თეგი: ფილიპინების პრეზიდენტი
ფილიპინების პრეზიდენტი: ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე და პუტინი ერთნაირები ვართ, რადგან ვხოცავთ ადამიანებს, მაგრამ მე ბავშვებსა და მოხუცებს არ ვკლავ
ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე და პუტინი ერთნაირები ვართ, რადგან ჩვენ ვხოცავთ ადამიანებს. მაგრამ მე ვკლავ კრიმინალებს და არა ბავშვებსა და მოხუცებს, - ამის შესახებ ფილიპინების მოქმედმა პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ განაცხადა. როდრიგო დუტერტეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას და პუტინს მკვლელებს უწოდებენ, ისინი განსხვავებულები არიან. ”ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე და პუტინი ერთნაირები ვართ, რადგან ჩვენ ვხოცავთ ადამიანებს. მაგრამ მე ვკლავ კრიმინალებს და არა ბავშვებსა და მოხუცებს. ის, რაც ხდება რუსეთსა და ამერიკაში, განსხვავდება იმისგან, რაც აქ ხდება,“- აღნიშნა როდრიგო დუტერტემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა