თეგი: ფასის ზღვარი
ევროკავშირის საბჭომ რუსულ ნავთობპროდუქტებზე ფასის ახალი ზღვარი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ რუსულ ნავთობპროდუქტებზე ფასის ზღვარი დღეს ოფიციალურად დაამტკიცა. „დღეს ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა დაწესდეს ფასის ორი ზღვარი რუსეთში წარმოშობილი ან ექსპორტირებული ნავთობპროდუქტებისთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში. პირველი ჭერი ნავთობპროდუქტებისთვის, რომლებიც ვაჭრობენ ნედლ ნავთობზე დისკონტით, განისაზღვრება 45 დოლარით ბარელზე, მეორე - ნავთობპროდუქტებისთვის, რომლებიც ვაჭრობენ პრემიუმზე ნედლ ნავთობზე - 100 დოლარით ბარელზე, ნათქვამია პრესრელიზში. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 5 თებერვლიდან შედის. 55-დღიანი გარდამავალი პერიოდია გათვალისწინებული რუსული ნავთობპროდუქტების გადამზიდავ გემებზე, რომლებიც რუსული ნავთობით ამ ვადაზე ადრე იყო დატვირთული. ევროკავშირის საბჭო მარტის შუა რიცხვებში ნედლი ნავთობის ფასის ლიმიტის მექანიზმის განხილვას დაუბრუნდება. ფასების ზღვრის გადახედვა, რეგულარულად, ყოველ ორ თვეში ერთხელ განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ იმავდროულად, პირველ თებერვალს, რუსეთში ძალაში შევიდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება (რუსეთის ნავთობის ფასის ჭერის მექანიზმის წინააღმდეგ) საპასუხო ზომების შესახებ, რომელიც რამდენიმე ქვეყნამ შემოიღო. განკარგულების თანახმად, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება აკრძალულია „უცხოური იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, იმ პირობით, რომ ამ მიწოდების ხელშეკრულებები პირდაპირ ან ირიბად ითვალისწინებს ფასის შეზღუდვის მექანიზმის გამოყენებას". ამ შემთხვევაში, აკრძალვა გავრცელდება მიწოდების ყველა ეტაპსა და საბოლოო მყიდველზე.