თეგი: ფილიპ რიკერი
ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კავკასიის საკითხებში მოლაპარაკებების მიმართულებით მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა. აშშ-ის განცხადებით, ელჩი რიკერი იქნება აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და წამყვანი მომლაპარაკებელი აშშ-ის დელეგაციისთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ამ კრიტიკულ პერიოდში. Europetime-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ფილიპ რიკერთან, როდესაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. „ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს. რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europe Time დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ.
Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფილიპ რიკერთან
ექსკლუზივი Europetime -მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ფილიპ რიკერთან, როდესაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. დღეს, 25 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ფილიპ რიკერი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში მთავარ მრჩევლად დანიშნა. ამდენად, საინტერსო იქნება, გავიხსენოთ ჩვენს გამოცემასთან მისი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომლის დროსაც, ფილიპ რიკერი შეეხო საინტერესო, საკვანძო და აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტს. მისი თქმით, ანაკლიის პორტი არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. „ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - აცხადებდა ფილიპ რიკერმა Europetime-თან რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europetime დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ. ფილიპ რიკერის დანიშვნის შესახებ განცხადება გაავრცელა ენტონი ბლინკენმაც. სახელმწიფო მდივნის თქმით, ელჩი რიკერი იქნება აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და წამყვანი მომლაპარაკებელი აშშ-ის დელეგაციაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. მდივან ბლინკენის თქმით, ამ კრიტიკულ პერიოდში ფილიპ რიკერი უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და იმუშავებს აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ. ენტონი ბლინკენის შეფასებით, ფილიპ რიკერის დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს ანიჭებს. „ელჩ ფილიპ რიკერს კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებზე უფროს მრჩევლად ვნიშნავ. ამ თანამდებობაზე, ელჩი რიკერი იქნება აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში. შეერთებული შტატები მზად არის, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარების შესახებ მოლაპარაკებაში.ელჩი რიკერი ჩაერთვება ორმხრივად, თანამოაზრე პარტნიორებთან, ევროკავშირი და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის მეშვეობით, რათ ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირ დიალოგს. ფილიპ რიკერის დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს ანიჭებს, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში. სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ელჩ რიკერს ევროპასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. რიკერი ბოლო დროს მსახურობდა გაერთიანებულ სამეფოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, როგორც სენტ ჯეიმსის სასამართლოს საქმეთა დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. 2019 წლის მარტიდან 2021 წლის აგვისტომდე ელჩი რიკერი იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ელჩი რიკერი იყო აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი გერმანიაში. მსახურობდა შეერთებული შტატების გენერალურ კონსულად მილანში. იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე. 2008-2011 წლებში იყო აშშ-ის ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში.
ფილიპ რიკერი საქართველოს ეწვევა
ფილიპ რიკერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. 8-10 სექტემბერს, ჯერ სომხეთში ვიზიტის დროს, ელჩი რიკერი შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ძალისხმევისადმი აშშ-ის მხარდაჭერა განიხილოს. სომხური მედიის ინფორმაციით, ფილიპ რიკერი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ერევანში იმყოფება და ასევე ეწვევა აზერბაიჯანსა და საქართველოს. 25 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა. ასევე ნახეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფილიპ რიკერთან
სახელმწიფო დეპარტამენტი: ფილიპ რიკერი გაემგზავრება სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, რათა პარტნიორების დახმარების გზები განსაზღვროს
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის, ფილიპ რიკერის რეგიონულ ტურნეზე ისაუბრა. „ფილიპ რიკერი გაემგზავრება სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში და სამივე ქვეყანაში შეხვდება მაღალი თანამდებობის პირებს, რათა განიხილოს ძირითადი რეგიონული საკითხები, ასევე განსაზღვროს პარტნიორების დახმარების გზები და უშუალოდ, კონსტრუქციულად ჩაერთოს გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად“, - აღნიშნა ვედანტ პატელმა. ფილიპ რიკერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. 25 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა. ასევე ნახეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფილიპ რიკერთან
ნიკოლ ფაშინიანი ფილიპ რიკერს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს, ფილიპ რიკერს შეხვდა. სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული რიგი საკითხები განიხილეს. ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში, აშშ-ის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოს მნიშვნელოვან როლს ხაზი გაუსვა. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში მოლაპარაკებების პროცესის აღდგენის აუცილებლობას და პლატფორმის გამოცდილებით სარგებლობას მთიანი ყარაბაღის საკითხის ყოვლისმომცველი მოგვარების კონტექსტში. მხარეებმა ასევე გაცვალეს აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე.
სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს, რა გზავნილები განიხილა ფილიპ რიკერმა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრებზე
ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურად, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე უწყების მთავარი მრჩევლის, ფილიპ რიკერის რეგიონული ტურნეს გზავნილებზე საუბრობს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ და მშვიდობიან მომავალს. სამივე ქვეყანაში, ელჩი რიკერი შეხვედრებს მართავს მაღალი თანამდებობის პირებთან, რათა განიხილოს რეგიონის ძირითადი საკითხები, ასევე განიხილოს გზები, რათა დაეხმაროს პარტნიორებს, პირდაპირ და კონსტრუქციულად ჩაერთონ გადაუჭრელი საკითხების მოგვარების მიზნით და შემდგომ რეგიონულ თანამშრომლობაში. ნიკოლ ფაშინიანი ფილიპ რიკერს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს ყველა შეხვედრაზე, ელჩი რიკერი ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ და მშვიდობიან მომავალს“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე განცხადებით, ელჩი რიკერი, რომელიც ახლახან დაინიშნა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად, ბაქოში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა შეხვედრა. ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას სახელმწიფო დეპარტამენტი: აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს მოვუწოდებთ, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფილიპ რიკერთან
ფილიპ რიკერი: აშშ იძულებით გადადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით შეშფოთებულია. ეს არის თემა, რომელზეც გავაგრძელებთ ფოკუსირებას
სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა, ფილიპ რიკერმა, განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ფილიპ რიკერის კომნტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს. ფილიპ რიკერის თქმით, აშშ იძულებით გადადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით შეშფოთებულია. „სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მთხოვა, გავმხდარიყავი სამხრეთ კავკასიის საკითხებში უფროსი მრჩეველი. ეს სტატუსი გულისხმობს ჟენევის მოლაპარაკებებზე ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელობას, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ, ჩვენი ძლიერი და განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებებზე განაცხადებას ავრცელებს მისი თქმით, საჭიროა 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების იმპლემენტაცია. „რასაკვირველია, ჩვენ შეშფოთებული ვართ იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით, ეს არის თემა, რომელზეც გავაგრძელებთ ფოკუსირებას. თბილისიდან ამერიკის საელჩოს თანამშრომლებიც შემომიერთდნენ და ახლა დავბრუნდები ვაშინგტონში და მოვახსენებ ინფორმაციას სახელმწიფო მდივანს“, – აღნიშნა რიკერმა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებები პირველად გაიმართა.
ფილიპ რიკერი აზერბაიჯანში იმყოფება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ფილიპ რიკერი მიიღო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხებზე და ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაზე სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების თაობაზე.
ფილიპ რიკერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა „სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა“ და „თანამშრომლობის გაძლიერების“ საკითხები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს სამუშაო ვახშმის ფორმატში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელევული ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „აღინიშნა სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯებითაა განპირობებული. შეხვედრაზე, არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების სრული მზადყოფნა გამოითქვა. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს მედიატორულ როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა მოლაპარაკებებია. შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, - იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
ფილიპ რიკერი: აშშ განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
აშშ კვლავ მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, როგორც ამას გასული 30 წლის განმავლობაში აკეთებდა. ეს მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი მტკიცე ერთგულებას. ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩევლის, ელჩ ფილიპ რიკერის ვიდეოგზავნილს ამერიკის საელჩო ავრცელებს. „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთდაკავშირებისთვის. გასულ წელს, როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდი, მჭიდროდ ვმუშაობდი საქართველოს ლიდერებთან, რათა შუამავლის როლი შემესრულებინა, თქვენს მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. პრემიერმა ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი შეასრულა დაკავებულთა გათავისუფლების საკითხისა და საბრძოლო ზონაში ნაღმების ადგილმდებარეობის გაზიარების უზრუნველყოფით. ოქტომბერში აშშ-ის დელეგაცის ვხელმძღვანელობდი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროს. ამ ვიზიტის დროს მე განვიხილავ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. მათ შორის, როგორ შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ხელი შეუწყონ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის მშვიდობიანი გადაწყვეტას და ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე, მის მიერ 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. აშშ კვლავ მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, როგორც ამას გასული 30 წლის განმავლობაში აკეთებდა. ეს მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი მტკიცე ერთგულებას. ჩვენ ამაყად ვდგავართ საქართველოს გვერდით, რამდენადაც თქვენ ისწრაფვით NATO-სა და ევროკავშირის წევრობისკენ. შეერთებული შტატები განაგრძობს იმ ყველაფრის გაკეთებას, რაც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რადგან ეს არის ის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს, - აცხადებს ფილიპ რიკერი. მან ქართველ ხალხს შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. „როგორც ქართველები ამბობენ, თუ სტუმარი ღვთის საჩუქარია, მაშინ საქართველო არის საჩუქარი ჩემნაირი სტუმრებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.
ფილიპ რიკერი: საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის
ამერიკის საელჩო, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩევლის, ელჩ ფილიპ რიკერის ვიდეოგზავნილს ავრცელებს. რიკერი ამბობს, რომ საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის. „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთდაკავშირებისთვის. გასულ წელს, როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდი, მჭიდროდ ვმუშაობდი საქართველოს ლიდერებთან, რათა შუამავლის როლი შემესრულებინა, თქვენს მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. პრემიერმა ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი შეასრულა დაკავებულთა გათავისუფლების საკითხისა და საბრძოლო ზონაში ნაღმების ადგილმდებარეობის გაზიარების უზრუნველყოფით. ოქტომბერში აშშ-ის დელეგაციას ვხელმძღვანელობდი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროს. ამ ვიზიტის დროს მე განვიხილავ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. მათ შორის, როგორ შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ხელი შეუწყონ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის მშვიდობიანი გადაწყვეტას და ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე, მის მიერ 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. აშშ კვლავ მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, როგორც ამას გასული 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. ეს მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი მტკიცე ერთგულებას. ჩვენ ამაყად ვდგავართ საქართველოს გვერდით, რამდენადაც თქვენ ისწრაფვით NATO-სა და ევროკავშირის წევრობისკენ. შეერთებული შტატები განაგრძობს იმ ყველაფრის გაკეთებას, რაც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რადგან ეს არის ის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს, - აცხადებს ფილიპ რიკერი. მან ქართველ ხალხს შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. „როგორც ქართველები ამბობენ, თუ სტუმარი ღვთის საჩუქარია, მაშინ საქართველო არის საჩუქარი ჩემნაირი სტუმრებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.
ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ფილიპ რიკერმა Europetime-თან ექსკლუზიურად განაცხადა. „ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს. რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა ET-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europetime დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ. ფილიპ რიკერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ახლა ის კავკასიის საკითხებში მოლაპარაკებებზე აშშ-ის მრჩევლის პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, Europetime-მა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში ინვესტიციების მნიშვნელობაზე „რესპუბლიკელი“ სენატორი რობ პორტმანიც ექსკლუზიურად ჩაწერა. სენატორმა საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში კონგრესის დელეგაციის წევრმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია. ამ მიმართულებით ის თავადაც აპირებს მუშაობას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. აშშ-ის ელჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. კელი დეგნანის თქმით, ეს პროქტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისთვის შავ ზღვაზე. „საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და მოვუწოდებდით მისი განხორციელებისკენ. მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი არსებობს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტით და მთავრობა შემდგომი წლის დასაწყისში გამოაცხადებს ტენდერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ისე, რაც მოემსახურება ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - განუცხადა ელჩმა მედიას 28 ნოემბერს. 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების პერიოდი დაასახელა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა ამ ახალი წესით გამოცხადდება
ვინ შეცვლის ფილიპ რიკერს და გაუქმდება თუ არა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარი მრჩევლის თანამდებობა - ნედ პრაისის პასუხი
ვინ შეცვლის ფილიპ რიკერს კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის პოზიციაზე და ხომ არ გაუქმდება ეს თანამდებობა, ამ შეკითხვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ნედ პრაისს ჟურნალისტებმა. ნედ პრაისმა უპასუხა, რომ „ფილიპ რიკერი საბედნიეროდ, ჯერ კიდევ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელია, სულ მცირე, კიდევ 24 საათის განმავლობაში“.„მისი წასვლის შემდეგ, ეს არის საკითხი, რომელიც კვლავაც მიიქცევს ამ შენობაში უმაღლესი დონის პირების ყურადღებას. მოგეხსენებათ, ამ პროცესში პირადად არის ჩართული მდივანი ბლინკენი. მისი პირადი წვლილით შეიკრიბნენ ლიდერები - მისი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ისინი რეგულარულად მართვდნენ საუბრებს. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მას ექნება შესაძლებლობა, ხელახლა დაუკავშირდეს ტელეფონით თავის კოლეგებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენი მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი ასევე წამყვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ნედ პრაისი: ფილიპ რიკერის წვლილი ადასტურებს ჩვენს მიზანს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რაც შეეხება რიკერის პოზიციის შესაძლო გაუქმებაზე დასმულ შეკითხვას, პრაისმა უპასუხა, რომ დამატებით ვერაფერს იტყვის. „მაგრამ როცა საქმე პოლიტიკას ეხება, და ეს არის ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე... ეს არანაირად არ ამცირებს ჩვენს ვალდებულებას, ხელი შვუწყოთ უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, ფილიპ რიკერმა თანამდებობა დატოვა.
ფილიპ რიკერმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ფილიპ რიკერი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე უფროსი მრჩევლის თანამდებობიდან გადადგა. სპიკერ ნედ პრაისის თქმით, გადაწყვეტილება ძალაშია 5 იანვრიდან. მისი თქმით, ელჩი რიკერის მუშაობა დაეხმარა სტრუქტურირებული პროცესის მშენებლობას, რათა პრობლემურ რეგიონში მშვიდობა მოეტანა. „მისი წვლილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს ორმხრივი მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებაში, ისევე როგორც ჩვენს მიზანს - მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობით. გასული წლის აგვისტოში ელჩი რიკერის დანიშვნის დაწყებიდან, მოსალოდნელი იყო, რომ ის ამ თანამდებობაზე მოკლე ვადით, გასული წლის ბოლომდე იმუშავებდა. ელჩი რიკერის წასვლა არანაირად არ არღვევს შეერთებული შტატების ერთგულებას, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ, მშვიდობიან მომავალს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. შეერთებული შტატები აგრძელებს ორმხრივ ურთიერთობას თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ეუთო, ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირ დიალოგს და მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებულ ან მის შედეგად წარმოშობილ ყველა გადაუჭრელ საკითხზე გადაწყვეტის გზების ძიებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი გასული წლის აგვისტოში დანიშნა. Europetime-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ფილიპ რიკერთან, როდესაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. „ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს. რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europe Time დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია, რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, საქართველო საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდეს“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ.
ნედ პრაისი: ფილიპ რიკერის წვლილი ადასტურებს ჩვენს მიზანს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ფილიპ რიკერის წვლილი ადასტურებს აშშ-ის მიზანს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისი განცხადება პრაისმა ფილიპ რიკერის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გააკეთა. „მისი წვლილი კიდევ ერთხელ ადასტურებს მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს ორმხრივი მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებაში, ისევე როგორც ჩვენს მიზანს - მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობით. ელჩი რიკერის წასვლა არანაირად არ არღვევს შეერთებული შტატების ერთგულებას, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ, მშვიდობიან მომავალს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. შეერთებული შტატები აგრძელებს ორმხრივ ურთიერთობას თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ეუთო, ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირ დიალოგს და მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებულ ან მის შედეგად წარმოშობილ ყველა გადაუჭრელ საკითხზე გადაწყვეტის გზების ძიებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ეჭვგარეშეა, პუტინი ცდილობს, აღადგინოს გავლენის სფერო, რათა უზრუნველყოს რუსეთის კონტროლი მეზობელ ქვეყნებზე - დისკუსია უილსონის ცენტრში
რას უნდა ველოდოთ ვაშინგტონის სამიტიდან: ამ საკითხზე NATO-ს გენერალურ მდივანთან დისკუსია 17 ივნისს, აშშ-ში, უილსონის ცენტრში გაიმართა. რა დევს სასწორზე. ჩვენ გვესმის გაფრთხილებები, რომ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, მოლდოვაზე, საქართველოზე, შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნეზეც კი. როგორ ფიქრობთ, შეიჭრება პუტინი NATO-ს წევრ ქვეყანაში ან თავს დაესხმება მას, გავლენის სფეროს კონცეფციის რეკონსტრუქციის მცდელობისას? რამდენად რეალურია ეს საფრთხე? ხსენებული შეკითხვით მიმართა აშშ-ში, უილსონის ცენტრის გლობალური ევროპის პროგრამის თავმჯდომარემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ფილიპ რიკერმა იენს სტოლტენბერგს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ პუტინი ცდილობს, აღადგინოს გავლენის სფერო საიმისოდ, რომ მეზობელ ქვეყნებზე კონტროლი დაამყაროს. „ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, აღადგინოს გავლენის სფერო, რათა უზრუნველყოს რუსეთის კონტროლი მეზობელ ქვეყნებზე... ის საქართველოში შევიდა 2008 წელს... მოლდოვაში განაგრძობენ რუსული ჯარის ყოფნას მთავრობის თანხმობის გარეშე, და ჩვენ გვაქვს აგრესიული ქცევის ეს მაგალითი უკრაინის წინააღმდეგ, მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვხედავ რაიმე საფრთხეს ან რაიმე რისკს, გარდაუვალ რისკს სამხედრო თავდასხმისთვის NATO-ს მოკავშირე ქვეყანაზე. და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი საკითხი არ ავურიოთ. რადგან NATO-ს მთელი მიზანი ომის თავიდან აცილებაა, სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილება. ჩვენ ამას წარმატებით ვაკეთებთ 75 წლის განმავლობაში, თუნდაც ცივი ომის ყველაზე სახიფათო და ყველაზე ცივ პერიოდში... ჩვენ გვქონდა დასავლეთ ბერლინის მაგალითი, აღმოსავლეთ გერმანიის შუაგულში. ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენ შევძელით, შეგვეკავებინა საბჭოთა ან რუსული აგრესია NATO-ს ტერიტორიის წინააღმდეგ, რადგან ასე მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე იქნება თავდასხმა ყველა მოკავშირეზე. NATO-ს ისტორიაში პირველად, საბრძოლო მზადყოფნაა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მაღალი მზადყოფნის შეიარაღებული ძალებით. ახლა ჩვენ გვყავს 500 [ათასი] ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში, თავდაცვაზე მეტად მნიშვნელოვანი ხარჯებით, ინვესტიციებით მოწინავე თვითმფრინავებში F-35-ებში, გემებში, საბრძოლო ტანკებში, უამრავ მაღალი დონის შესაძლებლობებში. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ არა იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ომში, არამედ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ომი. ვიდრე დარწმუნებულები ვართ, რომ მოსკოვში ან სხვა პოტენციური მოწინააღმდეგის სხვა დედაქალაქში გაუგებრობის, არასწორი გათვლების ადგილი არ იქნება, NATO-ს მოკავშირეზე სამხედრო შეტევა არ იქნება. ასე რომ, მე ამას ვამბობ, რადგან ხანდახან გეუფლება განცდა - „ხომ იცი, მხოლოდ წლების საკითხია, ვიდრე რუსეთი თავს დაესხმება.“ არა, NATO-ს მიზანია ამის თავიდან აცილება,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. ფილიპ რიკერმა მას ასევე ჰკითხა NATO-ს მომდევნო სამიტის მოლოდინებზე უკრაინასთან დაკავშირებით. უკვე ნათელია, რომ მომავალ თვეში, 75 წლის იუბილეზე, უკრაინა ვერ დაელოდება წევრობის მოწვევას. მაგრამ ამის ნაცვლად, დაანონსდა ერთგვარი „ხიდის“ შექმნა უკრაინისთვის NATO-ში მომავალი გაწევრიანებისკენ, რომელიც შემოიფარგლება აშშ-უკრაინის ორმხრივი უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებით, რიგი სხვა ორმხრივი შეთანხმებებით - მოკავშირეების, ევროპისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მოკავშირეების ძლიერი მხარდაჭერით. რა გზავნილია ეს უკრაინისთვის? ეს ხიდი შეიძლება, ჩაითვალოს სანდოდ და განსხვავებულად იმისგან, რასაც ბევრი, განსაკუთრებით, უკრაინელი ხედავს, როგორც შეუსრულებელ დაპირებებად 2008 წლიდან 16 წლის განმავლობაში? მიმართა რიკერმა სტოლტენბერგს. იენს სტოლტენბერგი: უკრაინა გახდება ალიანსის წევრი მაშინ, როდესაც ჩვენ გვექნება კონსენსუსი, როცა ყველა მოკავშირე თანახმა იქნება, რადგან მოგეხსენებათ, გაფართოებაზე გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით. ასე რომ, საკმარისი არ არის, რომ NATO-ს მოკავშირეების უმრავლესობა (უკრაინის) მოწვევის მომხრე იყოს. ამასობაში, ჩვენ ვაშენებთ ამ ხიდს, ხელს ვუწყობთ უკრაინის NATO-ს წევრობასთან დაახლოებას და ამას ვაკეთებთ სხვადასხვა გზით. ეს ასევე ნაჩვენები იქნება სამიტზე მომავალ თვეში. ჩვენს ბოლო სამიტზე ვილნიუსში, ჩვენ მოვხსენით წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა, რომელსაც რეალურად შეიძლებოდა, მრავალი წელი დასჭირვებოდა. ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინას არ სჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ეტაპის გავლა, მათ შეუძლიათ, გადავიდნენ პირდაპირ შემდეგ ეტაპზე და მოწვევაზე. ასე რომ, ჩვენ გადავიყვანეთ უკრაინის გაწევრიანების მთელი პროცესი ორსაფეხურიანი პროცესიდან ერთსაფეხურიანზე. ეს მათ ეხმარება NATO-ს წევრობასთან დაახლოებაში... ნება მომეცით, დავამატო კიდევ ერთი რამ წევრობის შესახებ... არავინ იცის, როდის და როგორ დასრულდება ბრძოლა უკრაინაში. მაგრამ როდესაც ის დასრულდება, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს არის მშვიდობა და არა - მხოლოდ პაუზა, ვიდრე რუსეთი ახალ თავდასხმებს განახორციელებს, რადგან, როგორც ვთქვი, ჯერ იყო საქართველო 2008 წელს, შემდეგ ყირიმი 2014-ში, შემდეგ აღმოსავლეთ დონბასი, შემდეგ მინსკი 1, მინსკი 2 და მთელი ეს დრო რუსეთი უფრო შორს წავიდა და შემდეგ მათ ჰქონდათ პაუზა. აღადგინეს თავიანთი ძალები და შემდეგ დაიწყეს სრულმასშტაბიანი შეჭრა. ამდენად, ერთი მხრივ, 2014 წლის ზამთრის შემდეგ იყო რუსეთის მუდმივი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა პირობა ნამდვილად არ იყო დაცული... როდესაც უკრაინაში ბრძოლები დასრულდება, ჩვენ გვჭირდება გარანტიები, რომ ეს არის დასასრული; რომ ის აქ ჩერდება. ჩვენ უნდა ავაშენოთ მომავალი უკრაინის შეიარაღებული ძალები, რათა მათ შეძლონ მომავალში რუსული აგრესიის შეკავება. მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და უსაფრთხოების საბოლოო გარანტია არის მეხუთე მუხლი, NATO... ეს ყველაფერი ეხება უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფას,“ განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.