტოფ სალაი-ბობროვნიცკისთან, ვიშეგრადის ოთხეულის (V4 - სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი) დეკლარაციას მოაწერა ხელი. „აქამდე ასეთი შეთანხმება გვქონდა პოლონეთთან და ჩეხეთთან - ეს პარტნიორები რამდენიმე თვეა პატრულირებენ ჩვენს ცაზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხეთ უნგრეთთან შეთანხმება და ის ამ ინიციატივაში ჩაერთვება“, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, სლოვაკეთს შეუძლია, 2024 წლის 31 დეკემბრამდე სამივე ქვეყნის შესაძლებლობებისა და თვითმფრინავების გამოყენების იმედი ჰქონდეს. „ვიდრე შეკვეთილი F-16-ის ტიპის თვითმფრინავი არ ჩამოვა სლოვაკეთში“, - განაცხადა მარტინ სკლენარმა. სლოვაკეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის კიდევ 9 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა
უნგრეთმა და სერბეთმა ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
სერბეთმა და უნგრეთის ხელისუფლებამ ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. ნავთობსადენი სავარაუდოდ, უნგრეთის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ ნავთობსადენს დაუკავშირდება. ყაზახეთი „დრუჟბას“ ნავთობსადენით, გერმანიაში ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს დოკუმენტს ხელი მოაწერეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ და სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, დუბრავკა ჯედოვიჩმა. სერბეთსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა სოფელ პალიჩში, სერბეთის ტერიტორიაზე, უნგრეთის საზღვართან გაიმართა. მას ესწრებიან ორი ქვეყნის პრეზიდენტები, ალექსანდრ ვუჩიჩი და კატალინა ნოვაკი, ასევე, პრემიერ-მინისტრები, ანა ბრნაბიჩი და ვიქტორ ორბანი და მთავრობის წევრები. ბელგრადი ადრე შეთანხმდამილსადენის 128 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს. მისი სეგმენტი აშენდება სერბეთის ქალაქ ნოვი სადსა და უნგრეთის ალჯოს შორის, საზღვართან ახლოს. „დრუჟბას“ ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მისი საერთო სიგრძეა დაახლოებით 5200 კმ. და მილსადენის მარშრუტი რუსეთიდან ბელორუსში გადის, სადაც ორ განშტოებად იყოფა: ჩრდილოეთით (ბელორუსი, პოლონეთი და გერმანია) და სამხრეთით (უკრაინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი). „დრუჟბის“ მილსადენი არის მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნედლი ნავთობი გერმანიას მიეწოდება.
ევროკავშირი: უნგრეთმა უნდა განმარტოს თავისი როლი უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაში
ევროკავშირმა განაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთიდან უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაში თავისი როლი უნდა განმარტოს. უკრაინული მედია ევროკავშირის სპიკერის, პიტერ სტანოს კომენტარს ციტირებს. სტანომ კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომ უნგრეთში იმყოფება 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც მან რუსეთის ფედერაციიდან გაიყვანა და მათთან არ უშვებს უკრაინელ დიპლომატებს. „რაც შეეხება უნგრეთს, მისმა ხელისუფლებამ უნდა ახსნას დეტალები და მონაწილეობა რუსეთის მიერ სამხედრო ტყვედ მყოფი უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებაში, ასევე ამ საკითხზე უნგრეთის კომუნიკაცია უკრაინის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა პიტერ სტანომ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს. ამის გამო უკრაინამ უნგრელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ აცნობეს კიევს უკრაინელი სამხედრო ტყვეების უნგრეთში გადაყვანის შესახებ მაშინ, როდესაც ეს მოხდა და რომ ისინი უნგრეთში ჩასვლის შემდეგ აღარ არიან ტყვეები. განახლება: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ უარყო მისი მთავრობის მონაწილეობა რუსეთიდან უნგრეთში 11 უკრაინელი სამხედრო ტყვეის გადაყვანაში. „ვფიქრობ, კარგი ამბავია, რომ ისინი თავისუფლები არიან და რომ გაიმართა კონსულტაციები საეკლესიო და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, სადაც უნგრეთის სახელმწიფო აბსოლუტურად არ იყო ჩართული“, - განაცხადა სიიარტომ.
ხორვატიაში უნგრული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა
უნგრული სამხედრო ვერტმფრენი ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში ჩამოვარდა. ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. ეკიპაჟის მესამე წევრის ძებნა მიმდინარეობს. ეროვნული სამთო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა, იოსიპ ბროზიცევიჩმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული ვერტმფრენი ქალაქ დრნიშთან მაშველებმა აღმოაჩინეს. „უნგრეთის საჰაერო ძალების ორი Airbus H145 ტიპის ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენაზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ჩამოვარდა“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
იოზვიაკი: უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს არ დაბლოკავს, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან. იოზვიაკი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ უნგრეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა. „ერთი სცენარი, რომელიც ახლახან ევროკავშირის ოფიციალური პირისგან მოვისმინე, არის ის, რომ უნგრეთი უკრაინის გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან“, – აცხადებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი წყაროზე დაყრდნობით. „საქართველოს კანდიდატის სტატუსზე კონსენსუსის მიღწევა, რბილად რომ ვთქვათ, რთული იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი სამუშაო სჭირდება ქვეყანას“, – წერს იოზვიაკი. მისივე თანახმად, ნიკა გვარამიას შეწყალება სწორედ ის პროგრესია, რასაც ევროკომისია მედიაპლურალიზმის მხრივ ითხოვს და მის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად ცნობილია ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
ვახტანგ გომელაური უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, შანდორ პინტერს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ორმხრივი შეთანხმებების მნიშვნელობას და მათი ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა ასევე გამოხატეს მზაობა, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. ვახტანგ გომელაურმა უნგრელ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორბანი: უნგრეთის დაზვერვის თანახმად, „ვაგნერის ამბოხება“ უმნიშვნელო მოვლენაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „ვაგნერის ამბოხება“ უმნიშვნელო მოვლენაა. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა. ორბანის თქმით, უნგრეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა რუსეთში და მათი თქმით, „ეს არ არის მნიშვნელოვანი“. უნგრეთის პრეზიდენტი დასავლეთისგან განსხვავებით არ მიიჩნევს, რომ რუსეთში მომხდარმა პუტინი დაასუსტა. ორბანის თქმით, პრიგოჟინის კამპანია მოსკოვის წინააღმდეგ გავლენას არ მოახდენს უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. „ვფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა და ომი გრძელდება. ეს არ არის მოვლენა, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობისკენ, რადგან ამ ომს ყოველთვის მშვიდობის კუთხით ვუყურებ, რადგან მიმაჩნია, რომ მთავარია მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და როგორმე შევთანხმდეთ მშვიდობაზე. ეს მოვლენა ამაში არანაირ როლს არ თამაშობს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ასევე ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა რუსეთის ლიდერს სამხედრო დამნაშავედ, რასაც შემდეგი პასუსი გაცა: „არა, მე არ მივიჩნევ“. ორბანის განცხადებით, ის იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის. „მე ვიბრძვი უნგრეთისთვის. მე არ მაინტერესებს პუტინი. მე არ მაინტერესებს რუსეთი. მე ვზრუნავ უნგრეთზე. ასე რომ, რასაც მე ვაკეთებ, არის უნგრელებისთვის კარგი პოზიციები და ქმედებები. და, რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ახლა ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, ცუდია უნგრელებისთვის. ეს საშიშია უნგრელებისთვის. ჩვენ დავკარგეთ ხალხი, იქ უნგრელი უმცირესობები ცხოვრობენ. ომის საშიშროება ჩვენს სამეზობლოშია. ეს თქვენს სიტუაციას არ ჰგავს. თქვენ გერმანელები ხართ, თქვენ გაქვთ პოლონეთი და უნგრეთი რუსეთსა და უკრაინის ომს შორის“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უნგრეთის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება „მხოლოდ ტექნიკური საკითხია“ - სიიარტო
უნგრეთის მიერ შვედეთის NATO-ში წევრობის რატიფიცირება "მხოლოდ ტექნიკური საკითხია", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ 11 ივლისს. ჩვენი პოზიცია შვედეთთან მიმართებაშიც ნათელია: მთავრობა მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, რის გამოც ამ საკითხზე წინადადება პარლამენტს მრავალი თვის წინ წარვუდგინეთ“, - წერ სიიარტო Facebook-ზე. ეს განცხადება ერთი დღის შემდეგ გაკეთდა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტოკჰოლმის განაცხადს დათანხმდა. ივლისის დასაწყისში სიიარტომ აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი შვედეთის საკითხს არ დააყოვნებდა.
უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა - მედია
უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ კატალინ ნოვაკმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე დასასწრებად, უკრაინის მთავრობის მოწვევა მიიღო. საინფორმაციო პორტალ Telex-ის ცნობით, ნოვაკი კიევში გამგზავრებამდე ასევე ჩავა ზაკარპატიის ოლქში, სადაც ადგილობრივ უნგრულ საზოგადოებასთან ერთად აღნიშნავს წმინდა სტეფანეს დღეს. დიპლომატიური ურთიერთობები უნგრეთსა და უკრაინას შორის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უფრო დაიძაბა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული არაერი სადავო კომენტარით იყო გამოწვეული. მაგალითად, ივნისში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები უნგრეთში გადაიყვანა უკრაინის ხელისუფლების ჩარევის გარეშე. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებდა, რომ გადაცემა ბუდაპეშტის მოთხოვნით მოხდა და ტყვეებს მოიხსენიებდა, როგორც "ზაკარპატიის წარმოშობის ადამიანებს", რაც მიუთითებს უკრაინის ზაკარპატიის ოლქზე, სადაც 150 000-ზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს. უკრაინამ უნგრელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს. უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი პაკეტის გამოყოფა დაბლოკა
უნგრეთი უკრაინისთვის €20 მილიარდიანი ფონდის შექმნის მხარდაჭერის სანაცვლოდ, პირობის დაკმაყოფილებას ითხოვს - მედია
უკრაინის სამხედროებისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების დაფინანსებაზე უნგრეთი უარს ამბობს. Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა 20 ივლისს ევროკავშირში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ევროკავშირი უკრაინის არმიის მხარდაჭერის მიზნით, €20-მილიარდიან ფონდს შექმნის და ქვეყნის უსაფრთხოების ვალდებულებებს იტვირთავს - Politico 20 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მოცულობის წლიური სამხედრო დახმარების გამოყოფის შესაძლებლობა განიხილეს. უნგრეთის განცხადებით, ფონდის შექმნას მხარს არ დაუჭერს, ვიდრე უკრაინა „ომის სპონსორების“ სიიდან არ ამოიღებს უნგრულ ბანკს OTP-ს. „ჩვენ არ შეგვიძლია მოლაპარაკება ახალ ფინანსურ ვალდებულებაზე, ვიდრე OTP-ს საკითხი არ მოგვარდება," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ. შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა. უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ კატალინ ნოვაკმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე დასასწრებად, უკრაინის მთავრობის მოწვევა მიიღო.
საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ საწარმოს ქმნიან
აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი, კასპიის ზღვიდან ევროპაში „მწვანე ენერგიის" გადატანის უზრუნბელსაყოფად, ერთობლივ საწარმოს ქმნიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. „კასპიის ზღვიდან ევროპაში „მწვანე ენერგიის“ გადაცემის პროექტის განსახორციელებლად, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ბუქარესტში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კოლეგებმა რუმინეთიდან, საქართველოდან და უნგრეთიდან,“ - წერს შაჰბაზოვი სოციალურ ქსელში. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბუქარესტში მიმდინარე შეხვედრაზე ოთხი ქვეყნის მთავრობათა ენერგეტიკული უწყებების პირველმა პირებმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. დღეს ასევე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოების მიერ ერთობლივი შვილობილი საწარმოს დაფუძნების შესახებ, რომლის საშუალებითაც, კაბელის პროექტის განვითარება გაგრძელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს თანახმად, მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებით, ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მისივე თანახმად, უნგრეთის, საქართველოს, რუმინეთისა და აზერბაიჯანის მთავრობათა წარმომადგენლები „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში რუმინეთის დედაქალაქში რიგით მე-4 მინისტერიალზე შეიკრიბნენ. „შეუძლებელია, სათანადოდ არ შეაფასო ამ მიზნის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონებისთვის. ჩვენი ყურადღება ახლა გამახვილებულია ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბებაზე, რომელსაც დავაკისრებთ პასუხისმგებლობას, გამოიყენოს შესაძლებლობები და განახორციელოს ჩვენი ხედვა. ეს, ახალი საწარმო შეგვმატებს მოქნილობას, დააჩქარებს ჩვენს პროგრესს და გაზრდის ჩვენი კომუნიკაციის ეფექტურობას. სულ რაღაც ორიოდე წლის წინ შავი ზღვის კაბელი მხოლოდ იდეა იყო, რომელსაც ძირითადად სკეპტიციზმი ხვდებოდა, თუმცა კოლექტიური მონდომებითა და მტკიცე ვალდებულებით ჩვენ ეს იდეა რეალობად ვაქციეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკას“ ხელშეწყობით ხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენს. პროექტი 1,195 კმ სიგრძის კაბელის საშუალებით სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემის პირდაპირ ევროპის ენერგოსისტემასთან დაკავშირებას გულისხმობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 21 ივლისს განაცხადა, რომ წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის სამუშაო დაწყებულია, პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს
აშშ უვიზო რეჟიმის გაუქმების პროგრამაზე უნგრეთის წვდომას შეზღუდავს - Washington Post
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების პროგრამაზე უნგრელებს წვდომას შეზღუდავს, იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თაღლითური გზით მოპოვებული პასპორტები გამოიყენეს. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს. პირველი აგვისტოდან უნგრეთის პასპორტის მფლობელთათვის ESTA-ს მოქმედების ვადა ორი წლიდან ერთ წლამდე მცირდება, ასევე უნგრეთის მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში შესვლა მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. „ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებთან დაკავშირებით უნგრეთის მთავრობის უმოქმედობაზე საპასუხოდ,“ – განაცხადა უნგრეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პრესმანმა. უნგრეთი ერთ-ერთია 40 ქვეყანას შორის, რომლებთანაც აშშ-ის უვიზო რეჟიმის პროგრამა აქვს. პროგრამის მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, აშშ-ში უვიზოდ ჩავიდნენ ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით 90 დღის ვადით, ამისთვის მათ მხოლოდ მოგზაურთა ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში (ESTA) რეგისტრაცია სჭირდებათ. ESTA-ს მოქმედების ვადა ორწლიანია.
ერდოღანი უნგრეთს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აგვისტოს ბოლოს უნგრეთს ეწვევა, იუწყება CNN Turk-ი. ტელეარხის ინფორმაციით, პრეზიდენტი ერდოღანი, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს სავარაუდოდ, 20 აგვისტოს ეწვევა. მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვდება.
იარაღის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია Rheinmetall-მა უნგრეთში ქარხანა გახსნა
დასავლეთ უნგრეთის ქალაქ ზალაეგერსეგში, გერმანული კონცერნის Rheinmetall-ის ქარხანა ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია Rheinmetall-მა Twitter-ზე განათავსა. ქარხანა 33 ჰექტარზეა განთავსებული და თანამედროვე კვლევით ცენტრსაც მოიცავს. ადგილზე დასაქმებულია ასობით მუშაკი. Rheinmetall-ის წარმომადგენელთა განცხადებით, კომპანია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ 350 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. კონცერნის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა, რომელიც ქარხნის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, ფაქტს უწოდა „მჭიდრო კავშირების მტკიცებულება მთავრობასთან და უნგრეთის შეიარაღებულ ძალებთან, რომელიც არის ევროკავშირის პარტნიორი და NATO-ს წევრი.“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ზალაეგერსეგში, ისრაელის კომპანია Uvision-თან ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ გამოაცხადა, რომელიც უნგრეთში საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას ხსნის გერმანული Rheinmetall-ი ადასტურებს, რომ უკრაინას ახალი თაობის დრონებს გადასცემს
ერდოღანის უნგრეთში ვიზიტის დეტალები ხდება ცნობილი
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვირას, 20 აგვისტოს უნგრეთში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან განიხილავს რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ თურქული გაზეთი Yeni Şafak-ი. ერდოღანის უნგრეთში ვიზიტის შესახებ ადრეც იყო ცნობილი, ახლა კი, თურქეთის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკების დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, მხარეები ორმხრივი ურთიერთობების გარდა, თურქეთისა და უნგრეთის საერთო ინტერესებზე რუსეთ-უკრაინის ომის ზეგავლენას განიხილავენ. „განისაზღვრება საგზაო რუკა, რათა არ მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია შავ ზღვაში," წერს მედია დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ამასთან, თურქული და უნგრული მხარე NATO-ს გაფართოების პოლიტიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე იმსჯელებენ, რაც ალიანსში შვედეთის გაწევრიანებასთან და ევროკავშირთან თურქეთის დაახლოების მისწრაფებებთან არის დაკავშირებული. გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, თურქეთის ლიდერი უნგრეთში შესაძლოა, პუტინის წარმომადგენელს, თათარსტანის პრეზიდენტს რუსლან მინნიხანოვს შეხვდეს და, სავარაუდოდ, მხარეები „მარცვლეულის გარიგებაში" მოსკოვის დაბრუნების სანაცვლოდ, რუსული მარცვლეულის ტრანზიტზე შეთანხმდებიან. მედია: რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ
აზერბაიჯანი უნგრეთში გაზის ექსპორტს ზრდის
ბუდაპეშტმა და ბაქომ ხელი მოაწერეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის მიერ უნგრეთისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაახლოებით, ერთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა, პიტერ სიიარტომ. მინისტრის თქმით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში უნგრეთი 100 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება უნგრეთის რეზერვუარებში 50 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის შენახვაზე. სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი აზერბაიჯანთან თანამშრომლობას დიდი ხანია ავითარებს და პოლიტიკური შეთანხმება საშუალებას იძლევა, გაზის მიწოდება მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს. უნგრეთი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაზე მუშაობს და ეკვადორიდან ნავთობის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. ივნისის დასაწყისში უნგრულმა ენერგეტიკულმა კომპანია - MVM CEEnergy-მ და აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის კომპანია SOCAR-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უნგრეთისთვის 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ 2023 წლის ბოლომდე. სავარაუდოდ, მიწოდება წელიწადში 2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ალიევი უნგრეთში ვიზიტით იმყოფება. ალიევი: იმედი მაქვს, ამ წლის ბოლომდე კიდევ ორი ევროპული ქვეყანა გახდება აზერბაიჯანული გაზის მიმღები სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.
უნგრეთის ენერგეტიკული კონგლომერატი გაზს თურქული BOTAS-ისგან შეიძენს
უნგრული ენერგეტიკული კონგლომერატი MVM თურქული ენერგეტიკული კომპანია BOTAS-ისგან დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი (მკმ) ბუნებრივი აირის შეძენას დათანხმდა. ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის სახელმწიფო გაზსადენებისა და ნავთობსადენების კომპანია BOTAŞ-ზე დაყრდნობით ავრცელებს. შეთანხმებას კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა თურქეთის დელეგაციის უნგრეთში ვიზიტის დროს მოაწერეს ხელი. კომპანიის თანახმად, შეთანხმება მომავალი წლიდან თურქეთიდან უნგრეთში ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყებას ითვალისწინებს. Reuters-ის ცნობით, ეს არის პირველი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი აირის ექსპორტს მილსადენების საშუალებით ევროპულ ქვეყანაში, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება. „BOTAŞ-მა და უნგრულმა სახელმწიფო კომპანიამ MVM CEEnergy-მა გააფორმეს ბუნებრივი გაზის ექსპორტის შესახებ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სექტორში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად და ბუნებრივი გაზის სფეროში საკვანძო როლის ხედვის რეალიზებით, “- აცხადებენ კომპანიაში.
მედია: უნგრეთის პრეზიდენტი კიევში ჩავა
უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი კიევსს ეწვევა. ნოვაკი რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ, უნგრეთის პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იქნება, რომელიც უკრაინაში ჩავა. უნგრული მედიის ცნობით, ნოვაკი უკრაინაში ვიზიტით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით მიემგზავრება. ამასთან, უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში ნოვაკის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა
უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი ზაკარპატიის ოლქში 22 აგვისტოს დილით ჩავიდა. უნგრეთის პრეზიდენტი ზაკარპატიის ოლქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს. კატალინ ნოვაკი უკრაინაში ყირიმის პლატფორმის მესამე საერთაშორისო სამიტის წინა დღეს ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ იყო გამოცხადებული. უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა - მედია საინფორმაციო პორტალ Telex-ი წერდა, რომ ნოვაკი კიევში გამგზავრებამდე ასევე ჩავიდოდა ზაკარპატიის ოლქში, სადაც ადგილობრივ უნგრულ საზოგადოებასთან ერთად აღნიშნავდა წმინდა სტეფანეს დღეს. დიპლომატიური ურთიერთობები უნგრეთსა და უკრაინას შორის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უფრო დაიძაბა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული არაერთი სადავო კომენტარით იყო გამოწვეული. მაგალითად, ივნისში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები უნგრეთში გადაიყვანა უკრაინის ხელისუფლების ჩარევის გარეშე. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებდა, რომ გადაცემა ბუდაპეშტის მოთხოვნით მოხდა და ტყვეებს მოიხსენიებდა, როგორც "ზაკარპატიის წარმოშობის ადამიანებს", რაც მიუთითებს უკრაინის ზაკარპატიის ოლქზე, სადაც 150 000-ზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს. უკრაინამ უნგრელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს. უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი პაკეტის გამოყოფა დაბლოკა
უნგრეთის პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდა
უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა უნგრეთის საინფორმაციო სააგენტო Index-თან ინტერვიუში განაცხადა. ამავე ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ უნგრეთი გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ესმის ზელენსკის სურვილის, დაიცვას უკრაინელები. „ომი წელიწადნახევარია გრძელდება და მე ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტას, რომელიც გამოიწვევს სტაბილურ და გრძელვადიან მშვიდობას. ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. მე ეს მტკიცე აზრი პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვთქვი, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად,“ - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა. ნოვაკმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მზად იქნება, ჩაერთოს ნებისმიერ პროცესში, რომელიც უკრაინას მშვიდობასთან დააახლოებს და თუ მოლაპარაკებები გაიმართება, უნგრეთი აპირებს მასში მონაწილეობას. ნოვაკი უკრაინაში ვიზიტით რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა და პირისპირ შეხვედრაც გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ნოვაკი კიევში „ყირიმის პლატფორმის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. „გმადლობთ უკრაინაში ვიზიტისთვის, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტში მონაწილეობისთვის. თქვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა უკრაინის პრეზიდენტის ბოლო რეგიონული ვიზიტის მნიშვნელობა ზაკარპატიაში და მისი შეხვედრა უნგრული თემის წარმომადგენლებთან. ორმა პრეზიდენტმა ზაკარპატიის რეგიონში საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ერთობლივი ინიციატივების საკითხები განიხილეს. ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას უკრაინის მიმართ, კერძოდ, რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. ზელენსკიმ განსაკუთრებით აღნიშნა უნგრეთის დახმარება დაჭრილი უკრაინელი სამხედროების მკურნალობაში და სამხედრო მედიკოსების მომზადებაში. ზელენსკიმ და კატალინ ნოვაკმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხი. უნგრეთის პოზიცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიის ფონზე, ღიად პრორუსული პოზიცია დაიკავა. ის ხშირად აკეთებს უკრაინის მაკრიტიკებელ განცხადებებს. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უნგრეთს არ გაუწევია სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. ივლისში ევროკავშირმა გაახანგრძლივა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ უნგრეთის მოთხოვნით, სიიდან სამი პირი გამოირიცხა. დიპლომატიური ურთიერთობები უნგრეთსა და უკრაინას შორის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უფრო დაიძაბა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული არაერთი სადავო კომენტარით. მაგალითად, ივნისში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები უნგრეთში გადაიყვანა უკრაინის ხელისუფლების ჩარევის გარეშე. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებდა, რომ გადაცემა ბუდაპეშტის მოთხოვნით მოხდა და ტყვეებს მოიხსენიებდა, როგორც "ზაკარპატიის წარმოშობის ადამიანებს", რაც მიუთითებს უკრაინის ზაკარპატიის ოლქზე, სადაც 150 000-ზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს. უკრაინამ უნგრელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს. უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი პაკეტის გამოყოფა დაბლოკა
დარჩიაშვილი უნგრეთში: ევროპისკენ საქართველოს სწრაფვა არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის
უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა გამართა. მან საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში და სიტყვით მიმართა უნგრელ დიპლომატებს. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, გაიცვალა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. „ევროპისკენ საქართველოს სწრაფვა არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის. ეს ხანგრძლივი, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული პროცესია. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რათა განაგრძოს გზა გაწევრიანების მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელად. დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები წელს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. ჩვენ ვაფასებთ უნგრეთისა და პირადად მინისტრის აქტიურ მხარდაჭერას, რაც, ამ გადამწყვეტ პერიოდში,ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის შემდგომ პროგრესს ამ გზაზე. „იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და განხორციელებული რეფორმები აისახება ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროკავშირისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგო რესურსებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიცირების თვალსაზრისით, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე პარტნიორობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხზე,“ - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. „ჩვენ ვთვლით, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება,“-განაცხადა პიტერ სიიარტომ. მინისტრებმა, როგორც ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე ამბასადორიალის ფარგლებში მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, სექტორული, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას. მიმოხილული იქნა ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. პიტერ სიიარტომ მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ბუდაპეშტში სტუმრობისთვის. თავის მხრივ ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო კოორდინაციით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყნებს შორის კავშირების გასაღრმავებლად.
ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთში შეხვედრებს მართავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს უნგრელი კოლეგა კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი მასპინძლობს. უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის მხრიდან ქვეყნის მიმართ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული მხარდაჭერა აღნიშნა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა (EUMM) და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში უნგრეთის კონტრიბუციაზე ისაუბრა. შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, არსებული მძიმე გარემო და საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძე ბუდაპეშტში მდებარე ბუდას აღების მემორიალთან იმყოფებოდა, რომელიც გვირგვინით შეამკო და უნგრელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გენერალურ შტაბსაც ესტუმრა, სადაც უნგრეთის თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს გაეცნო.
უნგრეთის ასამბლეის სპიკერი: ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწორონ შეცდომა, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს
უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ლასლო კიოვერისმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწრონ ის შეცდომა, რაც იყო ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილებაში, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას.“ კიოვერისმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს ამ სტატუსს, საქართველო, ყველა გაგებით, არის ქრისტიანი ევროპის ნაწილი. „საქართველოში მეორედ ვარ. პირველად 2011 წელს ვიყავი. საკუთარი თვალით ვხედავ იმ უდიდეს პროგრესს, რასაც ქვეყანამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მიაღწია, ეკონომიკისა და ცხოვრების სხვა ასპექტების მხრივ. ეს წინსვლა უდავოა. რაც შეეხება თქვენს დაახლოებას ევროკავშირთან, მიგვაჩნია, რომ ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწორონ ის შეცდომა, რაც იყო ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილებაში, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას. საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს ამ სტატუსს, საქართველო, ყველა გაგებით, არის ქრისტიანი ევროპის ნაწილი. ეს არის ევროპაში, ქრისტიანობის მეორე უძველესი ქვეყანა. მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად არ არის ბოლო რიგებში, ეს არის პირველ ან მეორე ადგილზე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ამიტომ საქართველოს ადგილი ნამდვილადაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ძალიან ხმამაღლა ვამბობდით და ამას გავაგრძელეთ, ასევე, როცა საჭირო იქნება, ქმედებითაც გამოვხატავთ მხარდაჭერას. ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გზაზე საქართველოს კიდევ მეტი პროგრესი ექნება და იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ და არამხოლოდ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს განაცხადს, NATO-ზეც. NATO არის ამ რეგიონში უსაფრთხოების გარანტიის ერთადერთი საშუალება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,“ - განაცხადა ლასლო კიოვერისმა.
Reuters: ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვას განიხილავს, რადგან კიევის მხარდაჭერაზე ბუდაპეტშის თანხმობის მოპოვებას ცდილობს
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვას განიხილავს. ეს სახსრები გაყინული იყო კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების გამო. ევროკავშირი ცდილობს, მოიპოვოს ბუდაპეშტის თანხმობა უკრაინის დახმარებაზე, მათ შორის კიევის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. სააგენტო წერს, რომ უნგრეთი უფრო მჭიდრო კავშირებს ამყარებს რუსეთთან ის და განიხილება მთავარ პოტენციურ ოპონენტად დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, დაიწყოს თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები კიევთან, რაც ევროკავშირის 27 წევრის ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს. სასწორზე ასევე დევს ევროკავშირის აღმასრულებელი უწყების წინადადება, რათა წევრმა ქვეყნებმა მეტი წვლილი შეიტანონ ბლოკის ერთობლივ მიზანში, კიევისთვის მეტი დახმარება და დაფინანსება უზრუნველყოს. ეს გადაწყვეტილება ასევე მოსალოდნელია ამ წლის ბოლოს და ასევე მოითხოვს ერთსულოვნებას. ევროკავშირის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ უნგრეთზე ზემოქმედების მიზნით, ბლოკი მოელის, რომ გადახედავს მილიარდობით ევროს ღირებულების დაფინანსებას, რომელიც ახლა გაყინულია იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სასამართლოების დამოუკიდებლობა შეზღუდა.
საქართველოს მომავალ კვირას ვიქტორ ორბანი ეწვევა
მომავალ კვირას საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ჩამოვა. ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „მე თქვენი წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერი ვარ. სრულიად უსამართლოა, როდესაც არ დაგპირდნენ, რომ არ გახდებით წევრები როგორც კი შეძლებთ, რადგან თქვენ დიდებული სამუშაო შეასრულეთ და ჩვენ თქვენ ძალიან გვჭირდებით. მიზეზი, რატომაც ვერ მიიღეთ სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი. მათ არ სურთ, შეგიშვან და მოგცენ ფინანსური რესურსები, რაც თქვენ გჭირდებათ. ამას შეიძლება, ეწოდოს გაფართოების დაღლილობა, რაც სრულიად უსამართლოა თქვენს ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენ უნდა გაგიზიაროთ ის, რაც გვაქვს, რადგან ჩვენ თქვენ გვჭირდებით ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენ გაქვთ სტრატეგიული პოზიცია. მე თქვენი სტატუსის დიდი მხარდამჭერი ვარ. შემდეგ კვირაში თქვენს ქვეყანაში ვიქნები. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სამთავრობო შეხვედრა თბილისში. უნგრეთის მთავრობა იქნება თბილისში," - განაცხადა ორბანმა. 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ვიქტორ ორბანი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან, ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი, ანა მარია შიკო დახვდნენ. ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან − ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს − ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს − ანიკო ლევაისს სადილზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად სადილი „ბიოლში“ გაიმართა. „ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განიხილეს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 10 ოქტომბერს ეწვია.
ილია დარჩიაშვილი: უნგრეთის და ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყნის ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უნგრეთთან და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან ინდივიდუალურად მუშაობს, რათა კანდიდატის სტატუსთან მიმართებით ქვეყანას ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდეს. „ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველა წევრ ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთთანაც, რათა მისი ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი საერთო მიზანი არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. უნგრეთის და ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყნის ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს იმასთან მიმართებით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, აუცილებლებლად მიიღებს. უნგრეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მონიჭებას და ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ - ეს არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. დარჩიაშვილმა „შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პროქტის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები მის განხორციელებაში და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც ამყარებს იმ ფაქტს, რომ ამ მიმართულებით თანამაშრომლობა გრძელდება. „უნგრეთი არის ერთ-ერთი მონაწილე რუმინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად იმ შეთანხმების, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის მშენებლობის პროექტს, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ევროპისთვის ენერგოდივერსიფიცირების მიმართულებით. ყველა აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ეს ვიზიტიც აძლიერებს და ამყარებს იმას, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას. უნგრეთი ძლიერი ნაწილია ამ პროცესის, როგორც რუმინეთი და ჩვენი რეგიონიდან, ჩვენ და აზერბაიჯანი - ამ თანამშროობას ვაგრძელებთ და დარწმუნებული ვართ რომ კონკრეტული ნაბიჯები გამოჩნდება,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ვიზიტების რეგულარულ გაცვლას და დარგობრივი კავშირების გაფართოებას მოი მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში მთავრობათაშორისი სამიტის გამართვა ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის პრაქტიკაში განხორციელების ნაწილია. ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო შეუქცევადად მიჰყვება ევროპულ გზას. მან ამ გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, ხოლო წლის ბოლოს ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ამ გზაზე მეგობარი უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას. „მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. აღინიშნა, რომ 2023 წელს 21%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და 46,62 მლნ დოლარს შეადგენს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანია, არსებული შესაძლებლობები სრულად იქნეს გამოყენებული. მისივე თქმით, საქართველო დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით ისეთ სექტორებში, როგორიცაა, განახლებადი ენერგია, ლოჯისტიკა, ტურიზმი და სხვა სფეროები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ინიციირებული ფლაგმანური პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სრული პოტენციალის რეალიზაციისთვის და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით საერთო მიზნების მიღწევაში,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთი, როგორიც ბატონი ორბანია, ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა რომ „საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ ტრადიციული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში.“ „დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისტორიული დღეა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში. მე შეგახსენებთ ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მე ვიყავი ვიზიტით ბუდაპეშტში, სადაც შევთანხმდით სწორედ პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შესახებ, ასევე ბუდაპეშტში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, მე მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ბატონო ვიქტორ პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ როგორც მე ავღნიშნე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და ზოგადად ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში და ზოგადად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში,“ - განაცხადა პრემიერმა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი იქნება ევროპის გადაწყვეტილება, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში, ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად. „ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა მაქსიმუმი ქვეყნის ევროპასთან დასაახლოებლად. თუ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი, ეს ყველა შედეგი სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ევროპასთან, უვიზო რეჟიმის მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის. შარშან მივიღეთ ჩვენ ევროპული პერსპექტივა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში, როდესაც ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ამორალური და უსამართლო“. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ შეგვესრულებინა თორმეტივე რეკომენდაცია, რომელიც იქნა გადმოცემული ევროკომისიის მიერ. პროცესი ახლაც გრძელდება, ეს მუდმივი პროცესია, ბუნებრივია. ჩვენ ველოდებით წლის ბოლოს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც, მე ვფიქრობ, ექნება მყარი საფუძველი და რაც მთავარია მინდა აღვნიშნო, რომ თუ დამსახურებაზეა საუბარი, ბუნებრივია, საქართველომ დაიმსახურა, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით იმ ქვეყნების მდგომარეობა, ვიცით კარგად, რომელ ქვეყნებს მისცეს სტატუსი და მათთან შედარებით, რა თქმა უნდა, საქართველო არის 2-ჯერ, 3-ჯერ წინ ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს საჯარო მმართველობა, გამჭვირვალეობა, კორუფციის კონტროლი თუ მართლმსაჯულების რეფორმები. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, იქნება ეს დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკური - მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანწილად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარი იქნება, ყოველგვარ არგუმენტაციას იქნება მოკლებული და რაციონალს იქნება მოკლებული ევროპის გადაწყვეტილება. ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას. კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს “ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე პოლიცია განათავსა
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, უსაფრთხოების გაზრდილი რისკების გამო, სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე პოლიცია განათავსა. პოლიცია 14 სასაზღვრო პუნქტზე განლაგდა. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, დასავლეთ ბალკანეთში ორგანიზებული დანაშაული მატულობს, ორგანიზებული ჯგუფები სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულნი და ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი არიან. „კონფლიქტის ზონებიდან სხვადასხვა ტერორისტული და ექსტრემისტული მოძრაობისა და დაჯგუფების წევრები, მათი ქმედებების შედეგების თავიდან ასაცილებლად, ან თუნდაც ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფრთხის შელახვის განზრახვით, გადაადგილდებიან. არსებობს რისკი, რომ ასეთი ადამიანები შეუერთდებიან მიგრაციულ ნაკადებს და შეეცდებიან სლოვენიაში არალეგალურად შესვლას,“ - ნათქვამია სლოვენიის მთავრობის განცხადებაში. სლოვენიის მთავრობამ 20 ოქტომბერს გადაწყვიტა, რომ დროებითი სასაზღვრო კონტროლი 30 ოქტომბრამდე შემოეღო მას შემდეგ, რაც მისმა მეზობელმა იტალიამ შიდა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, სასაზღვრო გადასასვლელზე კონტროლი დააწესა. ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
მედია: სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მიგრანტებს შორის სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა
უნგრეთის და სერბეთის საზღვარზე 27 ოქტომბერს სროლა იყო მიგრანტებს შორის, რის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ სერბეთის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება. სროლა მიტოვებულ სასოფლო სამეურნეო საწყობში სოფელ ხორგოშთან მოხდა, ნათქვამია შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციელთა დიდი რაზმი.ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ორ სახელმწიფოს ჰყოფს 175-კილომეტრიანი საზღვარი, რომელსაც მავთულხლართიანი ზღუდე გაჰყვება. უნგრეთმა ზღუდე 2015 წელს სერბეთის მხრიდან ევროკავშირისკენ მიგრანტთა დიდი ტალღის მოზღვავების გამო ააგო. სერბეთის და ევროკავშირის წევრი უნგრეთის საზღვრის არეალში ძალადობის და სროლის შემთხვევები გახშირდა.
კაია კალასი: უნგრეთი ევროკავშირის პრობლემა ხდება, რომელიც უნდა გადავჭრათ
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, უნგრეთი ევროკავშირის პრობლემა ხდება, რომელიც უნდა გადაიჭრას. „ეს [უნგრეთი] ხდება პრობლემა, რომელიც ჩვენ უნდა გადავჭრათ. ჩვენ ადრეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები და მოვახერხეთ ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ უნგრეთთან მიმართებით ეს სულ უფრო რთულდება," - განაცხადა კალასმა. ესტონეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირს არ აქვს მძლავრი ინსტრუმენტი, რათა დაუპირისპირდეს იმას, რასაც უნგრეთი აკეთებს. „უნგრეთს სჭირდება ევროკავშირი,“ - აღნიშნა კალასმა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა უნგრეთის პრემიერს შეახსენა, რომ მის ქვეყანას არავინ ავალდებულებს, ევროკავშირის წევრი იყოს. ამ სიტყვებით ბორელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს უპასუხა, რომელმაც უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციის ორმოც წელს შეადარა.
უნგრეთში NATO-ს ძალების მონაწილეობით, ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყო
უნგრეთის შეიარაღებული ძალები 2-26 ნოემბერს NATO-ს ძალების მონაწილეობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნას - "Adaptive Hussars 23" გამართვენ. წვრთნების დროს, რომელიც უნგრეთის რამდენიმე რეგიონში ჩატარდება, არმიის ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნა შემოწმდება. ამასთან, შეიმუშავებენ „ურთიერთქმედებას თავდაცვის ძალებსა და სამოქალაქო ადმინისტრაციას შორის.“ „ჩვენ ვცხოვრობთ საშიშ ეპოქაში: ომი, არალეგალური მიგრაცია და მათთან ერთად ტერორიზმის საფრთხე აწუხებს ევროპას. უნგრეთის მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, უნგრეთის და უნგრელი ხალხის უსაფრთხოებ, რაც გარანტირებული იქნება კარგად გაწვრთნილი ჯარით,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა კშიშტოფ სალაი-ბობროვნიცკიმ. შეგახსენებთ, რომ სწავლება უნგრეთის გენერალური შტაბის უფროსმა გაბორ ბერენდიმ ჯერ კიდევ სექტემბერში დააანონსა. მედიის ცნობით, მომავალ წელს NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ ერთობლივ სამეთაურო სწავლებას ამზადებს, რომელშიც 40 ათასზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.
უნგრეთის პრეზიდენტი სოლიდარობის ნიშნად ისრაელს ეწვია
უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი ისრაელს ეწვივა. უნგრეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ისრაელში "სოლიდარობის ვიზიტით“ ჩავიდა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს. ახლა შეხვედრას ვმართავ ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგთან, რის შემდეგაც შევხვდები “ჰამასის“ მიერ დაკავებული უნგრელი მძევლების ოჯახებს," - განაცხადა ნოვაკმა. უნგრეთის პრეზიდენტამდე სოლიდარობის გამოსახატავად ისრაელს ეწვივნენ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები, ასევე აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაუშვებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ აქციებს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
ორბანის შეფასებით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა, ყველა თვალსაზრისით, მზად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. „მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია, ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია. უკრაინა, ყველა თვალსაზრისით, არ არის მზად, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე მოლაპარაკებების დასაწყებად,“ - აღნიშნა ორბანმა. უნგრეთის პრემიერის თქმით, „უკრაინა ისე შორს არის ევროკავშირში გაწევრიანებისგან, როგორც მაკო იერუსალიმიდან“. (აღნიშნული უნგრული ანდაზა ეხება ლეგენდას ერთ-ერთი ჯვაროსნის შესახებ, რომელიც წმინდა მიწისაკენ მიდიოდა და ერთ დღეს გაიღვიძა გემზე და ეგონა, რომ უკვე იერუსალიმში იყო, მაშინ, როცა მისი გემი ჯერ კიდევ ამჟამინდელი ხორვატიის სანაპიროსთან დაცურავდა). ორბანის თქმით, ევროკავშირს უნგრეთის დიდი ფული მართებს, „შესაძლოა 3-4-5 მილიარდი ევროც“, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ უბრუნებს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკითხი არანაირად არ უკავშირდება უნგრეთის პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა
უნგრეთში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიების უცხოეთიდან დაფინანსება აიკრძალოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველმა პარტიამ სამშაბათს პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ შესახებ, რომლის მიზანიც „უცხო პირების ან ჯგუფების არასათანადო პოლიტიკური ჩარევისგან“ დაცვაა. Reuters-ის თანახმად, კანონმდებლობა შემოთავაზებულია მას შემდეგ, რაც ორბანმა, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში არაერთხელ დაუპირისპირდა ევროკავშირს უნგრეთში დემოკრატიული უფლებების საკითხის გარშემო, ევროპარლამენტის არჩევნების წინ, თავისი პარტიის კამპანია გააძლიერა. კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ცალკე ორგანო, რომელიც პოლიტიკური ჩარევის რისკებს შეისწავლის და გააკონტროლებს. ამასთან, რეკომენდაციას გაუწევს რეგულაციების ცვლილებას. მისი მიხედვით, არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის ან ჯგუფებისთვის აკრძალულ უცხოურ დაფინანსებას, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოჰყვება. „უნგრეთის სუვერენიტეტი დაირღვევა და ის ასევე გააძლიერებს რისკს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, თუ პოლიტიკური ძალა მოხვდება იმ პირების ან ორგანიზაციების ხელში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რომელიმე უცხო ძალაზე, ორგანიზაციასა თუ პიროვნებაზე,“ - ნათქვამია კანონპროექტში. დოკუმენტს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ნაციონალისტური მთავრობის მხრიდან პოლიტიკურ მეტოქეებსა და კრიტიკოსებზე ზეწოლის მორიგ ნაბიჯად აღიქვამენ. 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ გაავრცელა უშიშროების მანამდე გასაიდუმლოებული ანგარიშები, რომელთა თანახმადაც, ოპოზიციის ალიანსმა აშშ-ში განთავსებული არასამთავრობო ორგანიზაციისგან დაფინანსება მიიღო. ვიქტორ ორბანი აცხადებდა, რომ აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფული გამოყენებული იყო მის დასამარცხებლად წარმოებულ კამპანიაში. ოპოზიციური პარტიები ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ დაფინანსების წყარო უცხოეთში მცხოვრები უნგრეთის მოქალაქეები იყვნენ. ორბანი, რომელიც ხელისუფლებაშია 2010 წლიდან იყო, უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ დემოკრატიას ძირს უთხრის.
ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა
ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. ევროკომისია მიესალმება უნგრეთის აღდგენისა და გამძლეობის გეგმას და უნგრეთისთვის აქამდე გაყინული ფონდიდან 900 მილიონი ევროს წინასწარ გადახდას ადასტურებს. ევროპულ საბჭოს ახლა ოთხი კვირა ექნება, რათა ევროკომისიის შეფასება დაამტკიცოს და უნგრეთს ამ თანხების მიღების უფლება მისცეს. შეგახსენებთ, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ დახმარებაზე წვდომა კორუფციისა და დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო დაბლოკა.
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს
ბუდაპეშტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების მინისტერიალი აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ელექტროენერგიის გადაცემის კუთხით საქართველო სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პრიორიტეტებსა და კლიმატის მიზნებთან. ამ კუთხით ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე „პარტნიორობის შეთანხმების“ საერთო მიზნების კონტექსტში. „შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარე კვლევის საკითხები და ასევე დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც პროექტის განხორციელებაზე იმუშავებს. იმედი გვაქვს, რომ ეს სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებას ემსახურება, წარმატებით განხორციელდება. ეს იქნება არსებულთან შედარებით ყველაზე ღრმა და გრძელი ელექტროგადამცემი კაბელი. ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევის პირველადი შედეგები ერთობ დამაიმედებელია. ცხადია, ეს გრძელვადიანი და საკმაოდ რთული პროექტია, რომელიც ვერ განხორციელდება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ სექტორში პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ენერგეტიკა სულ უფრო მწვანე ხდება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, შესაბამისად, შეთანხმების მონაწილე მხარეები აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძალისხმევა მიმართულ იქნას ენერგიის განახლებადი წყაროებზე. „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების შემდეგი მინისტერიალი 2024 წლის თებერვალში საქართველოში გაიმართება. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ დროისთვის მხარეებს უკვე ექნებათ პირველადი მონაცემები კვლევის დასრულების შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში „საქართველოს ელექტროსისტემა“ თავის კოლეგებთან ერთად იმუშავებს ახალი კომპანიის დაარსების მიმართულებით. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.
ორბანის პარტიამ უნგრეთის პარლამენტს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარუდგინა
ვიქტორ ორბანის პარტიამ უნგრეთის პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება. დოკუმენტის ავტორების თქმით, „უკრაინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს. დღეს ამის პირობები არ არსებობს.“ უნგრეთის მმართველი პარტიის „ფიდესის“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაში აღნიშნულია , რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ობიექტურ პროცესად უნდა დარჩეს, რომელიც წესებსა და შედეგებს ეფუძნება. უნგრეთის პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ორბანი ემანუელ მაკრონს ხვალ პარიზში შეხვდება. Politico 5 დეკემბერს წერდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი პარიზში მიიწვია. მიზანი კომპრომისის პოვნაა უკრაინასთან დაკავშირებით. როგორც გამოცემას პარიზში მყოფმა წყარომ განუცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტი თვლის, რომ უნგრეთის ლიდერის დარწმუნება შესაძლებელია, რომ მან მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს. 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანი მიშელს წერს, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით." "ევროკავშირის საბჭოს მიუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რადგან ის ეწინააღმდეგება 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს. ამდენად, ახალი ვარიანტების შემუშავებაა საჭირო," - წერს ორბანი. 4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას, და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად. უნგრეთის პრემიერი წერს, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესზე ევროკომისიის ბოლო დასკვნა, ევროკავშირის გაფართოების, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დასასრულს ნიშნავს. ორბანი წინა წერილის შინაარსს და საკუთარ ინიციატივასაც ახსენებს, უკრაინის საკითხზე საერთო მიდგომის შესამუშავებლად სტრატეგიული დისკუსიის დაწყებაზე. „მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს... მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით," - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში. ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი, წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო შეჩერებული ევროკავშირის დაფინანსების აღდგენაა. ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა, ევროკავშირის ფონდებში, ჯამში 22 მილიარდი ევროა. "გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტს, 12 დეკემბერს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ. ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა 9 ქვეყანას შეეხება. ესენია - უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.
ევროკავშირში უკრიანის გაწევრიანების საკითხზე უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ზელენსკი შესაძლოა, ორბანს შეხვდეს
უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა აშშ-ში ვიზიტისას სატელეფონო საუბარი გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა განიხილეს უკრაინის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. „უახლოეს დღეებში უკრაინის უმაღლესი რადა გეგმავს არაერთი მნიშვნელოვანი კანონმდებლობის მიღებას. ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს," - ხაზგასმით აღნიშნა ანდრი ერმაკმა. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ უკრაინა იმედოვნებს, რომ დეკემბრის სხდომაზე პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღება. სხდომა 14-15 დეკემბერს გაიმართება უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. თანამოსაუბრეებმა ასევე განიხილეს უკრაინის პრეზიდენტის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესაძლებლობა და შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ასეთი შეხვედრისთვის ხელსაყრელი თარიღის განსაზღვრაზე. ორბანის პარტიამ უნგრეთის პარლამენტს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარუდგინა
ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - „ქართული ოცნება“
უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის, იანოშ ლატორცაის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, იანოშ ლატორცაის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე შეხვდა. შეხვედრას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი ესწრებოდნენ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა უნგრეთის მხარდაჭერაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში და საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მაკრონი ელისეის სასახლეში ორბანთან შეხვედრას მართავს
France24-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რათა გაარღვიოს ჩიხი ევროკავშირის სამიტის წინ მას შემდეგ, რაც უნგრეთის ლიდერი კრაინის შემდგომი მხარდაჭერის დაბლოკვით დაიმუქრა. მაკრონი ორბანს ელისეის სასახლეში სამუშაო ვახშამზე უმასპინძლებს. Politico: მაკრონმა ორბანი პარიზში მიიწვია, რათა უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა სცადოს
Guardian: ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული სახსრების ნაწილს განბლოკავს
მოსალოდნელია, რომ ევროკომისია უნგრეთისთვის 10 მილიარდ ევროს (10,7 მილიარდი აშშ დოლარი) გაყინულ სახსრებს განბლოკავს, იტყობინება Guardian-ი ანონიმურ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. სახსრები, რომელიც უნგრეთის მთლიანი შეჩერებული დაფინანსების დაახლოებით მესამედს შეადგენს, სავარაუდოდ, 12 დეკემბერს გამოიყოფა, იტყობინება მედიასაშუალება. უნგრეთი უკრაინის მიმართ ევროკავშირის შემდგომ მხარდაჭერას წინააღმდეგობას უწევს. წყაროებმა Guardian-ს განუცხადეს, რომ უნგრეთის სახსრების სავარაუდო განბლოკვა არ არის დაკავშირებული უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის „შანტაჟთან“, რომელიც დაემუქრა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვით. „ვაჭრობას ჰგავს, მაგრამ ასე არ არის,“ - აღნიშნა ერთ-ერთ დიპლომატმა. ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ უნგრეთის ეკონომიკური განვითარებისთვის გამოყოფილი დაახლოებით 22 მილიარდი ევრო, დემოკრატიის უკასვლისა და კანონის უზენაესობის კონტექსტში პრობლემების გამო გაყინა.
ზელენსკი: ორბანთან მაქსიმალურად გულახდილი საუბარი მქონდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი წინადადებით აღწერა მისი საუბარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად, გასაგებია, რომ ჩვენს ევროპულ საქმეებზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ზელენსკი ორბანს არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს შეხვდა
ნაუსედა: უნგრეთი ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს, ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ აზრი შევაცვლევინოთ
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირის ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს. ნაუსედამ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან უკრაინის დაახლოება უნგრეთისთვის სასარგებლოა. „უნგრეთი ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს, რადგან თუ ჩვენ არ მივიღებთ დადებით პასუხს, პოზიტიურ დასკვნას, მომავალში ერთიანობის პრინციპს უფრო მეტი დაემუქრება და უარყოფს. ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ უნგრეთს აზრი შევაცვლევინოთ,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
დმიტრო კულება უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე: ჩვენ ევროპაში საერთო მომავალი გვაქვს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დმიტრო კულება ავრცელებს. „ჩვენ დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დავსხედით და საფუძვლიანად ვისაუბრეთ. ერთმანეთის შეკითხვებს გულწრფელად ვუპასუხეთ. უკრაინასა და უნგრეთს ერთმანეთის მიმართ კითხვები აქვთ,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ. დმიტრო კულებას თქმით, შეხვედრის მთავარ თემას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება წარმოადგენდა. „მესმის, რომ ყველა ელოდება პასუხს: კი თუ არა? მომეცით ცოტა დრო. ახლა მე შეხვედრის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის მოვახსენებ. პიტერი თავის პრემიერ-მინისტრს წარუდგენს მოხსენებას. ჯერ ერთი სიგნალის გაცემა მსურს. მე გასაგებად ვთქვი: პიტერ, ჩვენ ევროპაში საერთო მომავალი გვაქვს. ჩვენ იქამდე ერთად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდეთ,“ - აღნიშნა კულებამ. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს. ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის
ორბანის მოკავშირეები ვაშინგტონში, რესპუბლიკელებთან დახურულ შეხვედრას გამართავენ - Guardian
აშშ-ში ზელენსკის ვიზიტის პარალელურად, ორბანის მოკავშირეები ვაშინგტონში, რესპუბლიკელებთან დახურულ შეხვედრას გამართავენ. შესაბამის ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წევრებმა და უნგრეთის საელჩოს თანამშრომლებმა ვაშინგტონში, ორშაბათს დაიწყეს ორდღიანი ღონისძიება, რომელსაც კონსერვატიული Heritage Foundation-ის ანალიტიკური ცენტრი უმასპინძლებს. „შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის მომავლის შესახებ დაძაბული დებატების ფონზე გაიმართება. სენატში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს გადაუდებელი ხარჯების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ითვალისწინებდა. უნგრეთის საელჩოსთან დაახლოებულმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა: „ორბანი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დახმარება კონგრესში არ გავა. ამიტომ, ის ცდილობს, დაბლოკოს ევროკავშირის დახმარებაც,“ წერს The Guardian-ი. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად
უნგრეთის შემდეგ, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ავსტრიაც ეწინააღმდეგება - მედია
ვსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, უკრაინის მიმართ ფავორიტიზმი არ უნდა არსებობდეს. „არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება. უკრაინას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს, რომელიც, ასევე, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს,“ - განაცხადა კარლ ნეჰამერმა. ნეჰამერმა აღნიშნა, რომ ავსტრიის მთავრობა, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ეწინააღმდეგება.
ლუქსემბურგელი მინისტრი: ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგნი არიან, შევახსენებ — ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია
ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგნი არიან, შეახსენებს, რომ ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია. „ლუქსემბურგი ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა და როდესაც მე მოვუსმინე, არ მინდა პროვოკაციული ვიყო, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა ამბობს: ვერ გავფართოვდებით, რადგან ეს ძალიან ძვირი ჯდება. მსურს უბრალოდ შევახსენო იმ ქვეყნებს, რომლებიც ამას აცხადებენ: შესაძლოა, დღეს ევროკავშირის წევრი არ ყოფილიყვნენ ჩვენ რომ იგივე მოსაზრება გვქონოდა, როდესაც ისინი კანდიდატები იყვნენ. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია“, - აღნიშნა ხავიერ ბეტელმა. უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის პოზიციასთან და მიმდინარე კვირაში ვეტოს შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, ბეტელმა განაცხადა, რომ თუ ვეტო იქნება, ის უნდა იყოს დასაბუთებული. „როდესაც უნგრეთი გახდა წევრი, ჩვენ რომ დაგვესვა კითხვები, იყო თუ არა უნგრეთი საკმარისად მდიდარი ევროკავშირის წევრობისთვის, შესაძლოა, უნგრეთი დღეს წევრი არ ყოფილიყო. ასე რომ, ეს არის სოლიდარობის საკითხი, რათა დაინახო პარტნიორების პოტენციალი და დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ არ ვართ მარკეტში, რომ ვთქვათ : თქვენ გვაძლევთ, ჩვენ ვიღებთ და ჩვენ არ ვადგენთ ფასს. არის წესები და ჩვენ ამ წესებს უნდა მივყვეთ. თუ იქნება ვეტო, მინდა გავიგო, რატომ არის ვეტო, ის უნდა იყოს გამართლებული. მე ჯერ კიდევ ველოდები რეალურ მიზეზებს და არა სხვა მიზეზებს,“ - განაცხადა ხავიერ ბეტელმა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო მოახლოებულ სამიტსა და გადაწყვეტილებას, რომელიც, "ისტორიული მნიშვნელობისაა მთელი ევროკავშირის მომავლისთვის." „წინადადება მოუმზადებელია და ევროკომისიას თითქმის არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მთელ ასოციაციაზე," - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. ორბანის მოკავშირეები ვაშინგტონში, რესპუბლიკელებთან დახურულ შეხვედრას გამართავენ - Guardian
უკრაინამ „უნგრეთისა და სლოვაკეთის დადებითი სიგნალები მიიღო“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არ არსებობს ევროკავშირის არცერთი ქვეყანა, რომელსაც არ სურს უკრაინის ევროკავშირის ნაწილად ნახვა. კულებას თქმით, არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელსაც სურს გაწევრიანების პროცესის შენელება და ამ გაწევრიანების შედეგების უფრო ფრთხილად შესწავლა - ეს არის უნგრეთი, მაგრამ გუშინ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პეტერ სიიარტოსთან ხანგრძლივი საუბრის შედეგების მიხედვით, საფრთხე, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, აშკარად მოიხსნა. „მან დაადასტურა, რომ საკითხი ამგვარად საერთოდ არ დგას,“ - განაცხადა კულებამ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს უკრაინულმა მხარემ მიიღო პირველი არასაჯარო და არაოფიციალური სიგნალი უნგრეთისგან, რაც შანსების ფანჯარაზე მიუთითებს. უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა მეორე დადებით პუნქტად მოიყვანა სლოვაკეთის საჯარო განცხადება უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდაჭერის შესახებ. „დღეს არის ძალიან ფრთხილი სიგნალი უნგრეთიდან და ღია სიგნალი სლოვაკეთიდან, მაგრამ ყველაფერი ბოლო წუთს გადაწყდება. ახლა ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ევროკავშირის სამიტი,“ - აღნიშნა კულებამ. გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთი მზადაა, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ კიევის რეფორმების გატარების ძალისხმევის შეფასების შემდეგ, მზად არიან, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ, რაც ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე განიხილება. „თუმცა ჩვენს აღმოსავლელ მეზობელს ჯერ კიდევ გრძელი და ეკლიანი გზა აქვს გასავლელი. ყველა საჭირო ზომა, არა მხოლოდ უნდა დამტკიცდეს, არამედ ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს,“ - განაცხადა იურაი ბლანარმა. ბლანარმა კვლავ განმარტა სლოვაკეთის პოზიცია, რომ ბრატისლავა უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს. „ამავდროულად, ჩვენ უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გავაგრძელებთ, კერძოდ, განაღმვისა და ზამთრისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მომზადების საკითხში. ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა,“ - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სლოვაკეთმა მთავრობის ცვლილების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს. რაც შეეხება უნგრეთს, მათ ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ კულებას განცხადება „დადებითი სიგნალების“ შესახებ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო მოახლოებულ სამიტსა და გადაწყვეტილებას, რომელიც, "ისტორიული მნიშვნელობისაა მთელი ევროკავშირის მომავლისთვის." „წინადადება მოუმზადებელია და ევროკომისიას თითქმის არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მთელ ასოციაციაზე," - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. ორბანის მოკავშირეები ვაშინგტონში, რესპუბლიკელებთან დახურულ შეხვედრას გამართავენ - Guardian
რა შემთხვევაში გააუქმებს უნგრეთი ვეტოს უკრაინის დახმარებაზე
უნგრეთი მზად არის, გააუქმოს ვეტო უკრაინისთვის ამჟამინდელი 50 მილიარდი ევროს დაფინანსების შეთავაზებაზე, თუ ევროკავშირი ბუდაპეშტისთვის გაყინულ თანხებს განბლოკავს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერის მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა ბალაშ ორბანმა Bloomberg-ს განუცხადა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ უნგრეთი ეძებს მაღალ ფასს მისი შეთანხმების სანაცვლოდ, რაც შესაძლოა, ბლოკის სხვა ქვეყნებისთვის რთული არჩევანი იყოს. უნგრეთს სურს, რომ ბლოკმა 30 მილიარდი ევროს სრულად განბლოკოს. „უნგრეთის დაფინანსება და უკრაინის დაფინანსება ორი ცალკეული საკითხია. მაგრამ თუ ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის დაფინანსებას ევროკავშირის შესწორებული ბიუჯეტიდან, მაშინ ეს ორი საკითხი ურთიერთდაკავშირებული გახდება,“ აღნიშნა ბალაშ ორბანმა. უნგრეთი კვლავ ეწინააღმდეგება დახმარების სრულ ოთხწლიან გეგმას და მისთვის მისაღებია, რომ ევროკავშირს შესთავაზოს უკრაინას დაფინანსება ერთი წლის განმავლობაში ბიუჯეტის შესწორებების გარეშე. ბალაშ ორბანის თქმით, უკრაინის დახმარების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, უნგრეთი განიხილავს ევროკავშირის წინადადებას საზღვრის უსაფრთხოებისთვის დაფინანსების გაზრდის და ევროკავშირის დამატებითი სუბსიდიების გაზრდის შესახებ, რათა ბლოკის ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ ალტერნატიულ გეგმას, რათა უკრაინას აღმოუჩინონ საჭირო დახმარება რუსეთთან ბრძოლაში, თუ უნგრეთი ვეტოს დაადებს ამჟამინდელ 50 მილიარდ ევროს დაფინანსების წინადადებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია. ინფორმაციისთვის, ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა ასევე გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის
უნგრეთში მიიღეს სადავო კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“
უნგრეთის პარლამენტმა მიიღო სადავო კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი უნგრეთი ითვალისწინებდა მკაცრ ჯარიმებს იმ პარტიებისთვის, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ საარჩევნო კამპანიისთვის. გათვალისწინებულია, შეიქმნას სუვერენიტეტის დაცვის უწყება ფართო საგამოძიებო უფლებამოსილებით. რადიო თავისუფლების უნგრული სამსახურის ცნობით, კანონი ძალაში პირველი თებერვლიდან შევა. მიღებული ზომები ხელს შეუწყობს უნგრეთის პოლიტიკურ საქმეებში საგარეო ჩარევის თავიდან აცილებას. მაგრამ ადგილობრივი კრიტიკოსები და დასავლელი ოფიციალური პირები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ცვლილებები შეზღუდავს კრიტიკას, ისევე როგორც რუსეთის კანონმდებლობა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ. უნგრეთში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიების უცხოეთიდან დაფინანსება აიკრძალოს ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შორის კრემლისადმი ყველაზე მეგობრულად განწყობილად ითვლება. ის არაერთხელ გამოსულა უკრაინაში ომის დასრულების მხარდაჭერით, თუნდაც ამას უკრაინის მხრიდან ტერიტორიული დათმობები დასჭირდეს. უნგრეთი კიევს არ უწევს სამხედრო დახმარებას. ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ახლა არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას თუ უნგრეთი დაბლოკავს, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, თუ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას უნგრეთი დაბლოკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „წელს რუსეთს არც ერთი გამარჯვება არ ჰქონია, ვერც ერთი სოფელი ვერ დაიკავეს, მაგრამ მათ მუშაობა არა მხოლოდ ევროპის, არამედ სხვა კონტინენტების სახელმწიფოებთან დაიწყეს. ამიტომ, თუ დადებითი შედეგი არ იქნება, ის იმაზე მიანიშნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ იმისთვის, რომ რომელიმე სახელმწიფოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არ დაებლოკა, ყველაფერი გააკეთა. „ჩვენი მხრიდან ძალიან კონსტრუქციულები ვიყავით, ყველაფერი გავაკეთეთ, აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია, ჩვენი პარტნიორების ყველა რეკომენდაცია და ვენეციის კომისიის ყველა დასკვნა შევასრულეთ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. რა შემთხვევაში გააუქმებს უნგრეთი ვეტოს უკრაინის დახმარებაზე
ვიქტორ ორბანი: საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებისას განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა. მისი თქმით, „საქმე გაკეთებულია“. „საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ,“– განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
სამიტის დაწყება დაგვიანდა, ევროპელი ლიდერები ორბანის გადარწმუნებას სამუშაო საუზმეზე ცდილობდნენ - მედია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ ხვდებიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. Politico-სა და The Guardian-ის ცნობით, ორბანი ამბობს, რომ ის უკრაინის საკითხზე არ დანებდება. გამოცემის ცნობით, სამუშაო საუზმეს წინ უძღოდა წუხელ გამართული შეხვედრა შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ოლაფ შოლცსსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის. შეხვედრის მიზანი სამიტამდე „საერთო ხაზზე“ შეთანხმება იყო. გამოცემის ცნობით, ევროპელი პოლიტიკოსები შეეცდებიან, უკრაინის საკითხზე უნგრეთის განსხვავებული პოზიციის ფონზე, წინსვლის გზა იპოვონ. „ევროკავშირის ლიდერები ისტორიულ სამიტზე დასასწრებად ქალაქში იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანი, უკანონო აგრესიული ომის ფონზე, უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ღია დივერსიას აწყობს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფსონი დადო, რომ დასავლეთი სუსტია და საბოლოოდ დათმობს - და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი წინასწარმეტყველება ახდეს. ევროპარლამენტში გერმანელი „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა, იენს გეიერმა განაცხადა, რომ „ორბანის წყალობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც სამიტის მაგიდასთან ზის. ამ ფონზე, დღეს დილით, საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და თავად ორბანს შეხვდება, რათა წინსვლის გზა იპოვონ“, -აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში. პოლონური მედიასაშუალება PolskieRadio24 იუწყება, რომ ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყება გადაიდო. მედიის ცნობით, ორბანს, მაკრონსა და შოლცს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებებს ასევე ესწრება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. „ეს არის ბოლო შანსი, დაარწმუნონ უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელი უკრაინის დახმარებაში,“ - წერს PolskieRadio24. გადამწყვეტ სამიტამდე, ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევრო განბკლოკა
პუტინი უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებს აქებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები შეაქო და მათ "პროეროვნულები" უწოდა. პუტინმა 2023 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ორი პოლიტიკოსი არა პრორუსები, არამედ, თავიანთი ქვეყნის ინტერესების დამცველები არიან. „ფიცო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, ვიქტორ ორბანი უნგრეთში. მე უკვე ბევრჯერ მითქვამს, ისინი არ არიან პრორუსი პოლიტიკოსები, ისინი არიან პროეროვნულები, ისინი იცავენ თავიანთ ინტერესებს," - აღნიშნა პუტინმა. ორბანი უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების მთავარი მოწინააღმდეგეა. მას პოზიცია არც სამიტის წინ გამართული შეხვედრების შემდეგ შეუცვლია. ფიცო კი სლოვაკეთის ახალი პრემიერია, რომლის მთავრობის პირობებში უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერეს.
DW ევროპელი ლიდერებისა და ორბანის შეხვედრის დეტალებზე წერს
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ნიშნად, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიუსელში სამიტის წინ შეხვდნენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს. მათ შეუერთდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმუქრება, რომ უკრაინის დახმარებასა და წევრობის მოლაპარაკებებს ვეტოს დაადებს. ლიდერები იკრიბებიან ევროკავშირის წლის ბოლო სამიტზე. სავარაუდოდ, მწვავე თემა იქნება კიევისთვის ფინანსური დახმარება, პლუს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, ორივე გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებით დაიმუქრა. „დოიჩე ველე“ წერს, რომ ორბანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრით ცდილობდა, გაემართლებინა თავისი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით კორუფციისა და სხვა საკითხების მოტივით. სამიტის დაწყებამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას კრიტერიუმები არ დაუკმაყოფილებია და გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება კიევთან შეუძლებელია. თუმცა, არსებობს ეჭვები, რომ ის იყენებს ამ საკითხს, როგორც ვაჭრობის საშუალებას, რათა ევროკავშირმა გაყინული ფინანსები განბლოკოს. „მე ვერ შევალ „საბაზრო ლოგიკაში,“ სადაც შეგვიძლია, ვივაჭროთ ერთი რამით, მეორის სანაცვლოდ. საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოებას, მათთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების მიწოდებას, ეს არის დისკუსიის თემა. სხვა დისკუსია ეხება უნგრეთში კანონის უზენაესობას და მას არაფერი აქვს საერთო იმ დისკუსიასთან, რომელიც დღეს გვაქვს. უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც სურს პატივი სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს... შესაძლოა, ეს გაკვეთილია თავად ორბანისთვის,“ - აღნიშნა დე კროომ. სამიტის დაწყება დაგვიანდა, ევროპელი ლიდერები ორბანის გადარწმუნებას სამუშაო საუზმეზე ცდილობდნენ - მედია
უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა. უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უნდა მიეღოთ ბრიუსელში, სადაც 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტი დაიწყო. განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო" და ამ საკითხს ევროპულ საბჭოში მომავალ წელს, შესაბამისად მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს 2024 წლის დასაწყისში ისევ განიხილავენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასაც ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ უკრაინა ამისთვის მზად არ არის. 14 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს. ამ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია და სხდომა შეგნებულად დატოვა, რათა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო.
უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა. უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უნდა მიეღოთ ბრიუსელში, სადაც 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტი დაიწყო. განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო" და ამ საკითხს ევროპულ საბჭოში მომავალ წელს, შესაბამისად მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს 2024 წლის დასაწყისში ისევ განიხილავენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასაც ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ უკრაინა ამისთვის მზად არ არის. 14 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს. ამ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია და სხდომა შეგნებულად დატოვა, რათა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო.
შოლცმა გადამწყვეტი კენჭისყრის დროს ორბანთან კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შევთავაზე, რომ მისი არყოფნის დროს გადაწყვეტილების მიღების საშუალება გვქონოდა, ის ჩაფიქრდა და შემდეგ დათანხმდა შეთავაზებას, – იხსენებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის საბჭოს სამიტის პირველი დღის დეტალებს „საკავშირო მეგობრული ატმოსფეროს სულისკვეთებით, მე შევთავაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომ მისი არყოფნის დროს ამ გადაწყვეტილებას მიღება შეგვძლებოდა. ის დაფიქრდა წინადადებაზე. მე ვთხოვე, ერთი წუთით დაფიქრებულიყო და სპონტანურად არ ემოქმედა, შემდეგ მითხრა, რომ სურდა წინადადების მიღება. შემდეგ კი, მივიღეთ გადაწყვეტილება ოთახში მყოფმა 26-მა ქვეყანამ. ეს ხდება უამრავ დემოკრატიულ პროცესში, როდესაც თქვენ ეხმარებით ერთმანეთს იმის თქმით, რომ „ნამდვილად არ ვეთანხმები, მაგრამ არ მინდა საქმეების შეფერხება.“ ეს არის ზუსტად ის, რაც მე ვურჩიე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს და მან ეს მიიღო, როგორც მისთვის შესაძლებლობა. ეს არ არის ის, რაც ყოველ ჯერზე უნდა მოხდეს. ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა გადავწყვიტოთ, როცა ეს შესაძლებელია და ერთად ვიყოთ,“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე. Politico: გაფართოების პაკეტის დამტკიცებისას, ორბანს კენჭისყრის დატოვება შოლცმა შესთავაზა
გადამწყვეტ სამიტამდე, ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევრო განბკლოკა
ევროკომისიამ ევროკავშირის გაყინული ფონდიდან უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამასთან, ევროკომისიაში უარყოფენ, რომ უნგრეთისთვის გაყინული თანხების განბლოკვა ვიქტორ ორბანის პოზიციის შეცვლის მიზნით მოხდა. ევროკომისიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იყო უნგრეთის მიერ სასამართლო რეფორმაში შეტანილი ცვლილებების პასუხი. ევროკავშირს უნგრეთისთვის განკუთვნილი 22 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა აქვს გაყინული კორუფციასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ევროკომისიის ცნობით, ამგვარად უნგრეთს შეუძლია, ქვეყნის განვითარებისთვის 10,2 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების ანაზღაურება მოითხოვოს. ეს გადაწყვეტილება ევროკომისიამ ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე მიიღო, რომელზეც გაფართოების საკითხი განიხილება. ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ წევრობის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას დაბლოკავს. იუსტიციის საკითხებში ევროკომისარი დიდიე რეინდერსი აცხადებს, რომ უნგრეთის ამჟამინდელი რეფორმები სრულად შეესაბამება შეთანხმებულ მოთხოვნებს. „ჩვენ მივიღეთ საკმარისი გარანტიები, რათა ვთქვათ, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა უნგრეთში გაძლიერდა,“ – განაცხადა ევროკომისარმა. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მიშელმა განაცხადა, რომ დღეს ისევ შეხვდებოდა ვიქტორ ორბანს. პარალელურად, ზელენსკი ელოდა ორბანის პასუხს კითხვაზე, რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ევროკავშირში. რა შემთხვევაში გააუქმებს უნგრეთი ვეტოს უკრაინის დახმარებაზე ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.
ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას უნგრეთი ვეტოს დაადებს, თუ სოფია რუსულ გაზზე გადასახადს არ გააუქმებს
რუსულ გაზზე გადასახადის გამო, უნგრეთი ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით აშანტაჟებს. Reuters-ი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთი ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას დაადებს ვეტოს, თუ სოფია რუსულ გაზზე სატრანზიტო გადასახადს არ გააუქმებს. „მკაფიოდ გავაგებინეთ ბულგარელებს, რომ თუ დიდხანს გააგრძელებენ ამას, თუ დიდი ხნის განმავლობაში საფრთხის ქვეშ დააყენებენ უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას, მაშინ ვეტოს დავადებთ შენგენის ზონაში მათ შესვლას,” - განაცხადა სიიარტომ. გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რათა რუსულ გაზზე აღარ იყვნენ დამოკიდებული, უნგრეთი ყოველწლიურად რუსეთიდან გაზის 4.5 მილიარდ კუბურ მეტრს იღებს 2021 წლის შეთანხმების ფარგლებში, ძირითადად სერბეთისა და ბულგარეთის გავლით.
FT: ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას განიხილავენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას განიხილავენ საიმისოდ, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცონ. შესაბამის ინფორმაციას Financial Times-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, ევროკავშირმა შესაძლოა, გამოიყენოს ევროკავშირის 2007 წლის ხელშეკრულების მე-7 მუხლი, რომელიც წევრ ქვეყანას ხმის უფლებას ევროპული კანონმდებლობის დარღვევის გამო ართმევს. თუმცა გამოცემა იმასაც წერს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ბუდაპეშტზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ფრთხილობს. ლიეტუვამ უნგრეთს მიანიშნა, რომ ბუდაპეშტს შეუძლია, ევროკავშირი დატოვოს ევროკავშირის 26 სხვა წევრ ქვეყანას შეუძლია, რომ დამოუკიდებლად დადოს შეთანხმება უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ, რასაც დრო დასჭირდება და ეს მხოლოდ მოკლევადიანი გადაწყვეტა იქნება. „უნგრეთი ვერ შეგვიშლის ხელს უკრაინისთვის ფულის მიწოდებაში," - ამბობს დიპლომატი FT-სთან. შოლცმა გადამწყვეტი კენჭისყრის დროს ორბანთან კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა
მეთიუ მილერი: უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონი ჩვენს საერთო ღირებულებებს ეწინააღმდეგება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონი აშშ-ის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მილერის განცხადებით, შეერთებული შტატები შეშფოთებულია უნგრეთის მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომ ამოქმედდეს ახალი კანონი, რომელიც აღჭურავს უნგრეთის მთავრობას დრაკონული ინსტრუმენტებით, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იყოს იმ ადამიანების დასაშინებლად და დასასჯელად, რომლებსაც მმართველი პარტია არ ეთანხმება. „ეს ახალი კანონი ჩვენს საერთო ღირებულებებს დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შესახებ არ შეესაბამება,“ - აღნიშნა მილერმა. უნგრეთში მიიღეს სადავო კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“
ორბანი აცხადებს, რომ ზელენსკისთან შეხვედრას დათანხმდა - AP
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევა მიიღო. შესაბამის ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. „მე ვუთხარი, რომ მის განკარგულებაში ვიქნებოდი. მხოლოდ ერთი კითხვა უნდა დავაზუსტოთ: რაზე?" განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს სურს, განიხილოს უკრაინის წინადადება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ორბანმა განაცხადა, რომ ის ზელენსკის წინადადებას მომავალი შეხვედრის შესახებ, 10 დეკემბერს, არგენტინის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ფიცის დადების ცერემონიაზე მოკლე საუბრის დროს დათანხმდა. ორბანისა და ზელენსკის შეხვედრა შეიძლება, ომის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა იყოს. მანამდე ორბანმა ვეტო დაადო უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფას. უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება კი, მის გარეშე მიიღეს. ზელენსკი: ორბანთან შეხვედრის ორგანიზება მსურს, მიუხედავად იმისა, რომ კიევისადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია
რა გეგმა აქვს ევროკავშირს უკრაინის დახმარებაზე უნგრეთის ვეტოს შემთხვევაში
ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, „გეგმა B“ -ს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევისთვის გნკუთვნილ 50-მილიარდიან დახმარებას დაბლოკავს. ფინანსურ გარანტიებს მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნები უზრუნველყოფენ. Financial Times-ის თანამოსაუბრეების თქმით, ეს გეგმა მსგავსია იმ სქემისა, რომელიც 2020 წელს, კოროვირუსული პანდემიის ფონზე ეკონომიკის მხარდასაჭერად დაიწყო, რაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ჩართულობას არ მოიცავდა. გეგმის მინუსი არის ის, რომ ის მოიცავს მხოლოდ სესხებს და არა გრანტებს, თუმცა, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ორმხრივ საფუძველზე გადაწყვიტონ, უზრუნველყონ დახმარება. კიდევ ერთი სარეზერვო ვარიანტი, რომელიც განიხილება, დაფინანსების სქემის გახანგრძლივებაა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა უკვე გამოყო 18 მილიარდი ევრო უკრაინისთვის ხელსაყრელი სესხების სახით. ეს მოითხოვს უმეტესი ქვეყნების თანხმობას. თუმცა ამ ეტაპზე ევროპელი მაღალჩინოსნების უმეტესობა მომხრეა, რომ 50-მილიარდიანი ძირითადი გეგმა შეთანხმდეს. ევროკავშირის ეს დამატებითი საბიუჯეტო პაკეტი მოიცავს არამარტო ოთხწლიან დახმარებას, არამედ, ასევე მოიცავს 4 მილიარდ ევროს სხვა პრიორიტეტებისთვის, მათ შორის, თავდაცვაში ინვესტიციებისთვის. უკრაინისთვის დახმარების შემდგომი დაბლოკვის შემთხვევაში ევროკომისიას „სათადარიგო გეგმა“ აქვს
იტალიის პრემიერი ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას ორბანთან, რომ უკრაინის დახმარება განბლოკოს - Bloomberg
Bloomberg-ის ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ცდილობს, დაარწმუნოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, აღარ შეეწინააღმდეგოს უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას და გააუმჯობესოს ურთიერთობები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მელონი ასევე უბიძგებს ორბანს, შეცვალოს თავისი მიდგომა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღადგინოს ურთიერთობები კიევთან, როგორც ECR-ში გაწევრიანების პირობა. "დისკუსიები გაიმართა სხვადასხვა დონეზე, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის - განუცხადეს თანამოსაუბრეებმა Bloomberg-ს ანონიმურობის პირობით.
ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის შესაძლებლობას, უკრაინისა და უნგრეთის მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უჟგოროდში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შეხვდება. შესაბამის ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ავრცელებს. „თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, დადასტურებული თარიღი 29 იანვარია. ჩვენ უკრაინელ კოლეგას, მინისტრ კულებას უჟგოროდში შევხვდებით,“ - განაცხადა სიიარტომ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს ესაუბრა და განუცხადა, რომ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მათი შეხვედრა გარკვეულ შედეგს გამოიღებს. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ არგენტინაში გამართული ხანმოკლე შეხვედრის დროს, მან ორბანს სთხოვა, დაესახელებინა მინიმუმ ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა არ უნდა იყოს ევროკავშირში. შეგახსენებთ, ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების წინააღმდეგია. ზელენსკი: ორბანთან შეხვედრის ორგანიზება მსურს, მიუხედავად იმისა, რომ კიევისადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია
ჯეიმს ო'ბრაიენი: იმედგაცრუებულები ვართ, რომ პრემიერმა ორბანმა ევროკავშირში მარტო ყოფნა აირჩია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა. მასთან საუბრის თემები მოიცავდა დეპარტამენტის მიზნებს ევროკავშირთან, ბალკანეთთან და სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში. ბლინკენის თანაშემწემ ასევე განიხილა ისეთ პრიორიტეტები, როგორიცაა, NATO-ს 2024 წლის სამიტი ვაშინგტონში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ „პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ევროკავშირში მარტო ყოფნა აირჩია იმ თვალსაზრისით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს - ღირს თუ არა ბრძოლა უკრაინელების მხარდასაჭერად, რომლებიც ითხოვენ იმავე თავისუფლებას, რასაც თავად ითხოვდა, როდესაც ის ახალგაზრდა სტუდენტი იყო. „ჩვენ გვინდა, ვიხილოთ უნგრეთი, როგორც კონსტრუქციული პარტნიორი. ჩვენ ყველა ვსვამთ რთულ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ისეთ გარემოში, სადაც აშკარაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. და ვიმედოვნებ, რომ უნგრეთი მომავალშილ ამ სულისკვეთებით საუბარს შეძლებს.“ შეგახსენებთ, უნგრეთი უკრაინის მიმართ ევროკავშირის დახმარებას ეწინააღმდეგება. ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის შესაძლებლობას, უკრაინისა და უნგრეთის მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ
უნგრეთი, სერბეთი და სლოვენია ელექტროენერგიას გაცვლიან
უნგრეთის, სერბეთისა და სლოვენიის ელექტროენერგიის ერთობლივი სავაჭრო ბირჟა ცენტრალურ ევროპაში, შესაძლოა, 2024 წლის პირველ ნახევარში ამოქმედდეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ენერგეტიკული უსაფრთხოება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად იქცა. „კარგი ამბავია, რომ ცენტრალურ ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ინტეგრირებული ბირჟის შექმნასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. ქვეყნებს შორის მჭიდრო ენერგეტიკული თანამშრომლობა ალბათ არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. ეს განსაკუთრებით ეხება ცენტრალურ ევროპას, სადაც ნავთობისა და გაზის დიდი საბადოები არ არის, ამიტომ, სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულება აქ კიდევ უფრო დიდია. კორპორატიული და ტექნიკური გადაწყვეტილებები მიიღეს სლოვენიამ, სერბეთმა და უნგრეთმა. „მთავრობების მიერ ამ გადაწყვეტილებების დამტკიცების შემდეგ, სამი ქვეყნის ერთობლივი ენერგო ბირჟა შეიძლება, ამოქმედდეს მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - აღნიშნა სიიარტომ.
უკრაინამ უნგრულ მხარესთან დაგეგმილი შეხვედრის პრიორიტეტი დაასახელა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი იერმაკი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან, 29 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე, უჟჰოროდში განიხილავენ უკრაინის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობას. მან შეხვედრის პრიორიტეტებზე ისაუბრა. „ჩვენ ნამდვილად მივდივართ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისკენ. ეს იქნება უმთავრესი ამოცანა 29 იანვარს უჟჰოროდში ჩვენი შეხვედრის დროს,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, დახარჯონ „იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა ყველა საკითხის განსახილველად და იმის გასაგებად, თუ როდის, სად და რა პოტენციური შეთანხმებებით შეიძლება, გაიმართოს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის. ერმაკმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს იგეგმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში წარმოქმნილი საკითხების „მთელი სპექტრის გავლა.“ „უნგრეთი ჩვენი მეზობელია. უნგრეთი არის ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ და დავამყაროთ კონსტრუქციული დიალოგი." - ხაზგასმით აღნიშნა ერმაკმა. ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის შესაძლებლობას, უკრაინისა და უნგრეთის მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორბანი უკრაინის დახმარებას არ დაბლოკავს
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა 25 იანვარს გერმანულ გამოცემა RND-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელს არ შეუშლის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს (54 მილიარდი დოლარის) ფინანსურ დახმარებას. ვალტონენი ამბობს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ფინანსური დახმარების პაკეტზე მოახლოებული დისკუსიის შესახებ "პოზიტიური სიგნალი" აჩვენა. „მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთი წინააღმდეგობას შეწყვეტს. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ სხვა გამოსავალს ვიპოვით. ამავდროულად, მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ჩვენს უსაფრთხოებაში," აღნიშნა მინისტრმა. Politico-ს ცნობით, უნგრეთი მზად არის, მოხსნას ვეტო უკრაინის ფინანსურ დახმარებაზე, თუ ის ყოველწლიურად გადაიხედება. ევროკავშირი დაამტკიცებს უკრაინის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს უნგრეთის თანხმობით ან მის გარეშე, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსში, Euronews-თან ინტერვიუს დროს. 2023 წლის დეკემბერში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჯგუფი დათანხმდა, რომ ოფიციალურად დაიწყებდა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება
უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა
ბუდაპეშტმა ბრიუსელს წინადადება გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მზადაა, ევროკავშირის ბიუჯეტის უკრაინის დახმარების პაკეტის დაფინანსებისთვის გამოყენებას დასთანხმდეს, თუკი სხვა პირობები დაემატება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავარმა მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, ბალაზ ორბანმა განაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა რომ ევროკავშირში შემუშავებული დოკუმენტის შინაარსის თანახმად, ევროკავშირი მზადა, დარტყმა მიაყენოს უნგრეთის ეკონომიკას, თუ ბუდაპეშტი, პირველ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე უკრაინის შემდგომ დაფინანსებას ვეტოს დაადებს. „ბრიუსელმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს უნგრეთის ეკონომიკის სისუსტეებისთვის მიზანმიმართული დარტყმის მიყენებას, მისი ვალუტის შერყევას და ინვესტორების ნდობის მოშლას სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზნით, თუ ბუდაპეშტი უარს კიევის დახმარებაზე ვეტოს მოხსნაზე,“ - წერდა Financial Times ევროკავშირში შემუშავებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბუდაპეშტი თუ უკან არ დაიხევს, ევროკავშირის სხვა ლიდერებს მოუწევთ, საჯაროდ განაცხადონ, რომ მას ევროკავშირის დაფინანსებას შეუწყვეტენ. ინფორმაციას გამოეხმაურა უნგრეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში, იანოშ ბოკა, რომელმაც განაცხადა, რომ „ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებული დოკუმენტი მხოლოდ ადასტურებს იმას, რასაც უნგრეთის მთავრობა დიდი ხანია, აცხადებს: ევროკავშირის სახსრებზე წვდომას ბრიუსელი პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებს.“ ბუდაპეშტის მიერ ბრიუსელისთვის გაგზავნილი ახალი წინადადება კი, ბუდაპეშტის პოზიციის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს, რადგან დეკემბერში 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის 2024-2027 წლების ბიუჯეტში ცვლილებები დაბლოკა, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა. ამ ნაბიჯის გამო, ბრიუსელი იძულებული გახდა, გეგმა „ბ“-ზე გადასულიყო და საგანგებო სამიტი ჩაენიშნა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო
უკრაინაში ჩასულმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. პიტერ სიიარტო მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრი ერმაკთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან ერთად სასაფლაოზე იმყოფებოდა. მათ ასევე მოინახულეს ომში დაღუპული უკრაინის შეიარაღებული ძალების უნგრელი ეროვნების სამხედროების საფლავები და დაესწრნენ 128-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, რობერტ მადიარის დაკრძალვას, რომელიც ზაპოროჟიეს რეგიონში დაიღუპა. სიიარტომ მოლაპარაკებები კულებასთან და ერმაკთან ქალაქ უჟგოროდში გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი თემა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის დაგეგმვაა. უჟჰოროდში, უკრაინული და უნგრული მხარეების მოლაპარაკებები დაიწყო
რა შედეგით დასრულდა უკრაინული და უნგრული მხარეების შეხვედრა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრი ერმაკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფა კიევსა და ბუდაპეშტს შორის ორმხრივ საკითხს არ წარმოადგენს და ის ბრიუსელში განიხილება. „ომი თითქმის ორი წელია, გრძელდება. ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ჩვენს სამეზობლოში მშვიდობა გვსურს. ბრიუსელში ბევრი დისკუსია გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ევროკავშირი. საფუძვლიანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ,“ - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებასა და ერმაკს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ. თავის მხრივ, ერმაკმა ხაზი გაუვსა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის სურვილი ორივე მხარემ გამოთქვა. ერმაკმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ თარიღზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ორივე მხარემ გამოთქვა იმის ინტერესი, რომ შეხვედრა რაც შეიძლება მალე შედგეს. „მჯერა, რომ დღეს ჩვენ ამ შეხვედრისკენ ძალიან ძლიერი ნაბიჯი გადავდგით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს შეხვედრა წარმატებული იყოს და ჩვენს ურთიერთობებში ახალი გვერდი გაიხსნას,“ - განაცხადა ანდრი ერმაკმა. უჟჰოროდში გამართული შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნული უმცირესობების საკითხს დაეთმო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით უნგრეთთან დავის საბოლოოდ გადასაწყვეტად მზად არის. „ჩვენ ერთ მარტივ რამეზე შევთანხმდით, უნგრულ მხარეს ვთხოვეთ, იმ კითხვების ამომწურავი სია გადმოეცა, რომელიც მას უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით აქვს, ჩვენ ეს სია მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით სპეციალური კომისია შედგება, რომელსაც ერთი ძალიან მარტივი ამოცანა აქვს: მან ათ დღეში ორივე ქვეყნის მთავრობას ამ მიმართულებით კონკრეტული გაგება უნდა წარუდგინოს იმის შესახებ, თუ სიის მიხედვით რომელი საკითხებია გადასაწყვეტი ან რომელია მოგვარებული, რათა საბოლოო სიცხადე მივიღოთ,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ. კულებამ აღნიშნა, რომ თუ ადრე ეროვნული უმცირესობების საკითხი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში განიხილებოდა, ახლა არის სურვილი, რომ მის შესახებ დისკუსია ორმხრივ დონეზე წარიმართოს, რათა ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს. რუსეთის შესაძლო მიწვევა სამშვიდობო სამიტზე შესაბამისი გეგმის მომზადების შემდეგ, უკრაინა მზად არის, მეორე სამშვიდობო სამიტზე, ასევე განიხილოს რუსეთის წარმომადგენლების მოწვევა. თუმცა, მისი თქმით, ჯერ ერთობლივი გეგმა უნდა შეიქმნას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, იფიქრონ რუსეთთან საუბრებზე. ერმაკის თქმით, ამ საუბრებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთს მშვიდობის პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს. „ჩვენ მზად ვართ, ყველას მოვუსმინოთ. მაგიდასთან გვყავს არამხოლოდ ჩვენი პარტნიორები NATO-ს ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან, არამედ, გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდანაც,"- აღნიშნა ერმაკმა. უჟჰოროდში, უკრაინული და უნგრული მხარეების მოლაპარაკებები დაიწყო
ორბანმა განმარტა, რატომ დაეთანხმა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ განმარტა, ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ რატომ გადაწყვიტა, საბოლოოდ დათანხმებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის ახალი, 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას. უნგრეთის ეროვნულ რადიოსთან ტრადიციულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უნგრეთს არჩევანის საშუალება არ დაუტოვეს. თუ შეთანხმება არ მიიღწეოდა და ბუდაპეშტი გააგრძელებდა ვეტოს უფლების გამოყენებას, მაშინ ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრი ქვეყანა დათანხმდებოდა ფულის გაგზავნას უკრაინისათვის. მათ შორის დახმარებაში შევიდოდა თავად უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხები. „რით იქნებოდა ეს უკეთესი?" - აღნიშნა ორბანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღით არ ამარაგებს, სამაგიეროდ ბუდაპეშტი ბრიუსელის სახსრებს იყენებს და უკრაინის სამოქალაქო საჭიროებების დაფინანსებაში ეხმარება. ორბანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, ხოლო დრო "ახლა რუსეთისთვის მუშაობს." ორბანის თქმით, ევროკავშირის ახალ პაკეტზე თანხმობით მან თავიდან აიცილა ევროკავშირის სახსრების დაკარგვის რისკი, რომელიც გენერალური ხაზინიდან ბუდაპეშტისთვის იყო გამოყოფილი. „ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეთანხმება თუ არ შედგებოდა და უნგრეთი გააგრძელებდა ვეტოს გამოყენების უფლებას, 26 ქვეყანა მაინც დათანხმდებოდა უკრაინაში თანხის გაგზავნას, რომელსაც ვერ შევაჩერებდი,“ განაცხადა ორბანმა. როგორც უნგრეთის პრემიერი ამბობს, ევროკავშირმა და უნგრეთმა შეძლეს გამოსავლის მოძებნა. „ბოლოს ჩვენ ვნახეთ გამოსავალი და ძალიან კარგი შეთანხმება. ჩვენ არ ვაგზავნით იარაღს უკრაინაში, ვიღებთ ფულს ბრიუსელიდან და შევიტანთ წვლილს უკრაინის სამოქალაქო დაფინანსებაში,“ – ამბობს ორბანი. Politico: ორბანის დარწმუნებაში მთავარი როლი მელონიმ და მაკრონმა ითამაშეს
ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივი მოქმედება დაიწყო
სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ სადავო კანონის გამო, ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივი მოქმედება დაიწყო. უნგრეთს ორი თვე აქვს, რომ კომისიის წინააღმდეგობებს უპასუხოს. როგორც „ევრონიუსი“ წერს, რომ უნგრეთის პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული კანონი სახელმწიფოს უფლებას აძლევს, გამოიძიება დაიწყოს ფიზიკური პირების და ორგანიზაციების წინაამდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი იქნებიან ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში. კანონი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მედიის ცნობით, კანონპროექტის დებულებებმა, განსაკუთრებით მისმა ბუნდოვნად ფორმულირებულმა მანდატმა და სასამართლო ზედამხედველობის ნაკლებობამ, გამოიწვია სერიოზული შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიასაშუალებების მხრიდან, რომლებიც შიშობენ, რომ ისინი უსამართლოდ სამიზნე გახდებიან ქვეყნის პრეიმიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურ დოგმატებზე უარის თქმის გამო. ევროკომისიამ გაიმეორა ეს მოსაზრებები და განაცხადა, რომ კანონი „არღვევს“ ფუნდამენტური ღირებულებების ფართო სპექტრს, როგორიცაა, დემოკრატიის პრინციპი, პირადი ცხოვრების უფლება, პერსონალური მონაცემების დაცვა, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს არის პირველი ნაბიჯი დარღვევის პროცედურის ფარგლებში, რამაც შეიძლება, ევროპის იუსტიციის სასამართლოში პროცესი და ყოველდღიური ჯარიმები გამოიწვიოს.
უნგრეთის პრეზიდენტი გადადგა
უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი პოსტიდან გადადგა. ნოვაკი ვადაზე ადრე დაბრუნდა დოჰაში მიმდინარე ვიზიტიდან და მიმდინარე პროტესტის ფონზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ნოვაკმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბავშვთა სახლში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დაფარვაში მსჯავრდებულის შეწყალებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. „მე შეცდომა დავუშვი. შეწყალების გადაწყვეტილებას და დაუსაბუთებლობას, შესაძლოა, გამოეწვია ეჭვები. მე არასდროს შევიწყალებდი მას, ვინც სასტიკად ექცევა ბავშვებს. ბავშვთა დაცვა – ეს ჩვენი საერთო მოვალეობაა,” – განაცხადა ნოვაკმა ვიდეომიმართვისას. რაც შეეხება პრემიერ ვიქტორ ორბანს, ის საჯარო განცხადების დროს გამოვიდა მოწოდებით, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შეუძლებელს გახდის ბავშვებზე მოძალადეთა შეწყალებას. 46 წლის ნოვაკი პარლამენტმა 2022 წელს აირჩია. ის ერთდროულად იყო უნგრეთის ყველაზე ახალგაზრდა და პირველი ქალი პრეზიდენტი. მანამდე ნოვაკს ოჯახების მინისტრის პოზიცია ეკავა.
ორბანი: უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში მიღების შანსი ხელიდან 2008 წელს გაუშვეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანს შეფასებით, მიიჩნევს, უკრაინა არ უნდა გააწევრიანონ ევროკავშირში ან ნატოში და უმჯობესია "ბუფერულ ზონად" დარჩეს რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის, უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიების უზრუნველსაყოფით. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ იტყობინება. ორბანმა ეს განცხადება ავსტრიის ყოფილ კანცლერთან ვოლფგანგ შუსელთან საუბრისას, მედიაპროექტის European Voices-ის ფარგლებში განაცხადა. მას მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის „ბუფერულ ზონად“ უნდა იქცეს, რადგან მოსკოვი არასოდეს შეეგუება ევროკავშირსა და NATO-ში მის წევრობას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ 2008 წელს მართლაც იყო შესაძლებელი უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ალიანსში, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს და ამასთან „უკრაინის პერსპექტივები გაწევრიანებულიყო ევროკავშირსა და NATO-ში.“ „მოგწონთ თუ არა ეს, მოსწონთ თუ არა ეს უკრაინელებს, უკრაინა რუკაზე იქაა სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის ბუფერული ზონა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორისს, რა თქმა უნდა უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს არ დაეხმარება, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს. რუსეთი ისევ, ისევ და ისევ დაანგრევს უკრაინას. რუსეთი არასოდეს შეეგუება ევროკავშირისა და ნატოს უკრაინისნაირი წევრის გამოჩენას მის საზღვრებთან, არასდროს,“ - განაცხადა ორბანმა. მისი თქმით, NATO-ს შემადგენლობაში უკვე შედიან დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსებზე ბევრად ძლიერები არიან. ამიტომ, ვიქტორ ორბანს მიაჩნია, რომ კრემლი ვერ გაბედავს ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმას. თუმცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე მუდმივ თავდასხმას და მისი ახალი ნაწილების მითვისებას, თუ კიევი ვერ შეასრულებს ბუფერის როლს. ორბანის თქმით, მოსკოვი არ მოითმენს მის ზღურბლთან ისეთი სახელმწიფოს არსებობას, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრია. როგორც უნგრეთის პრემიერი ამბობს, ევროპა არ არის იმ მდგომარეობაში, უკრაინას საკმარისი იარაღი მიაწოდოს, ამიტომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ უკრაინას, როგორც ბუფერულ სახელმწიფოს, უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები უნდა მიეცეს.
ორბანი: თუ სერბეთი ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება სწრაფად არ გახდება, მას დავკარგავთ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ახალი გაფართოების დაწყებამდე ევროკავშირმა ძველი გაფართოების ამოცანა უნდა შეასრულოს. „თუ სერბეთის ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად არ მოხდება, მაშინ მას დავკარგავთ. სერბეთს სხვა ვარიანტები აქვს. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ახლახანს გააფორმა,“ - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. როოგორც Politico წერს, სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს გააკეთა, მაგრამ მისი ევროინტეგრაციის გზა დემოკრატიული პროცესების უკანდახევისა და რუსეთთან და ჩინეთთან მჭიდრო კავშირების გამო შეფერხებულია.
FT: უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაბლოკა
Financial Times-ს ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების უახლესი პაკეტის დამტკიცება დაბლოკა. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-თან საუბარში განაცხადა, რომ უნგრეთი არ დათანხმდა ახალ სანქციებს სიაში ჩინური კომპანიების არსებობის გამო. მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ უნგრეთის ელჩმა ცოტა მეტი დრო ითხოვა შინაარსის გასაანალიზებლად. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ დისკუსიები გაგრძელდება და წევრი ქვეყნების მინისტრები, სავარაუდოდ, ამ საკითხს მომავალ კვირას გამართულ შეხვედრაზე დააყენებენ. სანქციების პაკეტის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მომავალი კვირის ოთხშაბათს მიაღწევენ. Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩების გუშინდელ შეხვედრაზე უნგრეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სანქციების მე-13 პაკეტს, რომლის სამიზნეც რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების 200-მდე მოქალაქე და ორგანიზაცია იყო. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში 19 თებერვალს უნდა დაამტკიცონ.
სიიარტო: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობისას, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის. „მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, მოვემზადოთ იმ 6 თვისთვის, როცა უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდება. იმ დროს, როცა ევროკავშირი არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, ჩვენი ფუნქციაა, რომ ის გავაძლიეროთ და ამის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი ევროკავშირის გაფართოებაა,“ განაცხადა პიტერ სიიარტომ საგარეო უწყების ცნობით. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გავეწევრიანება ორივე მხარისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი იყო ერთ-ერთი მოწინავე მხარდამჭერი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკულ უსაფრთხოების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია ენიჭება. „ცხადია, რომ ევროპის კონტინენტი მარტო ვერ უზრუნველყოფს საკუთარ ენერგეტიკულ მარაგს და მოითხოვს გარე რესურსებს. კავკასიის რეგიონი განახლებადი ენერგიის წყაროების სიუხვით ევროპას სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, განახლებად ენერგიას. ორშაბათს ამოქმედდება ოთხმხრივი შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის. ეს შეთანხმება ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით ქარის ენერგიის იმპორტს საქართველოსა და აზერბაიჯანიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით ევროპაში. ეს ისტორიული ერთობლივი ინვესტიციაა,“- აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის ოთხმხრივი შეთანხმება ამოქმედდება - სიიარტო
ორშაბათს, 19 თებერვალს, საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის ოთხმხრივი შეთანხმება ამოქმედდება. როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს შეთანხმება ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით, ქარის ენერგიის იმპორტს საქართველოსა და აზერბაიჯანიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით ევროპაში. „ეს ისტორიული ერთობლივი ინვესტიციაა,“- აღნიშნა პიტერ სიიარტომ, რომლის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს. ცნობისთვის, 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს. ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს. საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ საწარმოს ქმნიან საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს
ორბანი: შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებისკენ მივდივართ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ NATO-ში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირების საკითხს, უნგრეთის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განიხილავს. ორბანის თქმით, ბუდაპეშტისა და სტოკჰოლმის დავა “დასასრულს უახლოვდება.” „შვედეთის პრემიერ-მინისტრთან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებისკენ მივდივართ,” - განაცხადა ორბანმა. უნგრეთის პარლამენტი მუშაობას 26 თებერვლიდან დაუბრუნდება. უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რატიფიკაციის პროცესი არ დაუსრულებია. თურქეთმა ეს ნაბიჯი 26 იანვარს გადადგა.
უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა
უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადებას 188 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა. „დღეს ისტორიული დღეა. შვედეთი მზად არის, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის თავისი პასუხისმგებლობა აიღოს“, - განაცხადა ულფ კრისტერსონმა. უნგრეთი NATO-ს უკანასკნელი წევრი სახელმწიფოა, რომელმაც შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა. 32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით - NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები 26 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ხელი მოაწერა.
სტოლტენბერგი: შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი გახდება
NATO-ს გენერალური მდივანი უნგრეთის პარლამენტის მიერ შვედეთის განაცხადის რატიფიცირების შემდეგ აღნიშნავს, რომ შვედეთი უკვე NATO-ს 32-ე მოკავშირე გახდება. „მივესალმები უნგრეთის პარლამენტს მიერ შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებას. ახლა, როდესაც ყველა მოკავშირემ დაამტკიცა განაცხადი, შვედეთი NATO-ს 32-ე მოკავშირე გახდება. შვედეთის წევრობა ყველას უფრო გაგვაძლიერებს და უსაფრთხოს გაგვხდის,“ წერს სტოლტენბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზ. უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა
უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია
უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად მმართველი პარტიიდან წარდგენილი ტამაშ შუიოკი აირჩია. 67 წლის შუიოკი ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტს 8 დღეში დაიკავებს. შუიოკი უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. უნგრეთის პირველი ქალი პრეზიდენტი 10 თებერვალს გადადგა.
უნგრეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანება საბოლოოდ დაამტკიცა
უნგრეთის ახალმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანება დოკუმენტზე ხელმოწერით საბოლოოდ დაამტკიცა. მანამდე, გაწევრიანების რატიფიცირება პარლამენტმა მოახდინა. შვედეთმა ფინეთთან ერთად, NATO-ში გაწევრიანება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა.
ორბანი ტრამპს სთხოვს, „დაბრუნდეს და მშვიდობა მოიტანოს"
უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სთხოვს, „დაბრუნდეს და მშვიდობა მოიტანოს." ორბანი ტრამპს ფლორიდაში შეხვდა. „ჩვენ გვჭირდება ლიდერები მსოფლიოში, რომლებსაც პატივს სცემენ და შეუძლიათ მშვიდობის მოტანა. ის ერთ-ერთი მათგანია! დაბრუნდით და მოგვიტანეთ მშვიდობა, ბატონო პრეზიდენტო!" - დაწერა ორბანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. თავის მხრივ, ტრამპა განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი არის დიდი ლიდერი, რომელსაც პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში. მანვე აღნიშნა, რომ ორბანის მასპინძლობა დიდი პატივი იყო. შეგახსენებთ, ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდოდ, „რესპუბლიკელების“ კანდიდატი იქნება. წინასწარი გამოკითხვებით, ის მოქმედ პრეზიდენტს და ასევე, სავარაუდოდ, „დემოკრატების“ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს უსწრებს. CNN ტრამპისა და ორბანის შეხვედრის დეტალებზე წერს
ორბანი: ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინა-რუსეთის ომისთვის ერთ პენსაც კი არ გასცემს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ერთ პენსაც არ გასცემს უკრაინა-რუსეთის ომისთვის, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. გამოცემა M1-თან ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპი იყო დიდი ხნის განმავლობაში პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ომი არ დაუწყია. „ვიცით, რომ მშვიდობის ადამიანია და ახლაც არ მალავს თავის შეხედულებებს, ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანია მშვიდობის მოტანა რუსეთსა და უკრაინას შორის ომში და ჩვენ არაფერი გვინდა მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის გარდა,“ - განაცხადა ორბანმა. ორბანის განცხადებით, ტრამპს აქვს საკმაოდ დეტალური გეგმები, როგორ დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გეგმები შეესაბამება უნგრეთის ინტერესებს. „მას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რომელსაც ძნელია არ დაეთანხმო. ის ამბობს შემდეგს: ჯერ ერთი, რუსეთ-უკრაინის ომისთვის ერთ პენსაც არ გასცემს. ამიტომ ომი დასრულდება, რადგან აშკარაა, რომ უკრაინას დამოუკიდებლად ფეხზე დგომა არ შეუძლია. თუ ამერიკელები ევროპელებთან ერთად ფულს და იარაღს არ მისცემენ უკრაინას, ომი დასრულდება და თუ ფულს ამერიკელებიც არ მისცემენ უკრაინას, მაშინ ევროპელები მარტო ვერ დააფინანსებენ ამ ომს და ომი დასრულდება,“ - აღნიშნა ორბანმა. ორბანი ტრამპს სთხოვს, „დაბრუნდეს და მშვიდობა მოიტანოს"
ბუდაპეშტში გამართულ აქციაზე იულია ნავალნაიას მიმართვა უჩვენეს, მან ორბანს „პუტინის თანამზრახველი“ უწოდა
ბუდაპეშტში გამართულ ოპოზიციის აქციაზე რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლის იულიას ვიდეომიმართვა აჩვენეს, რომლის დროსაც,მან ვიქტორ ორბანს "პუტინის ერთ-ერთი თანამზრახველი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისევე, როგორც პუტინი არ წარმოადგენს მთელ რუსეთს, ასევე არ შეიძლება უნგრეთის ორბანთან გაიგივება. აქცია ბუდაპეშტის მერმა სტუდენტურ ასოციაციებთან ერთად მოაწყო. ამ დღეს ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს ქალაქის ცენტრში, ეროვნული მუზეუმის წინ მიმართა. „რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინაში? იმიტომ, რომ მან იცოდა, რომ მას ჰყავდა ერთგული მოკავშირეები ევროპაში, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას ევროპული ერთიანობის შელახვაში. რატომ არ ეშინია მას შედეგების? რადგან მან იცის, რომ ისინი მას დაიცავენ. რატომ კლავს ის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს? რადგან მან იცის, რომ ევროპელ მეგობრებიი მას გადაეფარებიან", - განაცხადა იულია ნავალნიამ. ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პირველ მარტს დაკრძალეს.
უნგრეთში ორბანის მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. Reutersის ცნობით, აქციის ორგანიზატორი იურისტი პიტერ მადიარი იყო, რომელიც ადრე ხელისუფლებასთან იყო დაახლოებული, 43 წლის მაგიარი ორბანის პარტია ფიდესს თებერვალში გამოეყო. ცოტა ხნის წინ კი, პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბა. „ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და ვაშენებთ ახალ ქვეყანას, სუვერენულ, მოდერნულ, ევროპულ უნგრეთს," - განაცხადა მაგიარმა. ის ქვეყანაში მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების გატარების მოწოდებებით გამოდის. „ჩვენ არ გვეშინია“; „ორბანი გადადგეს!“ სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. მსგავსი დემონისტრაციები ბუდაპეშტში 15 და 27 მარტს, ასევე ათი ათასობით მოქალაქის მონაწილეობით გაიმართა.
მედია: ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა
მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” უნგრული სამსახური დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ტურის ფარგლებში სი ძინპინი 5 მაისს ორი დღით საფრანგეთში ჩავა, რის შემდეგად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა. წყაროების ინფორმაციით, ბელგრადის შემდეგ ჩინეთის ლიდერი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩავა.
ირაკლი კობახიძე უნგრეთში გამგზავრებას გეგმავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში მიემგზავრება. რადიო თავისუფლება მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი და პრემიერ-მინისტრი უნგრეთში კონფერენციაზე დასასწრებად (24-25 აპრილს) ჩავა. ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაცია არ ასახელებს ღონისძიებას, რომელშიც ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას. კობახიძესთან ერთად დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტით ბოლოს 2023 წლის დეკემბერში იმყოფებოდა, ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის რანგში. 2023 წლის მაისში, იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთში გამართულ ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში (CPAC-ში) დევიზით: „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა.“ კონფერენციის ბევრი მონაწილე ცნობილია რუსეთ-უკრაინის ომში ღიად პრორუსული, იზოლაციონისტური პოზიციით და თანაც ქსენოფობიური და ჰომოფობიური გზავნილებით. ღარიბაშვილის ეს ნაბიჯი დაგმო „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ (PES-მა), რომლის დამკვირვებელი წევრიც იყო „ქართული ოცნება“. PES-მა განაცხადა, რომ „ოცნებასთან“ თანამშრომლობას გადახედავდა, თუმცა „ოცნებამ“ უფრო ადრე განაცხადა, რომ PES-ს ტოვებდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში გასული წლის ოქტომბერში ვიზიტით იმყოფებოდა. საქართველომ და უნგრეთმა 2022 წლის 27 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტისას მოაწერეს ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას.
კობახიძე უნგრეთში: კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად.“ ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბოლო პერიოდში განვითარებული და მოსალოდნელი გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად. მსოფლიო წესრიგი დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო გარემო იცვლება და ამ გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ მოვლენების დადებითი მიმართულებით განვითარებას. ამიტომ, მინდა ,მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებისათვის, რომელიც გვთავაზობს ღირებულ პლატფორმას ჩვენი საერთო პერსპექტივების განსახილველად,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ე.წ. „ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.“ „ე.წ. ლიბერალების პოზიციის მიხედვით, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მყარი გენდერული იდენტობა და ის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე თავად უნდა ირჩევდეს საკუთარ სქესს, ბავშვსაც კი უნდა ჰქონდეს სქესის არჩევის უფლებაო. ე.წ. ლიბერალებისთვის მიუღებელია გენდერულად განსაზღვრული ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ქალი და კაცი ან დედა და მამა,“ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, „ყველასთვის მისაბაძია უნგრეთის პრინციპულობა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.“ „უნგრეთის ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მტკიცედ დგანან უნგრეთის ეროვნული და რელიგიური იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე. მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, თქვენ არ დაუშვით უნგრეთში მიგრანტების უკონტროლო შემოსვლა, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნეთ მყარი ეროვნული იდენტობა. თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანობისა და ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე. თქვენ მტკიცედ უპირისპირდებით ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას, რათა არ დაუშვათ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მავნე ზემოქმედება და მათი მორალური ღირებულებების შერყევა. თქვენ მყარად იცავთ უნგრეთის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და რეალიზების აუცილებელი პირობაა. უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს. შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს ვარ თქვენი სტუმარი და თქვენთან ერთად ჩვენს საერთო ღირებულებებზე მსჯელობის შესაძლებლობა მაქვს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ამავე გამოსვლაში მან განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია. „დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ ერთად შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის გაძლიერებაში, მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის გამოსვლის ტექსტი საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 5-10 მაისს საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა. Reuters-ის ცნობით, პეკინი „მიზნად ისახავს ევროკავშირთან კავშირების გაღრმავებას.“ „საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტემანუელ მაკრონის, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის და უნგრეთის პრეზიდენტის ტამაშ სულიოკის, ასევე - პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიწვევით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტებით ეწვევა საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს - 5-დან 10 მაისამდე,“ - განაცხადა ორშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. მისივე თქმით, დროა, რომ „ჩინეთსა და საფრანგეთს შორის სრული სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდეს და ჩინეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების ჯანსაღ განვითარებას ახალი ბიძგი მიეცეს, რათა მსოფლიო მშვიდობაში, სტაბილურობაში, განვითარებასა და პროგრესში ახალი წვლილი შეიტანონ." ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, უნგრეთი „ჩინეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის ხელშეწყობისა და ჩინეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის კუთხით.“
ბელორუსმა და უნგრეთმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმი გააფორმეს
ბელორუსმა და უნგრეთმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. დღეს მინსკში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ბელარუს კოლეგას, სერგეი ალეინიკს შეხვდა. „ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მსგავსი ტექნოლოგიის საშუალებით რეაქტორების მშენებლობისას ბელარუსის მიერ მიღებული გამოცდილება გამოვიყენოთ,“ - განაცხადა პიტერ სიიარტომ. მან ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოები უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. „აღშფოთებული ვარ განცხადებებით იმის შესახებ, რომ ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარისკაცებს აგზავნიან,“ - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
POLITICO: უნგრეთი შესაძლოა, ევროკავშირში მაღალ პოზიციას დაემშვიდობოს
გამოცემა POLITICO ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის მუდმივი ობსტრუქციონიზმის გამო, ბლოკში შემავალი სახელმწიფოები მის დასჯას გეგმავენ ქვეყნისთვის ევროკომისიაში სუსტი პორტფელის მინიჭებით. როგორც POLITICO წერს, უნგრეთს სურს, შეინარჩუნოს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოზიცია, რომელსაც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ახლა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი უნგრელი ოლივერ ვარჰეია, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეროვნულ მთავრობებს აღარ სურთ ამ პოზიციაზე უნგრელი პოლიტიკოსის ხილვა. „ორბანი მუდმივად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა ევროკავშირში და ევროპის ლიდერები სულ უფრო აღშფოთებულნი არიან სანქციების გაჭიანურებითა და კიევისთვის თანხების მიწოდებაზე წინააღმდეგობით,“ წერს გამოცემა. წყაროს ცნობით, ბრიუსელში კითხვის ნიშნის ქვეშაც კი არ დგას, უნდა მიეცეს თუ არა უნგრეთს ევროკავშირში მნიშვნელოვანი ბერკეტების გაკონტროლების უფლება. ევროპულმა კომისიამ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ შემდეგ კომისრებს მთავრობები და კომისიის არჩეული პრეზიდენტი შეარჩევენ და მათ გადაწყვეტილებებზე წინასწარ არ ისაუბრებენ. POLITICO წერს, რომ უნგრეთს მაინც აქვს იმედი, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოზიციას კვლავ ვარჰეი დაიკავებს. „თუმცა ოლივერ ვარჰეის ბოლო პერიოდში ბრალი დასდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიმართ ძირგამომთხრელი პოლიტიკის წარმოებაში. მან შექმნა დაბნეულობა საქართველოსთან დაკავშირებით, ე.წ. უცხოური აგენტის“ კანონის გამო, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც თბილისის მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციური მედიის, აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის საშუალება,“ წერს POlITICO.
ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთს 200 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა
უნგრეთმა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების საზღვარზე მოპყრობის პოლიტიკაში ცვლილებების შეუსრულებლობის გამო, 200 მილიონი ევროს (216 მილიონი აშშ დოლარი) ჯარიმა უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ 13 ივნისს განაცხადა. „გადაწყვეტილება აღმაშფოთებელი და მიუღებელია," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ბუდაპეშტის მთავრობას, რომელმაც მანამდე უარი განაცხადა სასამართლოს მიერ 2020 წელს მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე, ასევე მოეთხოვება დღიური ჯარიმის გადახდა ერთი მილიონი ევროს ოდენობით (1.08 მილიონი აშშ დოლარი), ვიდრე ის სრულად არ შეასრულებს მოთხოვნილ ზომებს. ორბანის მთავრობა ამტკიცებს, რომ 2020 წლის გადაწყვეტილება საეჭვო იყო, რადგან მან უკვე დახურა ეგრეთ წოდებული „ტრანზიტული ზონები“, ხოლო ასევე გაამკაცრა წესები თავშესაფრის მომავალი განმცხადებლების აკრძალვის შესახებ. მოქმედი კანონმდებლობით, ადამიანებს თავშესაფრის მოთხოვნის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ უნგრეთის საზღვრებს გარეთ, მის საელჩოებში მეზობელ სერბეთში ან უკრაინაში. ვინც საზღვრის გადაკვეთას ცდილობს, რეგულარულად უკან აბრუნებენ. ორბანმა, რომელიც ხშირად ეჯახებოდა ევროკავშირის აღმასრულებელ კომისიას უნგრეთის სასამართლოს დამოუკიდებლობისგან უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხებზე, 2021 წელს პირობა დადო, რომ „შეინარჩუნებს არსებულ რეჟიმს (თავშესაფრის მაძიებლებთან მიმართებით), მაშინაც კი, თუ ევროპულმა სასამართლომ მისი შეცვლა დაავალა. ევროკომისიამ სასამართლოში მეორე განცხადება 2022 წლის დასაწყისში შეიტანა, რომელშიც ნათქვამია, რომ უნგრეთს არ მიუღია ყველა საჭირო ზომა კოლეგიის 2020 წლის გადაწყვეტილების შესასრულებლად. „ეს წარუმატებლობა, რომელიც გულისხმობს მთლიანად ევროკავშირის საერთო პოლიტიკის გამოყენების განზრახ აცილებას, წარმოადგენს ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო და უკიდურესად სერიოზულ დარღვევას,“- ნათქვამია ხუთშაბათის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ორბანი კიევში ჩავიდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩავიდა კიევში, სადაც დღეს, 2 ივლისს, მოლაპარაკებას მართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ეს ორბანის პირველი ვიზიტია კიევში მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ კიევში დღევანდელი მოლაპარაკებების ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა მშვიდობის დამყარების შანსი. ორბანი და ზელენსკი განიხილავდნენ უნგრეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსაც. ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე. კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ ორბანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ომის დასრულებასთან დაკავშირებით უკრაინული გეგმების წინაამდეგი არ არის, თუმცა მათ განსახორციელებლად ხანგრძლივი დროა საჭირო. „ბატონ პრეზიდენტს განვუცხადე, რომ მისი ინიციატივები დიდ დროს მოითხოვს საერთაშორისო დიპლომატიის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს ეფიქრა, შეიძლება თუ არა სხვაგვარად გაკეთება: ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა ამ მოლაპარაკებების ტემპს დააჩქარებდა,“ - აღნიშნა ორბანმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ინიციატივების მიღება დაჟინებით არ მოუთხოვია და უკრაინის არგუმენტები მოისმინა. „ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტის ამ საკითხთან დაკავშირებით გულწრფელი აზრისთვის,“ - აღნიშნა ორბანმა. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ იმუშაონ დოკუმენტზე, რომელიც ორმხრივ პრობლემებს გადაჭრის. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. „ჩვენი დიალოგის შინაარსი ყველა დღევანდელ საკითხზე შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენს სახელმწიფოებს შორის მომავალი ორმხრივი დოკუმენტის გაფორმებისთვის, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ყველა ურთიერთობას და დაფუძნებული იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სარკისებურ მიდგომაზე,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა ორი ქვეყანა ახალი შეთანხმების შესაძლო ხელმოწერასთან დააახლოვა. „გვინდა, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, გვინდა ხელი მოვაწეროთ უკრაინასთან თანამშრომლობის გლობალური შეთანხმებას, ისეთივეს, რაც უნგრეთის სხვა მეზობლებთან გვაქვს,“ - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა. გარდა ამისა, ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციას და ასევე აპირებს, დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. „ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს უკრაინას და უნგრეთის პრეზიდენტობის პერიოდში დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ,“ - დასძინა უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა. უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარებისადმი კრიტიკულად განწყობილი და რუსეთთან კავშირების შენარჩუნების მომხრე ვიქტორ ორბანის კიევში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, პირველ ივლისს, უნგრეთმა ექვსი თვით გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა. უნგრეთის მემარჯვენე ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასაც. 2023 წლის 14 დეკემბერს, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, კენჭი უნდა ეყარათ უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებისთვის, ორბანმა დარბაზი დატოვა.
ევროკომისიამ უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა
მოსკოვსა და პეკინში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტი გააუქმა. ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას. ევროკომისრები მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში არ მიიღებენ. როტაციის წესით, უნგრეთი პირველი ივლისიდან გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ლაიენის გადაწყვეტილება 15 ივლისს, ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა გამოაცხადა. მისი ინფორმაციით, უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ევროკომისია წარმოდგენილი იქნება მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეებით მხოლოდ საბჭოს არაოფიციალურ სხდომებზე. ევროკავშირის და NATO წევრი ქვეყნის - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც კრემლთან კარგი ურთიერთობა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნა, „სამშვიდობო მისიით“ 2 ივლისს იმყოფებოდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ხოლო 5 ივლისს მოსკოვში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ორბანმა ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, რაზეც უარი მიიღო. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. კიევის და მოსკოვის შემდეგ, 8 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეკინში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. ევროკავშირმა და NATO-მ განაცხადეს, რომ ორბანი მათი სახელით და უფლებამოსილებით არ მოქმედებს.
„უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მხარი დაუჭიროს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას“ - დარჩიაშვილი პიტერ სიიარტოს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. უწყება ციტირებს მინისტრ დარჩიაშვილს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და "ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს." მედიასთან კომენტარისას, დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ უნგრეთს, თავმჯდომარე ქვეყნის რანგში მეტი შესაძლებლობა ექნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. „ახალი ამბავი არ არის, რომ უნგრეთი ძალიან აქტიური მხარდამჭერია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, რომელიც პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისად, გვახარებს, რომ უნგრეთის მთავრობასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ეხმარება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვახსოვს 2 წლის წინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სოლიდარობის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და გამოხატა თავისი მხარდაჭერა, მაშინ, როდესაც საქართველოს უსამართლოდ ყოველგვარი მიზეზების, ახსნა-განმარტების გარეშე არ მიეცა კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, დღეს უკვე თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, რა თქმა უნდა, უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მეტად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას... ჩემი ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს იყო, ჩამოვსულიყავი ვიზიტით თავმჯდომარე ქვეყანაში, რომელმაც ახლა დაიწყო კონკრეტული დღის წესრიგის განხორციელება, გაგვეცვალა მოსაზრებები. ტრადიციულად, უნგრეთის იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას კვალინდებურად გააგრძელებს," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში წარმატებულად მონაწილეობდა. „პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი - ჩვენ ვაგრძელებთ და ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად,“ განაცხადა დარჩიაშვილმა. მინისტრის თქმით, „საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას - საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპის.“ „საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, ერთი მხრივ, შეუქცევადად გავაგრძელოთ ევროპული ინტეგრაცია და მეორე მხრივ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ქვეყანა იყოს ეფექტური მაკავშირებელი ფუნქციით და ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. საქართველოს ჰქონდა კონკრეტული ინიციატივები ენერგეტიკის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივები მოხვდა ამ დოკუმენტში. საქართველოს აქვს და მომავალშიც ექნება კონკრეტული როლი ამ მიმართულებით. ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველო ყოველთვის შეასრულებს ძალიან ღირებულ როლს და ეს მომავალშიც აუცილებლად იქნება ხილვადი," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „აგენტების კანონი“ არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, მისი გაუქმების მოთხოვნით მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ასევე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები.
უკრაინის ომზე ორბანის პოზიციის გამო, ევროკავშირი მინისტრების შეხვედრას ბუდაპეშტის ნაცვლად, ბრიუსელში გამართავს
ორბანის ე.წ. სამშვიდობო ვიზიტების გამო, ევროკავშირი უნგრეთში მინისტრების შეხვედრას აუქმებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტის ნაცვლად ბრიუსელში გაიმართება. ბორელმა განმარტა, რომ აგვისტოს ბოლოს ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა ახლა ბრიუსელში გაიმართება, მას შემდეგ რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვსა და პეკინს ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე ეწვია და მისმა მთავრობამ ევროკავშირის პოლიტიკას "ომის მომხრე" უწოდა. ჯოზეფ ბორელის თქმით, დღეს გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვიქტორ ორბანის ე.წ. სამშვიდობო მისიები ერთი წევრი სახელმწიფოს გარდა ყველამ გააკრიტიკა. „ზოგიერთს ბუდაპეშტში წასვლა სურდა, ზოგიერთს იქ წასვლა არ სურდა, ზოგიერთმა თქვა, რომ უმაღლეს წარმომადგენელს გადაეწყვიტა. მივხვდი, რომ ჩვენ სიგნალი უნდა გავგზავნოთ, თუნდაც ეს სიმბოლური იყოს... გადავწყვიტე, რომ არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის მოწვევა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. „ჩვენ გავაანალიზეთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები და ქმედებები“ განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა. მანვე განმარტა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა არ არის ომის მომხრე პოლიტიკა. „ჩვენ კატეგორიულად უარვყავით ეს,“ - აღნიშნა ბორელმა და განმარტა, რომ „ერთადერთი, ვინც ომის მომხრეა, ეს პუტინია.“ ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრები ბუდაპეშტში 28-დან 30 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო სააგენტო Reuters-ი ბორელზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა გაიმართება ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტები მდებარეობს. შეხვედრის გადავადების შესახებ განცხადება 22 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიმდინარე შეხვედრის ფარგლებში გახმოვანდა. გარდა ამისა, როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, შეხვედრაზე ბევრმა ევროპელმა მინისტრმა პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან პირად საუბარში. პირველი ივლისიდან უნგრეთი როტაციის წესით, ექვსი თვით გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. მეორე დღესვე ვიქტორ ორბანი გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა კიევსა და მოსკოვში. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მის ვიზიტებს "სამშვიდობო მისია" უწოდა და ისაუბრა ბუდაპეშტის შესაძლო შუამავლობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში. ორბანი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი „ომის მომხრე პოლიტიკას წარმართავს.“ ევროკავშირის ხელმძღვანელებმა ვიქტორ ორბანის მიერ მათთან შეუთანხმებელი ვიზიტები დაგმეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეახსენა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი არ აძლევს ევროკავშირის სახელით საერთაშორისო არენაზე მოქმედების უფლებას და მას ევროკავშირისგან არ მიუღია მოლაპარაკებებში მონაწილეობის მანდატი. 16 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ევროკომისიამ უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა. 16 ივლისს ევროპარლამენტის 63-მა დეპუტატმა ევროკავშირის ხელმძღვანელებს მოუწოდა, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვან.
უნგრეთმა ჩინური ბანკებისგან რეკორდული მოცულობის ვალი აიღო - POLITICO
უნგრეთმა 2024 წლის აპრილში, სამი ჩინური ბანკისგან ერთი მილიარდი ევროს (1 მილიარდი დოლარი) სესხი აიღო - ყველაზე დიდი მოცულობის სესხი, რაც კი ოდესმე ამ სახელმწიფოს აუღია. იტყობინება Politico 25 ივლისს, უნგრეთის ვალის მართვის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით. „უნგრეთის სახელმწიფო ვალი რეკორდულად მაღალია, 140 მილიარდი ევრო (მშპ-ს 73,5 პროცენტი) და ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 6,7 პროცენტი, ბუდაპეშტს ნაღდი ფული უიმედოდ სჭირდება. ბუდაპეშტი კვლავ ელოდება მილიარდობით ევროს ევროკავშირის ფონდებში,“ წერს გამოცემა. სესხი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკის, ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკისა და ჩინეთის ბანკის უნგრეთის ფილიალის მიერ არის გაცემული, სამი წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს. „სასესხო ხელშეკრულება საშუალებას იძლევა, დაფინანსდეს ინვესტიციები ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორში, სხვა სექტორებთან ერთად, ხოლო სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან 28,9%-ის ფარგლებში შეინარჩუნოს,“ წერს Politico. თავად ოფიციალურ ბუდაპეშტს გარიგების შესახებ არ გამოუცხადებია. ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, რაც სამთავრობო ვალის სააგენტოს მონაცემები ამ ზაფხულს გამოქვეყნდა. სააგენტო სესხის სხვა დეტალებს, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთს და დაფარვის გრაფიკს არ ასაჯაროებს. უნგრეთი აქტიურად აძლიერებს კავშირებს ჩინეთთან, რასაც მოწმობს მაისში სი ძინპინის ვიზიტი ბუდაპეშტში, რომლის დროსაც, მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ივლისში ასევე ეწვია პეკინს ე.წ. „სამშვიდობო მისიის“ ფარგლებში. ორბანის ე.წ. დიპლომატიურმა ძალისხმევამ, კერძოდ, მისმა შეხვედრებმა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან, ევროკავშირის თავმჯდომარეობის „საფარქვეშ“, მთელ ევროკავშირში აღშფოთება გამოიწვია. ბრიუსელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის მიუხედავად, ვიზიტები ევროპულ ბლოკსარ წარმოადგენს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ომზე ორბანის პოზიციის გამო, ევროკავშირი მინისტრების შეხვედრას ბუდაპეშტის ნაცვლად, ბრიუსელში გამართავს
უნგრეთმა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები გაამარტივა - მედია
უნგრეთმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები გაამარტივა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა RND-ი ავრცელებს. გერმანული გამოცემა RND წერს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ბუდაპეშტმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ე.წ. „ეროვნული ბარათების“ პროგრამაში ჩართო, რომელიც ორი წლის ვადით გაიცემა და უნგრეთში მუშაობის მსურველთათვის ვადის გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს. „რამდენიმე დღეა, რუსები ყოველგვარი უსაფრთხოების შემოწმების გარეშე უნგრეთის გავლით ევროკავშირში შესვლასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებას ახერხებენ. ახლა დიდ შფოთვას იწვევს ის, რომ ევროკავშირში შეიძლება რუსი ჯაშუშებიც მოხვდნენ ან კრემლმა ევროკავშირში ტერაქტების განსახორციელებლად რუსები მიზანმიმართულად გაგზავნოს“, - წერს RND. გამოცემა უნგრეთის ქმედებას პროვოკაციულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი ევროკავშირში უკმაყოფილებას იწვევს, რადგან უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისადმი მიწერილ წერილში მანფრედ ვებერი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ხელმძღვანელი ამბობს, რომ უნგრეთის ნაბიჯმა გამოიწვია "სერიოზული ეროვნული უსაფრთხოების შეშფოთება." რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ შესვლა ევროკავშირში და შენგენის ზონაში, რომელშიც ასევე შედის ევროკავშირის არაწევრი ნორვეგია და შვეიცარია, თუ მათ აქვთ მოქმედი ვიზა და არ აქვთ კავშირი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მაგრამ, დასავლეთის სანქციები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, მოიცავს რუსეთის საკუთრებაში არსებული ავიახაზების აკრძალვას ევროკავშირის საჰაერო სივრცეში, რაც ართულებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბლოკში გამგზავრებას. ორბანი, რომელსაც აკრიტიკებენ პუტინთან მეგობრული კავშირების გამო, ამ თვის დასაწყისში დამატებითი კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც კიევის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ევროკავშირის ექვსთვიანი როტაციული თავმჯდომარეობით, ორბანმა ეს ვიზიტი "სამშვიდობო მისიად" შეაფასა, მაგრამ ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ის მათ არ წარმოადგენდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, ორბანმა უარი განაცხადა კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე და რეგულარულად აჭიანურებდა, ამცირებდა ან ბლოკავდა ძალისხმევას, კიევისთვის ფინანსური დახმარების გაგზავნისა და მოსკოვისთვის სანქციების დაწესებისათვის.
მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ერთობლივი საწარმო დააფუძნეს
აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შესახებ ერთობლივი საწარმო დააარსეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი აცხადებს. „აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შექმნის თაობაზე ბუქარესტის შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა - მივედით ერთობლივი საწარმოს შექმნამდე. შევთანხმდით, რომ ენერგეტიკული კომპანიის JV-Green Energy Corridor-ის ხელმძღვანელობა, როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება, დაფუძნებული უნდა იყოს როტაციაზე - ასევე შევთანხმდით სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რათა დაჩქარდეს პროცესები მომდევნო შეხვედრამდე,“ – განაცხადა მინისტრმა. შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოიცავდეს ოპტიკურ-ბოჭკოვან საკაბელო ხაზთან დაკავშირებულ ამოცანებს და ბულგარეთის ინტეგრაციის საკითხებს. თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტერიალი საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის მონაწილეობით უკვე მერვედ გაიმართა და მის ფარგლებში პროექტის მონაწილე მხარეთა მიერ ხელი მოეწერა შეთახმებას ენერგეტიკულ კომპანიებს შორის ერთობლივი საწარმოს დაფუძნების თაობაზე. „ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ოთხი ქვეყანა გაერთიანდა იმისთვის, რომ ეს ამბიციური პროექტი განვახორციელოთ - ის ხელს შეუწყობს ევროპის, და არამარტო ევროპის, არამედ, სამხრეთ კავკასიის და მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბუქარესტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში გამართული მინისტერიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. მიმდინარე მინისტერიალზე ასევე იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მა პრეზენტაცია გამართა მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესახებ. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი მდგრადი და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლისკენ. „ევროკავშირის მიზნების ფარგლებში ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მომავალში განახლებად ენერგიაზე გადასვლისკენ, მწვანე ენერგიაზე გადასვლა არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაა დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი, არამედ, საქართველოსთვისაც, ვინაიდან ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ და ამ პროექტში მონაწილეობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ვფიქრობ, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო, ერთობლივი საწარმო დააჩქარებს უკვე არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ასევე სიმბოლურია, რომ საწარმო დაფუძნდება ბუქარესტში, რადგან რუმინეთი უმნიშვნელოვანესს როლს ასრულებს ამ პროექტის ფარგლებში,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროექტს ნამდვილად შეუძლია, ხელი შეუწყოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ამასთან, მისი თქმით, თავისუფალი ბაზრებისთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროს განვითარება, რაშიც შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. „განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პროექტს იმიტომ ენიჭება, რომ ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან და მხოლოდ შავი ზღვა გვაკავშირებს. სამხრეთ კავკასიიდან ხელმისაწვდომ ფასად, საიმედო და უსაფრთხო ენერგიაზე წვდომა უაღრესად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანში შთამბეჭდავი მუშაობა მიდის განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით. ჩვენ ვახორციელებთ ახალ პროექტებს - ჰიდროელექტროსადგურების, ასევე მზისა და ქარის სადგურების მიმართულებით. ერთად ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის საიმედო მიმწოდებლები და დარწმუნებულო ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ კუთხით თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ცნობით. 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.
ორბანი: ვულოცავ პრემიერ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. ორბანი წერს, რომ საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის. „ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას. საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის და დღეს თავიანთი ხმა გააგონეს ყველას!“ – აცხადებს ვიქტორ ორბანი. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 42% აქვს; კოალიცია ცვლილებისთვის 18%; „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13%; „ძლიერი საქართველო“ – 9%; „გახარია – საქართველოსთვის“ 8%. სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგები ცნობილია საარჩევნო უბნები დაიხურა. ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ორბანი: ვაკვირდები არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდგომ კამათს, უნგრელი დამკვირვებლების ანგარიშის მიხედვით, არჩევნები ყველა ასპექტით იყო პოზიტიური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გაკეთდა ერთობლივი განცხადებები. ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე და მან განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას და ამისათვის მე პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს უნგრელ მეგობრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მომავალშიც გვაქვს მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უნგრელ მეგობრებს, პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის. ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები და განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, მათ შორის - ქრისტიანული ფასეულობები და გაუფრთხილდეს ადამიანების პიროვნულ იდენტობას, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ გვაქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და ვიბრძვით ამისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა. მადლობას ვუხდით უნგრეთს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება უნგრეთთან, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივად ინვესტიციების განხორციელებას როგორც უნგრეთში, ისე საქართველოში. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა. ასევე განსაკუთრებული პრიორიტეტია თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და მოხარულები ვართ, რომ აქაც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და მომავალშიც ხელს შევუწყობთ ამ სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. იცით, რომ ერთობლივად ვმუშაობთ პროექტებზე და აღსანიშნავია შავი ზღვის ელექტროგადამცემი, ინტერნეტის გადამცემი კაბელის პროექტი, სადაც ერთად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნები სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა. ჩვენ შეხვედრის დროს საუბარი გვქონდა თანამშრომლობის ყველა ასპექტზე. კმაყოფილები ვართ თანამშრომლობის დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი მოცემულობით, თუმცა არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ რესურსის მაქსიმალურად ასათვისებლად. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება და დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. ვიქტორ ორბანი: ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არის პოზიტიური. ალბათ, ისტორიაა ამის მიზეზი. თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ხართ. ჩვენ ირგვლივ დიდი სახელმწიფოებია, დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოები და ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის. ეს ისტორიული ფაქტია, რომელიც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობებს პოზიტიური სახე აქვს და ეს განსაკუთრებულად სასიხარულოა. მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. მე ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, არავის არ გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები, რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული. იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა, ეს ასეა. ჩვენ, უნგრელები, ასევე ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს, საქართველოშიც ასე იყო. მე შევისწავლე ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს და რომლის მიხედვითაც, არჩევნები ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი, დემოკრატიული. ამიტომ ეს მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრს. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, იმიტომ რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს. ვიცით ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ევროპაში და დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო და აირჩია მშვიდობა, უნგრეთშიც ასეა. ასევე მინდა, აქვე განვაცხადო: ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა, ევროპული არჩევანი გააკეთა და ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დააკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ პირობებში ერთგულების კითხვის ქვეშ დაყენება ნამდვილად სასაცილოა. მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ არსებულ პირობებში, როდესაც თქვენ პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არ დაუშვით, თქვენი ქვეყანა მეორე უკრაინად გადაქცეულიყო. ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად ვარ დარწმუნებული, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დახმარება აღმოგიჩინოთ. ჩვენ უნგრელი ექსპერტები გამოვგზავნეთ თბილისში, ასევე მივიღეთ თქვენი ქვეყნის ექსპერტები ვიზიტით, რომლებიც დაძმობილების პროგრამაში ჩაერთნენ. ჩვენ ასევე განვავითარებთ სტრატეგიულ ურთიერთობებს. უნგრული ავიაკომპანია დავნიშნეთ საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენ ეკონომიკურ აღმავლობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ტურიზმისა და წყლის რესურსების განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ერთად შეგვიძლია მუშაობა უმსხვილესი პროექტის ფარგლებში. ევროკავშირისთვის უმსხვილესია ეს პროექტი, რადგან უზარმაზარი ევროპული გეგმა გულისხმობს მწვანე ელექტროენერგიის მიწოდებას კავკასიის რეგიონიდან ევროპაში, რომელიც არის მეგაევროპული პროექტი. ამისათვის მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად მუშაობას. აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი მუშაობს ამ მიმართულებით და ერთობლივი საწარმოც გვაქვს, რაც გადამწყვეტია. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ევროკავშირის ტერიტორიაზე. მინდა, გავახსენო, რომ უნგრეთი სახელმწიფოს სტიპენდიას უნიშნავს ქართველ სტუდენტებს. ყოველწლიურად 80 ადგილი ფინანსდება. ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე 80, მაგრამ 80-ისთვის გამოიყოფა სტიპენდია და ვაფინანსებთ ქართველი სტუდენტების სწავლას უნგრეთის უნივერსიტეტებში. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, ბევრი დავა მომიგია, მინდა გითხრათ, რომ მომავალშიც იქნება კამათი მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს ისე უნდა მიიღონ, როგორც აქამდე ხდებოდა. არჩევნების შედეგები უდავოა. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ. ეს ჩვეული ამბავია, კამათი არსებობს მსგავსი სახის ბრიუსელში. ყოველთვის ასეა. როცა თავისი არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს, რადგან ევროპული პოლიტიკა არის სახელმძღვანელოზე დაფუძნებული. თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არის, თუ კონსერვატორები - მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. ასეთი კამათი ყოველთვის ხდება ბრიუსელში. უნგრეთში ან ნებისმიერი სხვა ქვეყანაში თუ ჩატარდება არჩევნები, ასე აღიქვამენ. ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, მაშინ ეს იქნებოდა მთელ დასავლეთ ევროპაში გავრცელებული როგორც საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია, მაგრამ ახლა, რადგან კონსერვატიულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, კამათი არსებობს უკვე ევროპაში. უნგრეთის არჩევნების შემდეგაც ასე იყო, ნებისმიერი სხვა ქვეყნის არჩევნების შემდეგაც, საერთაშორისო პრესაშიც ასე ჟღერდება, მაგრამ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ. პრემიერ-მინისტრო, მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება და დემოკრატიულად ჩატარება, გისურვოთ ბევრი წარმატება, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის იმედი მომავალში. ვიქტორ ორბანს ჰკითხეს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას ადანაშაულებენ ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაში, რაზეც ის პასუხობს: "მე წავიკითხე თქვენი კონსტიტუცია, გავეცანი და ის ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ყველა მთავრობამ უნდა იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. რამდენად იძლევა გარანტიას მხოლოდ უნგრეთის მხარდაჭერა, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, სხვა სახელმწიფოების განცხადებების ფონზე - „თქვენ რა თქმა უნდა, აუცილებლად გახდებით ევროკავშირის სახელმწიფო," - განაცხადა ორბანმა ამ შეკითხვის საპასუხოდ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს, - სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საზოგადოებრივი რადიო RNE-თან ინტერვიუში განაცხადა. „რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს. კავშირის როტაციის წესით არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილება არ გააჩნია,“ - აღნიშნა ბორელმა. ვიქტორ ორბანი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ მიულოცა. 28 ოქტომბერს, ორბანი თბილისს ეწვია. „მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ეს იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობად აღქმული. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და მერე გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში. დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ მოწვევისთვის არჩევნების შემდეგ,“ განაცხადა მან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადების გაკეთებისას. შეგახსენებთ, ორბანი უკრაინის დახმარების საწინააღმდეგო პოზიციებით გამოირჩა, რის გამოც ევროკომისიამ უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა.