თეგი: უძრავი ქონების ბაზარი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, უძრავი ქონების ბაზარაზე არასტაბილურობის რისკებს ვერ ხედავს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე შექმნილი ვითარება შეაფასა და ფასების ზრდის მიზეზები განმარტა. ამასთან აღნიშნა, რომ მარეგულირებელი უძრავი ქონების ბაზრაზე არასტაბილურობის რისკებს ვერ ხედავს. „უძრავი ქონების ქირის ფასი ფაქტია, რომ გაზრდილია. ამას თავისი წვლილი შეაქვს ინფლაციაში. თუ შევხედავთ ფასებს რეალურ სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ დოლარის გამოხატულებაში გაზრდილია, ვფიქრობ, ეს ძირითადად იმ თვითღირებულების ხარჯზე ხდება, რაც სხვადასხვა სამშენებლო მასალების ფასის გაზრდამ გამოიწვია. ამავე დროს, იქიდან გამომდინარე, რომ ლარის კურსი მყარია, ლარში მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის. რაიმე ბუშტის და არასტაბილურობის ნიშნებს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ასევე წაიკითხეთ: რა იწვევს უძრავი ქონების „ოკუპაციის“ რისკებსა და პიკურ ფასებს ბინების გაქირავების ბაზარზე