თეგი: ფემიციდი
ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, აქცია იმართება
ქალთა მიმართა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყვეს. შეკრებილები, საქართველოში ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობას აპროტესტებენ. აქციის სლოგანია „თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა!“ როგორც ორგანიზაცია „საფარის“ იურისტმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნაა კანონის ცვლილება. „ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ არასრულფასოვანია ჩვენი კანონმდებლობა. მე პოლიტიკური ნების პრობლემას ვხედავ, იმიტომ, რომ გულგრილად ეკიდებიან ამ საკითხებს. ის რომ, ამ თემაზე მთავრობაში არც კი საუბრობენ, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის პრიორიტეტული. ამით სარგებლობენ მოძალადეები“, - განაცხადა პატარაიამ. საელჩოები: ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად შს მინისტრის მოადგილე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ
სალომე ზურაბიშვილი: ფემიციდი არის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემა, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფემიციდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა. „ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებული იყოს ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზომები იქნება მიღებული“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხს.