თეგი: ფინანსური კრიზისი
ჯოზეფ ბორელი: უკრაინაში კონფლიქტმა, შესაძლოა, გლობალური ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა შესაძლოა, გლობალური ფინანსური კრიზისის პროვოცირება გამოიწვიოს. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ნიუ-იორკში, გაეროს 77-ე ასამბლეის ფარგლებში არაოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა. ბორელის განცხადებით, კონფლიქტი უკრაინაში, ქვეყნის ფარგლებს სცილდება. „უკრაინელები იბრძვიან. უკრაინის ქალაქებზე სარეკეტო იერიშები ხორციელდება. დანარჩენი მსოფლიო შეწუხებულია ენერგორესურსებზე და პროდუქციაზე ფასების ზრდის გამო. იზრდება დაუცველობის განცდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის „შესანიშნავი ქარიშხალი“, რადგან ომის შედეგად გამოწვეული მაღალი ენერგეტიკისა და სურსათის ფასები იწვევს მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისის პროვოცირებას,” - განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პრობლემები ევროკავშირის სანქციების გამო წარმოიშვა. ბორელმა აღნიშნა, რომ ეს საკითხები შედის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დღის წესრიგში.