თეგი: ფედირ ვენისლავსკი

უკრაინის რადას დაზვერვის კომიტეტის წევრის თქმით, ომი გარდამტეხ ეტაპზეა და უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება

რუსეთის ძალების შეტევითი ოპერაციები სტრატეგიულიდან ნახევრად ტაქტიკურად გადაიქცა, რადგან მტერმა რაიმე სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა ფედირ ვენისლავსკიმ განაცხადა. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა გადამწყვეტ, კრიტიკულ მომენტში ვართ. რუსული ჯარების შეტევითი ოპერაციები სტრატეგიულიდან ნახევრად ტაქტიკურად გადაიქცა, რადგან მტერმა ვერ მიაღწია რაიმე სტრატეგიულ წარმატებას. ჩვენ გვაქვს გარკვეული მიმართულებით ტაქტიკური წინსვლა. ამიტომ, ვფიქრობ, უახლოესი დღეები იქნება გადამწყვეტი“, - განაცხადა ვენისლავსკიმ.