თეგი: უცხოური კაპტალი
თუქეთში 2022 წელს ყველაზე მეტი კომპანია რუსეთიდან გაქცეული კაპიტალით შეიქმნა
2022 წელს თურქეთში, უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანიების რაოდენობა 20 135-მდე გაიზარდა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მონაცემებს Anadolu თურქეთის პალატებისა და სასაქონლო ბირჟების კავშირის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 2010 წლიდან 2022 წლამდე თურქეთის მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესი სტაბილურად იზრდება. პანდემიური კრიზისისა და რეცესიის ფონზე, 2021 წელს თურქეთში უცხოური კაპიტალის მქონე ახლადდაარსებული კომპანიების რაოდენობა 29,7 პროცენტით 13 445-მდე გაიზარდა, ხოლო 2022 წელს ამ კატეგორიის კომპანიების 50 პროცენტით ზრდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეკორდულია. 2022 წელს თურქეთში უცხოური კაპიტალის მქონე კომპანიების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით გაიხსნა. გასულ წელს თურქეთში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 1 363 კომპანია გაიხსნა (140 სააქციო საზოგადოება და 1223 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). მეორე ადგილზეა ირანი. ამ ქვეყნის მოქალაქეების კაპიტალით თურქეთში - 1 300 კომპანია შეიქმნა (55 სააქციო საზოგადოება და 1245 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). მესამე ადგილს იკავებს გერმანიის მოქალაქეების კაპიტალით შექმნილი კომპანიები - 484 (111 სააქციო საზოგადოება და 373 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად ინვესტიციებს თურქეთში, საბითუმო ვაჭრობის სექტორში ახორციელებენ. ამ სფეროში 3 070-მა კომპანიამ დაიწყო ოპერირება. მეორეა უძრავი ქონების სექტორი, სადაც ოპერირება - 1 043-მა ახალმა კომპანიამ დაიწყო, მესამეა კომერციული და სხვა მომსახურება - სადაც 938 ახალი კომპანია ოპერირებს. 2022 წელს თურქეთში დაარსებული უცხოური კომპანიების 62 % სტამბულში საქმიანობს. ამ პროვინციაში სულ 12 462 ასეთი კომპანიაა შექმნილი. მეორეა ანტალია სადაც - 1 648 კომპანია გაიხსნა, ხოლო მესამეა ანკარა (821 კომპანია) .