თეგი: უცხოური აგენტების შესახებ კანონი“
ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პარლამენტთან აქციაზე მივიდა
„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ მმართველი ძალის მიერ გადადგმული ნაბიჯი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მომავალს. „რაც დღეს ხდება, ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ჩვენს ევროპულ მომავალს, შესაბამისად, აქ გამოვედი იმისთვის, რომ მშვიდობიანად და დემოკრატიულად გავაპროტესტო... დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანი პროტესტით ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, - განუცხადა ჯანელიძემ „მთავარ არხს“.