თეგი: ფეხბურთი

ინგლისში შოთა არველაძის სამწვრთნელო დებიუტი შედგა

შოთა არველაძემ ინგლისში სამწვრთნელო კარიერა წარმატებით დაიწყო. მისმა გუნდმა, „ჰალ სიტიმ“ პირველ მატჩში „სუონსი სიტი“ დაამარცხა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა მატჩი ანგარიშით 2:0 მოიგო. „ჰალ სიტი“ 32 ქულით სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა. ინგლისის პრემიერშიფის „ჰალ სიტიმ“ ოფიციალურ გვერდზე 27 იანვარს დაადასტურა, რომ შოთა არველაძე კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მასთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. შოთა არველაძე 2017 წლიდან 2020 წლამდე უზბეკეთში ტაშკენტის „ფახთაქორის“ მწვრთნელი იყო. ასევე იმუშავა თურქეთში „კაისერში“, „ქასიმფასაში“, „ტრაბზონსა“ და ისრაელში თელ-ავივის „მაკაბიში“. შოთა არველაძე არის საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (61 მატჩში 26 გოლით). მოიგო ჩემპიონის ტიტულები შოტლანდიის „რეინჯერსში“, ნიდერლანდებში „აიაქსში“ და თბილისის „დინამოში“.

FIFA-ს და UEFA-ს გადაწყვეტილებით, რუსულ კლუბებსა და ნაკრებებს ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობა აეკრძალათ

ფეხბურთის მსოფლიო მმართველმა ორგანომ FIFA-მ და ევროპის მმართველი ორგანომ UEFA-მ შეაჩერეს რუსული კლუბების და ეროვნული გუნდების მონაწილეობა ყველა შეჯიბრში. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რეკომენდაცია მისცა, რომ რუს და ბელორუსიელ სპორტსმენებს აეკრძალოთ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა.  ეს ნიშნავს, რომ რუსეთის კაცთა ნაკრები მომავალ თვეში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს ვერ ითამაშებს და ქალთა ნაკრებს ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა აეკრძალა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ხუთ წუთში სამი გოლი გაიტანა და პრემიერ-ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო

„მანჩესტერ სიტი“ ანგარიშით 2:0-ს აგებდა, თუმცა ხუთ წუთში სამი გოლი გაიტანა და „ასტონ ვილას“ დამარცხებით პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. ანგარიში მეტი კეშმა გახსნა, მეორე გოლი კი ფილიპე კოუტინიო გაიტანა. „მანჩესტერ სიტიმ“ 76-დან 81-ე წუთებამდე სულ სამი გოლი გაიტანა. დუბლი ილქაი გიუნდოგანმა შეასრულა, ერთი გოლი კი როდრის ანგარიშზეა.  

საფეხბურთო კლუბი „მილანი“ მფლობელს იცვლის

ამერიკული საინვესტიციო კომპანია Redbird Capital Partners იტალიური საფეხბურთო კლუბ "მილანის" ახალი მფლობელი გახდება. კომპანიამ კლუბის 1,2 მილიარდ ევროდ შეძენის შესახებ საინვესტიციო ფონდ Elliott Management Corp-თან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება. ერთი დღით ადრე Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ Redbird Capital Partners-მა მილანის შესყიდვაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. სააგენტოსთან თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმება ოფიციალურად 1-ელ ივნისს უნდა გამოცხადდეს. ოთხშაბათს, 1-ელ ივნისს, გაყიდვის შეთანხმება ოფიციალურად მილანის ვებგვერდზე დადასტურდა. კომპანიებმა განაცხადეს, რომ იტალიის სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი მფლობელის საკუთრებაში ზაფხულში გადავა ახალ, ხოლო გარიგება სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბრამდე დაიხურება.  

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბულგარეთი ანგარიშით 5:2 დაამარცხა

ერთა ლიგის ც4 ჯგუფის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები რაზგრადში ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელ წუთზე დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა. ნიკა კვეკვესკირის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი ძელმა მოიგერია. დღემდე, გუნდებმა სულ ექვსჯერ ითამაშეს და საქართველოს ნაკრებს აქამდე მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარი ანგარიშით 4:0 დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაც დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე მესამე მატჩი მოიგო. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაც დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. გოლები ზივზივაძემ, კვარაცხელიამ და კიტეიშვილმა გაიტანეს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბულგარეთი ანგარიშით 5:2 დაამარცხა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარი ანგარიშით 4:0 დაამარცხა  

უკრაინაში საფეხბურთო მატჩი საჰაერო განგაშის გამო 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა

უკრაინის 32-ე საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო. თუმცა BBC-ის ცნობით, ლვოვისა და ხარკოვის გუნდებს შორის მატჩი 4 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. ამის მიზეზი კი ის ფაქტი გახდა, რომ საჰაერო განგაშის გამო, თამაში სამჯერ შეწყდა. 32-ე ჩემპიონატის ფარგლებში მატჩი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა, თუმცა მოედანზე განვითარებული მოვლენების დეტალები მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. „უკრაინის შეიარაღებული ძალების და ორივე კლუბის გამძლეობის წყალობით, მატჩი დასრულდა და თამაში უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა", - წერს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პრესმდივანი ალექსანდრ გლივინსკი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კადრებში ჩანს, რომ მოთამაშეებს ხელში ეჭირათ ბანერი წარწერით - „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა".    

მილანის „ინტერი“ საქართველოში საფეხბურთო სკოლების გახსნის შესაძლებლობებს განიხილავს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილი იტალიის საფეხბურთო კლუბ ,,ინტერის“ სპორტულ დირექტორს მარკო მონტის შეხვდა. პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, კლუბის ეგიდით, საქართველოში საფეხბურთო სკოლების გახსნის შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ „ინტერის“ საფეხბურთო კლუბი დაინტერესებულია აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდა თაობისთვის საფეხბურთო სკოლები გახსნით, რასაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა და მხარდაჭერა აღუთქვა.  „საქართველოში ასეთი ცნობილი კლუბის საფეხბურთო სკოლების ჩამოყალიბებას ჩვენი მომავალი თაობებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, კომიტეტი ყველანაირად მხარს დაუჭერს და დაეხმარება იტალიის საფეხბურთო გუნდს აღნიშნული იდეების განხორციელებაში“, - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში არგენტინამ ხორვატია დაამარცხა. ლიონელ მესისა და ხულიან ალვარესის (2) გოლებით, არგგენტინამ ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა. არგენტინის ნაკრების მეტოქე მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩში გაირკვევა. ეს მატჩი 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.  

პელე არგენტინის გამარჯვებაზე: ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში. მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის გამარჯვებას გამოეხმაურა.   ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება, - წერს პელე Instagram-ზე.  „დღეს ფეხბურთი საკუთარი ისტორიის მომხიბვლელად თხრობას განაგრძობს. მესიმ დამსახურებულად მოიგო პირველი მსოფლიო თასი. ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, მბაპემ ფინალში გაიტანა 4 გოლი. ჩვენი სპორტისთვის ამ სპექტაკლის ხილვა ნამდვილი საჩუქარი იყო. არ შემიძლია არ მივულოცო შესანიშნავი მუნდიალი მაროკოს ნაკრებს. სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ ბრწყინავს აფრიკა. ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება", – წერს პელე.  

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები უცვლელად დარჩნენ – ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სფფ-ში გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტების შესახებ იმსჯელეს და ისინი ძველი შემადგენლობით უცვლელად დაამტკიცეს. პირველი ვიცე-პრეზიდენტი კვლავ კახა ჭუმბურიძე იქნება, სანაკრებო საკითხების მიმართულებით ალექსანდრე იაშვილი იმუშავებს. ასევე ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან აკაკი ალადაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა. შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს გამართული ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის შემდეგ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა პირველად გაიმართა  

ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ „რეალს“ შეხვდება

მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელის გუნდის, „ნაპოლის“ მეტოქეებს შორის არის მადრიდის „რეალი.“ ამავე ჯგუფში არიან პორტუგალიური „ბრაგა“ და გერმანული „უნიონ ბერლინი.“ 32 გუნდი წილისყრის შემდეგ ასე განლაგდა: A ჯგუფი „ბაიერნი“ (გერმანია) „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) „კოპენჰაგენი“ (დანია) „გალათასარაი“ (თურქეთი) B ჯგუფი „სევილია“ (ესპანეთი) „არსენალი“ (ინგლისი) „ეინდჰოვენი“ (ნიდერლანდები) „ლანსი“ (საფრანგეთი) C ჯგუფი „ნაპოლი“ (იტალია) „რეალი“ (ესპანეთი) „ბრაგა“ (პორტუგალია) „უნიონი“ (გერმანია) D ჯგუფი ბენფიკა (პორტუგალია) ინტერი (იტალია) ზალცბურგი (ავსტრია) სოსიედადი (ესპანეთი) E ჯგუფი ფეიენოორდი (ნიდერლანდები) ატლეტიკო (ესპანეთი) ლაციო (იტალია) სელტიკი (შოტლანდია) F ჯგუფი პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი) დორტმუნდი (გერმანია) მილანი (იტალია) ნიუკასლი (ინგლისი) G ჯგუფი მანჩესტერ სიტი (ინგლისი) ლაიპციგი (გერმანია) ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) იანგ ბოიზი (შვეიცარია) H ჯგუფი ბარსელონა (ესპანეთი) პორტუ (პორტუგალია) შახტარი (უკრაინა) ანტვერპენი (ბელგია) ჯგუფური ეტაპის განრიგი I ტური – 19/20 სექტემბერი II ტური – 3/4 ოქტომბერი III ტური – 24/25 ოქტომბერი IV ტური – 7/8 ნოემბერი V ტური – 28/29 ნოემბერი VI ტური – 12/13 დეკემბერი პლეი ოფის განრიგი 1/8-ფინალი (წილისყრა 18 დეკემბერს) – 13/14 და 20/21 თებერვალი, 5/6 და 12/13 მარტი 1/4-ფინალი (წილისყრა 15 მარტს) – 9/10 და 16/17 აპრილი 1/2-ფინალი (წილისყრა 15 მარტს) – 30 აპრილი/1 მაისი და 7/8 მაისი ფინალი – პირველი ივნისი, ლონდონი, „უემბლის“ სტადიონი

ვილი სანიოლი: კატასტროფული თამაში იყო, ბოდიში გულშემატკივარს

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩი პრესკონფერენციაზე შეაჯამა და სტუმართა უპირატესობა აღიარა. „უპირველესად, დარწმუნებული ვარ, იცით, რომ თქვენს კითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, მაგრამ დღეს ისეთი კატასტროფული ანგარიშით წავაგეთ, 300 კითხვაზე პასუხიც არ იქნება საკმარისი. პირველ რიგში ბოდიში ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივარს, რომელიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდა, დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებდნენ. შეიძლება ითქვას, დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც უბურთოდ, არც ტექნიკაში, არც კონტრშეტევაზე და თამაში ყველა დონეზე ჩავაგდეთ. უახლოეს პერიოდში დაველაპარაკები მოთამაშეებს, გავარჩევთ, რაც დღეს მოხდა. ვიმეორებ, კატასტროფული თამაში იყო, ეს ეხება როგორც მოთამაშებს, ასევე მე. ჩვენ პატიოსნად უნდა დავილაპარაკოთ ერთმანეთთან და უნდა შევთანხმდეთ, რა დონეზე ვართ ახლა და რა დონეზე უნდა ვიყოთ მომავალ წელს ერთა ლიგის პლეიოფისთის, იმაზეც, ნორვეგიასთან მატჩისთვისი რა მოლოდინები გამაჩნია. ცუდი და კარგი თამაში ფეხბურეთის ნაწილია, მაგრამ ასეთი ჩავარდნა დაუშვებელია, დღეს ჩავთვალე, რომ გასახდელში ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ბოდიში რომ დღეს ვერ გიპასუხებთ კითხვებზე, სალაპარაკო კი ბევრია. კიდევ ერთხელ ბოდიში გიხდით. ყველა ერთად ვიმუშავებთ, რომ შემდეგ მატჩში სასურველ შედეგს მივაღწიოთ,“ – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან 1:7 წააგო.  

საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა გააკეთა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გულშემატკივრები და ნაკრების წევრები გამარჯვებას ზეიმობდნენ. „დღეს უბედნიერესი დღეა. ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ბიჭები გმირები არიან, ისინი წარდგენილები იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი. ყველას მიმართ დიდი სიყვარული მინდა, რომ გამოვხატო,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.  

ამერიკის ელჩი: წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მთელი საელჩო გგულშემატკივრობთ

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც დღეს საბერძნეთს მასპინძლობს, აშშ-ის საელჩოს სახელით წარმატებას უსურვებს. რობინ დანიგანი ვიდეომიმართვაში აცხადებს: „წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა.“ საბერძნეთის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავა. ცნობისთვის, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. გარდა ამისა, ავტობუსები - N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. სანიოლის გუნდი 9 ივნისს პოდგორიცაში, მონტენეგროსთან „გრადსკი არენაზე“ ითამაშებს. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა პირველ არხთან განაცხადა, მანამდე კიდევ ერთი მატჩი შედგება. იაშვილის თქმით, ჯერ უცნობია, ვის დაუპირისპირდება ჩვენი გუნდი. ამ მომენტისთვის რამდენიმე ნაკრებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს ისევ დორტმუნდში – პორტუგალიას.  

ექიმი: შენგელიას მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ საგანგაშო არაფერია

საქართველოს ნაკრების ექიმმა დათო ხარაბაძემ ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა. „ხვიჩა კვარაცხელია ნორმალურად არის, დაჭიმულობა იყო უბრალოდ. ხვიჩა ყველა თამაშს უცვლელად თამაშობს სერია A-ში და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლოა, ამიტომ კუნთების პრობლემამ იჩინა თავი. რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ახლახან მომივიდა რენტგენის დასკვნა. მას აქვს მცირე მოტეხილობა, მაგრამ საგანგაშო არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწყობრში იქნება," - განაცხადა დავით ხარაბაძემ "მთავარი არხის" ეთერში. 26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც გერმანია მასპინძლობს, პირველად ითამაშებს.  

ვილი სანიოლი: მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა

„ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია - მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა,“ - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი აყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა და ბუდუ ზივზივაძე ათამაშა. „თქვენ იცით, რომ ზივზივაძე გუნდის ნაწილია, მან ითამაშა თურქეთთან რამდენიმე წუთი. ხვალინდელზე ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ თქვით, რომ ეს ძალიან პოლიტიკური გახდა. მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, რადგან მე მსურს მართებული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ფეხბურთის ფაქტებზე დაფუძნებით. ეს სასაცილოა, რადგან მახსოვს, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი მაყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ბუდუ ვათამაშე. ახლა ყოველდღე შეურაცხყოფას მაყენებს ზოგიერთი სულელი საფეხბურთო მიზეზების გარეშე და ამას ვერ მივიღებ. მე ვარ ფეხბურთის მწვრთნელი და ეს ყველასთვის ნათელია, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა. უკაცრავად ასეთი ტონისთვის, მაგრამ რამდენიმე დღეა, ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ,“ - აცხადებს სანიოლი. ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ოთარ კიტეიშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის მესამე მატჩისთვის მზად იქნება. „კიტეიშვილი მესამე მატჩისთვის მზად იქნება. ჩვენ აქ ვართ და უფრო მეტი გვსურს. პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ! მესამე ტურის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ვღელავთ და გვიხარია,“ - განაცხადა ვილი სანიოლმა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ხვალ, 26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე მატჩს პორტუგალიასთან გამართავს.  

ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი: ეს იყო ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი, სკოლის მოსწავლეებივით ვიქცეოდით

ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი ტომას სოუჩეკი ამბობს, რომ ეროვნული გუნდის ფორმით ჩატარებული 73-ე მატჩი საკუთარ კარიერაში ყველაზე წარუმატებელი იყო. „ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რამდენიმე წინადადება ვთქვათ და ყველა უარყოფითი იქნება. ეს ალბათ ნაკრებში ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი იყო. შედეგი ერთია, მაგრამ თამაში სხვაა. ჩვენ აბსოლუტურად ვერაფერი გავაკეთეთ შეტევაში და ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში“, – განაცხადა ჩეხეთის კაპიტანმა და „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა მატჩის შემდეგ ČT sport-თან ინტერვიუში. „ზოგჯერ მქონდა განცდა, რომ სკოლის მოსწავლეებივით ვიქცეოდით. ისეთ კონტრშეტევებს გვიწყობდნენ, გაკვეთილი ჩაგვიტარეს. სწრაფად მიდიოდნენ კარისკენ და გოლები ასე გაიტანეს. მატჩის შემდეგ ჩვენ რაღაც გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ – განაგრძო სოუჩეკმა. ჩეხები საქართველოს ისტორიაში მეორედ შეხვდნენ. ივნისში, გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. „საქართველოს წინააღმდეგ ისე გვსურდა გვეთამაშა, როგორც ევროზე, იქ უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ამჯერად მათ თავი საუკეთესო კუთხით გვაჩვენეს და აშკარად გვჯობდნენ. ჩვენ აუცილებლად გვსურს, რომ ქართველებთან საშინაო თამაშში რევანში ავიღოთ,“ – ამბობს სოუჩეკი. საქართველოს გარდა, B1 ჯგუფში ჩეხების მეტოქეები უკრაინა და ალბანეთი არიან. ისინი მომავალ კვირას უკრაინას „ედენ პრაღაში“ დაუპირისპირდებიან. ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში გუნდები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვიან. ტურნირის პლეი ოფში გავა ოთხი საუკეთესო გუნდი, რომელიც კლასიკურ საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავს. „მატჩის შემდეგ გასახდელში მოკლე, მაგრამ შინაარსიანი საუბარი გვქონდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩეხეთის ნაკრებში ასე თამაშის უფლება არ გაგვაჩნია. ერთია შეცდომის დაშვება, მაგრამ სხვა საკითხია პასუხისმგებლობის აღება და გუნდისთვის მაქსიმუმის გაკეთება, რაც ჩვენი მოვალეობაა. ჩვენ ამის შესახებ უკრაინასთან მატჩამდე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. მე მაინც მჯერა, რომ გუნდს აქვს საკმარისი ძალები, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ასეთი თამაშით, რადგან ასე ჩვენ ერთა ლიგის „ბ“ ჯგუფშიც ვეღარ მოვხდებით,“ – ამბობს სოუჩეკი. ჩეხეთის ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის სტარტზე საქართველოსთან დიდი ანგარიშით 4:1 დამარცხდა.