თეგი: ფინანსური სანქციები
Moody's: რუსეთს მაისის დასაწყისში დეფოლტი ემუქრება
საერთაშორისო რეიტინგების სააგენტო Moody's-ის ცნობით, რუსეთმა დოლარის ობლიგაციები რუბლით დაფარა, რაც პირველადი კონტრაქტებით არ იყო გათვალისწინებული. „რუსეთმა ორი ობლიგაცია რომელთა დაფარვის ვადა 2022 და 2042 წლებში იწურებოდა დოლარის ნაცვლად რუბლში დაფარა, რაც შეთანხმების პირობებისა და პირველადი კონტრაქტების ცვლილებას ნიშნავს. Moody's-ის თანახმად, ეს უკვე დეფოლტია თუ ვითარება 4 მაისამდე არ შეიცვლება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. ამასთან, ობლიგაციების კონტრაქტები აშშ დოლარის გარდა, სხვა ვალუტით გადაფარვას არ ითვალისწინებს . რუსეთმა 2018 წელს ობლიგაციები რუბლის ოფციით გამოუშვა, თუმცა ეს არ ეხება „რუსეთი 2022“-ისა და „რუსეთი 2042“ -ის ბონდებს. ობლიგაცია არის მთავრობების, კომპანიების, ბანკების, კომუნალური და სხვა მსხვილი პირების მიერ გაცემული ფიქსირებული საპროცენტო ფინანსური აქტივი. ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამომშვები იურიდიული პირის, ანუ ემიტენტის სასესხო ვალდებულებაა. ობლიგაციის მფლობელი, იგივე ინვესტორი იღებს მასზე მითითებულ ნომინალურ ღირებულებას, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში. ასევე – სარგებელს, დადგენილი პერიოდულობით. ობლიგაციის გამოშვებით ემიტენტი იღებს ვალს, რომელსაც, როგორც წესი, კუპონების გაცემით და ობლიგაციის დაფარვის მომენტში სრული თანხის დაბრუნებით ფარავს. დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ- ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს. დეფოლტი შეიძლება გამოაცხადოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ასევე კომპანიამ და ქვეყანამ. ყველაზე ხშირად ტერმინი დეფოლტი სწორედ ქვეყანასთან მიმართებით გვხვდება. ადამიანის ან კომპანიის მიერ ვალის ვერგადახდისას უფრო ტერმინ „ბანკროტს“, იმავე გაკოტრებულს იყენებენ. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა S&P: რუსეთმა შიდა ვალზე დეფოლტი გამოაცხადა S&P Global Ratings-მა „შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა