თეგი: უსაფრთხოების გარანტი
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები, თავისუფალი სამყაროს უძლიერესი სუბიექტები გახდნენ
ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები, თავისუფალი სამყაროს უძლიერესი სუბიექტები გახდნენ. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. ანდრი ერმაკმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა კიევში, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს „რათა მრავალმხრივ და ორმხრივ დონეზე, დაწვრილებით განისაზღვროს, ვინ, როგორ და როდის უნდა მოახდინოს რეაგირება, როცა უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება. როდის და როგორ უნდა მოხდეს რეაგირება სანქციებით, იარაღის მიწოდებით თუ სხვა აუცილებელი მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერით. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: შვიდი ქვეყანა მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი მთავარია ზუსტი და იურიდიულად გამართული ნაბიჯები, კონკრეტული და თანამედროვე ქმედებები. ძირითადად ესაა პრევენციული მოქმედებები, რამაც ომი უნდა აგვაცილოს და აგრესორის სურვილების განელებაზე იმუშავოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
გერმანია აპირებს, ევროპის უსაფრთხოების გარანტი გახდეს - შოლცი
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია აპირებს, ევროპის უსაფრთხოების გარანტი გახდეს. ამის შესახებ ჟურნალ Foreign Affairs-ის სტატიაშია ნათქვამი. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთის დაპყრობით ომმა უკრაინის წინააღმდეგ დაასრულა მთელი ეპოქა და ახლა მსოფლიო „ეპოქალური ტექტონიკური ცვლილების“ წინაშე დგას. „თუმცა, პუტინს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავისი გზა გაიაროს; უნდა შეწყდეს რუსული რევანშისტული იმპერიალიზმი“, - განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, გერმანიას სურს, რომ ევროპული უსაფრთხოების გარანტი გახდეს. „ამას მოელიან ჩვენგან მოკავშირეები. ეს ერთადერთი საშუალებაა გერმანიისთვის, რომ წარმატებულად გადალახოს ჩვენი დროის გეოპოლიტიკური განხეთქილება“, - აღნიშნა შოლცმა.