თეგი: ფინეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

შვედეთი და ფინეთი კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, ამის შესახებ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს. „რუსეთის ომი სუვერენული ევროპული ერის წინააღმდეგ, საფრთხეში აყენებს ევროპის უსაფრთხოების წესრიგს. უსაფრთხოების ამ ცვალებად გარემოში ფინეთი და შვედეთი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს თანამშრომლობას", - განუცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა ჟურნალისტებს ჰელსინკში შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. შვედეთსა და ფინეთს ძლიერი ისტორიული კავშირები და მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა აქვთ, მათ შორის არის ერთობლივი წვრთნები და ინფორმაციის გაზიარება. აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და სკანდინავიური ქვეყნები „დაიწყებენ მკაფიო პროცესს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად“.  

ოლაფ შოლცი: გერმანია NATO-ში ფინეთის გაწევრიანების ინტერესს მიესალმება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ფინეთის მიერ NATO-ში გაწევრიანების ნებისმიერ ინტერესს მიესალმება. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, ეს საკითხი უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დღეს ფინეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, დაუჭერს თუ არა გერმანია მხარს ფინეთს, თუ ეს სახელმწიფო ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ოლაფ შოლცმა უპასუხა, რომ ფინეთსა და NAT0-ს შორის თანამშრომლობა უკვე არსებობს. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ამ საკითხს განიხილავს. ამასთან სანა მარინმა გერმანიასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ ვლადიმერ პუტინის ომის დაფინანსება და რუსეთიდან წიაღისეული საწვავის შესყიდვაზე უარი თქვან.  „ეს უნდა შეწყდეს... დარწმუნებული ვარ, რომ გერმანია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცდილობენ სხვა გზების პოვნას,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.  ცნობილია, რომ ფინეთი, ცივი ომის დროს ისტორიულად ნეიტრალურობას ინარჩუნებდა. ამასთან, ეს სახელმწიფო ევროკავშირის წევრია, მაგრამ NATO-ს წევრი არ არის. ბოლო წლებში ფინეთმა გააძლიერა თანამშრომლობა დასავლურ სამხედრო ალიანსთან და მისი თავდაცვის ძალების პოლიტიკა NATO-სთან თავსებადობას ეფუძნება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობას ინარჩუნებს. ფინეთი და შვედეთი პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ სხვადასხვა აქტივობაში 1994 წლიდან არიან ჩართულები. ასევე წაიკითხეთ ფინეთმა F-35-ის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან $9,4 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

ფინეთი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას აჩერებს

ფინური ოპერატორის VR Group-ის განცხადებით, 28 მარტიდან შეაჩერებს სარკინიგზო მიმოსვლას რუსეთსა და ფინეთს შორის, რომელსაც Allegro-ს მატარებლები ახორციელებენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.  Allegro-ს მატარებლები რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ ჰელსინკისა და სანქტ-პეტერბურგს შორის. 24 მარტს მინისტრმა კერძო საკუთრების საკითხებში ტიტი ტუპურაინენმა ფინესთის სახელმწიფო რკინიგზას განცხადებით მიმართა, რომ რუსეთის მიმართულებით მატარებლების შემდგომი გადაადგილება მიზანშეწონილი არაა.   საგულისხმოა, რომ რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია "რუსეთის რკინიგზა" აშშ-ისა და ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა. Allegro-ს მართავს VR-ისა და რუსეთის რკინიგზის Karelian Trains-ის ერთობლივი საწარმო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

ფინეთის რკინიგზის კომპანია VR Transpoint-ი 27 მარტიდან რუსეთიდან მატარებლების მიღებას აჩერებს

ფინეთის რკინიგზის კომპანია VR Transpoint-ი (სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორის, VR Group-ის შვილობილი კომპანია სატვირთო გადაზიდვებში) 27 მარტიდან აჩერებს რუსეთიდან მატარებლების მიღებას. „რუსეთის რკინიგზის წინააღმდეგ სანქციების გამო აღმოსავლეთისკენ მოძრაობის გაგრძელება შეუძლებელია. VR Group-ი ვალდებულია, დაიცვას დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციები,“ განაცხადა VR Transpoint-ის პრეზიდენტმა მარტი კოსკინენმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კვლევა: ფინეთის მოსახლეობის 61% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას

ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.  კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგია 16%, ხოლო 23%-ს უჭირს პასუხის გაცემა. NATO-ში გაწევრიანების მიამრთ ფინეთის მოქალაქეთა მხარდაჭერის მაჩვენებელი ყველაზე მაღალ დონეზეა მას შემდეგ, რაც გამოცემამ დაიწყო ამ გამოკითხვების ჩატარება. წინა გამოკითხვაში, რომელიც 18-დან 23 მარტამდე პერიოდში ჩატარდა, NATO-ს მხარდამჭერთა რაოდენობა 54%-ს შეადგენდა. რუსეთი ემუქრება ფინეთს და შვედეთს, თუ სახელმწიფოები შეუერთდებიან ალიანსს. ცოტა ხნის წინ, ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში ორი ვარიანტი აქვს - გაწევრიანდეს NATO-ში ან გააძლიეროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შვედეთსა და შეერთებულ შტატებთან. NATO ამბობს, რომ ალიანსის კარი ფინეთისთვის ღიაა. ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს. 

ფინეთის პრემიერ-მინისტრი: NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ გაზაფხულზე მივიღებთ

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ სწრაფად უნდა მივიღოთ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სანა მარინმა  ეს განაცხადება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გააკეთა.  სანა მარინის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ აიძულა ჰელსინკი, გადაეხედა თავის უსაფრთხოების პოლიტიკისთვის და ეღიარებინა, რომ „რუსეთი არ არის ის მეზობელი, რომელიც ჩვენ გვეგონა“. „NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ საფუძვლიანად, მაგრამ სწრაფად, ფაქტობრივად, ამ გაზაფხულზე", - განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უახლოეს კვირებში გაწევრიანების შესახებ დისკუსიებისას, გამოაცხადებს თავის პირად პოზიციას NATO-ს მიმართ. 2 აპრილს, ჰელსინკიში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგატები შეიკრიბნენ, რათა ჩამოეყალიბებინათ პარტიის პოზიცია NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უკრაინაში ომის ფონზე, ფინეთის მოსახლეობაში NATO-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა იზრდება. ცოტა ხნის წინ, ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში ორი ვარიანტი აქვს - გაწევრიანდეს NATO-ში, ან გააძლიეროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შვედეთსა და შეერთებულ შტატებთან. რუსეთი ემუქრება ფინეთს და შვედეთს, თუ სახელმწიფოები შეუერთდებიან ალიანსს. NATO ამბობს, რომ ალიანსის კარი ფინეთისთვის ღიაა. ასევე წაიკითხეთ  კვლევა: ფინეთის მოსახლეობის 61% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს

The Times-ი: ფინეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 2022 წლის ივნისში გააკეთებს

ფინეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 2022 წლის ივნისში გააკეთებს, მის შემდეგ კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილის შესახებ კი შვედეთი გამოაცხადებს. ამის შესახებ The Times-ი წერს. როგორც მედია წერს, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სკანდინავიის ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება იყო მოლაპარაკებების და მრავალი შეხვედრის საგანი გასულ კვირას ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დროს, რომელსაც მოწვეული სტუმრების სახით შვედეთი და ფინეთი ესწრებოდნენ. ნეიტრალური სტატუსი მქონე ფინეთისა და შვედეთის ბლოკში გაწევრიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აქტიურად განიხილება. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული გეგმები თუ განხორციელდება, ფინეთი გახდება ქვეყანა, რომელსაც NATO-ს წევრებს შორის რუსეთთან ყველაზე გრძელი (1340 კმ) საერთო საზღვარი ექნება.

ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს

ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას კვირებში მიიღებს და არა თვეებში, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რამე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. „ყველა საპარლამენტო ჯგუფს და ასევე პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში. ჩვენ გავაღრმავეთ პარტნიორობა ნატო-სთან ერთად მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია. განსხვავება პარტნიორობასა და წევრობას შორის ძალიან ნათელია და ასე დარჩება. არ არსებობს სხვა გზა, რომ გქონდეს უსაფრთხოების გარანტიები, გარდა NATO-ს შეკავებისა და საერთო თავდაცვის პირობებში, რაც გარანტირებულია NATO-ს მე-5 მუხლით. ეს არის დებატები, რომელიც უნდა გაიმართოს პარლამენტში. დასკვნა ახლა პარლამენტს გადაეცემა, რომელიც დამუშავებას სწორედ აღდგომის შესვენების შემდეგ დაიწყებს“, – თქვა სანა მარინმა.

დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი

რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი, განათავსოს მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან NATO-ს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „ალიანსი მზად არის, მიიღოს ისინი ფაქტიურად „თეთრი ხელის ქვეშ“- უმოკლეს დროში და მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურების პირობებში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უფრო მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგე ეყოლება. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამას? პასუხი ნათელია: ემოციების გარეშე, ცივი თავით. რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი, განათავსოს მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან NATO-ს“ – თქვა მედვედევმა. ასევე წაიკითხეთ: ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი: რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია

რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია, - ასე გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის კომენტარს, რომელიც NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესაძლებლობას შეეხებოდა. „რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია. კალინინგრადი მრავალი წელია რაც ძალიან მილიტარიზებული ზონაა და ის ბალტიის რეგიონშია. მჯერა, რომ ამ ქვეყნების NATO-ს წევრებად ყოფნა, მართლაც, მნიშვნელოვნად გააძლიერებს როგორც ალიანსს, ასევე ამ ქვეყნებს და ჩვენს უსაფრთხოებას“, - განუცხადა შიმონიტემ ჟურნალისტებს. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის მუქარები სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ახალი არ არის

შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე, - ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის კომენტარს, რომელიც NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესაძლებლობას შეეხებოდა. „რუსეთის მუქარები სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ახალი არ არის და მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ერთიანობას. შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე - გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს რასაც გადაწყვეტენ“, - დაწერა ტრასმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს

NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ

NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ. ლატვიური გამანადგურებელი LVNS Virsaitis, ესტონური ENS Sakala და ჰოლანდიური HNLMS Schiedam-ი, ფინეთის საზღვაო ფლოტთან ერთად, წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ორდღიანი წვრთნები, რომელიც 28 აპრილს დაიწყება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინური მედიის ინფორმაციით, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს, სავარაუდოდ, მაისში წარადგენენ. ფინეთი NATO-სთან 1994 წლიდან თანამშრომლობს და ალიანსის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობას 2014 წელს, მას შემდეგ შეუერთდა, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.  

Reuters-ი: ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ

ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს. როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების შესაძლო პროცესის მიმდინარეობისას. არსებული ინფორმაციით, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები აპირებენ, რომ 16 მაისის კვირაში შეხვდნენ და ამის შემდეგ, საჯაროდ გამოაცხადონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს  

NATO-ს გენერალური მდივანი: ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით

ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით, თუ ისინი განაცხადს გააკეთებენ,- ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ მათ NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით. ფინეთი და შვედეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, Reuters-მა 26 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს  

ცნობილია, როდის გამოაცხადებს ფინეთი NATO-ს წევრობაზე გადაწყვეტილებას

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა, რომ თვის გადაწყვეტილებას ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ 12 მაისს გამოაცხადებს. ხოლო ხელისუფლების გადაწყვეტილება 14 მაისს გახდება ცნობილი. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად. ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შეცვლილ ვითარებაზე. საული ნიინისტემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მოქმედებებზე და სამხედრო სიმძლავრეების გამოყენებაზე, რაც შეშფოთებას იწვევს. შვედური გამოცემა Expressen-ის ცნობით, შვედეთი და ფინეთი გეგმავენ NATO-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთებას 17-21 მაისს. 25 აპრილს NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ. ლატვიური გამანადგურებელი LVNS Virsaitis, ესტონური ENS Sakala და ჰოლანდიური HNLMS Schiedam-ი, ფინეთის საზღვაო ფლოტთან ერთად, წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ორდღიანი წვრთნები, რომელიც 28 აპრილს დაიწყება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა.

ფინეთი: რუსეთმა წელს მეორედ დაარღვია ფინეთის საჰაერო სივრცე იმ ფონზე, როდესაც ჰელსინკი NATO-ში გაწევრიანებას განიხილავს

რუსული არმიის ვერტმფრენმა (Mi-17) ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ეს რუსეთის მიერ ფინეთის საჰაერო სივრცის მეორე დარღვევაა წელს, აპრილის შემდეგ. ორივე მათგანი უკრაინაში ომის შემდეგ მოხდა. ექსპერტები საუბრობენ, რომ ფინეთი და შვედეთი, სავარაუდოდ, რუსეთის სამიზნეები გახდებიან, რადგან ეს ქვეყნები NATO-ში გაწევრიანებას განიხილავენ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, NATO-ს წევრმა დანიამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა განაცხადა. მანამდე, მსგავსი ბრალდებით რუსეთის მიმართ შვედეთი გამოვიდა. „ეს სრულიად მიუღებელი და უკიდურესად შემაშფოთებელია არსებულ ვითარებაში“, - განაცხადა კოფოდმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრისას. შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს დანიური მხარე აცხადებს, რომ სადაზვერვო თვითმფრინავი მათ საჰაერო სივრცეში მოკლე ხნით იმყოფებოდა, დანიის F-16 თვითმფინავებმა კი, რეაგირება მოახდინეს. აღსანიშნავია, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. გერმანიის კანცლერი შვედეთს და ფინეთს მხარდაჭერას ჰპირდება, თუ ისინი NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტენ. ოლაფ შოლცის თქმით, ფინეთს და შვედეთს შეუძლიათ, გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ, თუ ისინი NATO-ში შესვლას მოითხოვენ. ოლაფ შოლცმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ბერლინის მახლობლად, მინისტრთა კაბინეტის ორდღიან შეხვედრაზე უმასპინძლა. ოლაფ შოლცი: სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს Reuters-ის ინფორმაციით, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას NATO-ში შესაძლო გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობისას.  

შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს

უნდა მიმართოს თუ არა შვედეთმა გაწევრიანების განაცხადით  NATO-ს, ამასთან დაკავშირებით, შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატების პოზიცია 15 მაისს გახდება ცნობილი. ამის შესახებ AFP ოფიციალურ კომენტარზე დაყრდნობით წერს. თუ სოციალ-დემოკრატები მხარს დაუჭერენ ალიანსში გაწევრიანებას, ეს იქნება მკაფიო განაცხადი საპარლამენტო უმრავლესობისგან, იმ ფონზე, თუ მეზობელი ფინეთი, რომლის გადაწყვეტილება ასევე მოსალოდნელია უახლოეს დღეებში, გაწევრიანების განაცხადს წარადგენს. ოლაფ შოლცი: ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს ფინეთის სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ასევე მმართველი პარტიას წარმოადგენენ, სავარაუდოდ, 14 მაისს გამოაცხადებენ თავიანთ პოზიციას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა გადახედეს დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულ შეხედულებებს, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 20 აპრილს გაზეთ Aftonbladet-ში Demoskop-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვედების 57% მხარს უჭერს NATO-ში  გაწევრიანებას, მარტში ეს მაჩვენებელი 51% იყო.

ფინეთი ჩინეთიდან საქართველოს გავლით სატვირთო მარშრუტს იწყებს

ფინეთის მთავარმა სატვირთო ოპერატორმა Nurminen Logistics-მა ჩინეთიდან პირველი საკონტეინერო მარშრუტის გაშვების შესახებ გამოაცხადა, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს, იუწყება რუსული მედია კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით. მისივე თანახმად, ჩინეთიდან ტრანსკასპიურ მარშრუტზე პირველი მატარებელი დღეს, 10 მაისს გამოემგზავრა. მისი მარშრუტი ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გავლით გადის. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მარშრუტი ორ წელიწადში, პრაქტიკულად, ნულიდან აშენდა. მნიშვნელოვანი ძალისხმევა კი, ყაზახეთმა და სხვა დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა გასწიეს.  

ბრიტანეთი შვედეთსა და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება

გაერთიანებული სამეფო შვედეთსა და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შვედეთსა და ფინეთში ვიზიტისას ორივე ქვეყანასთან ხელი მოაწერა უსაფრთხოების დეკლარაციებს. ჯონსონის თქმით, შეთანხმებების თანახმად, „კატასტროფის შემთხვევაში, ან რომელიმე ჩვენგანზე თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით.“ ჯონსონის თქმით, დახმარება „დამოკიდებული იქნება მეორე მხარის მოთხოვნაზე“. გაერთიანებული სამეფოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი შეთანხმებები გააძლიერებს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას და დააჩქარებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და ჯარების განლაგებას. შვედეთი და ფინეთი ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს დიდ ბრიტანეთთან და არიან ერთობლივი საექსპედიციო ძალების ნაწილი, მრავალეროვნული სამხედრო კოალიცია, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფს შორეული ჩრდილოეთის, ჩრდილო ატლანტიკური და ბალტიის ზღვის რეგიონებში. თუმცა, უკრაინის ომმა გააძლიერა შიში სტოკჰოლმსა და ჰელსინკში, რომ ორმხრივი შეთანხმებები არ ჩაანაცვლებს NATO-ს  წესდების მე-5 მუხლს, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება, როგორც თავდასხმა ყველაზე. უახლოეს დღეებში შვედეთი და ფინეთი გამოაცხადებენ თავიანთ განზრახვებს ნატოში შესაძლო შესვლის შესახებ. ასევე წაიკითხეთ შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს ცნობილია, როდის გამოაცხადებს ფინეთი NATO-ს წევრობაზე გადაწყვეტილებას

ფინეთის პრეზიდენტი NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. „ჩემი გზავნილი მკაფიოა, ფინეთი უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ეს ზიანს არავის მიაყენებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.  ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ ოლაფ შოლცი: გერმანია NATO-ში ფინეთის გაწევრიანების ინტერესს მიესალმება  

ზელენსკი NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის მზადყოფნას მიესალმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან განიხილა. ზელენსკი ასევე მიესალმა ფინეთის მზადყოფნას, გაწევრიანდეს NATO-ში.  ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებდა. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.  კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.   

დიმიტრი პესკოვი: ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, რუსეთისთვის საფრთხეა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, NATO-ში გაწევრიანების შესახებ ფინეთის ხელისუფლების პოზიციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ფინეთის ალიანსში გაწევრიანება რუსეთს საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „NATO-ს მორიგი გაფართოება, ჩვენს კონტენტს უფრო სტაბილურსა და უსაფრთხოს ქმნის. ყოველთვის განვიხილავთ და ვაანალიზებთ სხვადასხვა ვარიანტებს“, - აღნიშნა პესკოვმა.  მან ასევე განაცხადა, რომ, რუსეთი სპეციალურ ანალიზს ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შემდეგ გააკეთებს, რათა უსაფრთხოების სპეციალური ზომები შეიმუშაოს.  12 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ფინეთის პარლამენტარებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი. გუშინ, სკანდინავიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ალიანსში გაწევრიანების შესახებ, მომავალი კვირის დასაწყისში ერთდროულად განაცხადებენ. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება. იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებდა. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.  

იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი

ფინეთი NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მას თბილად მიესალმებიან NATO-ში, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც NATO სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ფინეთი NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთის გაწევრიანება NATO-ში აჩვენებს, რომ "NATO-ს კარი ღიაა და რომ ფინეთი თავად წყვეტს თავის მომავალს". 12 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.  

ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს ოლაფ შოლცი: ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს „NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა NAT0-ში გაწევრიანება პირველად მოითხოვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საჭირო ეროვნულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება მიღებული“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაში. NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ფინეთის პარლამენტარებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი. გუშინ, სკანდინავიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ერთდროულად განაცხადებენ ალიანსში გაწევრიანებას მომავალი კვირის დასაწყისში. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მოჰყვება რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები.  ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.   

ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს

რუსეთი ამჯერად ჰელსინკს ემუქრება NATO-ში გაწევრიანების ნების დაფიქსირების გამო. საპასუხოდ, ფინეთი აფიქსირებს პოზიციას, რომ ალიანსში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და პუტინს ურჩევენ, სარკეში ჩაიხედოს. „NATO-ში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს მათ გამოიწვიეს. ჩაიხედონ სარკეში", -. უპასუხა ფინეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც NATO-ში მისი ქვეყნის გაწევრიანებაზე რუსეთის შეშფოთებას ეხებოდა. „რადიკალური ცვლილება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში“, - ასე აღწერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთის ნაბიჯს თავის განცხადებაში. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი ზელენსკი NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის მზადყოფნას მიესალმა სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს. 

14-15 მაისს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ბერლინი უმასპინძლებს. ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს არაფორმალურ სამუშაო შეხვედრას ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრებიან. როგორც ცნობილია, უნდა მიმართოს თუ არა შვედეთმა გაწევრიანების განაცხადით NATO-ს, ამასთან დაკავშირებით, შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატების პოზიცია 15 მაისს გახდება ცნობილი. ფინეთის სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ასევე მმართველი პარტიას წარმოადგენენ, სავარაუდოდ, 14 მაისს გამოაცხადებენ თავიანთ პოზიციას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა გადახედეს დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულ შეხედულებებს, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 20 აპრილს გაზეთ Aftonbladet-ში Demoskop-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვედების 57% მხარს უჭერს NATO-ში  გაწევრიანებას, მარტში ეს მაჩვენებელი 51% იყო.  

რუსეთი, ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას უჩერებს

რუსეთი ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას 14 მაისიდან შეუჩერებს. მიზეზად რუსეთის ენერგეტიკული კომპანია „ინტერრაო“ ელექტროენერგიის საფასურის დავალიანებას ასახელებს.  ფინეთის ელექტროენერგიის ქსელის ოპერატორი Fingrid „ინტერრაოს “ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ დეფიციტს შვედეთიდან იმპორტით შეავსებს და ელექტროენერგიის ადგილობრივ გამომუშავებას გაზრდის. ფინეთი, ენერგოდეფიციტის შესავსებად, რუსეთისგან საჭირო ელექტროენერგიის 10%-ს ყიდულობს. ცნობისათვის, 12 მაისს, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. 

ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია

თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ოფიციალურად უჭერს მხარს გაფართოებას, მისმა წინააღმდეგობამ შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას შვედეთსა და ფინეთს, რადგან ახალი წევრების მიღებას ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდებათ. „შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდებით, მაგრამ  პოზიტიური შეხედულებები არ გვაქვს“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბულში და დაამატა, რომ თავის დროზე, საბერძნეთის წევრად მიღება NATO-ს შეცდომა იყო. „ჩვენ, თურქეთს, არ გვინდა მსგავსი შეცდომების გამეორება. გარდა ამისა, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია", - განაცხადა ერდოღანმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი ზელენსკი NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის მზადყოფნას მიესალმა სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.   

რუსეთის მეზობელმა ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს

პრეზიდენტმა საული ნიინისტომ 15 მაისს დაადასტურა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანების განაცხადს წარადგენს. ფინეთის პრეზიდენტს განაცხადის წარდგენის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ზოგიერთი წყარო იტყობინება, რომ ოფიციალური განაცხადის წარდგენა შესაძლოა, დღეს მოხდეს. „დღეს ჩვენ, პრეზიდენტმა და სამთავრობო საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა ერთად გადავწყვიტეთ, რომ ფინეთი NATO-ს, წევრობისთვის მიმართავს, განუცხადა ნიინისტომ ჰელსინკის პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ ჟურნალისტებს. თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს ნიინისტომ და პრემიერ მინისტრმა სანა მარინმა ხუთშაბათს, 12 მაისს განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ ალიანსში გაწევრიანებას, რითაც მწვანე შუქი აუნთეს განაცხადის წარდგენას. ნიინისტომ შაბათს დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების გეგმების შესახებ ესაუბრა. პუტინის თქმით, ასეთი ნაბიჯი ზიანს აყენებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებს. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.  

NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიას მომზადებული აქვს ყველაფერი ფინეთის გასაწევრიანებლად სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის. Reuters-ის ცნობით, ბერლინის შეხვედრაზე ბევრმა მოკავშირემ მხარი დაუჭირა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას, ამასთან, ხაზს უსვამენ, მათი წევრობის შესახებ წინადადებების სწრაფი რატიფიცირების აუცილებლობას, რასაც როგორც წესი, ერთ წლამდე პერიოდი სჭირდება. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ, რაც, არ უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი, ნაცრისფერი ზონა, სადაც მათი სტატუსი გაურკვეველია. თუ ეს ორი ქვეყანა NATO-ს წევრობას გადაწყვეტს, მათი გაწევრიანება მალე უნდა მოხდეს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ბერბოკი გულისხმობდა რატიფიკაციის პერიოდს, რომლის დროსაც სკანდინავიური ქვეყნები ჯერ კიდევ არ იქნებიან დაცული NATO-ს მე-5 მუხლით, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ყველაზე. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.  

ბლინკენი: შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ კონსენსუსს მივაღწევთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბერლინში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ „თითქმის ყოვლისმომცველი ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“ მოისმინა. ბლინკენი დარწმუნებულია, რომ NATO-ს ქვეყნები ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხზე კონსენსუსს მიაღწევენ. „აშშ მტკიცედ დაუჭერს მხარს NATO-ს შვედეთის ან ფინეთის განცხადებას, თუ ისინი გადაწყვეტენ ოფიციალურად მიმართონ ალიანსს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ კონსენსუსს“, - ამბობს ბლინკენ. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.  

ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბერლინში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ. ამასთან, უზრუნველყონ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და გააუქმონ თურქეთისთვის ექსპორტის აკრძალვები. ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი არავის ემუქრება, მაგრამ საუბრობს შვედეთის მხრიდან ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდაჭერაზე. ანკარა PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს. რუსეთის მეზობელმა ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს თურქეთი დიდი ხანია, სკანდინავიურ ქვეყნებს, განსაკუთრებით შვედეთს ექსტრემისტული, ქურთული ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს. იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წევრები შეძლებენ საერთო ენის პოვნას. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NATO პატივს სცემს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებებს, მაგრამ თურქეთი ასევე მნიშვნელოვანი მოკავშირეა.  

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება

თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას, რომლებიც მხარს უჭერენ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“, (ანკარა PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს), – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა ბერლინში, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. ამასთან, ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ​თავიდანვე მხარს უჭერდა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. „თუნდაც წარსულში, როდესაც NATO-ს რამდენიმე წევრი წინააღმდეგი იყო ზოგიერთი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების, ჩვენს რეგიონსა და დასავლეთ ბალკანეთში, მხარს ვუჭერდით მათ გაწევრიანებას. მაგრამ NATO არ არის კავშირი, არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს არის ალიანსი. ამიტომ საქმე ეხება არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ ასევე არის სოლიდარობა, როდესაც ეს მოკავშირეებს სჭირდებათ. მაშასადამე, პრობლემა არის ის, რომ ეს ორი ქვეყანა (შვედეთი და ფინეთი), ღიად უჭერს მხარს „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“. ისინი ტერორისტული ორგანიზაციები არიან და ყოველდღიურად ესხმიან თავს ჩვენს ჯარისკაცებს. ამიტომ, მიუღებელი და აღმაშფოთებელია, რომ ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები მხარს უჭერენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს,“ – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიწვეულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ NATO-ს მოკავშირეებთან სამუშაო სესიაში 14 მაისს. მინისტრთა შეხვედრები 15 მაისს კი, მხოლოდ მოკავშირეებისთვის გაიმართება. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.

ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა

ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, შაბათს სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტის ოფისმა განცხადება გაავრცელა. ფინეთის პრეზიდენტმა პუტინს უთხრა, რომ 2021 წლის ბოლოს, რუსეთის მიერ შეუქცევადად გაჟღერებულმა მოთხოვნამ, რომ დაიბლოკოს ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე 2022 წლის თებერვალში, ფინეთის უსაფრთხოების გარემო შეცვალა. „საუბარი იყო პირდაპირი და ესკალაციის გარეშე წარიმართა“, - იუწყება სახელმწიფოს მეთაური პრეს-რელიზში. როგორც ნიინისტომ აღნიშნა, პრეზიდენტ პუტინს 2012 წელს მათი პირველი შეხვედრისას უთხრა, რომ თითოეული სუვერენული სახელმწიფო მაქსიმალურად იცავს საკუთარ უსაფრთხოებას. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა ფინელ კოლეგას განუცხადა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რომელმაც შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს. შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს ოლაფ შოლცი: ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა NAT0-ში გაწევრიანება პირველად მოითხოვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საჭირო ეროვნულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება მიღებული“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაში. NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ფინეთის პარლამენტარებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი. გუშინ, სკანდინავიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ერთდროულად განაცხადებენ ალიანსში გაწევრიანებას მომავალი კვირის დასაწყისში. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილ ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მოჰყვება რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები. ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.   

ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს „ერთი თვის წინ თურქეთის პრეზიდენტს ვესაუბრე, მან თავად მითხრა, რომ იცოდა ფინეთის გეგმების შესახებ და განაცხადა, რომ პროცესს შეაფასებდა დადებითად, ახლა კი მათ ნეგატიურ პასუხს ვიგებთ. მე თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე და ერდოღანი მოხარული იყო მადლობით. ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო პასუხი, მზად ვარ, ისევ ვესაუბრო პრეზიდენტს იმ პრობლემებზე, რომლებიც მან წამოჭრა. 30 წელია, NATO-ს წევრობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ გადაწყვეტილებას წევრობაზე ახლა ვიღებთ“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია - შვედეთის პრემიერი გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.  

"ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, მათი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საპასუხო რეაქციას მაინც იწვევს", - ამის შესაებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ვლადიმერ პუტინი: ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, მათი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს „ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, მათი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საპასუხო რეაქციას მაინც იწვევს. სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება. საერთოდაც პრობლემა ცარიელ ადგილზე იქმნება, ამაზე შესაბამის რეაგირებას ვიქონიებთ“,- განაცხადა პუტინმა. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია - შვედეთის პრემიერი  

პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას

რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს ფინეთთან და შვედეთთან, მათი შემოსვლა NATO-ში, არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ОДКБ-ს სამიტზე განაცხადა. ამ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება "გამოწვევას საპასუხო რეაქციას", - განაგრძო პრეზიდენტმა. „რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას: დიახ, ეს არის პრობლემა, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად ხელოვნურადაა შექმნილი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.  რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს ამ ქვეყნებთან [შვედეთთან და ფინეთთან] და ამიტომ, ამ თვალსაზრისით, [NATO-ს] გაფართოება ამ ქვეყნების ხარჯზე არ ქმნის მყისიერ საფრთხეს, მაგრამ ამ რეგიონის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება უპირობო იქნება, ჩვენს პასუხს გამოიწვევს“, - განაცხადა პუტინმა. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკანდინავიის სახელმწიფოების ქმედებებმა შეიძლება დაამძიმოს „უკვე რთული ვითარება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში“. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა 16 მაისს, პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა დაადასტურა, რომ შვედეთი NATO-ს წევრობისთვის განაცხადს შეიტანს.  პრემიერი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი მხარდაჭერა შვედ ხალხშიც არსებობს. ბოლო გამოკითხვებით, ფინეთში მოსახლეობის 76% უჭერს მხარს, შვედეთის შემთხვევაში ალიანსიში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის.

ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ

Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის დასათანხმებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ.  ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი NATO-ში გაწევრიანებაზე შვედეთისა და ფინეთის განაცხადს არ დაეთანხმება. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დადებით პასუხს არ გავცემთ იმ ქვეყნებს, რომლებიც სანქციებს იყენებენ თურქეთის მიმართ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა როგორც ცნობილი გახდა, კანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის. თავის მხრივ. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. 16 მაისს, პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა დაადასტურა, რომ შვედეთი NATO-ს წევრობისთვის განაცხადს შეიტანს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი მხარდაჭერა შვედ ხალხშიც არსებობს. ბოლო გამოკითხვებით, ფინეთში მოსახლეობის 76% უჭერს მხარს, შვედეთის შემთხვევაში ალიანსიში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს.  სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.  „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა.

ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ფინეთის პარლამენტმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსში, NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენას მხარი დაუჭირა. ფინეთის პარლამენტის 188 დეპუტატმა NATO-ში ქვეყნის გაწევრიანებაზე განაცხადს მხარი დაუჭირა, ხოლო 8-მ საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.  ამასთან, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ. ამის შესახებ შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ NATO თურქეთთან უთანხმოების დაძლევას შეძლებს სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.  „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა.

NATO-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენის შემდეგ, შვედეთის და ფინეთის ლიდერებს ჯო ბაიდენი თეთრ სახლში მიიღებს

NATO-ში გაწევრიანების მოლოდინში მყოფი შვედეთის და ფინეთის ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდებიან. პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი და პრეზიდენტი საული ნიინისტო სავარაუდოდ,  ფინეთისა და შვედეთის NATO-ში განაცხადებს და ევროპულ უსაფრთხოებას და რუსეთის შეჭრის ფონზე უკრაინის მხარდაჭერას განიხილავენ, განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.  შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერეს.  სკანდინავიური ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადს ერთობლივად, 18 მაისს გადასცემენ. პროცესს თურქეთის დამოკიდებულებამ სკეპტიციზმი შესძინა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დარწმუნებულნი არიან, რომ მოკავშირეებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.    

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 18 მაისს ბრიუსელში მიიღო ფინეთისა და შვედეთის ელჩებისგან განაცხადი ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. 17 მაისს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ ხელი მოაწერა შვედეთის განცხადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ. იმავე დღეს ფინეთის პარლამენტმა ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება 188 მომხრე და რვა წინააღმდეგი ხმით დაამტკიცა. ქვეყნების განაცხადებს NATO-ს საბჭო განიხილავს, რის შემდეგაც შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება ალიანსის 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს. თურქეთის ხელისუფლებამ უკვე წამოაყენა პირობების სია, რომლითაც ისინი დათანხმდებიან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. Bloomberg-ის ცნობით, თურქეთი შვედეთსა და ფინეთს სთხოვს PKK-ის და მისი ფილიალების ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებას. ქვეყანა ასევე ელოდება F-16 გამანადგურებლების ახალ პარტიას და კვლავ F-35 გამანადგურებლების მიწოდების პროგრამაში მოხვედრას. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას. 

რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. სკანდინავიური ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადს ერთობლივად, 18 მაისს გადასცემენ. პროცესს თურქეთის დამოკიდებულებამ სკეპტიციზმი შესძინა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დარწმუნებულნი არიან, რომ მოკავშირეებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ. ანკარის საპასუხოდ, დიალოგის სურვილი გამოთქვა შვედეთმა და დელეგაციის ვიზიტიც დაგეგმა თურქეთში, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტისგან პირდაპირი უარი მიიღო. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ რას ნიშნავს თურქეთის პოზიცია NATO-სთვის, რა ბერკეტები აქვს მას და როგორ და რა პირობებით შეუძლია ალიანსს, მაინც მიაღწიოს კონსენსუსს თურქეთის პოზიციის მიუხედავად. ამ საკითხებში გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტებთან შეეცადა. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე შეთანხმება მიიღწევა, თუმცა გარკვეულ პირობებზე მოლაპარაკებების და ქვეყნების მიერ დათმობებზე წასვლის გზით. „მოგეხსენებათ, ანკარას შვედეთთან და ფინეთთან ჯერ კიდევ მაშინ დაეძაბა ურთიერთობები, როდესაც თურქეთში გადატრიალების მცდელობა იყო. თურქეთში ფეთჰულა გულენის მომხრეების დევნის გამო ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვა. გაჩნდა ეჭვები, რომ თითქმის ნახევარი თურქეთი იყო ჩართული ამ გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში. ყველა, ვისაც სიმპათიები ჰქონდა გიულენის მიმართ და ასევე, უკმაყოფილო იყო ერდოღანის პოლიტიკით, ამ გადატრიალების მცდელობის მონაწილედ გამოაცხადეს. ზოგი გარიცხეს სამსახურიდან, ზოგიც გაიქცა ქვეყნიდან, ზოგი ციხეში მოხვდა ასე შემდეგ. მოკლედ, ერდოღანმა ძალიან მკაცრი ზომები მიიღო. ამ დროს, შვედეთი და ფინეთი თურქეთის წინააღმდეგ ძალიან მძლავრი კრიტიკით გამოვიდნენ. დაიწყეს თურქეთიდან დევნილი/ლტოლვილი ადამიანებისთვის თავშესაფრის უფლების მიცემა, ბევრიც პოლიტიკურ დევნილად აღიარეს. გარდა ამისა, შვედეთმა თურქეთს გარკვეული ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა, რაც თურქეთის გაღიზიანებას იწვევდა. ახლა, როდესაც შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების საკითხი დადგა, როგორც ჩანს, თურქეთის მთავრობამ ამ ბერკეტის გამოყენება გადაწყვიტა სკანდინავიის ქვეყნებზე ზეწოლისთვის. როგორც ჩანს, თურქეთის ძირითადი მიზანია, შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვან თურქეთიდან დევილთა შეფარებაზე, რომლებსაც თურქეთი კრიმინალებად თვლის. გარდა ამისა, ითხოვს სანქციების მოხსნას და უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას ამ ადამიანების მიმართ; მისი შეხედულებებისთვის ანგარიშის გაწევას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ თურქეთი ჩათვლის, რომ ეს ადამიანი კრიმინალია და დასაკავებელია, მაგალითად, ფინეთმა და შვედეთმა არ უნდა შეუშვან ისინი თავის ქვეყნებში. ასევე, თურქეთმა წამოსწია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) წევრთა საკითხი, რომელსაც ტერორისტებად თვლის. ძალიან ბევრი ქურთი, რომელიც ამ ორგანიზაციასთან კავშირშია მხილებული თურქეთის ხელისუფლების მიერ, ფინეთსა და შვედეთს აფარებს თავს. მგონია, რომ ამ მიმართულებით წარიმართება მოლაპარაკებები თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის, რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობას შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეებიც მიიღებენ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი და აშშ-ის მხრიდან თურქეთზე ზეწოლის განხორციელებას პროგნოზირებს. ექსპერტი ასევე ელის, რომ ევროკავშირის ქვეყნებიც გამოძებნიან გზებს და შესაძლოა, კიდევ ერთი საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში - მაგალითად, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების განახლება, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ შეჩერდა. არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხიც შეიტანონ მოლაპარაკებების დღის წესრიგში. ანალიტიკოსის პროგნოზით, თურქეთი როგორც ამბიციური სახელმწიფო, შეეცდება, რაღაც სარგებელი მიიღოს მისი ამ უფლებიდან, რომ ახალი წევრების მიღებას ვეტო დაადოს, თუმცა დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგება. „შეიძლება, რაღაცის დათმობა ყველას მოუწიოს, მათ შორის ამერიკელებს, ევროპელებს, შვედებს, ფინელებს. მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, თურქეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეარბილონ, უსაფრთხოების გარანტიების მიღებით და საბოლოო ჯამში, ეს ორი ქვეყანა აუცილებლად გაწევრიანდება NATO-ში“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია რაზე მიუთითა ერდოღანმა, როდესაც განაცხადა, რომ მასთან მოლაპარაკების მიზნით ჩასვლას აზრი არ აქვს. კახა გოგოლაშვილის დასკვნით, ერდოღანს შვედეთთან და ფინეთთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება სჭირდება.  „ერდოღანი ნაწყენია... დიპლომატიურ მოლაპარაკებებს თავისი წესი აქვს. როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტია, ყოველთვის შუამავალი აქტიურდება. იმთავითვე არ იმართება შეხვედრა. თურქებმა, რომლებსაც ძალიან დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვთ, კარგად იციან, რომ თუ ერდოღანი თავიდანვე დათანხმდებოდა შეხვედრას, მისი მოთხოვნების ფასი დაეცემოდა. ამრიგად, ვინმემ შუამავლის როლი უნდა იტვირთოს. იქნებიან ეს ამერიკელები, ფრანგები, გერმანელები თუ სხვა, არ ვიცი, მაგრამ ისეთი ქვეყანა უნდა იყოს, რომელსაც თურქეთთან კარგი ურთიერთობა და მასზე გარკვეულწილად, გავლენა აქვს“, - მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი.  ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია  აქედან გამომდინარე, ასკვნის, რომ შუამავლის მეშვეობით დიალოგის შემდეგ, მომენტი დადგება, როდესაც პირობებზე შეთანხმდებიან და ამის შემდგომ ჩატარდება შეხვედრაც. ექპერტის აზრით, ერდოღანის მხრიდან იმთავითვე დათანხმება იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ის პრაქტიკულად უარს ამბობს თავის პრინციპზე და მზად არის, აპატიოს ან მოილაპარაკოს ორივე ქვეყანასთან. „მას სჭირდება ორივე ქვეყანასთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ვინ შეიძლება, იტვირთოს ლიდერის ფუნქცია, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს იყოს შეერთებული შტატები, თუ გავითვალისწინებთ გარკვეულ დაძაბულ პერიოდს თურქეთსა და აშშ-ს  ურთიერთობებში? ექსპერტი ამ შეკითვის საპასუხოდ ამბობს, რომ ამერიკას თურქეთი კონსულტაციებზე უარს ვერ ეტყვის. „დიახ, ჰქონდათ გარკვეული დაძაბულობა ურთიერთობებში, თუმცა ამერიკას დიდი გავლენა აქვს თურქეთზე. ეს არის მნიშვნელოვანი და ამერიკას ვერ ეტყვის: „თავს ნუ შეიწუხებთ ჩამოსვლაზე“. შეიძლება, ბლინკენი წავიდეს, ან ოსტინი, უარს ვერ ეტყვის კონსულტაციებზე. მაგრამ ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, ვის აირჩევენ შუამავლად და შემდგომში როგორ შედგება მათ შორის კომუნიკაცია“.  თუ თურქეთმა აბსოლუტური უარი განაცხადა შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე, ექსპერტი სხვა გზასაც განიხილავს. კერძოდ, NATO-ს პარალელურად სხვა ალიანსის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც თურქეთი არ იქნება და სწორედ ამ ალიანსის ფარგლებში ექნებოდათ შესაძლებლობა შვედეთსა და ფინეთს, მიეღოთ უსაფრთხოების გარანტიები. აღნიშნავს, რომ ეს რთული პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოებისთვის შვედეთის და ფინეთის მიღება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ბალტიისპირეთის საკითხი დაიხურება რუსეთის შევიწროებით. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნები არიან, ორივე ძალიან დიდი სამხედრო ძალაა. შვედეთი თავისი საჰაერო ძალებით, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. ფინეთი - თავისი სახმელეთო არმიით, რომელსაც ძალიან დიდი არმია ჰყავს. მას ჰყავს 60 000-იანი პროფესიული ჯარი და სულ რამდენიმე დღეში შეუძლია, მისი გაზრდა 16 000-მდე. გარდა ამისა, ომის შემთხვევაში 9 00 000-მდე რეზერვის მოზიდვა შეუძლია. ამდენად, თითქმის მილიონამდე ადამიანის მობილიზება შეუძლია, რადგან რეზერვისტები არიან ძალიან კარგად მოტივირებულნი და გაწვრთნილნი. ამასთან, აქვს სრული შეიარაღება. არავინ დარჩება შეუიარაღებელი. უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე თუ განვიხილავთ, ეს ძალიან დიდი ძალაა და დიდი შესაძლებლობა აქვთ ფინეთს და შვედეთს, რომ დაიცვან თავი რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ინფორმაციისთვის, NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა. პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს  ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა  

იენს სტოლტენბერგი: ეს ისტორიული მომენტი უნდა გამოვიყენოთ

ყველა მოკავშირე თანხმდება NATO-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ყველა ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. NATO-ს გენერალური მდივანი შვედეთისა და ფინეთის მიერ განაცხადის წარდგენას მიესალმა. კარგი დღეა, კრიტიკულ მომენტში ჩვენი უსაფრთხოებისთვის. დიდი მადლობა ფინეთსა და შვედეთის გაწევრიანებაზე განაცხადების გადმოცემისთვის. ყველა ერს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. თქვენ უკვე გააკეთეთ თქვენი არჩევანი. თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და თქვენი გაწევრიანება NATO-ში, ჩვენს საერთო უსაფრთხოებას გაზრდის. თქვენ მიერ დღეს წარდგენილი აპლიკაციები ისტორიული ნაბიჯია. მოკავშირეები ახლა განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები. ჩვენ მოწადინებულნი ვართ, ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და სწრაფად მივიდეთ დასკვნებამდე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ მოკავშირეების არაერთი განცხადება, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებისთვის. NATO უკვე ფხიზლადაა ბალტიის ზღვის რეგიონში. NATO და მოკავშირეთა ძალები საჭიროებისამებრ გააგრძელებენ ადაპტაციას. ყველა მოკავშირე თანხმდება NATO-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.  რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.  შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს

რუსეთმა 34 ფრანგი, 27 ესპანელი და 2 ფინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 34 ფრანგი და 27 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევეა. საგარეო უწყება განმარტავს, რომ ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საფრანგეთის მიერ 41, ხოლო ესპანეთის მიერ 27 რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხო ნაბიჯებია. რუსეთმა მსგავსი საპასუხო ნაბიჯების მიზეზით ქვეყნიდან არაერთი საელჩოს თანამშრომლები გააძევა. მათ შორის არიან, ფინეთის, გერმანიის, ბულგარეთის, პოლონეთის, დანიისა და ნორვეგიის საელჩოების თანამშრომლები. მედია: საფრანგეთმა 30-მდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა გერმანიის საპასუხოდ დიპლომატები რუსეთმაც გააძევა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მევლუთ ჩავუშოღლუ: შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე, თურქეთის შეშფოთებები ლეგიტიმურია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თურქეთი უკრაინაში ომის დაწყებამდეც უჭერდა მხარს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური შეშფოთებები გააჩნია. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ „ჩვენ ვხედავთ საფრთხეებს ჩვენს რეგიონში და ამ მიზეზით ჩვენ ვხედავთ, რომ ფინეთსა და შვედეთს სურთ, გახდნენ NATO-ს ახალი წევრები. თქვენ იცით, რომ თურქეთი NATO-ს ღია კარის პოლიტიკას ამ ომამდეც უჭერდა მხარს. თუმცა, რაც შეეხება ამ შესაძლო კანდიდატებს ან უკვე კანდიდატ ქვეყნებს, ჩვენ ასევე გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთებები, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ასევე, არის შეზღუდვები თავდაცვითი პროდუქციის ექსპორტზე. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთებები, მე მქონდა გულწრფელი და პირდაპირი საუბარი ჩემს შვედ და ფინელ კოლეგებთან ბერლინში. ჩვენ გვესმის მათი უსაფრთხოების შეშფოთებები, თუმცა თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებები ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება პროცესია და „ამ პროცესში ისინი იმუშავებენ, როგორც მოკავშირეები და პარტნიორები“. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია  ინფორმაციისთვის, NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა. პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს  ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა   თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება პროცესია და „ამ პროცესში ისინი იმუშავებენ, როგორც მოკავშირეები და პარტნიორები“. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

ერდოღანი: თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შეეწინააღმდეგება

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შეეწინააღმდეგება, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდორანმა ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის „ჩვენ ვუთხარით ჩვენს მეგობრებს, რომ ვიტყოდით - „არას“ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე და ასე გავაგრძელებთ ჩვენს გზას“, - განაცხადა ედოღანმა. თურქეთის მიერ დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ ფინეთისა და შვედეთის განაცხადის დამტკიცება გადამწყვეტია, რადგან NATO გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს. მისი 30 წევრი ქვეყნიდან თითოეულს აქვს უფლება, ვეტო დაადოს გაწევრიანებას. ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის წინააღმდეგობა ეხება შვედეთს  და შედარებით ნაკლებად ფინეთს. ერდოღანმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი პრეტენზია ამ ორი ქვეყნის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK)მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად აღიარებს. თურქეთი ასევე ადანაშაულებს შვედეთსა და ფინეთს აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისთვის თავშესაფრის მიცემაში, რომელსაც თურქეთის მთავრობა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის შვედეთმა და ფინეთმა, იარაღის ექსპორტი შეზღუდა თურქეთში, 2019 წელს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის საზღვრისპირა რეგიონში ოპერაციის შემდეგ, რომლის მიზანიც ქურთი ბოევიკებისგან ტერიტორიის გაწმენდა იყო. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

NATO შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თურქეთის შეშფოთებას განიხილავს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხუთშაბათს განაცხადა, NATO განიხილავს თურქეთის „შეშფოთებას“ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების გამო. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანმა დღეს კვლავ გაიმეორა, რომ თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს ვერ დაუჭერს და ამ ქვეყნებს ტერორისტების თავშესაფრად მიიჩნევს. ბაიდენმა NATO-ში გაწევრიანების მოლოდინში მყოფი ფინეთის და შვედეთის ლიდერებს უმასპინძლა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ ფინეთთან, შვედეთთან და თურქეთთან და ასევე სხვა მოკავშირეებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ იმ შეშფოთებას, რომელიც თურქეთმა გამოთქვა, რათა ვიპოვოთ „შეთანხმების გზები, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ“, -  განაცხადა სტოლტენბერგმა კოპენჰაგენში დანიის პრემიერ მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.  

ბაიდენმა ფინეთის და შვედეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების გზაზე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის განაცხადებს NATO-ში გაწევრიანებაზე, შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.  ბაიდენმა NATO-ს წევრობაზე განმცხადებლებს თეთრ სახლში უმასპინძლა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ქვეყნები უკვე აკმაყოფილებენ NATO-ს ყველა კრიტერიუმს. „დღეს ჩემი ადმინისტრაცია შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგენს ანგარიშებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ, რათა სენატი ეფექტიანად და სწრაფად გადაერთოს კონსულტაციისა და თანხმობის შესახებ ხელშეკრულებაზე“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „დღეს მე ამაყი ვარ, რომ მივესალმები და ვაცხადებ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ორი დიდი დემოკრატიისა და ორი ახლო, მაღალკვალიფიციური პარტნიორის მიმართ, რათა ისინი შეუერთდნენ უძლიერეს, ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსს მსოფლიოს ისტორიაში. ეს არის ორი ამაყი დამოუკიდებელი ქვეყანა თავის სუვერენულ უფლებებს იცავს და გამოხატავს, ისევე როგორც, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა ბაიდენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონთან და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად მიმართვისას. ჯო ბაიდენის თქმით, დღეს კითხვის ნიშნები არ არსებობს საკითხის ირგვლივ, რომ: NATO აქტუალურია, ის ეფექტიანია და ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე. „შვედეთი და ფინეთი უკვე არიან ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორის მთელ რიგ საკითხებში. ფინეთისა და შვედეთის ჯარები, ისინი უკვე მსახურობდნენ აშშ-სა და NATO-ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში. ფინეთი და შვედეთი უკვე მუშაობენ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის მამაც ხალხს, რომელიც იცავს თავისუფლებას , - აღნიშნა ბაიდენმა. შეერთებულ შტატებში, სენატის სულ მცირე ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი თავდაცვით ალიანსში ახალი წევრის მიღებას. ანალოგიურად, 30-ვე ამჟამინდელი წევრის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს ამ შემთხვევაში შვედეთის და ფინეთის მიერ შეტანილი განაცხადები. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

ფინური ენერგოკომპანია: რუსეთიდან ფინეთში ბუნებრივი აირის მიწოდება 21 მაისს შეწყდება

ფინური ენერგოკომპანია Gasum-ის განცხადებით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი შაბათს, 21 მაისს, ფინური დროით 07:00 სთ-ზე შეწყდება. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „ძალიან სამწუხაროა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება ახლა შეჩერდება. თუმცა, ჩვენ ვემზადებოდით ამ სიტუაციისთვის და იმ პირობით, რომ არ იქნება შეფერხებები გაზის გადამცემ ქსელში, უახლოეს თვეებში შევძლებთ ყველა ჩვენს აბონენტს გაზი მივაწოდოთ“, - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიკა ვილიანენსმა. ცნობისთვის, ფინეთის მიერ მოხმარებული გაზის უმეტესი ნაწილის იმპორტი რუსეთიდან ხდება, მაგრამ ბუნებრივი აირი ამ ქვეყნის წლიური ენერგიის მოხმარების მხოლოდ 5%-ს შეადგენს.  

რუსეთმა ფინეთის ენერგოსისტემას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია Gazprom-მა ფინეთის ენერგოსისტემას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს.ოფიციალური ჰელსინკის განცხადებით, ქვეყნის ენერგოსისტემა სრულ მზადყოფნაში იყო მსგავსი გადაწყვეტილებისთვის. მათივე თქმით, რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვით ფინეთის მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნება, რადგან მთავრობამ უკვე მოიძია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროები. შეგახსენებთ, ფინურმა კომპანია Gasum-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ ეთანხმება Gazprom Export-ის მოთხოვნას, ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, არ განახორციელებს გადახდებს რუბლში. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს განაცხადა, რომ არამეგობრულმა სახელმწიფოებმა რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ.  ასევე წაიკითხეთ: ფინური ენერგოკომპანია: რუსეთიდან ფინეთში ბუნებრივი აირის მიწოდება 21 მაისს შეწყდება  

  ფინეთის პრეზიდენტი: რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პირდაპირი საუბარი მქონდაფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს განცხადებით, თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ღია და პირდაპირი საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ღია და პირდაპირი სატელეფონო საუბარი მქონდა. განვაცხადე, რომ როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და თურქეთი ერთგულები იქნებიან ერთმანეთის უსაფრთხოების მიმართ და ამით ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება,“- წერს საული ნიინისტო „ტვიტერზე“. ასევე წაიკითხეთ: ბორის ჯონსონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა  

ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, ორი ქვეყნის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა და თავისი შეშფოთება განიხილა. ერდოღანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს განუცხადა, რომ ანკარა მისი შეშფოთების გადასაჭრელად კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, ერდოღანმა ასევე თქვა, რომ თურქეთს 2019 წელს სირიაში შეჭრის შემდეგ იარაღის ექსპორტზე დაწესებული ემბარგო უნდა გაუქმდეს. ანდერსონმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ აფასებს თურქეთის ამ მოწოდებას და რომ შვედეთი თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას იმედოვნებს. „მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შვედეთი მიესალმება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესაძლებლობას და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შვედეთი აშკარად მხარს უჭერს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და PKK-ის ტერორისტულ სიაში შეყვანას“, - ამბობს ანდერსონი გავრცელებულ განცხადებაში. ნიინისტომ განაცხადა, რომ ღია და პირდაპირი მოლაპარაკებები გამართა ერდოღანთან და დათანხმდა მჭიდრო დიალოგის გაგრძელებას. „განვაცხადე, რომ როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და თურქეთი ერთგულები იქნებიან ერთმანეთის უსაფრთხოების მიმართ და ამით ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება,“- წერს საული ნიინისტო Twitter-ზე. NATO შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თურქეთის შეშფოთებას განიხილავს რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

ანდერსონმა ერდოღანის პრეტენზიებს უპასუხა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებს ფულს არ უგზავნის. ამით ანდერსონი თურქეთის პრეზიდენტის პრეტენზიებს გამოეხმაურა. ოთხშაბათს სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერსონმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და შვედეთს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დღეს იმართება. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

თურქეთი აცხადებს, რომ ვიდრე ანკარის პირობები არ დაკმაყოფილდება, ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი არ იქნება

თურქეთმა შვედეთსა და ფინეთს დედაქალაქ ანკარაში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ მათი NATO-ში გაწევრიანების პროცესში პროგრესი არ იქნება, თუ ანკარას უსაფრთხოების მოთხოვნები კონკრეტული ნაბიჯებითა და გარკვეული ვადით არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ პრეზიდენტის სპიკერმა განაცხადა. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ თურქეთის უსაფრთხოების საკითხები კონკრეტული ნაბიჯებით არ დაკმაყოფილდება, პროცესი წინ არ წავა. დელეგაციებმა ჩვენი გზავნილი მიიღეს. ისინი ჩვენს მოთხოვნებს თავიანთ ლიდერებთან განიხილავენ და შემდეგ გამოგვეხმაურებიან", - განაცხადა ერდოღანის სპიკერმა. მანამდე, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებს ფულს არ უგზავნის. ამით ანდერსონი თურქეთის პრეზიდენტის პრეტენზიებს გამოეხმაურა. ოთხშაბათს სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერსონმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და შვედეთს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დღეს გაიმართა. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

ერდოღანმა და მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის NATO გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის განაცხადები NATO გაწევრიანების შესახებ, სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. საფრანგეთის პრეზდენტის ოფისის ცნობით, მაკრონმა ხაზი გაუსვა ფინეთისა და შვედეთის სუვერენული არჩევანის პატივისცემის მნიშვნელობას, რომელიც მისი თქმით, დემოკრატიული პროცესის შედეგია. მაკრონის შეფასებით, უსაფრთხოების გარემოს ევოლუციაზე ფინეთმა და შვედეთმა რეაქცია მოახდინეს.  თურქეთის პრეზიდენტმა უთხრა მაკრონს, რომ „შვედეთისა და ფინეთის კონტაქტები პირებთან და ე.წ. ორგანიზაციებთან, რომლებიც აკონტროლებენ ტერორისტულ ორგანიზაციას PKK/YPG არ იქნება თავსებადი ალიანსის სულისკვეთებასთან, ნათქვამია თავის მხრივ, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში. დიდი ბრიტანეთი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთის ბლოკადის მოსახსნელად სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს - Times ორი ლიდერი ასევე შეეხო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისს და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გადაუდებელ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, იტყობინება საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ტრანსპორტირების სხვადასხვა შესაძლო გზა განიხილეს და შეთანხმდნენ, დარჩნენ კონტაქტზე, რათა სწრაფად იპოვონ გამოსავალი. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.

ფინეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიზიტისას: უკრაინელი ხალხის გმირობით აღფრთოვანებული ვარ

ფინეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, რომლის ქვეყანაც NATO-ში გაწევრიანების მოლოდინშია, უკრაინაში ვიზიტისას ბუჩასა და ირპენში ჩავიდა, რუსეთის ომის შედეგებს ადგილზე გაეცნო და ქალაქების აღდგენის საკითხიც განიხილა. „ძალიან რთული იყო იმის დანახვა, რაც რუსეთმა გაუკეთა ამ ქალაქებს. ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამავდროულად, აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის გმირობით, რომელიც იბრძვის თავისი თავისუფლებისა და მთელი ევროპისთვის“, - ციტირებს სანა მარინს ზელენსკის ოფისი. მარინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას და ხალხს დღეს ძალიან კარგად ესმით უკრაინელების, მათი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე. ფინეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. „უკრაინისთვის ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან ღირებულია. იარაღი, სანქციების პოლიტიკა და ჩვენი პარტნიორების ერთიანობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არის ის, რაც  ჩვენი მიწის დაცვას უზრუნველყოფს. მადლობა ფინეთის პრემიერ-მინისტრს სანა მარინს ვიზიტისა და თავდადებული მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ განცხადებაში. „დელეგაციამ მოინახულა ის ტრაგიკული ადგილები, სადაც რუსულმა არმიამ მშვიდობიანი უკრაინელების გენოციდი ჩაიდინა.  რუსმა დამპყრობლებმა დაანგრიეს სახლები. ეს არ არის მხოლოდ ომი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის ომი კაცობრიობისა და დემოკრატიულ ღირებულებების წინააღმდეგ. ჩვენ ვგრძნობთ მსოფლიო საზოგადოების დახმარებას და მხარდაჭერას“, - აღნიშნავს  თავის მხრივ, კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია სანა მარინის ვიზიტისადმი მიძღვნილ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, მარინმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს უმასპინძლა. „მოხარული ვარ, რომ ფინეთმა რუსეთიდან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება შეძლო. ევროკომისიის მიერ გასულ კვირას გამოცხადებული ენერგეტიკული პაკეტი გთავაზობთ ინსტრუმენტებს, რომლებიც მთელ ბლოკს დაეხმარება, შეამციროს დამოკიდებულება რუსეთზე, -  აღნიშნა სანა მარინმა.   შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ თურქეთის შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შეიძლება, მომავალი თვის ბოლოს, ალიანსის ლიდერების სამიტისთვის, სწრაფად გადაიჭრას. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოსთან ერთად, ვაშინგტონში,  გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება. „აშშ სრულად უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას და მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვენები მალე NATO-ს წევრები გახდებიან. მოუთმენლად ველით, შევძლებთ ფინეთს და შვედეთს ჩვენი მოკავშირეები ვუწოდოთ“, - განაცხადა ბლინკენმა. თავის მხრივ, ჰავისტოს თქმით, მისმა ქვეყანამ და შვედეთმა ბოლო დღეებში თურქეთთან „კარგი მოლაპარაკებები“ გამართეს. შეგახსენებთ, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ანკარა აცხადებს, რომ ვიდრე ანკარის პირობები არ დაკმაყოფილდება, ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი არ იქნება.          თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

მედია: ფინეთი, F35-ის მოიერიშეების არქტიკულ წრეზე განთავსებას გეგმავს

ფინეთი F35-ის მოიერიშე თვითმფრინავებს ქალაქ როვანიემის რაიონში, რომელიც არქტიკულ წრეზე მდებარეობს, 2026 წელს განათავსებს. ინფორმაციას უკრაინული მედია, ლაპლანდიის საჰაერო სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს "ჩვენ მზად ვართ! საჰაერო ძალების F-35 ფლოტი პირველად ექსპლუატაციაში შევა ლაპლანდიაში, ქალაქ როვანიემიში 2026 წელს", - ნათქვამია ლაპლანდიის საჰაერო სარდლობის განცხადებაში. ცნობისთვის, როვანიემი ლაპლანდიის ადმინისტრაციული ცენტრია. მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაცია შექმნის ახალ სამხედრო შენაერთებს ქვეყნის დასავლეთში შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განზრახვის საპასუხოდ. 18 მაისს, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.   

ერდოღანი შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ ხედავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებები გასულ კვირას „სასურველ დონეზე“ ვერ შედგა. ამის შესახებ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მანამდე, თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შვედეთსა და ფინეთს დედაქალაქ ანკარაში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ მათი NATO-ში გაწევრიანების პროცესში პროგრესი არ იქნება, თუ ანკარას უსაფრთხოების მოთხოვნები კონკრეტული ნაბიჯებითა და გარკვეული ვადით არ დაკმაყოფილდება. უფრო ადრე: ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები 25 მაისს გაიმართა. თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

NATO-მ ბალტიის ზღვაში მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო

NATO-ს გაფართოებული საზღვაო წვრთნები ბალტიის ზღვაში დაიწყო. ორკვირიან სწავლებას - Baltops 22 წელს შვედეთი მასპინძლობს, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ფინეთის საზღვაო და საჰაერო ძალები. წვრთნებში ჩაერთვება 45 ხომალდი, 76 თვითმფრინავი, 16 ქვეყანა - მათგან 14, NATO-ს მოკავშირე და ორი ძალიან ახლო პარტნიორი. სამხედრო ლიდერები ვარაუდობენ, რომ შემთხვევითი არ არის, რომ NATO-ს სამხედრო წვრთნები უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა წლებში.  NATO-ს გენმდივანმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი ერდოღანთან განიხილა სტოლტენბერგი: პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა უფრო მეტ NATO-სა და ალიანსის უფრო მეტ წევრს იღებს 5-დან 17 ივნისამდე სწავლებას ფინეთის საზღვაო ძალების 200-მდე პერსონალი შეუერთდება. აშშ-ის მთავარი გენერალი მარკ მილი პარასკევს შეხვდა ფინეთის პრეზიდენტს საული ნიინისტოს და ალიანსში გაწევრიანებისადმი აშშ-ის მხარდაჭერა დაუდასტურა.  თურქეთი, რომელიც NATO-ს წევრია 1952 წლიდან, ვეტოს უფლებას იყენებს, რათა შვედეთსა და ფინეთს პოლიტიკის შეცვლა აიძულოს. კერძოდ, თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა ეთნიკური ქურთული ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტონ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ექსტრადირება იმ თურქების, რომელთაც 2016 წელს, წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, შვედეთსა და ფინეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიეცა.  რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.  

NATO-ს გენმდივანმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი ერდოღანთან განიხილა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა. სტოლტენბერგმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარს კონსტრუქციული უწოდა. „თურქეთი ღირებული მოკავშირეა. ჩვენ ვისაუბრეთ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე და გავაგრძელებთ დიალოგს“, - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. სტოლტენბერგი, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა, ასევე შეხვდა ფინეთის პრემიერ-მინისტრს. ინფორმაციისთვის, თურქეთი, რომელიც NATO-ს წევრია 1952 წლიდან, ვეტოს უფლებას იყენებს, რათა შვედეთსა და ფინეთს პოლიტიკის შეცვლა აიძულოს. კერძოდ, თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა ეთნიკური ქურთული ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტონ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ექსტრადირებას იმ თურქების, რომელთაც 2016 წელს, წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, შვედეთსა და ფინეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიეცათ.  რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.  

მედია: ერდოღანი შვედეთის პრემიერისგან თავდაცვის მინისტრის გადაყენებას ითხოვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ Expressen წყაროებზე დაყრდნობით წერს. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი   ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ გამოცემის ცნობით, ერდოღანმა შვედეთის მთავრობას 10 წლის წინ წვეულებაზე ჰულტკვისტის გამოსვლა შეახსენა, სადაც ის ქურთისტანის მუშათა პარტიასა და მის დაპატიმრებულ ლიდერ აბდულა ოჯალანზე დადებით კონტექსტში საუბრობდა. 2011 წელს ჰულტკვისტი, [მაშინდელი სოციალ-დემოკრატების პარლამენტის წევრი] წვეულებას ქალაქ ბურლანგეში დაესწრო, რომელიც PKK-ის 33 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. მან იმ დროს განაცხადა, რომ ღონისძიებას ქურთების დაცვის მიზნით დაესწრო და სურდა ქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიისთვის, მხარდაჭერის გამოხატვა. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია  „თურქეთს სურს, რომ ჰულტკვისტი თავდაცვის მინისტრის პოსტს ჩამოაშორონ“, - განუცხადა Expressen-ს წყარომ და აღნიშნა, რომ ეს საკითხი შვედეთისა და თურქეთის მთავრობების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დროს დაისვა. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თურქეთი ერთადერთი იყო, ვინც შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლის წინააღმდეგ გამოვიდა. ანკარას ოფიციალური მოთხოვნები ძირითადად ეხება შვედეთის დამოკიდებულებას ქურთებისა და თურქული ოპოზიციის მიმართ, ასევე იარაღის ექსპორტზე ემბარგოს დაწესებას. თურქეთმა ასევე განაცხადა, რომ მან შვედური იარაღი აღმოაჩინა PKK-ის მებრძოლებში, რასაც შვედეთი უარყოფს. არაოფიციალურად ცნობილია, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

იენს სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთს ვიზიტით ეწვევა

12-13 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთში ვიზიტით ჩავა. იენს სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პეკა ჰავისტო და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება.  ორშაბათს გენერალური მდივანი შვედეთში გაემგზავრება, სადაც პრემიერ-მინისტრ, მაგდალენა ანდერსონს და მისი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.   

საქართველოსა და ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ დასრულდა

ერთა ლიგის ც4 ჯგუფის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლა და მატჩი ფრედ დასრულდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბულგარეთი რაზგრადში ერთი კვირის წინ, ანგარიშით 5:2 დაამარცხა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარი ანგარიშით 4:0 დაამარცხა

სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ

მოკავშირეები განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს თქვენი გაწევრიანების გზაზე NATO-ში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის თურქეთის შეშფოთება ტერორისტული ჯგუფის PKK-ის მიმართ. ასე რომ, მე მჭიდრო კავშირში ვრჩები თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან“, - მიმართა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრეზიდენტს. იენს სტოლტენბერგი ფინეთში ვიზიტით იმყოფება, ხვალ ის შვედეთში ჩავა. „NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებები ისტორიულია. თქვენ დიდი ხანია, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიები, ქმედუნარიანი სამხედროებით. NATO-ში თქვენი წევრობა გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. თქვენ დიდი ხანია, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიები, ქმედუნარიანი სამხედროებით. NATO-ში თქვენი გაწევრიანება გაზრდის საერთო უსაფრთხოებას. ფინელი ჯარისკაცები მონაწილეობენ NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში.  ახლა კი მოკავშირეები განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს თქვენი გაწევრიანების გზაზე NATO-ში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის თურქეთის შეშფოთება ტერორისტული ჯგუფის PKK-ის მიმართ. ასე რომ, მე მჭიდრო კავშირში ვრჩები თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან.ჩემი თანამშრომლები ასევე აგრძელებენ მჭიდრო დიალოგს სამივე ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად, რათა წინ წავიწიოთ თქვენი გაწევრიანების გზაზე. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება ასე რომ, პრეზიდენტი ნიინისტო, NATO და ფინეთი იზიარებენ საერთო ღირებულებებს და საერთო ინტერესებს. NATO-სთვის მნიშვნელოვანია ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოება. ბევრმა მოკავშირემ უკვე გამოხატა თავისი ვალდებულება თქვენი უსაფრთხოების მიმართ. NATO ფხიზლად რჩება. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ამ რეგიონში. როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი წვთნები - BALTOPS მიმდინარეობს 7000-ზე მეტი ძალით NATO-ს 14 მოკავშირიდან, ფინეთიდან და შვედეთიდან, რომლებიც მხარდამხარ ვარჯიშობენ. ფინეთის და შვედეთის ძალები ასევე მონაწილეობენ NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის წვრთნებში ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში. ეს არის NATO-ს ერთგულების ძლიერი დემონსტრირება ამ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონის მიმართ“, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.   

საული ნიინისტო: ფინეთი NATO-ში შვედეთის გარეშე ვერ შევა

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ს წევრობაზე უარს იტყვის, თუ მასთან ერთად ამ სტატუსს შვედეთიც არ მიიღებს. ამის შესახებ უკრაინული მედია Helsingin Sanomat-ზე დაყრდნობით წერს. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საული ნიინისტოს ჰკითხეს, განაგრძობს NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წინ წაწევას, იმ შემთხვევაში, თუ შვედეთის განაცხადის განხილვა გადაიდება ან ეს ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარს მიიღებს. „შვედეთში ამბობენ, რომ ფინეთის საქმე ჩვენია. მე ვამბობ, რომ შვედეთის საქმე ჩვენია. ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები ერთად ვმოძრაობთ“, - განაცხადა ნიინისტომ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს:  შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.  ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

რუსეთი უკრაინაში იყენებს თერმობარულ ბომბებს, რომლებიც სინამდვილეში მასობრივი განადგურების იარაღია - ფინეთის პრეზიდენტი

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ ფინეთი და სხვა დასავლური ქვეყნები ფრთხილობენ, უკრაინას მიაწოდონ იარაღი, რომელსაც რუსეთიც გამოიყენებდა, რათა დარწმუნდნენ, რომ დასავლეთს სიტუაციის ესკალაციაში არ დაადანაშაულებენ. ნიინისტოს თქმით, რუსული იარაღი უფრო ძლიერია და ის მოიცავს „თერმობარულ იარაღს“. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მზარდი მძიმე შეიარაღებით. მეორე მხრივ, რუსეთმა ასევე დაიწყო ძალიან ძლიერი იარაღის გამოყენება. თერმობარული ბომბების, რომლებიც სინამდვილეში მასობრივი განადგურების იარაღია", - განაცხადა ნიინისტომ უსაფრთხოების პოლიტიკის მოლაპარაკებების დროს ნაანტალში, მის რეზიდენციაში. უკრაინა და NATO-ს ქვეყნები ასევე ადანაშაულებენ რუსეთს თერმობარული ბომბების გამოყენებაში, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც ვაკუუმური ბომბები და ბევრად უფრო დამღუპველია ვიდრე ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებები. ფინეთმა და მეზობელმა შვედეთმა 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ალიანსში გაწევრიანების განაცხადი შეიტანეს.  

შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, მატი ვანჰანენს და პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ნაყოფიერი ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ პოზიტიურად ვითარდება საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის.  შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეტანილ განაცხადსა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ფინეთს  საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.  მხარეებმა, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა მიმოიხილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ნატოში გაწევრიანება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შალვა პაპუაშვილმა   წარმატება უსურვა ნატოში გაწევრიანების გზაზე მყოფ ფინეთს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.  

მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ჩვენი მხარდაჭერა მტკიცეა - ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე

ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი არის მტკიცე. ვიზიარებთ შეშფოთებას სეპარატისტულ რეგიონებში ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის შესახებ, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მატი ვანჰანენმა განაცხადა. ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ევროკავშირს მოუწოდა, მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის პოლიტიკური წრეები ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან მისივე თქმით, ასევე ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას. „შესანიშნავი განხილვები გვქონდა, შემოგვიერთდნენ ჩვენი პარლამენტის ყველა ფრაქციის წევრები. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, რუსეთის შეჭრა უკრაინაში და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, ისევე, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაცია. ორმხრივი ურთიერთობები არის შესანიშნავი. ივლისში ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. მადლობა გადავუხადე სპიკერს დახმარებისთვის, რომელიც საქართველომ გაუწია ფინეთის მოქალაქეებს, რომლებიც საფრთხეში იყვნენ ავღანეთში. ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი არის მტკიცე. საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას სეპარატისტულ რეგიონებში ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის შესახებ. საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ჩვენი მხარდაჭერა არის მტკიცე. მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩემი შეხედულებით, აპლიკაცია გზავნის ორ მთავარ გზავნილს – საქართველოს სურს, იყოს ევროპული დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის წევრი და საქართველო იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საჭირო რეფორმები“, – განაცხადა მატი ვანჰანენმა. კითხვაზე, როგორია თქვენი მოსაზრება საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, მატი ვანჰანენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სტატუსთან დაკავშირებით განაცხადი ორ მთავარ გზავნილს მოიცავს. „საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანებაზე გზავნის ორ მთავარ გზავნილს, პირველი – თქვენ თვითონ გრძნობთ, რომ იქნებით ევროპის დემოკრატიული თანამეგობრობის ნაწილი და მეორე, ასევე გზავნის ძლიერ გზავნილს ევროკავშირისთვის, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ნება, განახორციელოს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ჩვენ ვიცით ჩვენი ისტორიიდან, რომ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება ადვილი არ არის, მაგრამ მსურს, გავამხნევო საქართველო, რომ გააკეთოს ეს“, – განაცხადა ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.  ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან

NATO-ს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან საერთო გამოწვევები და მიზნები განიხილა

ბრიუსელში მიმდინარე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. "ჯუანშერ ბურჭულაძემ ანტი კაიკონენთან და პიტერ ჰულქვისტთან საუბრისას ყურადღება უსაფრთხოების გარემოსა და საერთო გამოწვევაზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და გართულებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხეს და რისკს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ამ კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ დასავლეთის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, როგორც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ფინეთისა და შვედეთის ძლიერ მხარდაჭერას. ორმხრივ შეხვედრებზე კოლეგებმა ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს და ამ მიზნით უწყებებში გატარებული რეფორმები ერთმანეთს გაუზიარეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პირველი წარმატებული პროექტის - ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ (JTEC) ცენტრში ფინელი და შვედი მაღალკვალიფიცირებული ექსპერტების მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, ბელგიის სამეფოში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ასევე თურქ, ბულგარელ, ჰოლანდიელ, გერმანელ და ლიეტუველ კოლეგებთან.  

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ფინეთის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ფინეთში ვიზიტის ფარგლებში, ანალიტიკური ცენტრების, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული ცენტრის, ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის და მარტი აჰტისაარის სახელობის მშვიდობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე გაიმართა დისკუსია საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, ოკუპირებული რეგიონების მძიმე მდგომარეობაზე და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე. ასევე, სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ამ მოლაპარაკებებში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე. ფინური ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოს ხედვით, როგორ შეიძლება უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიამ შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვალოს. შეხვედრებისას საუბარი შეეხო ფინეთის მიერ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას და იმ პრობლემებს, რომელსაც ფინეთი ამ გზაზე შეხვდა. ასევე განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მათი განხორციელების სირთულეები, თანამედროვე გამოწვევების პირობებში. „ფინური ანალიტიკური ცენტრები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების საკითხებში და შესაბამისად, მათთვის ძალიან საინტერესო იყო ამ საკითხების დანახვა, საქართველოს პერსპექტივიდან.“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.  

ანკარა: შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება

ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება და მადრიდში NATO-ს მოახლოებული სამიტი ამ შემთხვევაში ბოლო წერტილი არ არის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა ბრიუსელში,  NATO-ს შტაბ-ბინაში ორი სკანდინავიური ქვეყნის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სტოლტენბერგი: შვედეთი მზადაა, უსაფრთხოების საკითხზე თურქეთის შეშფოთება გადაჭრას „როგორც ადრე აღვნიშნეთ, NATO-ს სამიტი (მადრიდში) ჩვენთვის არ არის გარდამტეხი ან საბოლოო წერტილი. ამიტომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამის შესახებ ჩვენს თანამოსაუბრეებს ფინეთიდან და შვედეთიდან ღიად ვუთხარით“, - განაცხადა კალინმა.   თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ თურქეთი ელის, რომ შვედეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ტერორისტული დაჯგუფების PKK-ის საქმიანობის წინააღმდეგ. ამასთან, პრესმდივანმა დასძინა, რომ შვედეთის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გარკვეული განცხადებები უკვე გააჟღერა.   თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა შვედეთს და ფინეთს, აღკვეთონ მათ ტერიტორიაზე ნებისმიერი თანხების შეგროვება PKK-სთვის. ასევე მისი საქმიანობა და თურქეთის წინააღმდეგ პროპაგანდა.   NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინიციატივით, ბრიუსელში, ბლოკის შტაბ-ბინაში თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებს შორის, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა.  ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის შემდეგ, რუსეთის შეჭრამ უკრაინში, ფინეთი და შვედეთი აიძულა, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინათ. ამ ნაბიჯს თურქეთის მხრიდან პირობების წამოყენება მოჰყვა. ანკარა ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია. სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ

თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

BBC-ის ცნობით, თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტოს, შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდელენა ანდერსონის და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ოთხმხრივი შეხვედრა მადრიდში, NATO-ს სამიტის დაწყებამდე გაიმართა. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ გარღვევა მოხდა მას შემდეგ, რაც „სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს ერთმანეთის უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის გასამყარებლად". მემორანდუმი დასტურებს, რომ მადრიდის NATO-ს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. „დღეს მადრიდში, NATO-ს სამიტის დაწყებამდე, შეხვედრა გვქონდა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ, მაგდალენა ანდერსონთან, NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შუამავლობით. ამ შეხვედრის შედეგად ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთი ამ კვირაში მადრიდის სამიტზე მხარს დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის მოწვევას ალიანსში. კონკრეტულ ნაბიჯებზე NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდებიან მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ახლა გარდაუვალია. ჩვენ გავხდებით NATO-ს მოკავშირეები და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ვალდებულებას. ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთი ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდა. ფინეთი მუდმივად სერიოზულად ეკიდებოდა ამ შეშფოთებას. ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი სრულად დაიცავს NATO-ს დოკუმენტებსა და პოლიტიკას კონტრტერორიზმის შესახებ.  როდესაც ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ, იარაღის ექსპორტისა და ექსტრადიციების საკითხებში, ბუნებრივია, ფინეთი აგრძელებს მუშაობას თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მოხარული ვარ, რომ დავასრულეთ ეს ეტაპი NATO-ში ფინეთის წევრობის გზაზე. ახლა მოუთმენლად ველი ნაყოფიერ საუბრებს NATO-ში ფინეთის როლზე ჩვენს მომავალ მოკავშირეებთან აქ, მადრიდში“, - აღნიშნულია ფინეთის პრეზიდენტის განცხადებაში. „მე მტკიცედ მივესალმები ამ სამმხრივი მემორანდუმის ხელმოწერას და მტკიცედ მივესალმები კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც სამივე ქვეყანამ გამოიჩინა მოლაპარაკებების დროს. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება კარგია ფინეთისა და შვედეთისთვის, კარგია NATO-სთვის და კარგია ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. სამიტამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების შესახებ ყველა მოკავშირის შეშფოთება უნდა იყოს გათვალისწინებული, თურქეთის შეშფოთება ლეგიტიმურია და მისი მიზეზები უნდა განიხილებოდეს. „ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ შვედეთს, ფინეთსა და ჩვენს მოკავშირე თურქეთს შორის შეთანხმებაზე, რათა შემდგომ აღმოვფხვრათ უსაფრთხოების საკითხებზე შეშფოთების მიზეზები, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.    გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადები NATO-ში გაწევრიანებაზე ისტორიულია და რომ მათი გაწევრიანება გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას.   თავის მხრივ, ანდერსონმა დაამატა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადებმა მიიღო ძალიან ფართო მხარდაჭერა NATO-ს მოკავშირეებისგან.   „შვედეთი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მაგრამ NATO-ში კონსენსუსია საჭირო. ჩვენი დაუცველობა გარე საფრთხეების მიმართ იზრდება, ვიდრე ოფიციალურად არ გავხდებით წევრები. ამ გაურკვევლობის საპასუხოდ, რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნორვეგიამ და დანიამ შვედეთს მკაფიო მხარდაჭერა აღუთქვეს. ამისათვის ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. თურქეთმა წამოაყენა რამდენიმე საკითხი შვედეთისა და ფინეთის განაცხადებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ფინეთთან და NATO-სთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს ამ შაბათს. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო კარგი და კონსტრუქციული საუბარი“, - განაცხადა ანდერსონმა.    ანკარა ოფიციალურად ითხოვდა: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთების მიზეზები ვერ აღმოიფხვრება

სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს და შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის შეხვედრა მადრიდში, სამშაბათს (2022 წლის 28 ივნისს), NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შუამავლობით. ამ შეხვედრაზე ლიდერები შეთანხმდნენ სამმხრივ მემორანდუმზე, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებზე თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მიზეზების აღმოფხვრას, რაც გზას გაუხსნის ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - თურქეთიდან - მევლუთ ჩავუშოღლუმ, ფინეთიდან - პეკა ჰაავისტომ და შვედეთიდან - ენ ლინდემ, სამივე სახელმწიფოს ლიდერის და გენერალური მდივნის თანდასწრებით. თურქეთის, ფინეთის და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმდ მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის შეფასებით, NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ ისტორიული წარმატებას მიაღწია. თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს „ჩვენ ახლახან დავასრულეთ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, პრეზიდენტ ნიინისტოსთან და პრემიერ-მინისტრ ანდერსონთან. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეხება თურქეთის შეშფოთების მიზეზების აღმოფხვრას, მათ შორის იარაღის ექსპორტისა და ტერორიზმთან ბრძოლის გარშემო. არცერთ მოკავშირეს არ განუცდია უფრო სასტიკი ტერორისტული თავდასხმები, ვიდრე თურქეთს, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის, PKK-ის მხრიდან. თურქეთის, ფინეთის და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, სრულად დაუჭირონ მხარი თურქეთს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ. ეს მოიცავს მათი შიდა კანონმდებლობის შემდგომ შესწორებებს, PKK-ის საქმიანობის ჩახშობას; ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების გაფორმებას თურქეთთან. ჩვენ მიერ ერთად მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, თურქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას NATO-ში. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ერდოღანს, პრეზიდენტ ნიინისტოს და პრემიერ-მინისტრ ანდერსონს დღევანდელი მოლაპარაკებების კონსტრუქციული სულისკვეთებისთვის. NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღება მათ უფრო უსაფრთხოს, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვაწყდებით უსაფრთხოების უდიდეს კრიზისს ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია

NATO-მ მადრიდში მიმდინარე სამიტის ფარგლებში მიღებული დეკლარაციით დაადასტურა, რომ შვედეთს და ფინეთს სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად იწვევს. NATO-ს დეკლარაციის მე-18 პუნქტში საუბარია ღია კარის პოლიტიკაზე. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე. ალიანსში გაწევრიანებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ლეგიტიმური შეშფოთება სათანადოდ იყოს განხილული. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი ჩვენ მივესალმებით სამმხრივი მემორანდუმის დადებას თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის ამ მიზნით. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას პირდაპირი მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მათ შორის გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

ვიქტორ დოლიძე: ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღება საქართველოსთვის კარგი მაგალითია

ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღება კარგი მაგალითია, კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ NATO-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია „ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, მაგრამ ამავე დროს არის გადასარევი პრეცედენტი, რომ ასეთ სწრაფ დროში თურმე, თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქვეყანამ უკვე გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მომავალი გაწევრიანების თვალსაზრისით. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს კარგი მაგალითია და კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს  

ერდოღანის თქმით, შვედეთმა 73 „ტერორისტის“ ექსტრადირების პირობა დადო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავ გამოდის გაფრთხილებით, რომ თურქეთს შეუძლია, დაბლოკოს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ ანკარის მოთხოვნა ტერორიზმში ეჭვმიტანილების ექსტრადაციის შესახებ. ერდოღანმა დაამატა, რომ შვედეთი დაჰპირდა თურქეთს 73 „ტერორისტის“ ექსტრადირებას და ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დაფინანსების ჩახშობას. ერდოღანი: მემორანდუმი შვედეთთან და ფინეთთან თურქეთის დიპლომატიური გამარჯვებაა 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს 5 ივლისს მოეწერება ხელი.  სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

ერდოღანი: მემორანდუმი შვედეთთან და ფინეთთან თურქეთის დიპლომატიური გამარჯვებაა

NATO-ს ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაიკავოს ერთიანი და მყარი პოზიცია ტერორიზმთან მიმართებით და ამ ბოროტებასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მადრიდში NATO-ს სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს ბლოკმა მონდომება გამოიჩინა ტერორიზმის ნებისმიერ ფორმასთან ბრძოლაში. რაც უნდა აისახოს რეალურ მოქმედებებში და არ დარჩეს ფურცელზე“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, პოზიცია, რომელიც ანკარამ აჩვენა შვედეთთან და ფინეთთან NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, იმის მაჩვენებელია თუ სად გადის თურქეთისთვის „წითელი ხაზი“ ტერორიზმის საკითხში.  NATO-ს გაფართოების თემასთან დაკავშირებით თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „სამმხრივი დეკლარაცია შვედეთთან და ფინეთთან არის თურქეთისა და თურქი ხალხის დიპლომატიური გამარჯვება მოლაპარაკებების რთული პროცესის შემდეგ". 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.   ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

მევლუთ ჩავუშოღლუ: შვედეთმა და ფინეთმა მემორანდუმში ასახული პირობები უნდა შეასრულონ, რათა NATO-ს წევრები გახდნენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ თურქეთთან ხელმოწერილი მემორანდუმის პირობები, რათა NATO-ს ნაწილნი გახდნენ. „თუ ისინი არ შეასრულებენ ხსენებულ პირობებს, ჩვენ მათ NATO-ში არ მივიღებთ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ ტელეარხ NTV-სთან ინტერვიუში. მადრიდის სამიტის ფარგლებში, სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად ოფიციალურად 29 ივნისს მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს 5 ივლისს მოეწერება ხელი. 

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე, მოლაპარაკებები დაასრულეს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ფინეთთან და შვედეთთან, NATO-ში გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა. „ფინეთმა და შვედეთმა, ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები დაასრულეს. ორივე ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა ალიანსში გაწევრიანების სურვილი და აიღო ვალდებულება, რომ NATO-ს წევრობისთვის განსაზღვრულ პოლიტიკურ, იურიდიულ და სამხედრო ვალდებულებებს შეასრულებს“, - ნათქვამია კომუნიკეში. ფინეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო და თავდაცვის მინისტრი ანტი კაიკონენი ხელმძრვანელობდნენ, ხოლო შვედეთის დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრი ანნ ლინდე. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

ფინეთმა ასობით რუსული სატვირთო მანქანა დააკავა

ევროკავშირის სანქციების გამო, ფინეთმა ასობით რუსული სატვირთო მანქანა დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ფინეთის სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორის, VR-ის ინფორმაციით, რუსულ კომპანიებს თითქმის ათასი სატვირთო ვაგონი ჩამოერთვათ.  რუსეთის რკინიგზის 6 ივნისს დათარიღებულ წერილში, რომელსაც ის ტრანსპორტის სამინისტროს უგზავნის, ნათქვამია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რუსეთს 865 ვაგონი ჩამოართვეს. ფინეთის აღმასრულებელმა ორგანოს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების შესასრულებლად რამდენიმე ათეული რუსი და ბელორუსიელი ფიზიკური და იურიდიული პირის, ასევე, სატრანსპორტო ფირმების სულ მცირე, 82 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაყინულია.  VR-ის ლოგისტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ფინეთის მედიასთან განაცხადა, რომ ფინეთში რუსეთის ხუთი ათასამდე ვაგონი იმყოფებოდა, როცა მთავრობამ გადაწყვიტა, შეეზღუდა ქვეყნებს შორის მატარებლების მოძრაობა. ამასთან, ვაგონების უკან დაბრუნება სურდათ, მაგრამ სასამართლოს აღმასრულებლებმა მათი ნაწილის დაპატიმრებაზე განკარგულება გასცეს. დაკავებული ვაგონი ეკუთვნის კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების სიაში არიან. ნაწილი ეკუთვნის აქციონერებს, რომლებიც ასევე არიან სანქციების სიაში.  

კანადამ და დანიამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინეს

პირველმა ორმა ქვეყანამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. „დღეს კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება... როგორც ახლო მეგობარი და უსაფრთხოების პარტნიორი, კანადა მტკიცედ უჭერს მხარს ალიანსში ამ ქვეყნების გაწევრიანებას. მათი წევრობა NATO-ს გააძლიერებს და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, სწრაფად გადავიდნენ რატიფიკაციის პროცედურებზე, რათა ჩვენი მტრების მხრიდან ჩარევისთვის სივრცე შევავიწროვოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ. თუმცა უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ დანიამ პროტოკოლის რატიფიცირება მასზე NATO-ს შტაბბინაში ხელმოწერიდან ორი საათის შემდეგ მოახდინა და შესაბამისად, ის იყო პირველი ქვეყანაც, რომელმაც ეს პროცედურა შეასრულა. ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს „იმედი მაქვს, სხვა მოკავშირეებიც ასეთივე სისწრაფით მოახდენენ რატიფიცირებას", - დაწერა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა Twitter-ზე. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

NATO-ს მოკავშირეებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს ხელი მოაწერეს

NATO-ს ელჩებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს NATO-ს შტაბ-ბინაში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰავისტოსა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ენ ლინდეს თანდასწრებით მოაწერეს ხელი. „ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. ფინეთისთვის, შვედეთისთვის, NATO-ს სთვის და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. გასულ კვირას, მადრიდის სამიტზე, მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გაწევრიანების მიზნით მიიწვიონ. მანამდე, თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. დღევანდელი ხელმოწერა რატიფიკაციის პროცესის დაწყებას ნიშნავს. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO-ს კარი ღია რჩება ევროპული დემოკრატიებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, წვლილი შეიტანონ საერთო უსაფრთხოებაში. „მაგიდის გარშემო 32 ერი ვიქნებით. ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდებით, ჩვენი ხალხი კი, კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე

GIP-ის ანალიტიკოსი შოთა კაკაბაძე საუბრობს Europetime-თან: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის, რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას, რას ნიშნავს NATO-ს სამიტის შედეგები საქართველოსთვის და უკრაინაში ომის ფონზე, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ მასზე მორგებული მხარდაჭერა. შოთა კაკაბაძე არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) ფილოსოფიის დოქტორი პოლიტიკის მეცნიერებებში. სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში, შოთა კაკაბაძე ასევე იყო შვედეთის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტში (უფსალას უნივერსიტეტი) და საერთაშორისო ურთიერთობების უმცროსი მკვლევარი იოჰან შუტეს სახელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში (ტარტუს უნივერსიტეტი). ET: რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე, რაზეც ალიანსი ასე ამახვილებს ყურადღებას? „მოგეხსენებათ, ფაქტობრივად, საუკუნეების განმავლობაში ეს ორი ქვეყანა იყო ნეიტრალური. ახლა ვითარება შეიცვალა და უსაფრთხოების აღქმა რეგიონში თავდაყირა დადგა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბალტიის ზღვაზე რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი, ბალტიის ზღვის 99%, ასე ვთქვათ, ახლა NATO-ს კონტროლის ქვეშაა, რაც რუსეთისთვის სამხედრო მანევრირებას შეუძლებელს ხდის. რუსეთს ფინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ფაქტობრივად, NATO-ს საზღვრად გადაიქცა ფინეთის საზღვარი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე სერიოზული უპირატესობაა NATO-სთვის. ET: გარკვეულწილად, ამ პროცესების თანმდევი იყო რუსეთის მუქარა ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი სახელმწიფოს, ლიეტუვის მიმართ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს იცავს და რამაც გამოიწვია მოსკოვის მუქარა. როგორ უნდა იყოს აღქმული კრემლის ეს გზავნილი? რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ცოტა რთულია რუსეთის ქმედებების და ნაბიჯების განჭვრეტა. თუმცა ლოგიკური უნდა იყოს, რომ განსაკუთრებულ ესკალაციას ამ მიმართულებით არ უნდა ველოდოთ იქედან გამომდინარე, რომ ბალტიის ქვეყნები NATO-ს წევრები არიან და მათზე მეხუთე მუხლი ჩვეულებრივ ვრცელდება. ამიტომ, არ მგონია, რუსეთს ეს ხელ-ფეხს უხსნიდეს იმისკენ, რომ ბალტიისპირეთში რაიმე პროვოკაციაზე წავიდეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ისეთი უცნაური და რთულად საწინასწარმეტყველო აქტორია, რამის თქმა რთულია. ამასთან, პირველ რიგში, პრობლემა ისაა, რომ რუსეთი იმდენად არის ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში და იმდენად არის კონცეტრირებული იქ პროგრესზე, რომ ახლა ნამდვილად არ აქვს იმის მატერიალური თუ სამხედრო შესაძლებლობები, რომ ალიანსის წევრებთანაც ჩაერთოს სრულმასშტაბიან, ან თუნდაც მცირე სამხედრო ოპერაციაში. ამიტომ, ამ პერიოდში, რუსეთის ყურადღება ძირითადად, კონცეტრირებული იქნება უკრაინაზე და არ მგონია, ჯერჯერობით, განცხადებების იქით რაიმე მოხდეს. გააჩნია, უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები. ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ET: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის. რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას? NATO-მ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალიანსის გაფართოება არ არის დასრულებული. NATO მზადაა გაფართოებისთვის - ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფინეთის მიმართ რუსეთის მკვეთრი განცხადებების და აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, NATO-მ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და აჩვენა რუსეთს, რომ მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს NATO-მ. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე და იმაზე, თუ რამდენად მზად იქნება საქართველო იმისთვის, რომ პოლიტიკურად, პირველ რიგში, დემოკრატიის კუთხით იმუშაობას და გამოიყენოს ალიანსის გაფართოების ეს პრეცედენტი. NATO არამხოლოდ სამხედრო, არამედ, პოლიტიკური ალიანსია, სადაც ღირებულებებს, ლიბერალურ დემოკრატიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ, ამ მიმართულებით რეფორმებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი.  ET: NATO-ს სამიტზე მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის მხარდაჭერა გაძლიერდა და ეს პაკეტი მოიცავს ქვეყანაზე მორგებულ მხარდამჭერ ზომებს. დოკუმენტი ღია არ არის, თუმცა რა შეგიძლიათ თქვათ, რას უნდა გულისხმობდეს ეს მიზნობრივი მხარდაჭერა? შეიძლება, ბევრი მიმართულება იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზადაა ქართული მხარე, გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. ეს შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გახშირებულ წვრთნებს და მის ჩატარებას საქართველოში. ასევე, კიდევ უფრო თანამედროვე შეიარაღებაზე მუშაობას საქართველოს მხრიდან. 2008 წლის ომის შემდეგ, როგორც წესი, საქართველოს უჭირდა ხოლმე განსაკუთრებით, თავდასხმითი იარაღის შეძენა დასავლეთის ქვეყნებისგან. უკრაინის ომმა გააჩინა ის რეალობა, რომ თუ საქართველოს მხრიდან დაიწყო აქტიური მუშაობა, მაშინ მარტივი იქნება საქართველოს მხრიდან სხვადასხვა ტიპის იარაღის შეძენა, თუმცა ამაზე, ალბათ, მუშაობაა საჭირო დასავლელ პარტნიორებთან. ET: რაც შეეხება უკრაინას და იქ მიმდინარე ომს, როგორია თქვენი ხედვა არსებული სურათის. ბოლო პერიოდში, იგივე უკრაინის მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რა შემთხვევაში დაასრულებს ომს რუსეთი და მიუთითებენ სანქციების 100%-ით განხორციელების აუცილებლობაზე, ამასთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება. როგორც ჩანს, ხანგრძლივი პროცესი გველის წინ. სწრაფ პროგრესს ვერცერთი მხარე ვერ აღწევს. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე გაიწელება საომარი მოქმედებები, თუ რაიმე გარდამტეხი არ მოხდა და ჯერჯერობით, ასეთი რამ არ ჩანს. უკრაინას სჭირდება შეიარაღება, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. ფაქტია, რომ რუსეთის პირველადი გეგმა - კიევის აღება და ხელისუფლების შეცვლა, ჩავარდა და ახლა უნდა იფიქროს გეგმა ბ-ზე და ისეთ გეგმაზე, რათა ამ რთული ვითარებიდან ისე გამოვიდეს, რომ სახეც შეინარჩუნოს და თან, არ დამარცხდეს. შეიძლება, ეს იყოს ლუგანსკსა და დონეცკზე სრული კონტროლი და შემდეგ, გადავიდეს გაყინული კონფლიქტის ფაზაში. ან, გაგრძელდეს როგორც თავად უწოდებენ „სამხედრო ოპერაცია“, ვიდრე უკრაინის რესურსს არ ამოწურავს და „არ შეცვლის ხელისუფლებას“. თავის მხრივ, რუსეთიც რთულ სიტუაციაშია... რესურსებს თუ შევადარებთ, რუსეთს უფრო მეტი რესურსი აქვს, იგივე ცოცხალი ძალის, ასევე, შეიარაღების თვალსაზრისით, ამიტომ სჭირდება უკრაინას რაც შეიძლება მეტი შეიარაღება დასავლეთის მხრიდან, რათა გაუმკლავდეს რუსეთის დიდ რესურსს. ასევე, პრობლემაა, უკრაინელების მზაობა, გამოიყენონ დასავლური შეიარაღება, რადგან ამას სჭირდება გადამზადება უკრაინული ჯარისკაცებისთვის, რომლებაც თავის მხრივ, შემდეგ უნდა გადაამზადონ სხვა უკრაინელები, რასაც თავისთავად დრო სჭირდება.

ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად კანონი მიიღო

NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლზე ხელმოწერიდან ორი დღის შემდეგ, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად კანონი მიიღო. იუწყება Reuters-ი. უფრო კონკრეტულად, ფინეთის პარლამენტმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ქვეყანას რუსეთთან საზღვარზე ბარიერების აგებისა და განსაკუთრებულ შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელთაგან 1300 კმ (800 მილი) საზღვრის დახურვის შესაძლებლობას მისცემს. შეგახსენებთ, 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს. რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე, გაეცანით Europetime-ის მასალას  

გერმანიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება მოახდინა

კანადის, ესტონეთის, დანიისა და ნორვეგიის შემდეგ, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას პროტოკოლის რატიფიცირებით, გერმანიამაც დაუჭირა მხარი. გერმანიის ბუნდესტაგმა აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი ჰელსინკისა და სტოკჰოლმის წინადადებებს NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება სამხედრო ალიანსის 30-ვე წევრმა უნდა დაამტკიცოს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.

ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა

ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიკაცია მოახდინა. ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი წერს. „ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა. ჩვენი ქვეყანა პატივს სცემს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება, დაიცვას ჩვენი#თავისუფლება და დემოკრატია“, - წერს Twitter-ზე ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.  შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს. NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება სულ 15-მა ქვეყანამ მოახდინა. ალიანსში 30 ქვეყანაა.  

ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე მზადაა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების საკითხი მთავრობასთან განიხილოს. ამის შესახებ Helsingin Sanomat წერს. მისი თქმით, ფინეთში რუსების ჩასვლამ და ფინეთის გავლით სხვა ქვეყნებში გადასვლამ უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრის აზრით, ამ გზით მათ შეუძლიათ, რუსეთისთვის უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებულ სანქციებს გვერდი აუარონ. ნიინისტეს თქმით, ეს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰავისტოსთან განიხილა. შეგახსენებთ, ევროკომისამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეშერების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან სანქციების პირდაპირი სამიზნეა რუსეთის ელიტა და ხელისუფლება. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დამოუკიდებლად შეუძლიათ.    

საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა

საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა. ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა 21 ივლისს სენატში კენჭისყრის შემდეგ, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს, მხარი უკვე ეროვნული კრების დეპუტატებმაც დაუჭირეს. საკითხს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „შვედეთისა და ფინეთის წევრობა ჩვენს ალიანსს გააძლიერებს, რათა დავიცვათ ჩვენი ფასეულობები და ცხოვრების წესი და ჩვენი თავისუფლება მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მათ“, – წერს კატრინ კოლონა Twitter-ზე. შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლი, NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტისგან რატიფიცირების პროცედურას მოითხოვს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

აშშ-ის სენატმა NATO-ში ფინეთის და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა NATO-ში ფინეთის და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა. შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სენატორმა. წინააღმდეგი ერთი რესპუბლიკელი სენატორი ჯოშ ჰოული იყო. სარატიფიკაციო დოკუმენტს, რომელსაც მანამდე მხარი დაუჭირა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც, ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს. "რეზოლუციის ორპარტიულ მხარდაჭერა სიგნალია რუსეთისთვის, რომ ის ვერ შეძლებს აშშ-ის და ევროპის დაშინებას", - განაცხადა სენატორმა შუმერმა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ ოლაფ შოლცი: გერმანია NATO-ში ფინეთის გაწევრიანების ინტერესს მიესალმება დიმიტრი პესკოვი: ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, რუსეთისთვის საფრთხეა  

ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვის გეგმა შეიმუშავა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ რუსი ტურისტების გაზრდილი რაოდენობის შედეგად გამოწვეული უკმაყოფილების გამო, გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების შეზღუდვას ითვალისწინებს. „ტურიზმის კატეგორია შეიძლება შეიზღუდოს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენი ვიზა შეიძლება გაიცეს დღიურად“, - განაცხადა ჰაავისტომ და აღნიშნა, რომ საბოლოოს გადაწყვეტილებას თვის ბოლოსთვის ელის. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ევროკავშირში ფრენები შეჩერდა, ფინეთი იქცა სატრანზიტო ქვეყნად რუსებისთვის, რომლებიც ევროპაში გამგზავრებას ცდილობენ, რაც ჰაავისტოს შეფასებით, ბევრმა სანქციების თავიდან არიდების ჭკვნიანურ მეთოდად აღიქვა. ფინეთი რუსეთის ერთადერთ ევროკავშირის წევრ მეზობლად რჩება, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოა

„რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 14 წლისთავზე, ფინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა. „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ეკუთვნის“ , - აღნიშნა ჰაავისტომ ფინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით. ამასთან, „აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონების პროგრესირებად ანექსიას გმობს“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-14 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონების პროგრესირებად ანექსიას“ , - ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ გზას. „14 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. როგორც დღეს ვხედავთ, თუ აგრესორს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა, მისი მადა მხოლოდ გაიზრდება. ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ გზას“, - წერს კაია კალასი. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთი დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ. „14 წლის წინ ამ დღეს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღემდე ის აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ. სლოვაკეთი უარყოფს მსგავს ქცევას და თვლის არაკანონიერად, სახიფათოდ, უსარგებლოდ და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში. კანადის საელჩო საქართველოში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. „რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენი ქვეყნები სიამაყით იზიარებენ თანამშრომლობისა და საერთაშორისო მშვიდობისადმი ერთგულებას. მოხარულები ვართ, რომ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობებისა და მეგობრული კავშირების 30 წლისთავს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა „დღეს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 14 წელი შესრულდა, ეს აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ჩვენ დავგმეთ მაშინ და ვგმობთ ახლაც. მოლდოვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.  

სანა მარინი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ

ფინეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესიის პირობებში, ამ ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალი და უპრობლემო მოგზაურობა ევროპაში არ უნდა გაგრძელდეს. მარინი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ამ საკითხზე ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს. ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს „არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ, სასტიკ ომს ევროპაში, მისი მოქალაქეები ახერხებენ ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას, ტურისტებად ყოფნას. ეს არასწორია", - თქვა მარინმა. მისივე განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესება ევროპული საბჭოს დღის წესრიგში უნდა იყოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.      

ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა. რატიფიცირება ამ დრომდე 23-მა ქვეყანამ მოახდინა. ანალოგიური პროცესი ჯერ კიდევ გასავლელი აქვს 7 ქვეყანას: ესპანეთს, საბერძნეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, თურქეთსა და უნგრეთს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ - ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანნო პევკურმა განაცხადა. „ბალტიის ზღვა NATO-ს შიდა ზღვა გახდება, როდესაც ფინეთი და შვედეთი NATO-ს შეუერთდებიან. ვითარება შეიცვლება“,- განაცხადა მინისტრმა. „ჩვენ უნდა მოვახდინოთ სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსების ინტეგრირება. ესტონური და ფინური რაკეტების ფრენის სიგრძე ფინეთის ყურეს სიგანეს აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას და ერთმანეთს ყველანაირ ინფორმაციას გავუზიარებთ“,- აღნიშნა პევკურმა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

ფინეთი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებს

ფინეთის ხელისუფლება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეზღუდისთვის ემზადება. ამის შესახებ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცახდა. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა  მისი თქმით, ფინეთის ხელისულრბა უკვე ჩამოყალიბდა, თუ რა ფორმით შეაჩერებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას.  „პრაქტიკაში, ეს [შეზღუდვა] ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ტურისტულ ვიზის ასაღებად შესაბამის უწყებას ორშაბათს, ხოლო სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შეგიძლიათ წარადგინოთ საბუთები ოჯახური მდგომარეობის შესაბამისი, სწავლის, სამუშაო ან სხვა ტიპის ვიზის მისაღებად," - განმარტა ჰაავისტომ.  მისი თქმით, ინოვაციები მნიშვნელოვნად შეანელებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას და ისინი ეროვნულ დონეზე განხორციელდება. მისი თქმით, ამ გზით ფინეთს თავად შეუძლია შეზღუდოს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ამასთან, ჰაავისტომ აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეები  ფინეთის საზღვრის გადაკვეთას, სხვა ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზით მაინც შეძლებენ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

ფინეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილზე, რუს ტურისტებს უკრაინის ჰიმნით ხვდებიან

ფინეთში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარ ადგილზე ვიზიტისას, რუსეთის ფედერაციიდან ჩასულ ტურისტებს უკრაინის ჰიმნით ხვდებიან.  ფინეთი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებს ფინეთის ქალაქ იმარტში, ყოველდღიურად, 100 წლიანი დამბისის საკეტები იხსნება და იან სიბელიუსის მუსიკა ისმის. ივლისის ბოლოდან შოუ უკრაინის ჰიმნით იხსნება.  ასევე, მეზობელ ქალაქ ლაპენრანტაში, უკრაინის ჰიმნი მერიასთან ყოველ საღამოს ჟღერს. მუნიციპალიტეტის შენობა რუს ტურისტებში პოპულარულ სავაჭრო ცენტრებს გადაჰყურებს. „მიზანი არის უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა და აგრესიის ომის დაგმობა“, - განაცხადა ლაპენრანტას მერმა კიმო იარვამ. ახლა ბევრი რუსისთვის ფინეთი ევროპის კარიბჭეა, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსული თვითმფრინავებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაკეტილია. თუმცა ვიზების მქონე რუსებს შეუძლიათ, სახმელეთო საზღვარი გადაკვეთონ და ევროპის მასშტაბით იმოგზაურონ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

ფინეთის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შემცირება გადაწყვიტა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ფინეთის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეებზეგაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობა 10-ჯერ უნდა შემცირდეს. ფინეთი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები სექტემბრის დასაწყისიდან ამოქმედდება. ფინეთის მინისტრთა კაბინეტი გამოდის ინიციატივით, რომ რუსებისთვის ახალი ტიპის ჰუმანიტარული ვიზა შემოიღოს, რაც სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მგზავრობას გააიოლებს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

თურქეთთან ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები თვის ბოლომდე გაიმართება

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ ფინეთის, შვედეთის და თურქეთის წარმომადგენლები აგვისტოში ფინეთში შეხვდებიან.  მისი თქმით, მოახლოებული შეხვედრის მიზანია ურთიერთგაგების მემორანდუმის პუნქტების განხილვა, რომელიც მადრიდში NATO-ს სამიტზე მიიღეს.  რატიფიცირება ამ დრომდე 23-მა ქვეყანამ მოახდინა. ანალოგიური პროცესი ჯერ კიდევ გასავლელი აქვს 7 ქვეყანას: ესპანეთს, საბერძნეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, თურქეთსა და უნგრეთს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ნარკოტესტი გაიკეთა

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან ნარკოტესტი გაიარა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიტიკური ლიდერი ფინელ პოპ-ვარსკვლავთან ცეკვავს. 36 წლის სანა მარინი გავრცელებული ვიდეოში ასახული კადრების გამო, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა.  პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრემიერმა თქვა, რომ ნარკოტესტი ჩააბარა და შედეგებს მომავალ კვირას ელის. „მე უკანონო არაფერი არ გამიკეთებია. თინეიჯერობის წლებშიც კი არ გამომიყენებია რამე სახის ნარკოტიკი ”, - განუცხადა სანა მარინმა ჟურნალისტებს ჰელსინკში.  

თურქეთი, ფინეთი და შვედეთი პირველ სამმხრივ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართავენ

NATO-ს სამიტზე, მადრიდში ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, თურქეთი, ფინეთმა და შვედეთი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართვენ. თურქული მედიის ცნობით, ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეკრებას, თურქეთის დელეგაციას პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ელჩი სედათ ონალი უხელმძღვანელებენ. შეხვედრას ფინეთი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, NATO-ს მოკავშირეებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს ხელი ივლისში მოაწერეს. ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

ფინეთის პრემიერ-მინისტრის ნარკოტესტის პასუხი ცნობილია

ფინეთის პრემიერ-მინისტრის ტესტი ნარკოტიკებზე უარყოფითია. ამის შესახენ ინფორმაცია ფინეთის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.  ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ნარკოტესტი გაიკეთა „ნარკოტესტმა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 2022 წლის 19 აგვისტოს ჩააბარა, ნარკოტიკის არსებობა რა დაადასტურა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: სანა მარინს ცეკვის მიზეზი აქვს, მისი ქვეყანა თითქმის NATO-შია ამასთან, ფინეთის პრემიერმა ტესტირების საფასური თავად გადაიხადა.  ფინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან ნარკოტესტი გაიარა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიტიკური ლიდერი ფინელ პოპ-ვარსკვლავთან ცეკვავს. 36 წლის სანა მარინი გავრცელებული ვიდეოში ასახული კადრების გამო, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა.   

ფინეთი უკრაინის გვერდით დგას

ფინეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას დამოუკიდებლობისდ დღე მიულოცა. საული ნიინისტოს თქმით, ფინეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს თქვენი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ფინეთი უკრაინის გვერდით დგას და გავაგრძელებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - წერს ფინეთის პრეზიდენტი.

ჩეხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით NATO-ში ფინეთისა და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა

ჩეხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით NATO-ში ფინეთისა და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა. ამასთან, პარლამენტის შემდეგ რატიფიკაციის პროტოკოლებს ხელი უნდა მოაწეროს ქვეყნის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა. "ზემანი მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების გეგმებს", - განაცხადა მედიასთან მილოშ ზემანის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.  

ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის

ფინეთის ხელისუფლება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მერვე პაკეტს მიაწვდის. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პირველ სექტემბერს, რესპუბლიკის პრეზიდენტმა მთავრობის წინადადების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის. ფინეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ჯამურ ღირებულებას, თუმცა, Reuters-ის ცნობით, საუბარია დაახლოებით, 8,3 მილიონ ევროზე.  

ფინეთში, სანქცირებული რუსეთის მოქალაქეებისთვის დაყადაღებული ქონების მოცულობა გაორმაგდა

ფინეთის ხელისუფლებამ სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეებს 189 მილიონი ევროს ქონება დაუყადაღა.  მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, დაყადაღება ეხება ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანილ რამდენიმე ათეულ ორგანიზაციას. ამჟამად ძალაშია ორასი სხვადასხვა სახის დროებითი ან მუდმივი კონფისკაცია. „ამ მიმართულებით, მანდატურის სამსახური გამოძიებას განაგრძობს. ეს ამოცანა გრძელვადიანი და რთულია. გარდა ამისა, ევროკავშირის სანქციების სიას დაემატა ახალი ბრალდებულები", - განმარტა საინკასო სამსახურის სპეციალისტმა აკი ვირტანენმა. ჩამორთმეული ქონების სიაში შედის არამატერიალური აქტივების დიდი რაოდენობა, როგორიცაა დებიტორული დავალიანება, აქციები და ნაღდი ფული. ასევე ჩამორთმეულ ქონებას მიეკუთვნება სხვადასხვა სამრეწველო ნედლეული და სატრანსპორტო საშუალებები. აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებსა და რუსეთის მოქალაქეებს, გარე აქტივებზე სანქციები, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუწესეს.   

ფინეთმა, რუსი ბიზნესმენების ძმებ როტენბერგებისა და Yandex-ის დამფუძნებლის აქტივები დააყადაღა

ფინეთმა, რუსი ბიზნესმენების ძმებ როტენბერგებისა და Yandex-ის დამფუძნებლის აქტივები დააყადაღა.   მედიის ცნობით, ფინეთის ხელისუფლებამ დაკავების შესახებ ახალი გადაწყვეტილება სექტემბრის დასაწყისში მიიღო. Yandex-ის დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი და ძმები როტენბერგები ევროკავშირის სანქციების სიაში არიან. გაზაფხულზე Yandex Oy-მა შეცვალა სახელი და ფინეთში Global DC Oy სახელით ოპერირებს. ვოლოჟმა უკვე დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი და ადგილი კომპანიის დირექტორთა საბჭოში. თუმცა, ეს მას სანქციებისგან არ ათავისუფლებს.  ძმები როტენბერგების გარდა, კიდევ ერთი ოლიგარქი, გენადი ტიმჩენკო, ფლობს მნიშვნელოვან წილს კომპანია Helsinki Halli-ში. მისი აქციები უკვე გაყინულია.  

ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად შეუზღუდოს

ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეების შესვლა სრულად შეზღუდოს. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ფინეთის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შემცირება გადაწყვიტა „ფინეთს არ სურს იყოს სატრანზიტო ქვეყანა სხვა ქვეყნების მიერ გაცემული შენგენის ვიზებისთვის და ახლა ჩვენ გვინდა გავაკონტროლოთ ეს მოძრაობა“, - თქვა ჰავისტომ. ჰავისტოს ინფორმაციით, ხელისუფლება ამჟამად ამზადებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა შეზღუდოს ან მთლიანად შეაჩეროს რუსეთის მოქალაქეების ტურისტული მოძრაობა  და ეს საკითხი მალე პარლამენტს წარედგინება. „არ არსებობს მორალური და ეთიკური საფუძველი, რომ რუსმა ტურისტებმა განაგრძონ მოგზაურობა, თითქოს არაფერი მომხდარა“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.  

ფინეთი რუსეთის მოქალაქეების ტურისტულ ვიზიტებს კრძალავს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფინეთი რუსეთის მოქალაქეების ტურისტულ ვიზიტებს აკრძალავს.  ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად შეუზღუდოს მისი თქმით, შესაძლოა, გადაიხედოს რუსეთის მოქალაქეებზე უკვე გაცემული შენგენის ვიზების საკითხიც.  „მაგალითად, ოჯახთან ან ნათესაურ კავშირთან, სამუშაოსთან ან სწავლასთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ფინეთში შესვლა. ეს უფრო დეტალურად არის ჩამოთვლილი პრინციპულ გადაწყვეტილებაში“, - განმარტა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ჰუმანიტარული მიზეზები ასევე ფინეთში შესვლის გამონაკლისების საფუძველი გახდეს.  პეკა ჰავისტომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები ვიზის მისაღებად „ხვრელებს“ იყენებდნენ. მაგალითად, როგორიცაა უძრავი ქონების ფლობა ფინეთში ან უძრავი ქონების საკუთრების განაწილება რამდენიმე ადამიანზე, რათა გაადვილებულიყო ვიზის მიღება. „ეს ხარვეზები ახლა დაბლოკილია”, - თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ფინეთმა შესაძლოა, მიგრაციის შესაჩერებლად რუსეთის საზღვართან ღობე ააშენოს

ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახური მიგრაციის შეჩერების მიზნით, რუსეთის საზრვართან ღობის აშენების ინიციატივით გამოდის.   მესაზღვრეებმა თავიანთ მოხსენებაში „უსაფრთხოების პირობების ცვლილების გამო“ რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ფიზიკური ბარიერის აშენებას რეკომენდაცია გაუწიეს.   საზღვრის დაცვის სამსახურში მიაჩნიათ, რომ ღობე ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქეების ფინეთის საზღვარზე შემოდინების თავიდან აცილებას, რაც ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შეინიშნება. სასაზღვრო სამსახურის უფროსის პასი კოსტამოვაარას თქმით, ღობის სიგრძე შეიძლება 130-დან 260 კმ-მდე იყოს და მშენებლობას ორი-სამი წელი დასჭირდება.  

ფინეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს

ფინეთი პარასკევიდან რუსი ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო ადასტურებს. ფინეთი რუსეთის მოქალაქეების ტურისტულ ვიზიტებს კრძალავს ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ოჯახური ვიზიტი, სამუშაო და სწავლა. მანამდე არაერთი ფინური წყარო იტყობინებოდა, რომ ხუთშაბათს ფინეთი მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქეებისთვის სასაზღვრო რეჟიმზე, პარასკევს ღამით კი ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი დიდი ალბათობით დაიკეტებოდა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.  

რუსეთის მოქალაქეებმა ფინეთში ბანკომატები გამოაცარიელეს. Nosto-ს ქსელმა ჩინური UnionPay-ის ბარათების მომსახურება შეწყვიტა

ფინურმა ბანკომატების ქსელმა Nosto-მ 3 ოქტომბრიდან UnionPay-ის გადახდის სისტემიდან ბარათების მომსახურება შეწყვიტა. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსებმა ბანკომატები გამოაცარიელეს“ Nosto-ს ქსელიდან, რომლებიც ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით - რუსეთის ფედერაციის საზღვრიდან მდებარეობს.  Nosto-ს ინფორმაციით, ამ ბანკომატებში დეპონირებული ნაღდი ფული, რუსეთის მოქალაქეებმა იმდენად სწრაფად გამოიტანეს, რომ რამდენიმესაათიანი დეფიციტი შეიქმნა. „გატანილი თანხები იმდენად დიდი იყო, რომ ისინი ვერ იქნებოდნენ კერძო რუსი ტურისტები,“, - აცხადებენ კომპანიაში. Nosto ქსელმა UnionPay-თან თანამშრომლობა, 2020 წლის ივნისში დაიწყო.  ჩინური გადახდის სისტემის UnionPay-ის პოპულარობა რუსეთში საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ რაც Visa-მ და Mastercard-მა სანქციების გამო რუსულ ბანკებთან მუშაობა შეწყვიტეს.  

ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის

ფინეთი უკრაინაში სამხედრო დახმარების მეცხრე პარტიის გაგზავნისთვის ემზადება. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა. „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს [დახმარების ახალი პაკეტი] იყოს ბოლო. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უკრაინის დიდი ხნის განმავლობაში მხარდასაჭერად”, - განაცხადა კაიკონენმა. მისივე თქმით, ახალი დახმარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიიღება. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ფინეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების რვა პაკეტი მიაწოდა, რომელთა საერთო ღირებულება 92,3 მილიონ ევროს შეადგენს.  

ფინეთში ლენინის ბოლო ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა

ფინეთში ვლადიმერ ლენინის ბოლო ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა.  ესტონელი მოქანდაკის მატტი ვარიკას მიერ შექმნილი ბიუსტი ფინეთის ქალაქ კოტკას ცენტრიდან აიღეს.  Yle-ის ცნობით, ურბანული დაგეგმარების ხელმძღვანელმა მარკკუ ჰანონენმა თქვა, რომ ძეგლის გადატანა „საკმაოდ რთული ტექნიკური ოპერაციაა“. მისივე თქმით, ბიუსტი ამწევი მოწყობილობის გამოყენებით სატვირთო მანქანის პლატფორმაზე ასწიეს. ვლადიმერ ილიას ძე ლენინი პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი იყო.  

ერდოღანი შვედეთსა და ფინეთს სთავაზობს, NATO-ში სხვადასხვა დროს გაწევრიანდნენ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთს და ფინეთს NATO-ში სხვადასხვა დროს გაწევრიანება შესთავაზა. თურქეთი და უნგრეთი არიან ქვეყნები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ რატიფიცირებული სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება. ერდოღანის თქმით, თურქეთი არ იქნება შვედეთის მომხრე, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაციები მის ქუჩებსა და პარლამენტში პოზიციონირებენ. მისივე თქმით, თურქეთს უკეთესი ურთიერთობა აქვს ფინეთთან, რადგან ის არ არის ქვეყანა, სადაც ტერორისტები თავისუფლად მოძრაობენ. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ჰელსინკი შვედეთთან ერთად ალიანსში გაწევრიანების მომხრეა. ერდოღანის კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც შვედეთმა განაცხადა, რომ გააუქმებს იარაღზე ემბარგოს, რომელიც თურქეთს 2019 წელს დაუწესდა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.  ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

NATO-ს 14 წევრი ქვეყანა და ფინეთი „ევროპის ცის ფარის ინიციატივას“ აამოქმედებენ

NATO-ს 14 მოკავშირის თავდაცვის მინისტრები და ფინეთი ევროპის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. მოკავშირეები შეიმუშავებენ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემას სახელწოდებით - „ევროპული ცის ფარის ინიციატივა“ ქმნიან. მისი მიზანია, გააძლიეროს ალიანსის უნარი, დაიცვას თავისი წევრები, იტყობინება ორგანიზაცია. „ეს ვალდებულება დღეს კიდევ უფრო გადამწყვეტია, რადგან ჩვენ მოწმენი ვართ რუსეთის მიერ უკრაინაში დაუნდობელი და განურჩეველი სარაკეტო თავდასხმების“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ. გერმანიის ხელმძღვანელობით ამოქმედებული ინიციატივა მიზნად ისახავს ევროპული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნას, ევროპული ქვეყნების მიერ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობისა და რაკეტების ერთობლივი შეძენის გზით. ეს გააძლიერებს NATO-ს ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას. NATO-ს 14 ქვეყანას შორის არიან: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვაკეთი, სლოვენია, რუმინეთი, გაერთიანებული სამეფო. ფინეთი NATO-ს წევრობის მოლოდინშია. მისი განაცხადი წევრი ქვეყნების მიერ რატიფიცირების ეტაპზეა.  

მედია: ფინეთი, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვრის მონაკვეთზე, სატესტო ღობის აშენებას გეგმავს

ფინეთი, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარზე, სატესტო ღობის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ, ტელე-რადიოკომპანია Yle იუწყება. ფინეთმა შესაძლოა, მიგრაციის შესაჩერებლად რუსეთის საზღვართან ღობე ააშენოს მთავრობაში უკვე არის კონსენსუსი ღობის საცდელი ნაწილის საჭიროებაზე, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.  ფინური მედიის ცნობით, საპილოტე პროექტი სამი კილომეტრზე განხორციელდება. ბიუჯეტში პროექტისთვის დაახლოებით ექვსი მილიონი ევროა დარეზერვებული.  თანხები ასევე მოხმარდება ტექნიკურ კონტროლსა და ინფრასტრუქტურას. შინაგან საქმეთა მინისტრის კრისტა მიკონენის თქმით, მნიშვნელოვანია საზღვრის ღობის აშენების განხილვა. სასაზღვრო სამსახურის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ პასი კოსტამოვაარასაც მიაჩნია, რომ ღობე აუცილებელია. როგორც ცნობილია, ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობისგან, რუსეთთან საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე ღობის ასაშენებლად 139 მილიონი ევროს გამოყოფას ითხოვს.   

ფინეთის პარლამენტმა, რუსეთის საზღვარზე დამცავი ღობის აშენებას მხარი დაუჭირა

ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინს, საპარლამენტო პარტიებმა, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარზე დამცავი ღობის აშენების უფლება მიანიჭეს. ფინეთმა შესაძლოა, მიგრაციის შესაჩერებლად რუსეთის საზღვართან ღობე ააშენოს ფინეთის პარლამენტში ამ პროექტს, დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. პროცესი დააჩქარეს ოპოზიციურმა პარტიებმა - "ცენტრმა", "ნამდვილმა ფინელებმა" და "ქრისტიან-დემოკრატებმა".  დამცავი ღობის მშენებლობას, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. პროექტი ასობით მილიონი ევრო ღირს. დამცაბი ღობე, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვრის დაახლოებით 10-20%-ს მოიცავს. სასაზღვრო დაცვა მზადაა, პროექტის პილოტის განხორციელება სწრაფი ტემპით დაიწყოს და 2023 წლის ზაფხულში დაასრულოს.  მთავრობის განცხადებით, რუსეთთან საზღვარზე დამცავი ღობე, პირველ რიგში, ფინეთის საზღვრის შესაძლო მასობრივი უკანონო გადაკვეთის გასაკონტროლებლადაა აუცილებელი.  

საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, საოკუპაციო ხაზთან, ოძისში იმყოფებოდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტიბორ კოზმამ გუშინ საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ნინა ვასკუნლაჰტის, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ტიბორ კოზმამ წარმოადგინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასება ადგილზე განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ. "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტიბორ კოზმამ გუშინ საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ნინა ვასკუნლაჰტის, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას უმასპინძლა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ფინეთმა რუსეთთან სარკინიგზო გადაზიდვები შეაჩერა

ფინური სახელმწიფო კომპანია VR Group-ი საქონლის ტრანსპორტირებას რუსეთის მიმართულებით, წლის ბოლომდე მთლიანად შეაჩერებს. ფინეთის პარლამენტმა, რუსეთის საზღვარზე დამცავი ღობის აშენებას მხარი დაუჭირა ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზა მარკულამ დღეს განაცხადა. მისი თქმით, „აღმოსავლეთის მიმართულებით სატვირთო მიმოსვლა არაუგვიანეს ამ წლის ბოლომდე შეწყდება“. სექტემბრის ბოლოსთვის კომპანიამ რუსეთში ტვირთების 65%-ის გადაზიდვა შეაჩერა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 28 მარტს VR Group-მა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ჰელსინკისა და სანკტ-პეტერბურგის დამაკავშირებელი ალეგროს სამგზავრო მატარებლების მოძრაობა.  

ფინეთმა შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შესყიდვა შეუზღუდოს

ფინეთის მთავრობამ შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შესყიდვა შეუზღუდოს. ამ საკითხს ფინეთის თავდაცვის სამინისტრო სწავლობს. ფინეთის პარლამენტმა, რუსეთის საზღვარზე დამცავი ღობის აშენებას მხარი დაუჭირა ფინეთის თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი ასევე მსგავსი ტრანზაქციების სრულად აკრძალვის ვარიანტსაც განიხილავს. ფინეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს „სამუშაო ჯგუფმა რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონებით დადებული გარიგებების შესახებ ანგარიში დეკემბერში უნდა წარმოადგინოს. სრული მოხსენება მოგვიანებით გამოქვეყნდება. ანგარიშის მომზადების შემდეგ ხელისუფლება დაიწყებს კანონმდებლობის განახლების პროცესს, თუკი ამის საჭიროება დადგება“, - წერს მედია. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ნორვეგიის სანაპიროზე არაერთი ობიექტი იყიდა, რომლებიც მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებთან ახლოს მდებარეობს.  

ფინეთმა, რუსეთის მოქალაქეებს, ოლიგარქებთან შესაძლო კავშირის გამო, სამი თვითმფრინავი ჩამოართვა

ფინეთის ხელისუფლებამ, რუსეთის მოქალაქეებს, საკუთრებაში არსებული სამი კერძო თვითმფრინავი ჩამოართვა, რომლებიც სავარაუდოდ რუს ოლიგარქებს ეკუთვნით ან სანქცირებული პირები იყენებენ.  ამ თვითმფრინავებს, რომლებიც მედიის ცნობით, რუს ბიზნესმენ სერგეი გრიშჩენკოს ეკუთვნის, ფინური კომპანია Polar Aviation Oy-ს მართავს. ჟურნალისტების თქმით, ეჭვები შესაძლოა ეფუძნებოდეს Polar Aviation-ის კავშირს ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოსთან, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების სიაშია. Polar Aviation-მა ტიმჩენკოსთან, რომელიც ფინეთისა და რუსეთის მოქალაქეა, კავშირი უარყო. თუმცა კომპანიამ, ფინეთის ხელისუფლებას 2021-2022 წლების მგზავრთა სიების მიწოდებაზე უარი განუცხადა, თუმცა მოგვიანებით კი არასრული სიები მიაწოდა. სამი ჩამორთმეული თვითმფრინავი, 2021 წლის აგვისტოში, ფინეთის თვითმფრინავების რეესტრში შეიტანეს. მას შემდეგ თვითმფრინავებმა ასობით ფრენა შეასრულეს - ვენის, ჰამბურგის, მაროკოს, იტალიისა და დუბაის მიმართულებით.  

ფინეთის ყურესა და არქიპელაგის ზღვაში, ფინეთის საზღვაო ძალების უდიდესი წვრთნები დაიწყო

ფინეთის ყურესა და არქიპელაგის ზღვაში, ფინეთის საზღვაო ძალების ძირითადი წვრთნები დაიწყო.  წვრთნების მიზანია ფინეთის სანაპიროზე და ბალტიის წყლებზე საერთაშორისო ერთობლივი ოპერაციის ჩატარება და სამხედრო მეზღვაურებისთვის საერთაშორისო დახმარების გაწევა. წვრთნებში, 23 საბრძოლო ხომალდი, ასევე ტექნიკური ფლოტის გემები და საზღვაო ძალების და ქვეითი ჯარების რაზმები მონაწილეობენ. წვრთნის პროცესში, სულ 5000-მდე ადამიანია ჩართული. სწავლება Freezing Wings-ი ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, რომელშიც ჩაერთვებიან სამხედროები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან და შვედეთიდან.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფინეთისთვის იარაღის მიყიდვის გეგმა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა იარაღის მეორე დიდი გაყიდვა ფინეთს ერთი თვის განმავლობაში, იტყობინება Reuters. ფინეთი უფრო მეტ იარაღს ყიდულობს შეერთებული შტატებისგან და თავდაცვას აძლიერებს მას შემდეგ რაც, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ფინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, დამატებით 1,7 მილიარდი ევრო გამოყოს იარაღისა და თავდაცვის სხვა მასალების შესაძენად მხოლოდ წელს. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაახლოებით 323,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების (AIM 9X Block II) ტაქტიკური რაკეტების, (AGM-154 Joint Stand Off) იარაღისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა გააუმჯობესებს ფინეთის შესაძლებლობებს. ფინეთი ამ რაკეტების გამოყენებას F-35 სტელსტის ტიპის თვითმფრინავების ახალ ფლოტთან ერთად გეგმავს, რომელსაც ის ასევე შეერთებული შტატებიდან ყიდულობს. ამ თვის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაამტკიცა 150 მართვადი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის გაყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულება 535 მილიონი დოლარია.  

რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები ახლა გაყინვის ფაზაშია - ფინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა

ფინური ბიზნესის მხოლოდ 4% რჩება რუსეთში, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვანი კლებაა. ამას მოწმობს ფინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები, წერს Evropeyskaya Pravda Euractiv-ზე მითითებით. ნოემბრის შუა რიცხვებში ჩატარებულმა გამოკითხვამ 123 მსხვილ საექსპორტო კომპანიას შორის აჩვენა, რომ მათგან მხოლოდ 4% აგრძელებს ბიზნესს რუსეთში, ხოლო 81%-მა შეწყვიტა საქმიანობა ქვეყანაში, ხოლო 15%-მა განაცხადა, რომ ქვეყნიდან გასვლის პროცესი გრძელდება.  ფინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლინა ტოივაკკას თქმით, უკრაინაში ომის დაწყებისას, რუსეთში ექსპორტი ფინეთის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 5%-ს შეადგენდა. კომპანიებმა რისკების მინიმიზაცია 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიიდან მალევე დაიწყეს. „რუსეთთან ვაჭრობა ახლა გამყინვარების ხანაში გადის. ის შეიძლება გაგრძელდეს ათწლეულების განმავლობაში, რადგან ნდობა გაქრა, აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, რომ ვაჭრობა აღდგეს", - თქვა ტოივაკკამ.  

ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ რიგაში, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა. უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ის მშვიდობას დაიმსახურებს, თქვა საული ნიინისტომ. „დღეს, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ლიდერებს შორის განვიხილეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი, ასევე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაუმჯობესების გზები“, - დაწერა ნიინისტომ ტვიტერზე. ჟურნალისტებმა ფინეთის პრეზიდენტს ჰკითხეს, რას ფიქრობს ემანუელ მაკრონის იდეაზე, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები. ეს იდეა უარყვეს, მათ შორის, ნიდერლანდების, ლიტვისა და ესტონეთის ლიდერებმა. მას არც ფინეთის პრეზიდენტმა დაუჭირა მხარი. „რუსეთის მეზობლები არიან ისინი, ვისაც უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. თუ რუსეთი თავის მეზობლებს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, მსგავსი მასშტაბის გარანტიები შეიძლება განიხილვის საგანი გახდეს“, - განაცხადა ნიინისტომ. JEF-ში შედის ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, შვედეთი, დანია და ესტონეთი.  

ფინეთი, ზღვაზე ქარის პირველი ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

ფინეთი, ზღვაზე ქარის პირველ ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ ტელეკომპანია Yle იტყობინება. კომპანიბმა Metsahallytus-მა და Vattenfall-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის შემუშავებაზე, რომელიც ითვალისწინებს ფინეთის პირველი ოფშორული ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას კორსნასის მუნიციპალიტეტის სანაპიროზე. ობიექტის სიმძლავრე 1.3 გიგავატს მიაღწევს, ხოლო ელექტროენერგიის სავარაუდო გამომუშავება წელიწადში 6 ტვტ/სთ იქნება. ობიექტი ელექტროენერგიას მიაწვდოს 2 მილიონზე მეტ მრავალბინიან კორპუსს ან დაახლოებით 250 ათას კერძო სახლს. ფინეთის მიზანია, 2035 წლისთვის ნახშირბადისგან ნეიტრალური სახელმწიფო გახდეს. ამჟამად, ფინეთში წარმოებული ქარის ენერგია ელექტროენერგიის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ექსპერტების აზრით, 10 წელიწადში ეს წილი 25%-მდე გაიზრდება.  

ფინეთი უკრაინისთვის დახმარების მე-12 პაკეტს ამზადებს

ფინეთი უკრაინის თავდაცვის დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს, რაზეც გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში იქნება მიღებული. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა მიკო სავოლამ Twitter-ზე დაწერა.  „ფინეთი მხარს უჭერს უკრაინას. ჩვენ ვამზადებთ დახმარების მე-12 პაკეტს. გადაწყვეტილებები მიიღება უახლოეს კვირებში", - ნათქვამია ფინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში. მანამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პაკეტი დაამტკიცა.   

ფინეთი უკრაინას €400 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს

ფინეთმა უკრაინისთვის 400 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დააანონსა.  რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან ჯამში ჰელსინკმა უკრაინას 590 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინეთი უკრაინას მძიმე არტილერიითა და საბრძოლო მასალით დაეხმარება, მაგრამ „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები, რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს, დახმარების პაკეტში არ შედის. „ფინეთის პოზიცია უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მანამდე თავდაცვის მინისტრმა მიკო სავოლამ. მისი თქმით, გერმანული წარმოების ტექნიკის ექსპორტისთვის საჭიროა გერმანიის ნებართვა.  

ფინეთმა €187 მილიონის რუსული აქტივები გაყინა

ფინეთმა 187 მილიონი ევროს მოცულობის რუსული აქტივები გაყინა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საუბარია უძრავი ქონებაზე, აქციებზე, მანქანებსა და იახტებზე.  ამასთან, Reuters-ის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი, სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთვის იქნება მზად.  

ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკა ჰაავისტოს თქმით, ფინეთი აღარ გამორიცხავს, ​​რომ NATO-ში გაწევრიანების პროცესი შვედეთისგან დამოუკიდებლად დაასრულოს, რადგან სტოკჰოლმსა და ანკარას შორის დაძაბულობა სულ უფრო ღრმავდება. ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს ამასთან, პეკა ჰაავისტომ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია ფინეთი და შვედეთი ალიანსს ერთად შეუერთდნენ. ამავდროულად, მან აღიარა, რომ ჰელსინკმა  შესაძლოა, ალიანსში გაწევრიანების პროცესის ცალკე დასრულებაზე იფიქროს, თუ შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაცია დიდხანს გაჭიანურდება. ამასთან, პეკა ჰაავისტო აღნიშნავს, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება ნაადრევია“. როგორც ცნობილია, მხოლოდ ორ ქვეყანას - უნგრეთსა და თურქეთს - ჯერ არ აქვს რატიფიცირებული ფინეთისა და შვედეთის განაცხადები. უნგრეთს არ აქვს კონკრეტული პირობები, თუმცა ანკარას აქვს მთელი რიგი პრეტენზიები შვედეთის მიმართ, იმის გამო, რომ ქვეყანაში თურქეთის ხელისუფლებისა და ქურთი აქტივისტების პოლიტიკური ოპონენტები არიან. ანკარა ითხოვს იმ პირების ექსტრადირებას, რომლებსაც „ტერორისტებად“ მიიჩნევს. ბოლო კვირების განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა შვედეთში ანტითურქული ქმედებების გამო, კერძოდ, ერთ შეკრებაზე აქტივისტებმა ერდოღანის ჩამოკიდებული ფიგურა დადეს, მეორეზე კი ყურანი დაწვეს. მაშინ ერდოღანმა ღიად განაცხადა, რომ შვედეთს, ასეთი დამოკიდებულებით, არ უნდა ჰქონდეს NATO-ში გაწევრიანებისას თურქეთის მხარდაჭერის იმედი. პეკა ჰაავისტომ აღიარა, რომ შვედეთში ანტითურქულმა პროტესტებმა NATO-ში გაწევრიანების პროცესი, ორივე ქვეყანას გაურთულა. მისი აზრით, ახლა NATO-ში გაწევრიანების პროცედურის დასრულებაზე საუბარი თურქეთის არჩევნებამდე, ანუ მაისის შუა რიცხვებამდე არარეალურია. პეკა ჰაავისტომ ასევე განაცხადა, რომ ფინეთი, შვედეთი და თურქეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს. კერძოდ ახალ შეხვედრა ადრე გაზაფხულზე იგეგმება, რათა მხარეებმა შექმნილი ვითარება განიხილონ. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. რადიკალმა საჯაროდ დაწვა მუსლიმებისთვის წმინდა წიგნი - ყურანი. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ვიზიტი თურქეთში. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს.  სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი  

ფინეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ტელეგრამაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და ფინელ კოლეგასთან შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა. „მივესალმები ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს უკრაინაში. უკრაინა აფასებს ფინეთისა და ფინელი ხალხის მხარდაჭერას. მადლობა ამ ვიზიტისთვის!" დაწერა ზელენსკიმ. ფინური მაუწყებლის Yle-ის ცნობით, უსაფრთხოების მიზეზების გამო, ნიინისტოს ვიზიტზე ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა. ნიინისტო ზელენსკის კიევში შეხვდა. პრეზიდენტებმა განიხილეს ფინეთის სამხედრო დახმარებისა და უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. ნიინისტოს თქმით, უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხი კვლავ ღიაა. „ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა NATO-ს ბლოკის გარეთ, რომელსაც აქვს Leopard-ის ტიპის ტანკები, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს გრძელი საზღვარი რუსეთთან და ეს გასათვალისწინებელია", - განაცხადა ნიინისტიომ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.  მისივე თქმით, დღემდე ფინეთმა უკრაინას 600 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია.  

თურქეთმა შესაძლოა, ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შვედეთზე ადრე დაუჭიროს მხარი - ერდოღანი

თურქეთმა შვედეთზე ადრე, შესაძლოა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.  შვედეთი იმედოვნებს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მიუხედავად ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება - ტობიას ბილსტრომი უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ ერთდროულად განაცხადეს.  NATO-მ ამ ქვეყნების ალიანსში მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ თურქეთი რამდენიმე თვეა ბლოკავს შვედეთის შესვლას ალიანსში და ქვეყნის ხელისუფლებას 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილებისთის თავშესაფარის მიცემაში ადანაშაულებს. რამდენიმე დღის წინ ანკარამ ოფიციალურად შეაჩერა მოლაპარაკებები შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მას შემდეგ, რაც სტოკჰოლმმა უარი თქვა თურქეთისთვის რამდენიმე ადამიანის ექსტრადირებაზე, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ ქურთ ბოევიკებთან კავშირში. ამ ვითარებასთან დაკავშირებით ერდოღანმა განაცხადა, რომ „თუ საჭიროება იქნება, ჩვენ შეგვიძლია სრულიად განსხვავებული პასუხი გავცეთ ფინეთთან დაკავშირებით და როცა ფინეთზე განსხვავებულ პასუხს გავცემთ, შვედეთი შოკირებული იქნება. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი იგივე შეცდომას არ დაუშვებს“.  უცხოური მედია: თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს.  სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი  

ფინეთი შეუერთდა ჯგუფს, რომელიც რუსეთის ლიდერებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობს

ფინეთი შეუერთდა ძირითად ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ Ukrinform-ი ფინეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „2023 წლის 2 თებერვალს ფინეთი შეუერთდა ძირითად ჯგუფს, რომელიც შეიქმნა უკრაინის მხარდასაჭერად, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს, მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის“, - ნათქვამია პრესრელიზში. თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ფინეთს სურს, დაეხმაროს უკრაინას აგრესიის დანაშაულის ჩამდენთა მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების ყველაზე ეფექტიანი გზების პოვნაში". აღსანიშნავია, რომ ფინეთისა და უკრაინის გარდა, ჯგუფს 19 სახელმწიფო და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური შეუერთდნენ.  

ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს გაუგზავნის

ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს გაუგზავნის და ამასთან ერთად, ჯარისკაცებსაც მოამზადებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს განცხადება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავის წინა დღეს გაკეთდა. ფინეთმა შეჭრის დაწყებიდან უკრაინას 750 მილიონ ევროზე მეტი დახმარება გამოუყო. ფინეთი უერთდება ევროპული ქვეყნების მზარდ კოალიციას, მათ შორის გერმანიას, ესპანეთსა და ნორვეგიას, რომლებიც უკრაინას ტანკებს დაჰპირდნენ.  

შვედეთი და ფინეთი NATO-ში გაწევრიანების გარშემო თურქეთთან მოლაპარაკებებს განაახლებენ

თურქეთი, შვედეთი და ფინეთი აპირებენ, განაახლონ მოლაპარაკებები ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, იუწყება RBC-Ukraine STV-ზე დაყრდნობით. „შვედეთს, ფინეთსა და თურქეთს შორის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მარტში განახლდება“, - განაცხადა კრისტერსონმა. უფრო ადრე, 20 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შეწყვეტილი მოლაპარაკებები განახლდებოდა. შვედეთმა და ფინეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტეს, რითაც უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე.  

ფინეთი რუსეთთან საზღვარზე ღობის მშენებლობას იწყებს

ფინური მედიის ცნობით, ქვეყანა რუსეთთან საზღვარზე ღობის მშენებლობას იწყებს. მუშებმა ხეების ჭრა იმატრის საზღვრის ორივე მხარეს უკვე დაიწყეს. მესაზღვრეები სამკილომეტრიანი მონაკვეთის პირველ რიგში საცდელ რეჟიმში შემოღობვას გეგმავენ. ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც აჩვენებს, გაუძლებს თუ არა აშენებული ღობე ზამთრის ყინვას, თოვლის დატვირთვას და იმ ადამიანების ზეწოლას, რომლებიც, ფინეთის ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა, აღმოსავლეთიდან შეეცდებიან ქვეყანაში შესვლას. ფინეთის გეგმებზე რუსეთთან საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ღობის აშენების შესახებ, 2022 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1,3 ათასი კმ სიგრძის ღობის აშენება ორ-სამ წელიწადში იგეგმებოდა. ფინეთის ხელისუფლების გეგმის მიხედვით, ღობე რუსეთთან საზღვრის 10-20%-ს უნდა მოიცავდეს. სტრუქტურის ხანგრძლივობის ვადა სავარაუდოდ, 50 წელია.  

ფინეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის თურქეთს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პარასკევს სტამბულში ფინელ კოლეგას საული ნიინისტოს შეხვდება. ნიინისტო ანკარას 16-17 მარტს ეწევვა. Anadolu-ს ცნობით, ლიდერები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს და ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გადაიდგას. გასულ ივნისში თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რაც ალიანსში მათი საბოლოო წევრობისთვის გზას უხსნის. NATO-ში გაწევრიანების წინადადებების დასამტკიცებლად, ანკარა ორ სკანდინავიურ ქვეყანას სთხოვს, მიიღონ კონკრეტული ზომები ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლველად, ჯგუფი. ანკარა თვლის, რომ შვედეთი ამ კუთხით საკმარის ნაბიჯებს არ დგამს. ამასთან, მედია თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთმა შესაძლოა, ფინეთის განაცხადი შვედეთისგან დამოუკიდებლად, 14 მაისის არჩევნებამდე დაამტკიცოს.  

თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას შვედეთისგან დამოუკიდებლად მოახდენს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთისგან ცალკე მოახდენს ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას. ფინეთის პრეზდენტ საული ნიინისტოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთი იწყებს ფინეთის განაცხადის დამტკიცების პროცესს. მისივე თქმით, შვედეთთან მოლაპარაკებები გრძელდება და თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს.  

ფინეთის დაზვერვა აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსეთის ჯაშუშური ოპერაციები შესუსტდა

რუსეთის დაზვერვის ოფიცრების გაძევებამ და ვიზაზე უარის თქმამ არსებითად შეასუსტა მოსკოვის სადაზვერვო ოპერაციები მეზობელ ფინეთში გასულ წელს, განაცხადა ფინეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა (SUPO) ხუთშაბათს. სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ რუსული ჯაშუშური ოპერაციები შესუსტდა სკანდინავიურ ქვეყანაში იმის გამო, რომ სააგენტოს შეუძლია, მათი საქმიანობის კპმპრომეტირება მოახდინოს. დაზვერვის ოფიცრების რაოდენობის შემცირებამ და რუსეთ-ფინეთის საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვამ მოსკოვის უკრაინაში ომის ფონზე, მნიშვნელოვნად შეარყია რუსი ჯაშუშების მუშაობის პირობები ფინეთში, განაცხადა SUPO-მ. მისივე თანახმად, დიპლომატიურ საფარქვეშ ოპერაციები ტრადიციულად იყო რუსული დაზვერვის მთავარი ინსტრუმენტი საზღვარგარეთ.  

თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა

თურქეთი გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მადლობა გადაუხადა NATO-ს წევრ ქვეყნებს „ნდობისა და მხარდაჭერისთვის“. გადაწყვეტილებას მიესალმა NATO-ს გენერალური მდივანი.  

ფინეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

ფინეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო ბარიერი არ მოქმედებს ფინეთის პარლამენტში შესასვლელად, მაგრამ უნდა მიიღონ ხმების სულ მცირე 2%, რათა სახაზინო დახმარებით ისარგებლონ. სკანდინავიური ქვეყნის ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა, 22 პოლიტიკური პარტიიდან სულ 2424 კანდიდატს სურს. ხმის მიცემა ფინეთის 18 და მეტი ასაკის ყველა მოქალაქეს შეუძლია. შექმნილია დაახლოებით 2000 საარჩევნო უბანი, რომლებიც დილის 9:00 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ. ამჟამინდელ მთავრობას პრემიერ-მინისტრ სანა მარინის პარტია და კიდევ ოთხი პარტია ხელმძღვანელობენ - ცენტრისტული პარტია, მწვანე ლიგა, მემარცხენე ალიანსი და შვედეთის სახალხო პარტია. სულ 19 მინისტრია. სოციალ-დემოკრატების პარტიამ 2019 წლის არჩევნების შემდეგ შვიდი მინისტრის პორტფელი მიიღო, კოალიციის მეორე უმსხვილესი პარტნიორს - ცენტრისტულ პარტიას კი, ხუთი მინისტრი ჰყავს. მისი 39 წლის ლიდერი ანნიკა საარიკო ფინანსთა მინისტრად 2021 წლის მაისიდან მუშაობს. მწვანე ლიგას, რომლის ლიდერია მარია ოჰისალო და რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2019-2021 წლებში იკავებდა, სამი მინისტრის პოსტს იბარებს. მემარცხენე ალიანსის ლიდერი ლი ანდერსონი, ამავდროულად, ქვეყნის განათლების მინისტრად მუშაობს. პარტიას ჰყავს ორი მინისტრი კაბინეტში, ისევე როგორც შვედეთის სახალხო პარტიას.

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ სანა მარინის პარტია დამარცხდა

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. პრემიერ-მინისტრ სანა მარინის სოციალ-დემოკრატიული პარტია არჩევნებში დამარცხდა. პეტერი ორპოს მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ 20.8%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მეორე ადგილზეა ნაციონალისტური ევროსკეპტიკური პარტია „ნამდვილი ფინელები“ - 20,1%, სოციალ-დემოკრატებმა კი  - 19,9% მოიპოვეს. ხმების 97,7% დათვლილია. ფინეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება BBC წერს, რომ ეს სანა მარინისთვის მწარე მარცხია. მთავრობის ფორმირების პირველი შესაძლებლობა კონსერვატორებს ექნებათ. ფინეთის პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა მოითხოვს, რომ კოალიციამ ქვეყნის მართვისთვის 200-ადგილიან პარლამენტში 100-ზე მეტი ადგილი მოიპოვოს. სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია. ის 34 წლის იყო, როდესაც ფინეთის პრემიერი გახდა. სანა მარინი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. მისი პრემიერობის დროს ქვეყანამ შვედეთთან ერთად უარი თქვა ნეიტრალიტეტზე იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ფინეთი ალიანსის წევრი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახდება. მისი გაწევრიანება NATO-ს ყველა მოკავშირეს აქვს რატიფიცირებული. ფინეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.  

ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად 4 აპრილს გახდება - იენს სტოლტენბერგი

ფინეთი NATO-ს ხვალ, 4 აპრილს შეუერთდება, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. „ეს ისტორიული კვირაა. ხვალ მივესალმებით ფინეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. ფინეთი პრეზიდენტი საული ნიინისტო გაემგზავრება ბრიუსელში, რათა მონაწილეობა მიიღოს ალიანსში გაწევრიანების ოფიციალურ ცერემონიაში, რომელიც NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართება. 31 მარტს თურქეთი გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მადლობა გადაუხადა NATO-ს წევრ ქვეყნებს „ნდობისა და მხარდაჭერისთვის“. გადაწყვეტილებას მიესალმა NATO-ს გენერალური მდივანი. შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ანკარას პრეტენზიები რჩება შვედეთის მიმართ, რის გამოც მისი გაწევრიანების რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესიც მალე დასრულდება.  

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა. „ბოლო ნაბიჯები NATO-ში გაწევრიანებამდე“, - წერს ფინეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე. დღედაინ, 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო.  

ზურაბიშვილი: დაიწერა ისტორია - ეს არის ძლიერი წახალისება, საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინეთს NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. შესაბამისი პოსტი პრეზიდენტის Twitter გვერდზე განთავსდა. „ფინეთი NATO-ს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. ვულოცავ ფინეთს. ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი. ფინეთი უკვე ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების სიმბოლიკების გვერდით უკვე აღმართეს.  

გამარჯვება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის - მსოფლიო ლიდერები NATO-ს გაფართოებაზე

მსოფლიო ლიდერები ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეხმაურებიან. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ- რიში სუნაკი ისტორიულ დღეს აღნიშნავენ. ჯო ბაიდენი: სამოცდათოთხმეტი წლის წინ - როდესაც შეერთებული შტატები და 11 სხვა ქვეყანა შეიკრიბნენ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების მიზნით - პრეზიდენტმა ტრუმენმა თქვა: „თუ რაიმე იქნება გარდაუვალი მომავალში, ეს მსოფლიოს ხალხის ნება თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. დღეს NATO-ში ფინეთის გაწევრიანებით, ეს ნება უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. მან ასევე თქვა, რომ „მოუთმენლად“ ელოდება, რაც შეიძლება მალე მიესალმოს შვედეთს ალიანსში.  რიში სუნაკი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება NATO-ში. ეს ისტორიული დღეა თქვენთვის და ჩვენი ალიანსისთვის. ეს არის ნაბიჯი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უფრო უსაფრთხოს ხდის. NATO-ს ყველა წევრმა ახლა უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები შვედეთის მისაღებად, ჩვენ ერთად ვდგავართ, რათა დავიცვათ თავისუფლება ევროპაში და მთელ მსოფლიოში. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი: ეს არის კარგი ამბავი და გამარჯვება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენმა თავდაცვის ალიანსმა ძლიერი მეგობარი შეიძინა.  ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი პეტრ ფიალა: „ვულოცავ ფინეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ეს იქნება დიდი აქტივი. ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის. იმედი მაქვს, რომ უნგრეთი და თურქეთი დაადასტურებენ შვედეთის გაწევრიანებას და ის ასევე მალე გახდება ალიანსის წევრი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი: ეს ისტორიული ნაბიჯი გააძლიერებს ალიანსს, გააძლიერებს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს ჩვენი ევროკავშირი-ნატოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას. ფინეთი უკვე ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების სიმბოლიკების გვერდით უკვე აღმართეს.  

NATO-ს საზღვარი რუსეთთან გაორმაგდა

ფინეთი გახდა NATO-ს უსაფრთხოების ალიანსის 31-ე წევრი, რის შედეგადაც ალიანსის საზღვრების სიგრძე რუსეთთან გაორმაგდა. ფინეთი რუსეთთან 1340-კილომეტრიან საზღვარს იზიარებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჰელსინკმა NATO-ს მეხუთე მუხლის დაცვა აირჩია, რომელიც ამბობს, რომ ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ფინეთს კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი, დაახლოებით, 30 000-კაციანი აქტიური შეიარაღებული ძალა ჰყავს. მას ასევე შეუძლია, 250 000-იან რეზერვს მოუყაროს თავი. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს უპასუხა Associated Press-ის შეკითხვას რუსეთის მიზნების შესახებ, რომ მოსკოვი ფინეთის გარშემო თავის ყოფნას გააძლიერებს, „მიუთითებს რა ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე“. სტოლტენბერგის შეფასებით, წლებია, ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის სურვილს, გამოიყენოს სამხედრო ძალები რუსეთის მეზობლების წინააღმდმდეგ. „საქართველო 2008 წელს, შემდეგ, ყირიმი 2014 წელს და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში გასულ წელს. ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში და სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ NATO-ს, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე, სწორედ ამიტომ ახორციელებენ მეტ ინვესტიციას მოკავშირეები ახალ, თანამედროვე შესაძლებლობებში. სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილება წარედგინათ NATO-ში წევრობის განაცხადი. ეს აჩვენებს, რომ პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეჭრით უნდოდა ნაკლები NATO მის საზღვრებთან, რომ დაეხურა NATO-ს კარი ახალი წევრებისთვის ევროპაში, მან მიიღო სრულიად საპირისპირო. ის იღებს მეტ მზადყოფნას, მეტ ჯარისკაცს ხმელეთზე, ჰაერში NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე და იღებს მეტ წევრს, ფინეთს დღეს და მალე ასევე შვედეთს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. დღედაინ, 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო. იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და NATO-ს უფრო ძლიერს გახდის“. თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა და გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დაასრულა. შეგახსენებთ, თურქეთი 31 მარტს გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ერთად, გასული წლის მაისში შეიტანეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. მალევე თურქეთის ხელისუფლებამ წამოაყენა პირობების სია, რომლის გათვალისწინების შემდეგაც დათანხმდებოდნენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. საბოლოოდ, ანკარას შვედეთის მიმართ დარჩა კვლავ პრეტენზიები „ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე“, რის მოგვარებასაც NATO-ს გენერალური მდივანი მალე იმედოვნებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება.  შედეგად, რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება: ბალტიის ზღვაზე რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი, ბალტიის ზღვის 99%, ახლა NATO-ს კონტროლის ქვეშაა, რაც რუსეთისთვის სამხედრო მანევრირებას შეუძლებელს ხდის. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთს ფინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ფაქტობრივად, NATO-ს საზღვრად გადაიქცა ფინეთის საზღვარი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე სერიოზული უპირატესობაა NATO-სთვის.

ფინეთი NATO-ს 31-ე წევრია

დღედაინ, 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და NATO-ს უფრო ძლიერს გახდის“. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა და გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დაასრულა. „ეს კარგი დღეა ფინეთის უსაფრთხოებისთვის, და კარგი დღღეა მთლიანად NATO-სთვის“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. „ძნელი წარმოსადგენია NATO დაარსების წლისთავის აღსანიშნავად უკეთესი დღე, ვიდრე ალიანსში ახალი წევრის მიღებაა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, თურქეთი 31 მარტს გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ერთად, გასული წლის მაისში შეიტანეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. მალევე თურქეთის ხელისუფლებამ წამოაყენა პირობების სია, რომლის გათვალისწინების შემდეგაც დათანხმდებოდნენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. საბოლოოდ, ანკარას შვედეთის მიმართ დარჩა კვლავ პრეტენზიები „ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე“, რის მოგვარებასაც NATO-ს გენერალური მდივანი მალე იმედოვნებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება. 

ზელენსკიმ ფინეთს NATO-ში გაწევრიანება მიულოცა: ჩვენ ველით, რომ ვილნიუსის სამიტი უკრაინას ევროატლანტიკურ მიზანთან დააახლოებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთს NATO-ში გაწევრიანება მიულოცა. მისი შეფასებით, ალიანსი უსაფრთხოების ერთადერთი ეფექტიანი გარანტი გახდა რეგიონში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე. „ჩვენ ველით, რომ ვილნიუსის სამიტი დააახლოებს უკრაინას ევროატლანტიკურ მიზანთან“, - განაცხადა ზელენსკიმ. NATO-ს საზღვარი რუსეთთან გაორმაგდა დღესვე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ფინეთის გაწევრიანება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ძველი სტრატეგიებისა და ძველი აღქმების გადახედვის დრო დადგა, და მთლიანობაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არ არსებობს უკეთესი გამოსავალი, ვიდრე უკრაინის საბოლოო გაწევრიანება NATO-ში.  

ფინეთის მთავრობა გადადგა

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტს საული ნიინისტოს წარუდგინა. მინისტრთა კაბინეტი თავის მოვალეობებს ხელახლა ჩამოყალიბებამდე შეასრულებს.   მარინის მეთაურობით სოციალ-დემოკრატიული პარტია 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.   

ფინეთმა ისრაელს David's Sling-ის ტიპის თავდაცვის სისტემის შეძენის თხოვნით მიმართა

ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელიდან David's Sling-ის შეძენა დაამტკიცა, რაც მას შორ მანძილზე მოქმედი ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველ უცხოელ მომხმარებლად აქცევს. 316 მილიონი ევროს (345 მილიონი აშშ დოლარი) შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ვრცელდება მას შემდეგ, რაც 4 აპრილს, ჰელსინკი NATO-ს წევრი გახდა. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მნიშვნელოვნად გააფართოებს ფინეთის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ოპერატიული დიაპაზონს. გარდა ამისა, ისრაელის წარმოების სისტემის შესყიდვა ფინეთის თავდაცვის ძალებს საშუალებას მისცემს, სამიზნეები მაღალ სიმაღლეზე შეაჩერონ. David's Sling-ი - მანამდე ცნობილი როგორც ჯადოსნური ჯოხი, არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო სისტემა, რომელიც ერთობლივად არის შემუშავებული ისრაელის თავდაცვის კონტრაქტორის - Rafael Advanced Defense Systems-ისა და ამერიკის მიერ.  

ფინეთი როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის წვრთნებში პირველად ჩაერთო

ფინეთმა, როგორც ალიანსის წევრმა, NATO-ს პირველი წვრთნები დაასრულა. ფინეთის საზღვაო ძალების ცნობით, ორი ფრეგატი ჰელსინკს 2023 წლის 13-დან 16 აპრილამდე ეწვია. ადგილზე ჩასვლამდე ისინი მონაწილეობდნენ სწავლებაში, რომელიც ორგანიზებული იყო სანაპირო ფლოტის მიერ“, - ნათქვამია ფინეთის საზღვაო ძალების განცხადებაში. ჰელსინკისკენ მიმავალმა გერმანულმა ფრეგატმა FGS Mecklenburg-Vorpommern-მა და პორტუგალიურმა ფრეგატმა NRP Bartolomeu Dias-მა ოთხშაბათს ფინეთის ყურეში ფინეთის სანაპირო ფლოტის გემებთან ერთად ჩაატარეს სწავლება. ფინეთი NATO-ს წევრია 4 აპრილიდან.  

ფინეთმა ევროპაში უდიდესი ბირთვული რეაქტორი აამუშავა

ფინეთში ექსპუატაციაში შევიდა ევროპაში უდიდესი ბირთვული რეაქტორი Olkiluoto 3-ის (OL3). რეაქტორის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. თავდაპირველად მისი ამუშავება 2009 წელს იგეგმებოდა, თუმცა, ამ თარიღმა ტექნიკური სირთულეების გამო რამდენჯერმე გადაიწია. ის ქვეყნის ელექტროენერგიის საჭოროების 14%-ს დაფარავს. წლის განმავლობაში რეაქტორი 12 ტერავატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საკმარისი იქნება, მაგალითად, 5.2 მილიონი ბინის გასათბობად. რეაქტორის სიმძლავრე 1600 გიგავატს შეადგენს. ფინელი ენერგეტიკოსები იმედოვნებენ, რომ რეაქტორის ამოქმედება ფინეთში ელექტროენერგიაზე ფასს დაწევს და შეამცირებს მეზობელი ქვეყნებიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის წილს. მოელიან, რომ რეაქტორის ამუშავება ასევე გააუმჯობესებს ფინეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რუსეთის მხრიდან ენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფონზე. რეაქტორის ამუშავება სრულად დაფარავს დეფიციტს, რომელიც წარმოიქმნა რუსეთიდან ფინეთში ელექტროენერგიის იმპორტის შეჩერების შემდეგ. 2022 წლის მაისში რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ „ინტერ რაომ“ შეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება ფინეთისთვის, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ფინეთმა შეაჩერა იმპორტის საფასურის გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული გზა ყველაზე იაფია ენერგიის გენერირებისთვის, ევროპაში ატომური ენერგეტიკის საკითხი კამათის საგნად რჩება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. 15 აპრილს გერმანიამ ქვეყანაში მოქმედი უკანასკნელი ელექტროსადგური დახურა.  

ფინეთში ალანდის კუნძულებისთვის დემილიტარიზებული სტატუსის გაუქმების საკითხი წამოჭრეს

NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ფინეთი ალანდის კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. იუწყება ფინური გაზეთი Ilta-Sanomat-ი. 1856 წლიდან ამ ტერიტორიას დემილიტარიზებული სტატუსი აქვს, რაც არაერთი შეთანხმებით დასტურდება. თუმცა ფინეთის პარლამენტის წევრები, იარნო ლიმნელი და პეკა ტოვერი (ლიბერალურ-კონსერვატიული პოლიტიკური პარტია ფინეთში) მიიჩნევენ, რომ რუსეთის პოლიტის გათვალისწინებით, კუნძულების მშვიდობიანი სტატუსის საკითხი უნდა გადაიხედოს. როგორც მედია წერს, თავად ალანდის კუნძულების ხელისუფლებას სურს, დემილიტარიზებული სტატუსი შეინარჩუნოს. ინფორმაციისთვის: ალანდის კუნძულები აბსოლუტურად დემილიტარიზებული ტერიტორიაა. არ არის არც სამხედრო ნაწილები, არც ფინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები. ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქისგან განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ. ეს არის ფინეთის ავტონომიური რეგიონი, რომელიც მდებარეობს არქიპელაგზე ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის. წარმოდგენილია 60 დასახლებული კუნძულითა და 6000 დაუსახლებელი პატარა კუნძულებით. ტერიტორია 1580 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. რეგიონის ოფიციალური ენაა შვედური.  

ფინეთმა რუსული აქტივები გაყინა, მათ შორის მიწის ნაკვეთი, სადაც რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრია განთავსებული

ფინეთის აღმასრულებელმა უწყებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნითა და ევროკავშირის სანქციების საფუძველზე გაყინა მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი, ასევე, უძრავი ქონების ობიექტები, რომლებიც მასვე ეკუთვნის. 11 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, 3326 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი და 3926 კვადრატული მეტრი ფართობი ცენტრის საოფისე შენობა, რომელიც ოფიციალური დოკუმენტებით, რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის, გაყინულია. გაზეთ Helsingin Sanomat-ის ცნობით, ხსენებული მიწის ნაკვეთი რუსეთის მთავრობის საკუთრებაა. გაყინული აქტივების ღირებულება უცნობია.  

ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის

ფინეთმა უკრაინელი სამხედროებისთვის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნის გეგმების შესახებ გამოაცხადა. ეს არის ფინეთის სამხედრო დახმარების მე-15 პარტია უკრაინისთვის. ფინეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება უკვე დაამტკიცა. „უკრაინას სჭირდება სხვადასხვა სახის მხარდაჭერა. ჩვენ ვმონაწილეობთ ევროკავშირის სასწავლო მისიაში უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნითა და საჭირო მატერიალური დახმარებით", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა. სამინისტრომ განმარტა, რომ დახმარების პაკეტზე მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებდა როგორც უკრაინის, ასევე, ფინეთის თავდაცვის ძალების რესურსების მდგომარეობას. სამინისტრომ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით არ გაამჟღავნებს ინფორმაციას დახმარების შინაარსის, მიწოდების მეთოდის ან მისი ჩასვლის პერიოდზე. როგორც ცნობილია, უკრაინას ფინეთის თავდაცვითი დახმარების პაკეტების მთლიანმა ღირებულებამ დაახლოებით 990 მილიონ ევროს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ფინეთი NATO-ს წევრი გახდა 4 აპრილს.  

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ უნდა შეასრულოს გაცემული დაპირება, რომ შიდა სიტუაციას დაასტაბილურებს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ განაცხადა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს გაცემული დაპირება, რომ შიდა სიტუაციას დაასტაბილურებს. ჰაავისტომ უპასუხა შეკითხვას, რა მოლოდინები აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს. „მე მაქვს საუბარი ქართველ პოლიტიკოსებთან და ის, რასაც საქართველოსგან ველოდებით, არის, რომ ისინი დაიცავენ ევროკავშირის მითითებებს და მხარს დაუჭერენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას“, - აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

შვედეთის და ფინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში არიან - მედია

შვედეთისა და ფინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, რადგან რუსეთის გემები შენიშნეს იმ არეალებში, სადაც წყალქვეშა კაბელები გადის და ქარის ელექტროსადგურები მდებარეობს. ფინური გამოცემა Iltalehti წერს, რომ ჰელსინკსა და სტოკჰოლმში ენერგეტიკულ ქსელებზე რუსეთის შესაძლო დარტყმის ეშინიათ.  შვედეთის საზღვაო ძალების სარდალმა ევა სკუგ ჰასლუმმა არც დაადასტურა და არც უარყო, რომ რუსული გემები შვედეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ, თუმცა განაცხადა, რომ წყალქვეშა კაბელების წინააღმდეგ დივერსიის შესაძლებლობა სერიოზულად განიხილება. რუსულ მხარეს ამ პუბლიკაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი ოფიციალურად, 4 აპრილს გახდა.

ჰელსინკი და ვაშინგტონი ფინეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნაზე შეთანხმდნენ

ფინეთი და აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე (DCA), რომელიც აშშ-ის სამხედროებს საშუალებას მისცემს, ფინეთში სამხედრო ბაზა შექმნას იარაღის შესანახად და წვრთნების გასამართად. უკრაინული სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი მედია Helsingin Sanomat იტყობინება. გასულ კვირას ფინეთის დედაქალაქში, ფინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიმართა. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მიქაელ ანტელმა განაცხადა, რომ შეთანხმების ტექსტი თითქმის მზად არის და მოლაპარაკებების დროს ის მხოლოდ ერთხელ გადაიხედა. თავდაცვის შეთანხმება ითვალისწინებს ფინეთის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიარებას შეერთებული შტატების წარმომადგენლობითა და ამერიკული თავდაცვის სისტემების შესაძლო განლაგებით. DCA-ის პირობები სამხედრო ნაწილების განლაგების საშუალებას იძლევა. კონკრეტული წესები კი, დაარეგულირებს ტერიტორიაზე მათ ყოფნას, სამხედრო ტექნიკის შენახვას და პოტენციურ ამერიკულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში. მაგალითად, დიპლომატმა ახსენა ფინეთის ტერიტორიაზე სერვის ცენტრის შექმნის შესაძლო ვარიანტი ამერიკული მეხუთე თაობის F-35 საბრძოლო თვითმფრინავების შესანახად. ამავდროულად, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ DCA არ ეხება ფინეთში ბირთვული იარაღის შესაძლო განლაგებას. Helsingin Sanomat-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ფინეთს შორის ოფიციალურ დონეზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2024 წლამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ დოკუმენტის პროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. აშშ ამჟამად მსგავს მოლაპარაკებებს შვედეთთან და დანიასთან აწარმოებს. მსგავსი შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა ნორვეგიასთან 2021 წელს გააფორმა. ფინეთი ოფიციალურად NATO-ს წევრი 4 აპრილს გახდა. ქვეყანამ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე განაცხადა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილის შესახებ და  ნეიტრალიტეტზე თქვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ იტყობინება ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტოს ოფისი. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს სკანდინავიური ქვეყნების პრემიერ მინისტრებისა და პრეზიდენტის ნიინისტოს შეხვედრაში. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში დღის მეორე ნახევარში გაიმართება და უკრაინის მხარდაჭერას და უსაფრთხოების სხვა აქტუალურ საკითხებს მიეძღვნება. გერმანული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინს ეწვევა. სხვა დეტალები ამასთან დაკავშირებით არ გასაჯაროებულა.  

აშშ-მ და ფინეთმა წვრთნები გამართეს

სამხრეთ ფინეთში, აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა და ფინეთის საზღვაო ძალების ბრიგადამ წვრთნები გამართეს. იუწყება NATO-ს ვებგვერდი. სწავლება ფინეთის ხელმძღვანელობით ჩატარდა. „2022 წლის მაისში NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის მიღების შემდეგ, რომელიც 2023 წლის 4 აპრილს, ალიანსში ფინეთის გაწევრიანებით დასრულდა, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა გააძლიერეს თავიანთი ყოფნა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ „Freezing Winds 22“, რამდენიმე თვით ადრე ჩატარდა, სანამ ფინეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა, ასეთი წვრთნები არსებითი იყო ფინეთისა და მოკავშირე ძალებს შორის თანამშრომლობის უკვე მყარი საფუძვლის გასამყარებლად“, - წერს NATO.  აშშ-ის ჯარების გარდა, წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ NATO-ს მუდმივი საზღვაო ძალების გემები ნიდერლანდებიდან, დანიიდან და გერმანიიდან, ასევე, გემები შვედეთიდან, რომელსაც ასევე მალე ელიან ალიანსში. „Freezing Winds 22-მა ერთდროულად გააძლიერა კავშირები NATO-სა და ფინეთს შორის, ასევე, გააღრმავა თანამშრომლობა ალიანსსა და შვედეთს შორის“, - აცხადებს NATO. ასევე წაიკითხეთ: ჰელსინკი და ვაშინგტონი ფინეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნაზე შეთანხმდნენ    

ფინეთში ხიდი ჩამოინგრა - დაშავდა მინიმუმ, 24 ადამიანი

ფინეთში, ტაპიოლას რაიონში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა.  პოლიციის ცნობით, ჩამოინგრა ხიდის კონსტრუქციის ნაწილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა უმეტესობა მცირეწლოვნები არიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევისას ხიდზე სკოლის მოსწავლეთა ჯგუფი გადაადგილდებოდა.  ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მომხდარზე დამატებით ინფორმაცია უცნობია.  

ფინეთი უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

ფინეთის მთავრობამ უკრაინისთვის 116,8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. პაკეტში, სხვა აღჭურვილობასთან ერთად, საზენიტო სისტემები და საბრძოლო მასალა შედის. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ფინეთმა უკრაინას 1,1 მილიარდი ევროს (1,2 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარება გაუწია.  

ფინეთი მოკავშირეებთან და პარტნიორ შვედეთთან ერთად წვრთნებს იწყებს

NATO-ს მოკავშირეები ფინეთი, ნორვეგია და პარტნიორი შვედეთი მრავალეროვნულ სწავლებას (Arctic Challenge Exercise) 29 მაისიდან 9 ივნისამდე უმასპინძლებენ. წლევანდელი Arctic Challenge Exercise (ACE 23) რიგით მეექვსეა, რომელსაც ფინეთმა, ნორვეგიამ და შვედეთმა ერთად უმასპინძლეს. ფინეთის საჰაერო ძალები არიან პასუხისმგებელნი სასწავლო ღონისძიების დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაზე, რომელიც ყოველ მეორე წელს, 2013 წლიდან ტარდება. წვრთნებში 14 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 3000 სამხედრო და 150 თვითმფრინავი ჩაერთვებიან. ხსენებული წვრთნები NORDEFCO-ს თანამშრომლობის ნაწილია ფინეთს, ნორვეგიას, შვედეთსა და დანიას შორის. მათი საჰაერო ძალები რეგულარულად ატარებენ კომბინირებულ საჰაერო ბრძოლასთან დაკავშირებულ ტრანსსასაზღვრო წვრთნას, რომელიც მათი საშინაო ბაზებიდან ხორციელდება.  

ფინეთი 9 რუს დიპლომატს აძევებს

ფინეთი გააძევებს ცხრა დიპლომატს რუსეთის საელჩოდან, განაცხადა ფინეთის პრეზიდენტის ოფისმა სამშაბათს. მათ სადაზვერვო ფუნქციების შესრულებაში ადანაშაულებენ. „მათი ქმედებები ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. რუსეთის ელჩს უკვე აცნობებს დიპლომატების გაძევების შესახებ.  

Reuters: ფინეთის გაწევრიანება NATO-ს მოკავშირეებს უპრეცედენტო შესაძლებლობებს უხსნის - მაგალითები

NATO-ს ალიანსი რუსეთის კამპანიის საპასუხოდ, თავის სტრატეგიას ცვლის, ახალ ტერიტორიებსა და მათ ინფრასტრუქტურაზე წვდომა, მოკავშირეებს მოსკოვის შეკავების გზებს და უპრეცედენტო შესაძლებლობებს უხსნის. ამ შინაარსის სტატიას Reuters-ი სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს და ფინეთის გაწევრიანების შედეგებს განიხილავს. „ერთ-ერთი ასეთი მაგალითია რკინიგზის მოდერნიზაცია შვედეთის საზღვარზე, ტორნიოს ტერიტორიაზე. სამუშაო მომავალ წელს უნდა დასრულდეს, რაც ატლანტიკური რეგიონიდან მოკავშირეთა შეიარაღებულ ძალებს გაუადვილებს იარაღისა და აღჭურვილობის გადაცემას კემიარვიშის (ფინეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი) ბაზისთვის. აღნიშნული ობიექტი მდებარეობს რუსეთთან საზღვრიდან ერთი საათის სავალზე და მურმანსკიდან შვიდი საათის სავალზე, რომელიც რუსეთის ბირთვულ ბასტიონს წარმოადგენს, - წერს Reuters-ი. სტატიის თანახმად, იმ ძალებს, რომლებიც კოლის ნახევარკუნძულის რეგიონშია განთავსებული, მოიცავს რუსეთის ჩრდილოეთი ფლოტი, 27 წყალქვეშა ნავით, 40-ზე მეტი სამხედრო ხომალდით, დაახლოებით, 80 საბრძოლო თვითმფრინავითა და ბირთვული ქობინისა და რაკეტების მარაგით. ეს ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (FIIA) მონაცემებია. NATO-სთან კონფლიქტის შემთხვევაში, ჩრდილოეთის ფლოტის მთავარი ამოცანად დარჩება ბარენცის ზღვის კონტროლი და ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში სამხედრო ტვირთის მიწოდების თავიდან აცილება გრენლანდიის, ისლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს მიმდებარე წყლების გავლით. Reuters-ი წერს, რომ ამ მიმართულებაზე ფინეთს შეუძლია, NATO-ს მოკავშირეებს სერიოზული დახმარება გაუწიოს და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. მანამდე, როგორც მედია იტყობინებოდა, 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, NATO-ფინეთის ერთობლივ წვრთნას - „ჩრდილოეთის ტყე," 6500 ფინელ ჯარისკაცთან და ოფიცერთან ერთად, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ნორვეგიის და ასევე შვედეთის 1000-მდე სამხედრო შეუერთდა.  მოკავშირეების ერთობლივი საარტილერიო წვრთნები ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის საზღვრიდან ორი საათის სავალზე მიმდინარეობდა. ფინეთი ალიანსს ოფიციალურად მიმდინარე წლის 4 აპრილს შეუერთდა. მოსალოდნელია, რომ ვილნიუსში NATO-ს ივლისის სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი შვედეთის ალიანსში მიღების საკითხის განხილვა იქნება.  

ფინეთი მოსკოვს აფრთხილებს

ფინეთის ელჩი რუსეთში ხუთშაბათს დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, იტყობინება კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო TASS-ი. მისი მიხედვით, „ელჩმა რუსული მხარის მწვავე პროტესტი მიიღო „ჰელსინკის ანტირუსული პოლიტიკის“ გამო. მას ასევე შეატყობინეს, რომ ცხრა დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს, სანქტ-პეტერბურგში კი, საკონსულოს დახურვა გადაწყვიტეს. პრეზიდენტი საული ნიინისტო Twitter-ზე წერს, რომ დიპლომატების გაძევება და სანქტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულოს შესახებ შეთანხმების გაუქმება არის "მკაცრი და ასიმეტრიული პასუხი" ფინეთის გადაწყვეტილებაზე.ნიინისტო ამბობს, რომ ფინეთი „ამზადებს მსგავს ღონისძიებას“ და მიანიშნებს რუსეთის უფლების გაუქმებაზე, ჰქონდეს გენერალური საკონსულო ტურკუში (ქალაქი ფინეთში). ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის ქმედითი ნაბიჯი არის „გადაჭარბებული პასუხი“. 6 ივნისს ფინეთმა რუსეთის საელჩოში მომუშავე პერსონალის რაოდენობა შეამცირა და ქვეყნიდან 9 დიპლომატი გააძევა.   

ფინეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ, უკრაინას თავდაცვის მე-17 პაკეტი დამტკიცა, რომელიც სხვა აღჭურვილობასთან ერთად, საზენიტო იარაღსა და საბრძოლო მასალას მოიცავს. ამის  ფინეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. ახალი პაკეტის ჯამური ღირებულება 105 მილიონი ევროა. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ომის შედეგი განსაზღვრავს ევროპისა და ფინეთის უსაფრთხოების წესრიგს ათწლეულების განმავლობაში, რის გამოც უკრაინის მხარდაჭერა ფინეთის უსაფრთხოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა. ფინეთის მიერ დღემდე წარდგენილი ყველა თავდაცვის პაკეტის ღირებულება დაახლოებით, 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს. ფინეთი 4 აპრილიდან NATO-ს წევრია.        

ფინეთი რუსი ბიზნესმენებისა და სტუდენტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს

ფინეთი რუსი სტუდენტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, ქონების მფლობელებისთვის ქვეყანაში შესვლის წესებს 10 ივლისიდან გაამკაცრებს.   „ფინეთი გააგრძელებს შეზღუდვების დაწესებას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლაზე. რუსეთის მოქალაქეების შესვლა ფინეთში და გადაადგილება ფინეთის გავლით შენგენის დანარჩენ ზონაში კვლავ შეიზღუდება. ამასთან, გამკაცრდება შეზღუდვები ბიზნესმენებისთვის, ქონების მფლობელებისთვის და სტუდენტებისთვის“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.   გარდა ამისა, რუსეთის ამ მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ დასაბუთებული მიზეზები, თუ რატომ უნდა ჩავიდნენ ფინეთში სამუშაოდ. მსგავსი დასაბუთება საჭირო იქნება ქონების მფლობელებისგანაც.  სტუდენტებს შეეძლებათ ქვეყანაში შესვლა მხოლოდ სადიპლომო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად ან სწავლებისთვის (მაგალითად, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად). ფინეთი მოსკოვს აფრთხილებს  

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლასა და ქვეყნის გავლით მოგზაურობაზე ახალ შეზღუდვებს უწესებს

ფინეთში და ფინეთის გავლით შენგენის ზონის სხვა ნაწილში რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში შევიდა. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამკაცრებული ზომები ეხება საქმიან მოგზაურობას, რომელიც მხოლოდ ფინეთში იქნება დაშვებული. სხვა ქვეყნებში ტრანზიტი აკრძალულია. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ აუცილებელი მიზეზები პირადი საქმიანი მოგზაურობისთვის. რუსებს, რომლებიც ფინეთში უძრავ ქონებას ფლობენ, უნდა ჰქონდეთ საფუძველი ფინეთში ყოფნისთვის. ფინეთი მოსკოვს აფრთხილებს  

ფინეთი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ფინეთი ჰუმანიტარული დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს უკრაინის იმ რეგიონებისთვის, რომლებიც კახოვკის ჰესის განადგურების შედეგად დაზარალდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინამ ხაზი გაუსვა წყალმომარაგების სფეროში დახმარების აუცილებლობას და ფინეთმა ამ თხოვნებზე ეფექტიანი რეაგირება შეძლო. „ფინეთმა გაუგზავნა უკრაინაში წყლის გამწმენდი მასალები, წყლის კონტეინერები, ტუმბოები და დანადგარები ქვეყნის წყალმომარაგების გასაძლიერებლად. გარდა ამისა, მზადდება წყლის წარმოების მასალებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობების ახალი გადაზიდვები," - ნათქვამია განცხადებაში. შსს-ს ცნობით, წყალმომარაგების სფეროში გამოცხადებული დახმარების გარდა, ფინეთმა უკრაინას გენერატორები, სასწრაფო დახმარების მანქანები და სხვა აღჭურვილობა გადასცა. სამინისტროს განმარტებით, ფინეთის ამ დახმარების საერთო რაოდენობამ ივლისში 250 სატვირთო მანქანას გადააჭარბა. .  

ისტორიაში პირველად, ისრაელი „David's Sling-ის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას უცხო ქვეყანას მიჰყიდის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელს ნება დართო, საჰაერო თავდაცვის სისტემა (David's Sling) „დავითის შურდული" ფინეთს მიჰყიდოს. გარიგებას აშშ-ის თანხმობა სჭირდებოდა, რადგან ეს თავდაცვის სისტემა ისრაელთან ერთად შეიმუშავა. შეთანხმების ღირებულება დაახლოებით 316 მილიონი ევროა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელი „დავითის შურდულის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას სხვა ქვეყანას მიჰყიდის. ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების შემდეგ განაცხადა, რომ ხსენებული სისტემის შეძენა სურდა. David's Sling-ი - მანამდე ცნობილი როგორც ჯადოსნური ჯოხი, ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო სისტემაა, რომელიც ერთობლივად არის შემუშავებული ისრაელის თავდაცვის კონტრაქტორის - Rafael Advanced Defense Systems-ისა და ამერიკის მიერ. ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელიდან David's Sling-ის შეძენა 4 ივლისს დაამტკიცა, რაც მას შორ მანძილზე მოქმედი ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველ უცხოელ მომხმარებლად აქცევს.  

ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოების პროგრამას შეუერთდნენ

ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი, რომლებიც ევროპაში ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ისტორიით არიან ცნობილნი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე განიხილავენ, შეუერთდნენ აშშ-ის ეროვნული გვარდიის უსაფრთხოების პარტნიორობის პროგრამას. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, დენ ჰოკანსონმა განაცხადა. ჰოკანსონმა განმარტა, რომ ამერიკული მხარე ცალ-ცალკე აწარმოებს მოლაპარაკებებს ფინეთთან, შვეიცარიასთან და შვედეთთან, რათა უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა გააძლიეროს. მან დააზუსტა, რომ ფინეთმა და შვედეთმა, რომლებმაც უკვე თქვეს ნეიტრალურ სტატუსზე, „ახლა პარტნიორულ მოლაპარაკებებში არიან", და შვეიცარია „ახლა განიხილავს ურთიერთობას, რომელიც სხვა ქვეყნებს აქვთ ეროვნულ გვარდიასთან და აფასებს მომავალში ასეთი პროგრამის შესაძლებლობას." აშშ-ის ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლითაც აშშ-ის ჯარები ამყარებენ ურთიერთობებს უცხოელ სამხედროებთან რეგულარული მომზადებისა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გზით. აშშ-ის ეროვნული გვარდიის პარტნიორობის პროგრამა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. უკრაინა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც პროგრამას კალიფორნიის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობით შეუერთდა.  

ფინეთი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფინეთი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. „რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 15 წლისთავზე, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

ფინეთმა და ნორვეგიამ Yandex-ს მონაცემების რუსეთში გადაცემა აუკრძალეს - Reuters

ფინეთისა და ნორვეგიის მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ Yandex-ს (YNDX.O) და ნიდერლანდებში დაფუძნებულ მის პარტნიორ კომპანიას - Ridetech International, Yandex Yango-ს აპლიკაციის მომხმარებლების პერსონალური მონაცემების რუსეთისთვის გადაცემა აუკრძალეს. Reuters-ის ცნობით, ფინურმა მხარემ განმარტა, რომ მათთვის ცნობილია იმ საკანონმდებლო რეფორმის შესახებ, რომლის თანახმად, რუსეთში სექტემბრის დასაწყისიდან, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს „იანდექსის“ მიერ შესრულებული ოპერაციების დროს დამუშავებულ მონაცემებზე წვდომის უფლება ექნება. ნორვეგიის მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ არსებობს გარკვეული რისკები, რადგან რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, პოტენციურად გააკონტროლოს ნორვეგიის მოქალაქეების გადაადგილება. რუსულ კომპანიაში განაცხადეს, რომ ნორვეგიის და ფინეთის მარეგულირებლების მოთხოვნებს სწავლობენ და აპირებენ, სრულად დააკმაყოფილონ ახალი მოთხოვნები. ამასთან, ამტკიცებენ, რომ მათი სერვისი მონაცემებს ევროკავშირის კანონმდებლობის მკაცრად დაცვით ამუშავებს. ფინეთის ხელისუფლებამ Yandex-ის აქტივების კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არკადი ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. ცნობისთვის, „იანდექსის“ მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის.  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 9 აგვისტოს გაავრცელა.

ფინეთი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეებისთვის, ევროპაში ყველაზე დიდ რეზერვს ქმნის

ფინეთი ევროპაში ყველაზე დიდ „ბირთვულ მარაგს“ აგროვებს. მარაგი განკუთვნილი იქნება საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული ან ბირთვული (CBRN) საფრთხეების დროს. „მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რეზერვები იქმნება საფრანგეთში, პოლონეთსა და ხორვატიაში, ფინეთის პროექტი ყველაზე დიდია,“ - განაცხადა CBRN რეზერვის პროექტის მენეჯერმა ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ტექსტში. ევროკომისიამ ფინეთს პროექტისთვის 2023 წლის იანვარში 242 მილიონი ევროს (263 მილიონი აშშ დოლარი) დაფინანსება გადასცა. რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნის გაძლიერების აუცილებლობა“, - განაცხადა კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა,  იანეზ ლენარჩიჩმა 17 იანვარს. მარაგი მოიცავს მათ შორის სხვადასხვა ტიპის დამცავ აღჭურვილობას, დეტექტორებს, სწრაფ ტესტებს და მედიკამენტებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც სასწრაფო დახმარების მუშაკებისთვის, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.   

ფინეთი უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებას ამზადებს

ფინეთის ხელისუფლება უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.    მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა უკვე ამზადებს დახმარების მე-18 პაკეტს.   „ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ამის შესახებ გამოვაცხადებთ ამ კვირის ბოლოს,“ - განაცხადა ორპომ.   მისივე განცხადებით, ფინეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, მის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, სამომავლოდ, ფინეთი ელის უკრაინის რეკონსტრუქციაში აქტიურ მონაწილეობას და უკვე ამზადებს ამ სფეროში თანამშრომლობის გეგმას.   „აქ ჩვენ ვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას, განსაკუთრებით, დიგიტალიზაციისა და ენერგეტიკის სფეროში,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერმა.

ფინეთმა უკრაინისთვის €94 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ფინეთის მთავრობის წინადადება დაამტკიცა, რის შედეგადაც უკრაინას 94 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება მიეწოდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ფინეთისა და ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინისადმი, ურყევი რჩება. მთავარი საკითხი ევროპასა და ფინეთში უსაფრთხოების სამომავლო წესრიგის თვალსაზრისით, არის ჩვენი უნარი, შევძლოთ რუსეთის აგრესიის შეკავება უკრაინაში,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა. ეს ფინეთისგან უკრაინისთვის გაგზავნილი მე-18 სამხედრო პაკეტი იქნება.  

ფინეთმა ბომბის 50,500 თავშესაფარი აღრიცხა

ფინეთმა დამბობვისგან დასაცავი თავშესაფრები აღრიცხა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თავშესაფრების აღრიცხვის პროცესს ბიძგი მისცა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა მისცა. შსს-ს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 50,500 თავშესაფარი არსებობს, სადაც შეიძლება, საგანგებო მდგომარეობის ან თავდასხმის შემთხვევაში, 4,8 მილიონი მცხოვრები განთავსდეს. როგორც Reuters-ი წერს, მშვიდობიან პერიოდში, ზოგიერთ მიწისქვეშა თავშესაფარში განთავსებულია საცურაო აუზები, სპორტული ცენტრები ან - როგორც ქვეყნის ჩრდილოეთით - სანტა კლაუსის თემატური პარკი. „ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ თავშესაფრების მცირე რაოდენობაში არის ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის მათ გამოყენებას კანონით მოთხოვნილი 72 საათის განმავლობაში,“ - აღნიშნავენ შსს-ს წარმომადგენლები. თავშესაფრებს თითოეული შენობის მეპატრონე უვლის.  ფინეთმა საცხოვრებელი კორპუსების და ოფისების ქვეშ საგანგებო თავშესაფრების აგება სავალდებულო 1950-იანი წლებიდან გახადა, რითაც აიხსნება თავშესაფრების ასეთი დიდი რაოდენობა. ფინეთი NATO-ს წევრი აპრილში გახდა. 5,5 მილიონიან ფინეთს ფართობის მხრივ, ევროპაში მერვე ადგილი უკავია.

მედია: რუსეთმა ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა დაიწყო

ფინური მედიის ცნობით, სატელიტური ფოტომასალა ადასტურებს, რომ რუსეთმა ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა დაიწყო.  მას შემდეგ, რაც ფინეთი NATO-ში გაწევრიანდა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბრძანებით, ფინეთის საზღვართან შეიარაღებული ძალები ძლიერდება. ფინეთის არმიის გადამდგარი მაიორი, მარკო ეკლუნდი ამბობს, რომ საზღვართან აგებული სამხედრო საწყობი სარემონტო მდგომარეობაშია და სავარაუდოდ, შემოდგომა-ზამთრის ნალექიან ამინდებში ტექნიკის შესანახად გამოიყენებენ.  

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ომსა და საქართველოზე

ფინეთს რუსეთის გვერდით ცხოვრების ხანგრძლივი, რთული ისტორია აქვს. როგორი რუსეთთან ცხოვრება, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ? Washington Post-ის ამ შეკითხვას, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა უპასუხა. „ძალიან კარგი შეკითხვაა. და ვფიქრობ, ბევრმა ვერ გააცნობიერა, რომ ეს არ არის მხოლოდ პუტინის ომი. როგორც ჩანს, რუსული მანქანა, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამისთვის,“ - აღნიშნა ფინელმა დიპლომატმ. მან გაიხსენა 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და ასევე, 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსია.„რა თქმა უნდა, პუტინი ამ დროის განმავლობაში იყო ხელისუფლების სათავეში, მაგრამ ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, მან ააშენა ინფრასტრუქტურა ამის გარშემო და შეიძლება, ორი ათეული წელი დასჭირდეს ვინმეს (რუსეთში) რომ უთხრას, რომ ეს არ არის ნორმალური," - განაცხადა ვალტონენმა. ასე რომ, თუ პუტინი წავა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი როგორმე მშვიდობიანი ნორმალური დემოკრატია გახდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესისთვის და ყველაზე ცუდი ის არის, რომ რუსეთი ისეთივე რჩება, როგორიც არის და, შესაძლოა, მომავალში უარესიც გახდეს,“ - აღნიშნა ელინა ვალტონენმა.  

NATO-ს ბაზები შესაძლოა, ბალტიის ზღვის კუნძულებზე პირველად განთავსდეს - მედია

ფინეთმა შესაძლოა, ალანდის კუნძულების დემილიტარიზაციის შესახებ ხელშეკრულებას გადახედოს. ფინეთში, პოლიტიკურ აქტორებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის მთავრობამ, უკრაინაზე თავდასხმიდან 16 თვის შემდეგ, შესაძლოა, დაუცველი ალანდის კუნძულები მის ფოკუსში მოაქციოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Politico წერს. ფინეთის ახალი მთავრობისთვის, რომელსაც მემარჯვენე-ცენტრისტი პეტერი ორპო ხელმძღვანელობს, არქიპელაგის სტატუსის საკითხი რუსული აგრესიის გაზრდის ფონზე პრიორიტეტული გახდა. ორპომ უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ მისი ეროვნული კოალიციის პარტიის წევრები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არსებულ სტატუს კვოს. ფინეთის დაზვერვის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა პეკა ტოვერიმ, რომელიც პარლამენტში აპრილში აირჩიეს, განაცხადა, რომ ალანდის დემილიტარიზაცია უნდა დასრულდეს. თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ფინეთი ოფიციალურად, NATO-ს ახალი წევრი აპრილის დასაწყისში გახდა. ფინეთი შეერთებულ შტატებთან მის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზის განლაგების თაობაზე ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციისთვის, კუნძულები განლაგებულია ბალტიის ზღვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან არეალში, რომელმაც მთელი ისტორიის განმავლობაში მიიპყრო ახლომდებარე ქვეყნების ყურადღება. შეგახსენებთ, მედიაში აპრილში გაჩნდა ინფორმაცია, რომ NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ფინეთი ალანდის კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. იუწყებოდა ფინური გაზეთი Ilta-Sanomat-ი. 1856 წლიდან ამ ტერიტორიას დემილიტარიზებული სტატუსი აქვს, რაც არაერთი შეთანხმებით დასტურდება.  ინფორმაციისთვის: ალანდის კუნძულები აბსოლუტურად დემილიტარიზებული ტერიტორიაა. არ არის არც სამხედრო ნაწილები, არც ფინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები. ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქისგან განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ. ეს არის ფინეთის ავტონომიური რეგიონი, რომელიც მდებარეობს არქიპელაგზე ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის. წარმოდგენილია 60 დასახლებული კუნძულითა და 6000 დაუსახლებელი პატარა კუნძულებით. ტერიტორია 1580 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. რეგიონის ოფიციალური ენაა შვედური.  

ფინეთი რუსეთის კიდევ ერთი საკონსულოს დახურვის საკითხს განიხილავს

ალანდის კუნძულებზე რუსეთის საკონსულოს დახურვის მოთხოვნით პეტიციამ საჭირო 50-ათასი ხელმოწერა მოიპოვა და ამიტომ ფინეთის პარლამენტმა ეს საკითხი უნდა განიხილოს. ინიციატივის ავტორები ამტკიცებენ, რომ საკონსულოს ყოფნა ზღუდავს და საფრთხეს უქმნის ფინეთის უსაფრთხოებას იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრია. ცნობისთვის, პირველი ოქტომბრიდან ფინეთში, ქალაქ ტურკუში რუსეთის საკონსულო იხურება. 6 ივნისს ფინეთმა რუსეთის საელჩოში მომუშავე პერსონალის რაოდენობა შეამცირა და ქვეყნიდან 9 დიპლომატი გააძევა. შეგახსენებთ, მედიაში აპრილში გაჩნდა ინფორმაცია, რომ NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ფინეთი ალანდის კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. იუწყებოდა ფინური გაზეთი Ilta-Sanomat-ი. 1856 წლიდან ამ ტერიტორიას დემილიტარიზებული სტატუსი აქვს, რაც არაერთი შეთანხმებით დასტურდება.  ინფორმაციისთვის: ალანდის კუნძულები აბსოლუტურად დემილიტარიზებული ტერიტორიაა. არ არის არც სამხედრო ნაწილები, არც ფინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები. ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქისგან განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ. ეს არის ფინეთის ავტონომიური რეგიონი, რომელიც არქიპელაგზე ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის მდებარეობს. წარმოდგენილია 60 დასახლებული კუნძულითა და 6000 დაუსახლებელი პატარა კუნძულებით. ტერიტორია 1580 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. რეგიონის ოფიციალური ენაა შვედური. ფინეთმა შესაძლოა, დემილიტარიზებულ ალანდის არქიპელაგზე რუსეთის საკონსულო დახუროს NATO-ს ბაზები შესაძლოა, ბალტიის ზღვის კუნძულებზე პირველად განთავსდეს - მედია  

ფინეთმა სანქტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულო დახურა

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალურმა საკონსულომ, რომელსაც ივლისში მოსკოვმა ლიცენზია შეუჩერა, 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან მუშაობა შეწყვიტა. პირველი სექტემბრიდან ყველა საკონსულო და მიგრაციული საკითხი მოსკოვში ფინეთის საელჩომ გადაიბარა. სანკტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალური საკონსულო 1923 წლიდან ფუნქციონირებდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საემიგრაციო საკითხებში ფინეთის საზღვართან სიახლოვის გამო. ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში რუსეთმა ფინეთის გენერალური საკონსულოს ანგარიშები გაყინა და მოგვიანებით 9 ფინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ფინეთი რუსეთის კიდევ ერთი საკონსულოს დახურვის საკითხს განიხილავს  

ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

ფინეთის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა. მისი თქმით, ფინეთმა უკრაინის დახმარებაში წვლილი თითქმის 2 მილიარდი ევროთი უკვე შეიტანა. გასულ კვირას ვალტონენმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი გადაიქცევა მშვიდობიან დემოკრატიად და დასავლეთი უნდა მოემზადოს ყველაზე უარესისთვის.  

ფინეთი უკრაინას და რუსეთის აგრესიით დაზარალებულ სხვა ქვეყნებს 92 მილიონ ევროს გამოუყოფს

ფინეთი უკრაინას, მოლდოვას და რუსეთის აგრესიით დაზარალებულ სხვა ქვეყნებს 92 მილიონ ევროს გამოუყოფს. შესაბამისი ინფორმაცია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა. ფინეთი თანხის 12 მლნ ევროს გრანტის სახით, ხოლო 50 მლნ ევროს სესხის სახით გამოყოფს. გარდა ამისა, ფინეთი 30 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს რუსეთის აგრესიით დაზარალებულ ქვეყნებს, რათა სხვა ძალისხმევასთან ერთად,  დაეხმაროს მათ ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებაში. უკრაინაში პროგრამა ჯანდაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, საბინაო და სოციალური დაცვის სექტორებში საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. ეს ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სამედიცინო დახმარების მოდერნიზებას, ხელს შეუწყობს ენერგიის მწვავე დეფიციტის მოგვარებისთვის საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობას, სასიცოცხლო მნიშვნელობის საგზაო და სარკინიგზო ქსელების და საცხოვრებელი კორპუსების შეკეთებას და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შენარჩუნებას. ის ასევე დააჩქარებს გრძელვადიან ძალისხმევას უკრაინის აღდგენისა და კრიტიკული სექტორების რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალების, გოგოებისა და შშმ პირების უფლებებს. მსოფლიო ბანკის ჯგუფის განვითარების საერთაშორისო ასოციაციამ (IDA) ამ წლის დასაწყისში, ახალი დაფინანსების პროგრამა - Crisis Facility  წამოიწყო. მისი მიზანი მხარდაჭერის გაზრდაა უკრაინის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით დაზარალდნენ.   

ფინეთის მთავრობას რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების ჩამორთმევის პროცესის გამარტივება სურს

ფინეთის მთავრობას სურს, რუსებისთვის უძრავი ქონების - სახლების, ბინების და აქციების ჩამორთმევის პროცესი გაამარტივოს. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც სამართლებრივ ვალდებულებებს არ იცავენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფინელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უძრავი ქონებისა და საცხოვრებლის რუსი მფლობელები „სულ უფრო უგულვებელყოფენ თავიანთ სამართლებრივ ვალდებულებებს.“ 2027 წლამდე ვადის დასრულებამდე, ფინეთის მთავრობას სურს, ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების კუთვნილი უძრავი ქონების კონფისკაციას, განაცხადა ფინეთის იუსტიციის მინისტრმა ლეენა მერიმ. „მთავრობა ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და საბინაო კოოპერატივებში წილების ჩამორთმევის პროცესს,“ - განაცხადა მინისტრმა. ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლასა და ქვეყნის გავლით მოგზაურობაზე ახალ შეზღუდვებს უწესებს  

ფინეთმა უკრაინისთვის 95 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარება დაამტკიცა

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ, მთავრობის წინადადება, უკრაინის 95 მილიონი ევროს ღირებულების მე-19 სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ფინეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „უკრაინის ომის შედეგი განსაზღვრავს ევროპისა და ფინეთის უსაფრთხოების წესრიგს მომავალში. სწორედ ამიტომ  გავაგრძელებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად,“ - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა. მისი თქმით, ფინეთის მიერ უკრაინას მიწოდებული თავდაცვის პაკეტების ჯამური ღირებულება ახლა 1,4 მილიარდ ევროს შეადგენს.   

ნიინისტო: ფინეთ-ესტონეთის გაზსადენზე გაჟონვა სავარაუდოდ, „გარე ქმედების“ შედეგია

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ სამშაბათს განაცხადა, რომ გაჟონვა, რომელსაც ამ შაბათ-კვირას ესტონეთიდან ფინეთისკენ გამავალი ბუნებრივი აირის მილსადენის დახურვა მოჰყვა, სავარაუდოდ, გარე აქტივობით იყო გამოწვეული. ფინეთი-ესტონეთის გაზსადენზე გაჟონვა კვირას დაფიქსირდა. „სავარაუდოდ, როგორც გაზსადენის, ასევე სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანება გარე აქტივობის შედეგია,“ - განაცხადა ნიინისტომ. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ დაზიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ორივე ქვეყანა თანამშრომლობს მიმდინარე გამოძიების პროცესში. ნიინისტომ განმარტა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს დაუკავშირდა და NATO მზადაა, დაეხმაროს გამოძიებას. ფინეთის გაზის ქსელის ოპერატორმა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა Gasgrid-მა კვირას, 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ (Balticconnector) მილსადენი საეჭვო გაჟონვის გამო დაიხურა.  

ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმე: ჰელსინკისა და ტალინის გამოძიების ფოკუსში რუსული და ჩინური გემები მოექცნენ

ფინურ-ესტონური გაზსადენის (Balticconnector) დაზიანების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ფინეთის ფოკუსში ჩინური საკონტეინერო გემი მოექცა.  ფინეთის პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავი გემის (Newnew Polar Bear) მოძრაობა გაზსადენის დაზიანების დროსა და ადგილს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, ფინეთი აღნიშნული გემის როლზეა კონცეტრირებული. ანალოგიური დასკვნა აქვს ესტონეთსაც. ესტონეთი ასევე აცხადებს, რომ ინციდენტის დროს „ხსენებულ მხარეში“ ასევე დაფიქსირდა რუსული გემი Sevmorput-ი. ესტონეთი იკვლევს, ჰქონდა თუ არა ამ ორ გემს რაიმე კავშირი მილსადენის დაზიანებასთან. ფინელმა გამომძიებლებმა სამშაბათს, 17 ოქტომბერს განაცხადეს, რომ რამდენიმე გემს იკვლევენ, მათ შორის ერთ ჩინურ და ერთს რუსეთის საკუთრებაში არსებულს, რომლებიც ინციდენტის დროს ფინეთის ყურეში იმყოფებოდნენ. „საგამოძიებო ღონისძიებები ფოკუსირებულია რამდენიმე გემზე, როგორიცაა Newnew Polarbear და Sevmorput, მაგრამ ასევე სხვა გემებზე, რომლებიც, მონაცემების მიხედვით, იმყოფებოდნენ ამ ტერიტორიაზე, დაზიანების დროს,“ - აღნიშნულია ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს განცხადებაში. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მილსადენისა და სატელეკომუნიკაციო კაბელის (რომელიც ასევე დაზიანდა) დაზიანების შესახებ გამოძიების საკითხზე, ჰელსინკი დიპლომატიური არხებით უკვე დაუკავშირდა ჩინეთსა და რუსეთს. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-თან აღნიშნა, რომ მიმართეს ჩინეთს, რათა NewNew Polar Bear-თან დასაკავშირებლად დახმარება ეთხოვათ. რაც შეეხება რუსეთს, ფინეთს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, „საქმის სერიოზულობისა“ და გამოძიების შესახებ ჰქონდა კომუნიკაცია. რუსეთის Rosatom-მა განაცხადა, რომ Sevmorput-ს არანაირი კავშირი არ აქვს მილსადენის დაზიანებასთან. NewNew Polar Bear-მა კი, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. „ჩვენ ვითანამშრომლებთ ჩინეთის ხელისუფლებასთან აღნიშნული გემის როლის დადგენის მიზნით. ფინეთის პოლიციას ასევე ჰყავს წარმომადგენელი ჩინეთში, რომელსაც შეუძლია, ადგილზე გაუმკლავდეს საქმეს,“ ამბობს ფინელი გამომძიებელი რისტო ლოჰი. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, პოლიცია, სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, დამატებით შეისწავლის გემის ისტორიასა და მოძრაობას. „მძიმე ობიექტი“ ფინეთის პოლიციის ცნობით, გაზსადენის დაზიანების მიმდებარედ, ნაპოვნია მძიმე ობიექტი. გამოძიების ეროვნული ბიურო (NBI) ასევე იკვლევს, აქვს თუ არა კავშირი ზღვის ფსკერზე აღმოჩენილ მძიმე ობიექტს გაზსადენის დაზიანებასთან.  19 ოქტომბერს, გამოძიების ეროვნულმა ბიურომ განაცხადა, რომ გაზსადენის დაზიანების ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე გამოძიება დასრულდა. შეგროვებული ნიმუშების ანალიზი გამოძიების ეროვნულ ბიუროში, სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში მიმდინარეობს. „გამოძიებამ დაადასტურა, რომ დაზიანება გამოწვეულია „გარე მექანიკური ძალით“ და არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ზიანი აფეთქების შედეგია. ზღვის ფსკერზე ნაპოვნია ახლახან ჩამოყალიბებული ნიადაგის უზარმაზარი გროვა, რომელიც, სავარაუდოდ, უკიდურესად მძიმე საგანს შეიცავს. ჩვენ ახლა ვიკვლევთ, რა არის ეს ობიექტი და უკავშირდება თუ არა ის მილსადენის დაზიანებას,“ ამბობს ფინელი გამომძიებელი. პოლიციას ამ ობიექტის ბუნებაზე წინასწარი დასკვნის გაკეთება უჭირს. ფინური მხარე გამოძიებას აგრძელებს. თავდაპირველად, მილსადენის ორი ოპერატორიდან ერთ-ერთმა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა Gasgrid-მა მიუთითა, რომ (Balticconnector) გაზსადენზე წნევის ვარდნა და შესაძლო გაჟონვა ქარიშხლის დროს შენიშნეს. სპეციალისტები იძულებული გახდნენ, გაზსადენის მუშაობა შეეჩერებინათ. მოგვიანებით, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ გაჟონვა, სავარაუდოდ, გარე ზემოქმედებით იყო გამოწვეული. ფინეთს დივერსიის ეჭვი აქვს, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოუქვეყნებია. თავის მხრივ, ფინელი ექსპერტები ეჭვობენ, რომ რუსეთმა ფინეთი NATO-ში გაწევრიანების გამო „დასაჯა.“ პარალელურად, შვედეთი იუწყება, რომ მესამე ხაზი, რომელიც სტოკჰოლმს ტალინთან აკავშირებს, დაახლოებით, იმავე დროს დაზიანდა. „მეორე სატელეკომუნიკაციო კაბელი, რომელიც შვედეთსა და ესტონეთს აკავშირებს, ნაწილობრივ გაითიშა დაახლოებით იმავე დროს, რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს გარე გავლენით,“ განაცხადეს შვედეთისა და ესტონეთის წარმომადგენლებმა. ინციდენტების საპასუხოდ, NATO-მ ბალტიის ზღვის პატრულირება გააძლიერა. „თუკი დადასტურდა, რომ მილსადენზე და კაბელზე დაზიანება მიზანმიმართულ თავდასხმას უკავშირდება, NATO-ს გადამწყვეტი პასუხი ექნება,“ - ეს განცხადება 11 ოქტომბერს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. ცნობილია, რომ გაზსადენი NATO-ს ორ წევრს, ფინეთსა და ესტონეთს შორის, ბალტიის ზღვაზე გადის. ინფორმაციისთვის, გაზსადენის აღდგენას 2-3 თვე მაინც დასჭირდება. “BalticConnector”-ის დროებით შეჩერება გაზის მიწოდების მნიშვნელოვან შეფერხებას არ გამოიწვევს.  

ფინეთის პოლიციის ვარაუდით, Balticconnector-ის დაზიანება ჩინურმა გემმა გამოიწვია

ფინურ-ესტონურ გაზსადენის დაზიანება სავარაუდოდ, ჩინური გემის ღუზამ გამოიწვია. გამოძიების ვერსიით, საექსპერტო ანალიზის მონაცემი აღნიშნულ კვალს ადასტურებს. მოხდა თუ არა მილსადენის დაზიანება განზრახ, უნებლიედ თუ გამოწვეული იყო სხვა მიზეზით, ეს გამოძიების მომდევნო ფაზის საგანია. ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმე: ჰელსინკისა და ტალინის გამოძიების ფოკუსში რუსული და ჩინური გემები მოექცნენ „მოვლენების თანმიმდევრობა დადგენილია მტკიცებულებებისა და მონაცემების საფუძველზე და, სავარაუდოდ, ზიანი გამოიაწვია გემმა Newnew Polar Bear, რომელიც ჰონგ კონგის დროშით დაცურავდა,“ - წერია პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიების ეროვნულმა ბიურომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიღწეულია პროგრესი გაზსადენის დაზიანების გამოძიებაში. გამოძიების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ტექნიკურად დაზუსტებულია, თუ როგორ დაზიანდა გაზსადენი.  

ფინეთს რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვა სურს

ფინეთის გარემოს დაცვისა და კლიმატის მინისტრმა კაი მიკანენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მიკანენმა განმარტა, რომ აკრძალვა ევროკავშირის უახლესი პაკეტის ფარგლებში დაწესდება. „პაკეტში შედის პუნქტი, რომელიც აკრძალვის დაწესების საშუალებას იძლევა. ევროკავშირის წევრებს შეუძლიათ, გამოიყენონ ეს პუნქტი, როგორც მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ. ამდენად, მარტი იქნება მისი შეტანა ფინეთის კანონმდებლობაში,“ - აღნიშნა მიკანენმა. მისივე განცხადებით, მიკანენმა რუსული LNG შეიძლება, ევროკავშირის პაკეტის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში აიკრძალოს. ცნობისთვის, ფინეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Gasum LNG-ს რუსეთიდან კვლავ იღებს, თუმცა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, იმპორტის მოცულობა შემცირდა. ევროკავშირს რუსული LNG-ზე სანქციები არ დაუწესებია. რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება 2022 წლის მაისში შეუწყვიტა, როდესაც Gasum-მა რუბლით გადახდაზე უარი განაცხადა. გაზისა და ნავთობის სფეროში მოგება რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან წილს შეადგენს, რაც მოსკოვს უკრაინაში ომის დაფინანსების საშუალებას აძლევს.  

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, 4-საათიან პაუზებს უზრუნველყოფს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ყოველდღიურად სამხედრო ოპერაციებში 4-საათიან პაუზებს აიღებს. კირბის თქმით, ისრაელი პაუზების შესახებ სამი საათით ადრე გაავრცელებს ინფორმაციას. „ისრაელის მხარემ გვითხრა, რომ ამ ტერიტორიებზე პაუზების განმავლობაში სამხედრო ოპერაციები არ იქნება, და ეს პროცესი დღეს იწყება,” - განაცხადა კირბიმ. ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ პაუზები “სწორი მიმართულებით ნაბიჯებია.” „ისრაელს მოვუწოდებდით მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმიზაცია მოეხდინა და ყველაფერი გაეკეთებინა, რათა ეს ციფრი შეემცირებინა,” - განაცხადა კირბიმ.  

ფინეთი ევროპის ქვეყნებს, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჰელსინკის მიდგომის გაზიარებას სთავაზობს

ჰელსინკის შეფასებით, ევროპელმა ქვეყნებმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართ, ფინეთის მიდგომა უნდა გაიზიარონ, გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ძალები და საბრძოლო მასალების მარაგი, რათა რუსეთისგან მომდინარე მზარდ კონფრონტაციულ რისკებს გაუმკლავდნენ. ამის შესახებ რეგიონის უდიდეს სამხედრო რეზერვზე პასუხისმგებელმა ოფიციალური პირმა განცხადა. ფინელმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მიგრაციას, ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმებსა და ჰიბრიდული ომებს იარაღად იყენებს. წერს Bloomberg-ი. Bloomberg წერს, რომ ფინეთს 280 000 გაწვრთნილი რეზერვისტი ჰყავს. ამ ქვეყნის სარეზერვო ძალები ყველაზე დიდია ევროპაში. „თქვენ უნდა გყავდეთ რეზერვისტების დიდი არმია, რომელსაც შეეძლება, დაუპირისპირდეს ამ სახის საფრთხეებს, რადგან ახლა ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი მომენტი არის ის, რომ ჩვენ აღარ გვაქვს მჭიდრო დიალოგი რუსეთთან,” - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა ინტერვიუში. მისი შეფასებით, უკრაინის ომისგან მიღებული გაკვეთილები თავდაცვის მარაგების გაზრდას მოიცავს. ფინელმა მინისტრმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ საკუთარ უსაფრთხოებას. ფინეთის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ევროპელებს, რომ მოემზადონ სცენარისთვის, სადაც მათ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე მოქმედება მოუწევთ. 2023 წლის 4 აპრილს ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა.  

ფინეთის პოლიციის ცნობით, დაზიანებულ Balticconnector-თან ნაპოვნი ღუზა სავარაუდოდ, ჩინურ გემს ეკუთვნის

ფინეთის პოლიციამ პარასკევს განაცხადა, რომ გამოძიებამ ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმეზე აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გაზსადენის მახლობლად ზღვის ფსკერზე აღმოჩენილი ღუზა სავარაუდოდ, ჩინური NewNew Polar Bear-ის სატვირთო გემს ეკუთვნოდა. მანამდე, 25 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთის პოლიცია ასევე ვარაუდობდა, რომ Balticconnector-ის დაზიანება ჩინურმა გემმა გამოიწვია. ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმე: ჰელსინკისა და ტალინის გამოძიების ფოკუსში რუსული და ჩინური გემები მოექცნენ  

ფინეთი ისრაელისგან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს მიიღებს

ფინეთი ისრაელისგან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს (David’s Sling) შეისყიდის. დაახლოებით, 317 მილიონი ევროს მოცულობის შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე თვითმფრინავების და დრონების გადატაცების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილის სისტემაა მსოფლიოში. მას შეუძლია, სამიზნე 300 კილომეტრში გადაიტაცოს. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ფინეთი თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემის განახლებას ცდილობს. 2023 წლის აპრილში ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა.  

ფინეთი რუსეთის საზღვარზე ახალ შეზღუდვებს ამზადებს

ფინეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, რუსეთთან საზღვარზე საგუშაგოების ფუნქციონირების შესაზღუდად, დამატებითი ზომები შემოიღოს, მათ შორის, ზოგიერთის დახურვის ჩათვლით. ეს ბოლო დღეებში მესამე ქვეყნების მოქალაქეები რუსეთიდან ფინეთის სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში ჩადიან და თავშესაფარს ითხოვენ, რაც ჰელსინკის შეფასებით, შემთხვევითობა არ უნდა იყოს. ფინეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ რუსეთის მესაზღვრეები უსაბუთო ადამიანებს უფლებას აძლევენ, თავიანთი საგუშაგოების გავლით შევიდნენ ფინეთში, თუმცა ისინი ამას არ უნდა აკეთებდნენ. „სიტუაციას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გვინდა, ვიზრუნოთ ჩვენი საზღვრის უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ. ორპოს განცხადებით, რუსი მესაზღვრეები თავშესაფრის მაძიებლებს საზღვართან მისვლაშიც კი ეხმარებიან. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. ფინეთმა რუსეთში რეგისტრირებული მანქანებიც აკრძალა.  

ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი პუნქტი დახურა

ფინეთის მთავრობამ თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო, რუსეთთან საზღვარზე რამდენიმე პუნქტის დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეზღუდვები 2024 წლის 18 თებერვლამდე გაგრძელდება. ბოლო დღეებში მესამე ქვეყნების მოქალაქეები რუსეთიდან ფინეთის სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში ჩადიან და თავშესაფარს ითხოვენ, რაც ჰელსინკის შეფასებით, შემთხვევითობა არ უნდა იყოს. ფინეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ რუსეთის მესაზღვრეები უსაბუთო ადამიანებს უფლებას აძლევენ, თავიანთი საგუშაგოების გავლით შევიდნენ ფინეთში, თუმცა ისინი ამას არ უნდა აკეთებდნენ. „სიტუაციას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გვინდა, ვიზრუნოთ ჩვენი საზღვრის უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ. ორპოს განცხადებით, რუსი მესაზღვრეები თავშესაფრის მაძიებლებს საზღვართან მისვლაშიც კი ეხმარებიან. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. ფინეთმა რუსეთში რეგისტრირებული მანქანებიც აკრძალა.  

ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ფინეთმა გადაწყვიტა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცეს. ზელენსკი Twitter-ზე წერს,  რომ აღნიშნული მხარდაჭერა აძლიერებს არამხოლოდ უკრაინას, არამედ ფინეთისა და დანარჩენი ევროპის უსაფრთხოებას.  როგორც ფინეთის მთავრობის ვებგვერდზე წერია, ეს უკრაინაში სამხედრო ტექნიკის მე-20 მიწოდება იქნება. ამ პაკეტში შემავალი თავდაცვის აღჭურვილობის ჩანაცვლება ფინეთს დაახლოებით, 100 მილიონი ევრო დაუჯდება. უკრაინული მედია წერს, რომ ოპერატიული მიზეზების გამო და იმისთვის, რომ დახმარებამ დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მიაღწიოს, დამატებითი ინფორმაცია პაკეტის შინაარსის, მიწოდების მეთოდის ან განრიგის შესახებ არ გამჟრავნდება. მთავრობამ აღნიშნა, რომ დამატებითი დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყო როგორც უკრაინის საჭიროებები, ასევე, ფინეთის თავდაცვის ძალების რესურსები. ფინეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობა, 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს.  

ფინეთი რუსეთთან საზღვრის სიახლოვეს ბარიერების ასაშენებლად სამხედროებს გზავნის

ფინეთის თავდაცვის ძალები ქვეყნის მესაზღვრეებს ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ კუჰმოსთან ღობეების აღმართვაში დაეხმარება. ფინური გამოცემის ცნობით, ვარტიუსის გადასასვლელ სადგურზე დროებითი ბარიერების მშენებლობაში დასახმარებლად, ფინეთის თავდაცვის ძალები გაგზავნეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო მასალა და საჭირო მასალები ადგილზე უკვე მიიტანეს. ბარიერების აშენების მიზეზად ფინეთის სასაზღვრო დაცვამ „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა, ამასთან, განმარტეს, რომ ეს არის გარანტია იმისა, რომ ლეგალური ტრანსსასაზღვრო მოძრაობა უსაფრთხოდ წარიმართება.“ გავრცელებული ინფორმაციით, ფინელი სამხედროები მესაზღვრეებს სამხედრო დახმარებას არ უწევენ, რადგან „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.“ ფინეთმა მიმდინარე კვირას დახურა რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი, რათა რუსეთიდან მიგრანტების ნაკადი შეეჩერებინა. ფინეთმა რუს ტურისტებს საზღვარი 2022 წლის სექტემბერში ჩაუკეტა.  

ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს

ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა. ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 ნომბრის ღამეს ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე შვიდი გამშვები პუნქტი დაიხურება - იმატრა, კუუსამო, ნიირალა, ნიუიამაა, სალა, ვაალიმა და ვარტიუსი. ფინეთ-რუსეთის საზღვრის კვეთის მხოლოდ ერთი პუნქტი რაია-იოოსეპი იმუშავებს, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე განცხადების შეტანას შეძლებენ. ხსენებული სასაზღვრო პუნქტი გეოგრაფიულად ყველაზე რთულად მისასვლელ ადგილას მდებარეობს და დღეში მხოლოდ 4 საათის განმავლობაში მუშაობს. ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი პუნქტი დახურა  

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო ფინეთს რუსეთთან საზღვრის პატრულირებაში, 50 მესაზღვრითა და სხვა პერსონალით დაეხმარება

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსი“ გეგმავს, რომ ფინეთში 50 მესაზღვრე და სხვა პერსონალი გაგზავნოს, რათა რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდის შემდეგ, ქვეყნის საზღვრის უსაფრთხოება გააძლიეროს. „ფრონტექსი“ ფინეთს რუსეთთან საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად დამატებით დახმარებას გაუწევს. ფინეთი რუსეთთან საზღვრის სიახლოვეს ბარიერების ასაშენებლად სამხედროებს გზავნის. ფინეთის თავდაცვის ძალები ქვეყნის მესაზღვრეებს ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ კუჰმოსთან ღობეების აღმართვაში დაეხმარება. ფინური გამოცემის ცნობით, ვარტიუსის გადასასვლელ სადგურზე დროებითი ბარიერების მშენებლობაში დასახმარებლად, ფინეთის თავდაცვის ძალები გაგზავნეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო მასალა და საჭირო მასალები ადგილზე უკვე მიიტანეს. ბარიერების აშენების მიზეზად ფინეთის სასაზღვრო დაცვამ „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა, ამასთან, განმარტეს, რომ ეს არის გარანტია იმისა, რომ ლეგალური ტრანსსასაზღვრო მოძრაობა უსაფრთხოდ წარიმართება.“ გავრცელებული ინფორმაციით, ფინელი სამხედროები მესაზღვრეებს სამხედრო დახმარებას არ უწევენ, რადგან „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.“ ფინეთმა მიმდინარე კვირას დახურა რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი, რათა რუსეთიდან მიგრანტების ნაკადი შეეჩერებინა. ფინეთმა რუს ტურისტებს საზღვარი 2022 წლის სექტემბერში ჩაუკეტა.  

ფინეთმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად, 3 მილიონი ევრო გამოყო

ფინეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად 3 მილიონი ევრო გამოყო. საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი ექსპორტზე. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. პაკეტიდან 2 მილიონი ევრო ჰუმანიტარული დახმარების სახით არის გათვალისწინებული Grain From Ukraine ინიციატივისთვის, რომელსაც მსოფლიო სასურსათო პროგრამა ახორციელებს.  საერთო ჯამში, ფინეთმა ადრე ასეთი მხარდაჭერისთვის 11,5 მილიონი ევრო გამოყო. თანხის კიდევ ერთი ნაწილი გათვალისწინებულია უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვისთვის იმ რეგიონებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. ამ პროექტს ახორციელებს მსოფლიო სურსათის პროგრამა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია უკრაინის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამ თანხების გამოყოფის შემდეგ ფინეთის მთლიანმა დახმარებამ უკრაინაში ჰუმანიტარული განაღმვისთვის 8,25 მილიონ ევროს მიაღწია. ამ კვირის დასაწყისში ფინეთის მთავრობამ შესთავაზა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები დააინიცირა - ის სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის დახმარებაზე დიდ ხარჯებს მოიცავს. ნოემბრის შუა რიცხვებში ფინეთმა უკრაინას 100 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მე-20 პაკეტი გადასცა.  

ფინეთი რუსეთის ყოფილი გენერალური საკონსულოს შენობის დემონტაჟს გეგმავს

ფინეთის ქალაქ ტურკუს ხელისუფლება რუსეთის ყოფილი გენერალური საკონსულოს შენობას შეისყიდის. უკრაინული რესურსების ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შესყიდვის გადაწყვეტილება წინა დღეს ტურკუს საკრებულოს სხდომაზე ერთხმად მიიღეს. შენობის ამჟამინდელი მფლობელი Senate Properties და ქალაქის ხელისუფლება 1,6 მილიონი ევროიან გარიგებაზე შეთანხმდნენ. ამ ტერიტორიაზე სავარაუდოდ, ბაღი აშენდება. ცნობისთვის, პირველი ოქტომბრიდან ფინეთში, ქალაქ ტურკუში რუსეთის საკონსულო დაიხურა. 6 ივნისს ფინეთმა რუსეთის საელჩოში მომუშავე პერსონალის რაოდენობა შეამცირა და ქვეყნიდან 9 დიპლომატი გააძევა. „ელჩმა რუსული მხარის მწვავე პროტესტი მიიღო „ჰელსინკის ანტირუსული პოლიტიკის“ გამო. მას ასევე შეატყობინეს, რომ ცხრა დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს, სანქტ-პეტერბურგში კი, საკონსულოს დახურვა გადაწყვიტეს. ფინეთი მოსკოვს აფრთხილებს  

ფინეთი რუსეთის საზღვარზე უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტსაც ხურავს

ფინეთი რუსეთის საზღვარზე დარჩენილ უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტსაც ხურავს. ჰელსინკის მიზანია, შეაჩეროს თავშესაფრის მაძიებლების შედინება რუსეთის ტერიტორიიდან. გადაწყვეტილება 30 ნოემბერს შედის ძალაში. ფინეთის ხელისუფლებას სურს, შეაჩეროს „რუსეთის ორგანიზებული ქმედებები ქვეყანაზე ჰიბრიდული ზემოქმედების კუთხით.“ ფინეთში ეჭვობენ, რომ რუსეთი განზრახ უწევს ორგანიზებას საზღვრებისკენ თავშესაფრის მაძიებელთა უწყვეტ ნაკადს. ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს გადაწყვეტილება ძალაში იქნება 13 დეკემბრამდე. თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადების გაკეთება მხოლოდ პორტებსა და აეროპორტებში იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება არ შეეხება ფინეთსა და რუსეთს შორის სატვირთო გადაზიდვებს.  

ეუთოს მინისტერიალზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ასევე ღრმად შემაშფოთებელია.“ მისი თქმით, „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ აღნიშნავს გადახრის მომენტს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბდა. „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის უგუნური ქცევის მორიგი მსხვერპლი ეუთო არ გახდეს. პორტუგალიას სჯერა, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს შემართებას, გავაგრძელოთ კიევის მხარდაჭერა, როდესაც უკრაინა იყენებს თავდაცვის უფლებას. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და უზრუნველვყოფთ სამხედროების სწავლებას, რადგანაც დღეს სწორედ ეს გახლავთ ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებელობას, რათა ვუთხრათ რუსეთს, რომ შეწყვიტოს აგრესია, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან დაუყოვნებლივ, რადგანაც მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ საშინელ ომზე. რუსეთის აგრესიის გავრცელების საფრთხე ჩვენს რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებზე რეალურია. მთიან ყარაბაღში, ეთნიკური სომხების ტრაგიკული მდგომარეობა, რომლებსაც ჰქონდათ რუსების ჩაურევლობის იმედი, რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ასევე ღრმად შემაშფოთებელია,“ – განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სკოპიეში, ეუთოს მინისტერიალზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. „ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით უკიდურესად რთულ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი არამხოლოდ უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, არამედ, არამედ ასევე იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებზეც ევროპის უსაფრთხოებაა აგებული. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა ამ ძირითადი პრინციპების დარღვევას, მათ შორის საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წლიდან დაწყებული. ეს პრინციპები კი არ ექვემდებარება გადახედვას. რუსეთის მოსაზრებას, რომ უნდა არსებობდეს გავლენის სფეროები, ადგილი არ აქვს ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებში. ომი რუსეთის არჩევანია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსკოვს მისი დასრულება ნებისმიერ დროს შეუძლია. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმაზეც, რაც ახლა ხდება. რუსეთი, რომელსაც სწრაფი გამარჯვების იმედი ჰქონდა, ვერ დაამარცხებს უკრაინას,“ განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა „მთავარი არხის“ ცნობით.

ფინეთმა და რუსეთმა სასაზღვრო თანამშრომლობის შეთანხმება გააუქმეს

ფინეთმა რუსეთთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ 2012 წელს გაფორმებული შეთანხმება შეწყვიტა. ფინეთის მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება 30 ნოემბერს მიიღო. თანამშრომლობის შეწყვეტის ინიციატორი რუსეთი იყო, რომელმაც შესაბამისი შეტყობინება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოქტომბრის ბოლოს გაუგზავნა. 2012 წელს გაფორმებული შეთანხმება მოქმედებას ოფიციალურად შეწყვეტს 2024 წლის 24 იანვრიდან. დოკუმენტის საფუძველზე ფინეთი და რუსეთი ერთობლივად მუშაობდნენ სასაზღვრო რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. NATO-სა და ევროკავშირის წევრი ფინეთის მთავრობამ ნოემბრის ბოლოს გამოაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებლებისთვის 13 დეკემბრამდე კეტავს რუსეთთან სახმელეთო საზღვარს, სხვებისთვის კი, რვიდან მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი იმუშავებს. ამასთან, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთთან საზღვარს სრულად ჩაკეტავენ. ფინეთი რუსეთის საზღვარზე უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტსაც ხურავს  

ფინეთის პრეზიდენტი: რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს „ფინეთის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები რაღაც ზოგადი კონტექსტისგან განცალკევებული არ არის. რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს,“ - განაცხადა ნიინისტომ. ნიინისტოს შეფასებით, მიგრაციის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება, ემოციებს არამხოლოდ ფინეთში, არამედ, ევროპაშიც იწვევს და ეს შეიძლება, უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად დამატებითი სტიმული იყოს. შეგახსენებთ, 30 ნოემბერს ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სრულად, სულ მცირე, ორი კვირით დაკეტა.  

ფინეთის, როგორც NATO-ს წევრის ხელმძღვანელობით, პირველი მასშტაბური საზღვაო წვრთნები ჩატარდა

ჩატარდა პირველი მასშტაბური საზღვაო წვრთნები, რომელსაც ფინეთი, როგორც NATO-ს წევრი ხელმძღვანელობდა. სწავლებაში ფინეთის არმიის, NATO-ს რამდენიმე მოკავშირისა და შვედეთის დაახლოებით 4000 ჯარისკაცი მონაწილეობდა. ინფორმაციას NATO ავრცელებს. 400-ზე მეტ რეზერვისტს, რომლებიც სწავლებაში მონაწილეობდნენ, საგანგებო მდგომარეობის დავალებების შესრულების უნარ-ჩვევები გაუუმჯობესდათ. წვრთნების დასრულებასთან დაკავშირებით, 31 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, სამხრეთ-დასავლეთ ფინეთისა და უუსიმაას (რეგიონი ფინეთის სამხრეთ ნაწილში) გზებზე საერთაშორისო და ფინური ძალები გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, წვრთნების დასრულებასთან ერთად, NATO-ს მუდმივმოქმედი ნაღმების საწინააღმდეგო ჯგუფი SNMCMG1 (ექვსი ხომალდი) პირველიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, პირველიდან 6 დეკემბრამდე კი, ბრიტანეთის RFA Mounts Bay. პორტის ვიზიტს განახორციელებენ.  

ფინეთი უკრაინის შეიარაღებისთვის ჭურვების წარმოების გაზრდას გეგმავს

ფინეთი გეგმავს, უკრაინის შეიარაღების მიზნით, საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება უახლოეს რამდენიმე კვირაში გაზარდოს. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა ფინურ გაზეთ Iltalehti-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელებს ფინეთი საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას უკრაინის შეიარაღებისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა და განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, შობამდე მიიღება. მისივე განცხადებით, „ამჟამად გამოქვეყნებულია გეგმა საბრძოლო მასალის წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ. მიზანია უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ადრე.“ შეგახსენებთ, ევროკავშირს, უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა გაზაფხულზე გამოაცხადა სამფაზიანი გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინას 12 თვის განმავლობაში მილიონ საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდიდნენ, თუმცა წლის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ამ მოცულობის გეგმების შესრულებას ვერ ახერხებს. თუმცა ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გეგმა ევროკავშირისთვის კვლავ პოლიტიკურ მიზნად რჩება.  

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ ფინეთში, რუსეთთან საზღვრის დასაცავად სამხედროები გაგზავნა

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-მა ფინეთ-რუსეთის საზღვრის მონიტორინგისთვის თავისი 55 თანამშრომელი გაგზავნა. მანამდე ფინეთის ხელისუფლებამ მიგრანტების შემოდინების გამო ყველა სასაზღვრო პუნქტის დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. Frontex-ის პრესსპიკერმა პიოტრ სვიტალსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოს 55 ოფიცერი ამჟამად განლაგებულია ფინეთში, მათ შორის უმეტესობა მესაზღვრეა, რომელიც საზღვარს აკონტროლებს. „რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ შევცვალოთ ეს (განლაგების პარამეტრები ) თუ სიტუაცია შეიცვლება. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უფრო ხანგრძლივად ან ხანმოკლე დროით, საჭიროებიდან გამომდინარე. ვიცით, რომ მიგრაციული ზეწოლა არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც კრემლი იყენებს. ასე რომ, შეიძლება ველოდოთ, რომ ეს გაგრძელდება,“ - განაცხადა პიოტრ სვიტალსკიმ. 30 ნოემბრიდან ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სულ მცირე ორი კვირით მთლიანად დაკეტა. გადაადგილება მხოლოდ სატვირთო მატარებლებისთვისაა დაშვებული. ქვეყანამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რუსეთიდან ჩასული თავშესაფრის მაძიებელი მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მანამდე, რუსი მესაზღვრეები იმ მგზავრებს, რომლებსაც ფინეთში შესასვლელად საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდათ, გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.  

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დარწმუნებული ვარ, ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ამის შესახებ ელინა ვალტონენმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართება. ელინა ვალტენონმა აღნიშნა, რომ პოზიტიურად არიან განწყობილი საქართველოში რეფორმების გატარებაში პროგრესის გამო. „ფინეთი ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერია. ეს პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან და პოზიტიურად ვართ განწყობილი ბევრი რეფორმის გატარებაში პროგრესის ნიშნების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის,“ – განაცხადა ელინა ვალტონენმა. ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.  

აშშ-ს ფინეთის მასშტაბით 15 სამხედრო ბაზაზე ექნება წვდომა

შეთანხმება აშშ-ს საშუალებას აძლევს, შეინახოს იარაღი ფინეთის მიწაზე აშშ-ს ექნება წვდომა ფინეთის მასშტაბით 15 სამხედრო ბაზაზე ფინეთი და აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას აფორმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ავრცელებს. „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება აშშ-სთან ჩვენს თანამშრომლობას გააღრმავებს და კრიზისის შემთხვევაში შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს“, - განაცხადა ელინა ვალტონენმა. შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ს ფინეთის ტერიტორიაზე არსებულ 15 ობიექტზე ექნება წვდომა, სადაც იგი სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის განთავსებას შეუფერხებლად შეძლებს. ფინეთი აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 18 დეკემბერს, ვაშინგტონში მოაწერს ხელს. „შეთანხმება ნიშნავს, რომ აშშ ვალდებულია, დაიცვას ფინეთი, თუ სკანდინავიური ქვეყანა თავდასხმის წინაშე აღმოჩნდება,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, ეს არის უკიდურესად ძლიერი გზავნილი ამ დღეებში” და NATO-ში გაწევრიანებასთან ერთად, ისეთ ძლიერ შეკავებას ქმნის, რომ ვერავინ გაბედავს ფინეთზე სამხედრო ზეწოლას.”   

ფინეთი რუსეთთან საზღვარს კვლავ დახურავს

ფინეთი რუსეთთან საზღვარს კვლავ დახურავს. საუბარია ორ სასაზღვრო პუნქტზე, რომლებიც ფინეთმა ხუთშაბათს, 14 დეკემბერს, ხელახლა გახსნა. მათი ხელახლა დახურვის ვადები არ სახელდება. ფინეთმა ახლახან დაასრულა ორი კვირის განმავლობაში მოქმედი რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის ყველა გზა დახურული იყო. ჰელსინკის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ბოლოდროინდელი მატება მოსკოვის მიერ ორკესტრირებული საპასუხო ნაბიჯია,რაც აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გადაწყვეტილებას უკავშირდება.  

ფინეთის პრემიერი: საზღვარზე რუსეთის ქმედებებს შეიძლება, ჰიბრიდული თავდასხმა ეწოდოს

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ ფინეთთან საზღვარზე რუსეთის ქმედებებს შეიძლება, ჰიბრიდული თავდასხმა ეწოდოს. ორპომ ტერმინი „ჰიბრიდული თავდასხმა“ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების აღსაწერად პირველად გამოიყენა. „ვფიქრობ, ეს სწორი ტერმინია. რა თქმა უნდა, ეს ფინეთისა და ევროკავშირის სუვერენიტეტზე თავდასხმაა. სამწუხაროდ, საზღვრები უნდა დაიკეტოს, რადგან რუსეთმა მისი ქცევა არ შეცვალა“, - განაცხადა პეტერი ორპომ. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ამას სიტუაცია მოითხოვს, ის რუსეთთან საზღვრის შესახებ სწრაფი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის მზად არის. „სასაზღვრო სიტუაციასთან დაკავშირებით მუდმივი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ,“ - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა. ფინეთი რუსეთთან საზღვარს კვლავ დახურავს  

ფინეთმა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში შეთანხმება გააფორმა

ფინეთმა აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე შეთანხმება გააფორმა.  შეთანხმება ოფიციალურს ხდის უფრო მტკიცე კავშირებს ვაშინგტონთან, როგორც ამას აპრილში ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ითვალისწინებს. შეთანხმებაზე ხელმოწერის მიზნით, ვაშინგტონში იმყოფება ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი. ის დოკუმენტს მიესალმა. მინისტრმა დოკუმენტს ფინეთის და მთელი ჩრდილოეთ ევროპის თავდაცვის მიმართ აშშ-ის ერთგულების მკაფიო სიგნალი უწოდა. „ჩვენ არ მოველით, რომ აშშ მოუვლის ფინეთის თავდაცვას, განვაგრძობთ ინვესტირებას ჩვენს თავდაცვაში და ვიყოფთ ტვირთს ჩვენს არეალში და მის მიღმაც," - აღნიშნა ჰაკანენმა. მანამდე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მეზობელ ქვეყანას NATO-ში მისი გაწევრიანების გამო დაემუქრა. აშშ-ს ფინეთის მასშტაბით 15 სამხედრო ბაზაზე ექნება წვდომა  

ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას უგზავნის

ფინეთის მთავრობამ უკრაინისთვის 21-ე სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. შესაბამისი განცხადება აშშ-ში ფინეთის საელჩომ სოციალური მედიის პლატფორმ X-ზე გააკეთა. ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის თქმით, ფინეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას როგორც ახლა, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.  „ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას უგზავნის. ეს 21-ე გადაზიდვა ფინეთის სამხედრო დახმარების მთლიან ღირებულებას შეადგენს 1,6 მილიარდ ევროს (1,8 მილიარდი აშშ დოლარი),“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის დახმარების წინა პაკეტის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 17 ნოემბერს გამოაცხადა.  

რუსეთი ფინეთისა და ნორვეგიის საზღვრებთან ჰაუბიცებს განათავსებს

რუსეთის თავდაცვის კონგლომერატი Rostec-ი აცხადებს, რომ ახლო მომავალში თავის უახლესი ტიპის ჰაუბიცებს გამოიყენებს ბრძოლის ველზე, უკრაინის ძალების წინააღმდეგ. ასეთი ტიპის ჰაუბიცები საარტილერიო ჭურვებს დაახლოებით 70 კილომეტრის მანძილზე ისვრიან.  Rostec-ის განცხადებით, ახალი Coalition-SV-ის საარტილერიო ერთეულების გამოცდა დასრულებულია და უკვე დაიწყო მათი მასობრივი წარმოება. პირველი პარტიის მიწოდებას 2023 წლის ბოლომდე გეგმავენ. 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა Coalition-SV-ის ტიპის ჰაუბიცები უკრაინის ფრონტზე განალაგა.  

ფინეთი რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვას მომავალი წლიდან გეგმავს

ფინეთი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის აკრძალვას მომავალი წლიდან გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფინეთის გარემოს დაცვისა და კლიმატის მინისტრმა კაი მიკანენმა გაზეთ Helsingin Sanomat-ს 5 იანვარს განუცხადა. ფინეთს რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვა სურს „არ მინდა რაიმე კონკრეტული თარიღის თქმა, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალ წელს ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როცა აკრძალვა ძალაში შევა,“ აღნიშნა მიკანენმა. მინისტრის განმარტებით, ეს შეიძლება, გაკეთდეს ევროკავშირის გაზის ბაზრის ეფექტიანი რეფორმის მეშვეობით, რომელიც ევროკავშირის წევრებმა და ევროპარლამენტმა დეკემბრის დამდეგს შეათანხმეს. რეფორმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებით აკრძალონ რუსეთისა და ბელორუსის მილსადენებით ბუნებრივი აირისა და გათხევადებული აირის იმპორტი. ამასთან, აკრძალვა შეიძლება, დაწესდეს მხოლოდ შეზღუდული დროით, ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ. როგორც მოსალოდნელია, შესაბამისი დადგენილება გაზაფხულზე შევა ძალაში. ამის შემდეგ ფინეთის ხელისუფლება შეძლებს, საკუთარი წინადადება წამოაყენოს იმპორტის აკრძალვის შესახებ. როგორც Helsingin Sanomat-ი წერს, შარშან რუსეთმა ევროპას თითქმის 16 მილიონი ტონა გათხევადებული აირი მიაწოდა. მკვეთრად შემცირდა ევროპაში მილსადენებით გაზის მიწოდება, გათხევადებული გაზის ექსპორტი კი, გაიზარდა. რუსეთის გათხევადებული გაზის უდიდესი შემსყიდველები არიან ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია და ნიდერლანდი. მიკანენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი რუსული გათხევადებული გაზის მხოლოდ მცირე მოცულობის იმპორტს ახორციელებს.  

ფინეთი რუსეთის საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებს

ფინეთი რუსეთის საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს 11 თებერვლამდე აგრძელებს. ინფორმაციას ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, მარი რანტანენი ავრცელებს. „ფინეთისთვის ეროვნული უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად რჩება,“ - განაცხადა მარი რანტანენმა. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარება ფინეთში მცხოვრებ რუსებსა და ორი ქვეყნის პასპორტის მფლობელებზე უარყოფითად მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 30 ნოემბერს, თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი ნაკადის გამო, ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სრულად დაკეტა.  

ტუსკი: უახლოეს დღეებში კიევში ვიქნები

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჯეი დუდასთან მომავალ შეხვედრაზე განიხილავს მის მომავალ ვიზიტს კიევში, ამის შესახებ მან 12 იანვარს პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც მისთვის, ასევე პრეზიდენტისთვის, „სიტუაცია უკრაინაში და ფრონტზე არის ნომერ პირველი საკითხი პოლონეთის უსაფრთხოებისთვის.“ ტუსკის თქმით, დუდასთან შეხვედრა ორშაბათს შედგება. „უახლოეს დღეებში კიევში ვიქნები,“ - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.  

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ტრანზაქციებს უკრძალავს

ფინეთის ხელისუფლებამ ხელი შეუშალა უძრავი ქონების შეძენას მყიდველის მიერ, რომელიც რუსეთთან იყო დაკავშირებული. ფინეთი აჩერებს ტრანზაქციებს, რომლებსაც აქვს პოტენციალი, შეარყიოს ეროვნული უსაფრთხოება. ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან დაბლოკა სამი ტრანზაქცია, რომელთაგან ერთ-ერთი ნაწილობრივ რუსეთის მფლობელობაში არსებულ კომპანიასთან არის შემხებლობაში და განაცხადა, რომ შესყიდვების დაშვებამ შეიძლება, შეაფერხოს ფინეთის ტერიტორიის დაცვა. ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი აცხადებს, რომ ქვეყანამ, რუსული ფესვების მქონე უძრავი ქონების მფლობელებისთვის რეგულაციების გამკაცრება ზაფხულში დაიწყო. მოგვიანებით, ხელისუფლებამ უძრავი ქონების რუსი მფლობელებისთვის ქვეყანაში შესვლის შესახებ შეზღუდვები გაამკაცრა, სექტემბერში კი, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.  

ფინეთმა და აშშ-მ კიბერთავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დოკუმენტი გააფორმეს

ფინეთი შეერთებულ შტატებთან კიბერ თავდაცვის სფეროში ორმხრივ პარტნიორობას აძლიერებს. ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნებმა სამხედრო ლიდერებმა კიბერპარტნიორობის შესახებ განზრახვის წერილს ოფიციალური ცერემონიის დროს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, დღეს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას ფინეთის თავდაცვის ძალების ოპერაციების შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი კარი ნისულა მასპინძლობდა ღონისძიებას აშშ-ის ევროპული სარდლობის დირექტორის მოადგილე გეგმებისა და ოპერაციების საკითხებში, აშშ-ის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი ჯეიმს კლიტი ესწრებოდა. „აშშ-თან თანამშრომლობა ნამდვილად აძლიერებს ფინეთის თავდაცვის შესაძლებლობებს ამ სფეროში და მყარ საფუძველს ქმნის ეფექტიანი კომბინირებული კიბერ თავდაცვისთვის. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ USEUCOM-ის ამ განზრახვის წერილით,“- განაცხადა კარი ნისულამ. შეთანხმების ხელმომწერმა ორმა სამხედრო ლიდერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას კიბერთავდაცვაში გაბატონებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე. „მზარდი ჰიბრიდული საფრთხის ფონზე, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, განსაკუთრებით, ფინეთთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ მედეგები და შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა და პრევენცია კიბერსივრცის სფეროში. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მოწინააღმდეგეებმა არ დააკნინონ კრიტიკული სისტემები და ქსელები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელზე ვართ დამოკიდებულნი,“ - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა. ფინეთმა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში შეთანხმება გააფორმა  

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორბანი უკრაინის დახმარებას არ დაბლოკავს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა 25 იანვარს გერმანულ გამოცემა RND-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელს არ შეუშლის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს (54 მილიარდი დოლარის) ფინანსურ დახმარებას. ვალტონენი ამბობს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ფინანსური დახმარების პაკეტზე მოახლოებული დისკუსიის შესახებ "პოზიტიური სიგნალი" აჩვენა. „მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთი წინააღმდეგობას შეწყვეტს. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ სხვა გამოსავალს ვიპოვით. ამავდროულად, მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ჩვენს უსაფრთხოებაში," აღნიშნა მინისტრმა. Politico-ს ცნობით, უნგრეთი მზად არის, მოხსნას ვეტო უკრაინის ფინანსურ დახმარებაზე, თუ ის ყოველწლიურად გადაიხედება. ევროკავშირი დაამტკიცებს უკრაინის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს უნგრეთის თანხმობით ან მის გარეშე, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსში, Euronews-თან ინტერვიუს დროს. 2023 წლის დეკემბერში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჯგუფი დათანხმდა, რომ ოფიციალურად დაიწყებდა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება  

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. ერთმანეთს მემარჯვენე-ცენტრისტული „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ კანდიდატი, ალექსანდრე სტუბი და ლიბერალური „მწვანეთა პარტიის“ წევრი, პეკა ჰაავისტო დაუპირისპირდებიან. პირველი ტურის შედეგების თანახმად, ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე სტუბმა ამომრჩევლების ხმების 27.2% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, უფლებადამცველმა პეკა ჰაავისტომ კი - 25.8%. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 იანვარს გაიმართა, რომელშიც პრეზიდენტობის 9 კანდიდატი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 74.9% შეადგინა. არჩევნების მეორე ტური 11 თებერვალს ჩატარდება. ამომრჩეველთა აქტივობამ 74,9% შეადგინა. წინა, 2018 წლის, საპრეზიდენტო არჩევნებში ეს მაჩვენებელი 69,9% იყო. ევროკავშირის წევრი ფინეთი 2023 წელს NATO-ს წევრი გახდა.  

ფინეთი თავშესაფარს არ აძლევს რუსეთიდან შესულ მიგრანტებს

ფინეთის მიგრაციის სამსახურს ჯერჯერობით თავშესაფარი არ მიუნიჭებია არცერთი მიგრანტისთვის, რომლებიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ქვეყანაში შევიდნენ რუსეთის ტერიტორიიდან. ამის შესახებ უწყების მონაცემებზე დაყრდნობით პორტალი Yle.fi წერს. განცხადებებიდან, რომლებიც უკვე განიხილეს, დაახლოებით ორმა მესამედმა უარი მიიღო, დანარჩენები გაუქმებულია მოქმედების ვადის გასვლის გამო. ამ მომენტისთვის მიგრაციის სამსახურმა თავშესაფრის მთხოვნელთა 70-მდე განაცხადის განხილვა მოასწრო. მთლიანობაში გასული წლის მეორე ნახევარში რუსეთიდან ფინეთში თავშესაფრის 1300 მაძიებელი შევიდა. დაახლოებით 190 მათგანის ადგილსამყოფელი უცნობია, ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. ვარაუდობენ, რომ მათ ფინეთი ტრანზიტულ სახელმწიფოდ გამოიყენეს და ქვეყანა დატოვეს.  

ფინეთის პრემიერი: რუსეთთან საზღვრის გახსნა არ შეგვიძლია

რუსეთთან საზღვრის გახსნა არ შეგვიძლია. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ორპოს თქმით, საზღვრის რუსულ მხარეს სხვადასხვა სასაზღვრო რეგიონებში მესამე ქვეყნების ათასობით მოქალაქე იმას ელის, რომ ფინეთში არალეგალურად მოხვდეს. ფინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთთან სასაზღვრო პუნქტების გახსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. „გასაგებია, რომ საზღვრების გახსნა არ შეგვიძლია. ერთდროულად ამასთან ნებისმიერი არალეგალური შემოსვლის წინააღმდეგ ზომები უნდა მოვამზადოთ… მარტივი გადაწყვეტილებები არ იქნება. მაგრამ მთავარი პრინციპი იმაშია, რომ ფინეთის საზღვრების უსაფრთხოებაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთ. ეს პირველ ადგილზეა,” - განაცხადა ორპომ. პირველად ფინეთ-რუსეთის საზღვარი 2023 წლის ნოემბერში ჩაიკეტა. იანვარში ფინეთ-რუსთის საზღვარი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა არალეგალურად გადაკვეთა, რის შემდეგაც ფინეთში თავშესაფარი მოითხოვეს. ამ მომენტისთვის, ფინეთში რუსეთიდან შესულ არც ერთ თავშესაფრის მაძიებელს დადებითი პასუხი არ მიუღია.  

ფინეთი რუსეთთან საზღვარს კიდევ სულ მცირე ორი თვე არ გახსნის

რუსეთთან ფინეთის საზღვარი კიდევ სულ მცირე ორი თვე იქნება ჩაკეტილი. ფინეთის სახელმწიფო საბჭომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტები ფინეთ-რუსეთის საზღვარზე არ გახსნას. მათი ჩაკეტვის ვადა 14 აპრილამდე გაგრძელდა. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა განაცხადა, რომ შეზღუდვების არარსებობის შემთხვევაში, აღმოსავლეთ საზღვრის მეშვეობით ფინეთში ჩასული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 10-დან 20 ათასამდე იქნებოდა. „მიღებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთი თავის ჰიბრიდულ ოპერაციას აგრძელებს. არსებობს იმის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს გრძელვადიან ვითარებას წარმოადგენს. რუსეთის სასაზღვრო ზონაში სულ მცირე ასობით და შესაძლოა ათასობით მიგრანტია, რომლებიც ფინეთში მოგზაურობის გაგრძელებას ელოდებიან,“ - განაცხადა ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა. გასულ კვირას ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ რუსეთთან ფინეთის აღმოსავლეთი საზღვარი დახურული დარჩება, რადგან ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს.  

ფინეთმა უკრაინას 190 მილიონამდე ევროს მოცულობის სამხედრო დახმარება მიაწოდა

ფინეთი უკრაინას დაახლოებით 190 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების 22-ე ტვირთს უგზავნის. ფინეთის თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, დახმარება ითვალისწინებს უკრაინის საჭიროებებს, მაგრამ ტვირთის დეტალური შინაარსი და მისი მიწოდების დეტალები უსაფრთხოების მიზნით არ საჯაროვდება. ამ დახმარების პაკეტში ასევე შედის ფინელი მწარმოებლების მიერ შეძენილი პროდუქტები. მის შესაძენად ცალ-ცალკე 30 მილიონი ევრო გამოიყო. ამჟამად ფინეთი უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიან გეგმას ავითარებს. გარდა ამისა, ფინეთმა გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს საარტილერიო და ე.წ. გამანადგურებლების კოალიციებში, რომლებიც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში მოქმედებენ.  

ფინეთის ახალი პრეზიდენტი: პუტინთან რაიმე სახის კომუნიკაციის შესაძლებლობას ვერ ვხედავ

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ წევრმა ალექსანდრე სტუბმა გაიმარჯვა. ალექსანდრე სტუბი, რომელიც საული ნიინისტოს ჩაანაცვლებს, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად პირველ მარტს შეუდგება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების თანახმად, სტუბმა ამომრჩევლების ხმების 51.6% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ კი - 48.4%-ი. სტუბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მისი ცხოვრების უდიდესი პატივია. ფინეთის ახალმა პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საკმაოდ ცხადია, რთულია რაიმე სახის პოლიტიკური დიალოგი პუტინთან, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს.“ „ვერ ვხედავ რაიმე სახის კომუნიკაციას პუტინთან ან რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან უახლოეს მომავალში. ჩვენ ყველას გვინდა ვიპოვოთ გზა მშვიდობისკენ, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ მომენტში ეს გზა მხოლოდ ბრძოლის ველზე გადის,“ - აღნიშნა სტუბმა.  

ფინეთის პარლამენტმა TikTok-ის გამოყენება აკრძალა

ფინეთის პარლამენტის IT დეპარტამენტმა, საპარლამენტო პლატფორმებზე TikTok აპლიკაციის გამოყენება უსაფრთხოების მიზნით აკრძალა. ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის პრესსამსახურმა 12 თებერვალს განაცხადა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ რისკის შეფასების განხილვის შემდეგ, შესაბამისი ბრძანება გაიცა. მარტიდან TikTok-ის ინსტალაცია ტექნიკურად დაიბლოკება. ფინეთის პარლამენტმა ამ ნაბიჯის მიზეზი არ დაასახელა, მაგრამ გასულ თვეში ფინეთის უსაფრთხოების პოლიციამ (SUPO) გამოვიდა გაფრთხილებით, რომ TikTok მომხმარებლის მონაცემებმა შესაძლოა, ჩინეთის უსაფრთხოების ორგანოებში გაჟონა. თავად TikTok-ის ცნობით, აპლიკაციას 1,5 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ფინეთში, ხოლო შინაარსის მოდერაციას ენის 40 ფინელი ექსპერტი ახორციელებს. გასულ წელს, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, უსაფრთხოების რისკების გამო, TikTok-ის საჯარო სამსახურებისთვის, სამხედრო პერსონალისთვის და სამართალდამცავი ოფიცრებისთვის გამოყენების შეზღუდვა დაიწყო.  

ფინეთი ეროვნული თავდაცვისადმი ინტერესის გასაზრდელად, 300 სასროლეთს გახსნის

ფინეთი იმედოვნებს, რომ გააძლიერებს სამოქალაქო ინტერესს ეროვნული თავდაცვის მიმართ, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების ფონზე. ფინეთმა გამოაცხადა, რომ გახსნის 300 სპეციალიზებულ პოლიგონს, სადაც შაშხანის ტიპის და ტაქტიკური იარაღის სასროლეთები ღია ცის ქვეშ განთავსდება. ფინეთის თავდაცვის კომიტეტის წევრის თქმით, ეს ნაბიჯი ფინელებს დაეხმარება, გააუმჯობესონ სროლის უნარები რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხის პირობებში. ფინეთის კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კაცმა 18-დან 60 წლამდე უნდა დაასრულოს სავალდებულო ეროვნული თავდაცვის სამსახური. უახლოეს წლებში ფინეთში სასროლეთების რაოდენობა 1000-მდე გაიზრდება.  

ფინეთი შუა დერეფნის განვითარებას მხარს დაუჭერს

ფინეთი მხარს უჭერს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, ანუ შუა დერეფნის) განვითარებას. ამის შესახებ ყაზახეთში ფინეთის საელჩოში განაცხადეს. აქვე აღნიშნავენ, რომ შუა დერეფანში ინვესტიციები სარგებელს მოუტანს როგორც ფინეთს, ასევე, ფინურ კომპანიებს. „შუა დერეფნის საშუალებით, სატრანსპორტო მარშრუტები დივერსიფიცირებულია და ტრანსპორტირების დრო აზიიდან ევროპაში უფრო მოკლე ხდება,“ - განაცხადეს საელჩოში. კატარის კომპანიებმა შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირება უნდა განიხილონ - თოყაევი ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი  

ჩინეთთან კონკურენციის ფონზე, აშშ და მოკავშირეები 6G-ის პრინციპებზე შეთანხმდენ

დასავლური ქვეყნებისა და მათი მოკავშირეების შეშფოთების ფონზე, რომ ავტორიტარულმა რეჟიმებმა შეიძლება, მოიპოვონ შემდგომი კონტროლი ინტერნეტზე, შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორმა, 6G უკაბელო საკომუნიკაციო სისტემების განვითარების საერთო პრინციპებს მხარი დაუჭირეს. როგორც გამოცემა Axios-ი წერს, აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ფინეთის, საფრანგეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. ქვეყნებმა ჩამოაყალიბეს პრინციპები, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების სისტემატური მიდგომების გამოყენების, კონფიდენციალურობის დაცვისა დ იმ ტექნოლოგიების შექმნის შესახებ, რომლებიც ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება განვითარებადი ქვეყნებისთვის. „ერთობლივი თანმშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ ღია, თავისუფალ, გლობალურ, თავსებად, საიმედო და უსაფრთხო კავშირს,“ წერია განცხადებაში. „ჩინეთისთვის ტელეკომუნიკაციებს ცენტრალური ადგილი უჭირავს თავის გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ მიზნებში,“ წერია ანალიზში, რომელიც განთავსებულია ვაშინგტონის ანალიტიკოსთა ცენტრის ვებგვერდზე. „ჩინეთი 6G-ის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გავრცელებაზე დომინირებას მიზნად ისახავს, ისევე როგორც ეს 5G-ის შემთხვევაში მოხდა.  

ფინეთის მახლობლად რუსული თვითმფრინავის გამოჩენის გამო, გერმანიისა და საფრანგეთის ავიაგამანადგურებლები გააქტიურდნენ

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის მახლობლად რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის, Il 20-ის გამოჩენის გამო, ჰაერში გერმანიისა და საფრანგეთის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ. მათ რუსულ თვითმფრინავს გზა ბალტიის ზღვის თავზე ჩაუჭრეს. საფრანგეთის ბაზებიდან Mirage 2000-5 ის ტიპის თვითმფრინავები „ბალტიელი მოკავშირეების საჰაერო სივრცის დაცვის მიზნით“ აფრინდნენ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ NATO-ს საჰაერო პატრულირება გაძლიერდა.  

ფინეთი უკრაინას მის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას არ უკრძალავს

ფინეთის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აწესებენ რაიმე შეზღუდვას ფინეთის სამხედრო დახმარებაზე და უკრაინას შეუძლია, იარაღი რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენოს. ამის შესახებ ფინური მაუწყებლის Yle-ის სტატიაშია ნათქვამი. ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰიაკკანენის თქმით, უკრაინისთვის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები ეხება უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოებს, რომლებმაც მას დიდი დისტანციის იარაღის სისტემები მიაწოდეს. ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იუკა კოპრამ ასევე დაადასტურა, რომ ჰელსინკი არ აწესებს შეზღუდვებს კიევისთვის, იარაღის გამოყენებაზე და „უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება, გამოიყენოს ეს იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.“ ამავდროულად, კომიტეტში კოპრას მოადგილემ, დეპუტატმა მიკო სავოლამ აღნიშნა, რომ ფინეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის დიაპაზონი მცირეა. დღესვე, ფინეთმა მოუწოდა გერმანიას, „სერიოზულად განიხილოს“ Taurus-ის შორის დისტანციის რაკეტების გაგზავნა უკრაინაში.

რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება, შეიძლება, უკრაინის შეირაღებას მოხმარდეს - ფინელი მინისტრი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი მიიჩნევს, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის შეიარაღებას უნდა მოხმარდეს. ვალტონენის თქმით, ამ იდეის განსახორციელებლად ევროკავშირსა და აშშ-ს შეუძლიათ, ერთად იმუშაონ. თუმცა მინისტრმა გაიხსენა, რომ საუბარია საკმაოდ რთულ სამართლებრივ საკითხზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინისთვის სამხედრო მარაგების შეძენა.  

ფინეთი F-35-ის ტიპის გამანადგურებლებსთვის საჭირო ბომბებს აშშ-სგან შეისყიდის

ფინეთი F-35-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავისთვის საბრძოლო მასალას აშშ-დან, 96 მილიონ დოლარად შეიძენს. მიწოდება 2024 წლიდან 2030 წლამდე იგეგმება. „თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა უფლება მისცა თავდაცვის ძალებს, გააფორმონ კონტრაქტი აშშ-სთან JDAM და SDB I საბრძოლო მასალის მიწოდებაზე F-35 მრავალფუნქციური გამანადგურებლისათვის,“ - ნათქვამია განცხადებაში. JDAM და SDB I ბომბების გარდა, შესყიდვა მოიცავს სათადარიგო ნაწილებს, სატრანსპორტო მომსახურებას, სასწავლო/დამხმარე მომსახურებას და ა.შ.  

ფინეთი NATO-ს წვრთნებში, როგორც წევრი, მასშტაბური წარმომადგენლობით პირველად ჩაერთვება

ჩრდილოეთ ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში NATO ატარებს წვრთნებს, რომელშიც 13 მოკავშირის და პარტნიორი ქვეყნების 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს. ნორვეგიის ხელმძღვანელობით მიმდინარე სწავლებაში, (Nordic Response 2024) 4000-ზე მეტი ფინელი ჯარისკაცი მონაწილეობს, რაც ალიანსის ისტორიაში, საზღვარგარეთულ წვრთნებში ახლად გაწევრიანებული ქვეყნის ყველაზე დიდი წვლილია. სწავლებაში მონაწილე ქვეყნები არიან: ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. „პირველად, ფინეთი, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის რეგიონების კოლექტიური თავდაცვის წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას,“ - ნათქვამია ფინეთის თავდაცვის ძალების განცხადებაში. წვრთნები NATO-ს ცნობით, 3 მარტიდან 14 მარტამდე გაგრძელდება. Nordic Response 2024 არის Steadfast Defender წვრთნების სერიის ნაწილი, რომელიც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებია. 2023 წლის 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრია.  

ფინეთში პირველი განაჩენი გამოიტანეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის

ფინეთში პირველი სასჯელი გამოუტანეს ბიზნესმენს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის. სასამართლომ ესტონური წარმომავლობის საფრანგეთის მოქალაქეს, გაბრიელ ტემინს, რომელიც არის ფინური ლოგისტიკური და სასაწყობო კომპანიების, Luminor-ისა და Siberica-ს აღმასრულებელი დირექტორი, ცხრათვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. გამომძიებლების ვერსიით, კომპანიები, რომლებსაც ტემინი ხელმძღვანელობდა, რუსეთს აწოდებდნენ აღჭურვილობას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დრონების მშენებლობაში. პროკურორები ტემინისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდნენ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები და არ დაადასტურა ბრალდებულის კომპანიების კავშირი რუსეთთან. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ ტემინი ჩართული იყო რუსეთის ტერიტორიის გავლით, საექსპორტო ნებართვის გარეშე, ყაზახეთში საქონლის გაყიდვაში. სასამართლომ ვერ აღმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ ფინური კომპანიების პროდუქცია რუსეთში დარჩა. ტემინი 1991 წლიდან მუდმივად ცხოვრობს ფინეთში. გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ბიზნესმენი და მისი ორივე კომპანია აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდნენ. 2023 წლის 18 სექტემბერს სასამართლომ ბიზნესმენი დააკავა.  

ფინეთი წითელ ზღვაში, კრიზისის მართვის ოპერაციებისთვის ჯარისკაცებს გაგზავნის

ფინეთი წითელ ზღვაში, კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად 7 ჯარისკაცს გაგზავნის. ინფორმაციას ფინეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. მანამდე „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად ადენის ყურეში, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი ამერიკული გემის - True Confidence-ის, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. მეთიუ მილერი: „ჰუსიტები“ პასუხს აგებენ სატვირთო გემზე თავდასხმისთვის, რომლის დროსაც, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა შეგახსენებთ, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე არაერთი საპასუხო დარტყმა მიიტანეს.  

ფინეთის პრემიერი: რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება. მისი თქმით, რუსეთი ევროპისთვის მუდმივ და არსებით სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. პეტერი ორპომ აღნიშნა, რომ რუსეთი დაუმარცხებელი არ არის და ევროკავშირის სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა. „თუ ჩვენ, როგორც გაერთიანებული ევროპა, ამ გამოწვევას შესაბამისად ვერ ვუპასუხებთ, მაშინ მომავალი წლები მოსალოდნელი თავდასხმის საშიშროებით სავსე იქნება“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას უაზრო ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ ფინეთის საზღვართან ჯარებს განათავსებს.  

ფინეთს სურს, შესაძლებელი გახადოს თავშესაფარზე უარი რუსეთის მხრიდან ქვეყანაში შესულთათვის

ფინეთის მთავრობის განცხადებით, მთავრობა აპირებს, შემოიღოს დროებითი კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის, თავშესაფარზე უარი უთხრან იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის მხრიდან შედიან. გასული წლის ბოლოს, ფინეთში რუსეთის მხრიდან შესვლის მსურველ მიგრანტთა ზრდის ფონზე, ჰელსინკმა რუსეთთან 1340-კილომეტრიან საზღვარზე ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა. ჰელსინკი მოსკოვს ბრალს სდებს, რომ ის განზრახ ატარებს მიგრანტებს ფინეთის საზღვრისკენ. ზოგიერთი თავშესაფრის მაძიებელი კვლავაც ახერხებს ქვეყანაში შესვლას, რის გამოც ფინეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიძლება, გაიზარდოს ამინდის დათბობასთან ერთად. რუსეთ-ფინეთის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. ფინეთი 4 აპრილს NATO-ში გაწევრიანდა.  

ფინეთმა დღეიდან რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები აკრძალა

ფინეთში დღეიდან რუსეთში რეგისტრირებული მანქანების გადაადგილება აიკრძალა. როგორც ფინეთის საბაჟო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთ შემთხვევაში რუსეთში რეგისტრირებული სანომრე ნიშნით ავტომობილის მოძრაობა დაშვებულია. მაგალითად, სტუდენტებისთვის, სამუშაო ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანებისთვის ან ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, თუმცა უნდა დაამტკიცონ, რომ აკრძალვის ძალაში შესვლამდე მანქანა ლეგალურად შეიყვანეს ფინეთში. აკრძალვები ასევე შემოიღეს პოლონეთმა, ფინეთმა, ნორვეგიამ და ბულგარეთმა. ამ კვირაში ლიეტუვაში მძღოლს უკვე ჩამოართვეს პირველი მანქანა, რომელმაც აკრძალვა დაარღვია. ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებს კრძალავენ ფინეთში რუსული სანომრე ნიშნებიანი მანქანების შესვლა გასული წლის 15 სექტემბერიდან აიკრძალა, სანქციების რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებით ევროკომისიის განმარტებების შემდეგ. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების ექსპორტისთვის ექვსი თვის ვადა დაწესდა. რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ყველა საავტომობილო გამშვები პუნქტი გასული წლის ნოემბრიდან დაიკეტა. გადაწყვეტილება ფინურმა მხარემ მესამე ქვეყნებიდან მიგრანტების შემოდინების გამო მიიღო, რაშიც, ჰელსინკი რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს. აკრძალვა სულ მცირე 14 აპრილამდე მოქმედებს.   

Politico: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას

დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა გამორიცხონ უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეა, თუ ბრძოლის ველზე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, განუცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა Politico-ს 15 მარტს. ვალტონენის კომენტარები უახლესი დისკუსიების სერიის ნაწილია, უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მას შემდეგ გაგრძელდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თებერვალში განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა გამორიცხული არ არის. მაკრონის კომენტარებმა მოკავშირეებს შორის აქტიური დებატები გამოიწვია, NATO-ს ბევრმა წევრმა, მათ შორის, გერმანიამ და აშშ-მ, კატეგორიულად უარყვეს ეს შესაძლებლობა. მაკრონმა ამის შემდეგ გაიმეორა, რომ უკრაინის ომი საფრანგეთისთვის „ეგზისტენციალურია“ და რომ „ყველა ვარიანტი შესაძლებელია.“ ვალტონენმა აღნიშნა, რომ ფინეთს ამჟამად არ სურს ჯარის გაგზავნა და არც მზად არის ამის განხილვისთვის. ამავდროულად, „მნიშვნელოვანია, გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი არ გამოვრიცხოთ, რადგან არასოდეს ვიცით, რამდენად სერიოზული ხდება სიტუაცია.“ მაკრონის წინადადების შემდეგ, ფინეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა საული ნიინისტომ თებერვალში განაცხადა, რომ ის არ იყო უკრაინაში ჯარების გაგზავნის მომხრე. ნიინისტო პრეზიდენტის პოსტზე მას შემდეგ, შეცვალა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის აშკარა მომხრეა. ვალტონენმა განმარტა, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარების გაზრდა ამჟამად უფრო მნიშვნელოვანია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბევრ ევროპულ ქვეყანას ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია.“  

ფინეთმა უკრაინას საბრძოლო კატარღები გადასცა

ფინეთმა უკრაინას საბრძოლო კატარღები გადასცა, რომლებსაც ქვეყანა რუმინეთის გავლით მიიღებს. რუმინეთი ასევე მოამზადებს 50-მდე უკრაინელ ჯარისკაცს ამ დახმარების გამოსაყენებლად. გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტს რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა აცნობა. საბრძოლო კატარღების ტიპი და რაოდენობა არ მჟღავნდება. ფინეთის ხელისუფლება უკრაინის სამხედრო დახმარების დეტალებს არ ასაჯაროებს.  

ფინეთი უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად 30 მილიონ ევროს გამოყოფს

ფინეთი ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად, 30 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰიაკანენმა Twitter-ზე (X) დაწერა. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ეს გადაწყვეტილება ჩეხეთის თავდაცვის ძალების მეთაურთან ევროპის თავდაცვისა და უკრაინის მხარდაჭერის გაუმჯობესების თაობაზე განხილვის შემდეგ გამოაცხადა.  

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია - კვლევა

ოქსფორდის უნივერსიტეტმა ტრადიციული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც გაეროს მხარდაჭერით და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომლობით მზადდება. 2024 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. მეორე ადგილზეა დანია, მესამეზე - ისლანდია, მეოთხეზე - შვედეთი და მეხუთეზე - ისრაელი. ბოლო, 143-ე ადგილზე ავღანეთია. ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო 91-ე ადგილზეა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველოზე უფრო ბედნიერი სომხეთია (82). აზერბაიჯანი 101-ე ადგილზეა. ფინეთი ზედიზედ რამდენიმე წელია, პირველ ადგილზეა. ფინელები ყველაზე ბედნიერი იყვნენ კორონავირუსის პანდემიის დროსაც. ანგარიშის არსებობის ისტორიაში პირველად, ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია წელს აღარ არიან ბედნიერი ქვეყნების პირველ ოცეულში. მათი ადგილები დაიკავეს კოსტა-რიკამ და ქუვეითმა. ანგარიშს საფუძველად საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის, Gallup-ის მიერ მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დაედო. ბედნიერების ხარისხი განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის, ცხოვრების საშუალო დონით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, სოციალური მხარდაჭერით, შემოსავლების დონით, ჯანმრთელობით და ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებლით. ანგარიში 2012 წლიდან მზადდება. 20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა.  

ფინეთის პოლიცია რუსეთს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს უწოდებს

ფინეთის უსაფრთხოების პოლიციის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ყველაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, რომელიც მიმართავს ჯაშუშობას და ჰიბრიდულ გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ოპერატიული შესაძლებლობები შესუსტდა, რუსული ჯაშუშობისა და გავლენის მცდელობის საფრთხე კვლავ მაღალია. ფინეთის უსაფრთხოების პოლიცია დარწმუნებულია, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანებამ დადებითი გავლენა იქონია სიტუაციაზე. ჰელსინკი ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა გამოთქვა უკმაყოფილება ფინეთის შეცვლილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკით. უსაფრთხოების პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ტეემუ ტურუნენმა აღნიშნა, რომ მართული მიგრაცია რუსეთისთვის რჩება მარტივი გზა ფინეთზე ზეწოლისთვის. უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობა ქვეყნის უსაფრთხოებას მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს. სპეციალურმა მკვლევარმა პეტერი ლალუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოქალაქეები ზოგადად უკიდურესად ჰეტეროგენულები არიან.  

ფინეთის სკოლაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ფინეთის სკოლაში სროლის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა და ორი მძიმედ დაიჭრა. სამივე 12 წლისაა. ამის შესახებ პოლიცია იუწყება.  დააკავეს ეჭბმიტანილი, რომელიც ასევე 12 წლის არის. მშობლებმა ფინურ მედიას განუცხადეს, რომ სროლა დედაქალაქ ჰელსინკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ვანტაას სკოლის კლასში მოხდა. სკოლას სულ 800 მოსწავლე და 90 თანამშრომელი ჰყავს. ვანტაა ფინეთის სიდიდით მეოთხე ქალაქია, სადაც დაახლოებით 240 000 ადამიანი ცხოვრობს. როგორც BBC წერს, 5,5 მილიონიანი ფინეთი საყოველთაოდ ცნობილია, როგორც მონადირეების და იარაღის მოყვარულთა ქვეყანა და მას 430,000 ლიცენზირებული იარაღის მფლობელი ჰყავს.  

ფინეთის ახალი პრეზიდენტი კიევში ვიზიტით ჩავიდა

ოთხშაბათს, 3 აპრილს, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა Twitter (X) დაწერა. სოციალურ ქსელში თავის პოსტს სტუბმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ერთად გადაღებული ფოტო დაამატა. „ჩვენ გვქონდა კარგი დისკუსია უკრაინისადმი ფინეთის ძლიერ და მუდმივ მხარდაჭერაზე, უფრო ფართო ევროპულ პერსპექტივასა და უკრაინის სამშვიდობო ფორმულაზე, რომელსაც ფინეთი მთელი გულით უჭერს მხარს,“ - აღნიშნა სტუბმა. მან დასძინა, რომ ზელენსკიმ მიაწოდა ინფორმაცია ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ. „ჩემი მთავარი მესიჯი: ფინეთი იქნება თქვენთან იმდენ ხანს, რამდენიც დაგჭირდებათ," - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალექსანდრე სტუბმა თანამდებობა ოფიციალურად პირველ მარტს დაიკავა და მან საული ნიინისტო შეცვალა.  

ფინეთი უკრაინას 188 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ფინეთი უკრაინას 188 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინასა და ფინეთს შორის გაფორმებულ უსაფრთხოების ხელშეკრულების ტექსტშია ნათქვამი. „უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში ფინეთის მიერ 30 მილიონი ევროს გამოყოფის გათვალისწინებით, 2024 წელს უკრაინის მიმართ ფინეთის მხარდაჭერა უკვე 400 მილიონ ევროს აღემატება,“ - ნათქვამია შეთანხმების ტექსტში. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში ფინეთი უკრაინისთვის დამატებით ორ დახმარების პაკეტს გამოყოფს. ცნობისთვის, დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ფინელმა კოლეგამ ალექსანდრ სტუბმა კიევში, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების 10 - წლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. „ეს ძლიერი დოკუმენტია, რომელიც ფინეთის მზადყოფნას ადასტურებს, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ფინეთის გარდა, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებები უკვე შვიდ სახელმწიფოსთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიასთან, კანადასთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან გააფორმა.  

ფინეთმა რუსეთთან საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გააგრძელა

ფინეთი რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელების დახურვას განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივებს. „ამ გაზაფხულზე ჩვენ ვერაფერი ვნახეთ, რაც მიგვიყვანდა დასკვნამდე, რომ სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა. ფინეთის მთავრობამ თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო, რუსეთთან საზღვარზე რამდენიმე პუნქტის დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ შეზღუდვები 2024 წლის 18 თებერვლამდე გაგრძელდებოდა. ფინეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ რუსეთის მესაზღვრეები უსაბუთო ადამიანებს უფლებას აძლევენ, თავიანთი საგუშაგოების გავლით შევიდნენ ფინეთში, თუმცა ისინი ამას არ უნდა აკეთებდნენ. „სიტუაციას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გვინდა, ვიზრუნოთ ჩვენი საზღვრის უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ. ორპოს განცხადებით, რუსი მესაზღვრეები თავშესაფრის მაძიებლებს საზღვართან მისვლაშიც კი ეხმარებიან. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. ფინეთმა რუსეთში რეგისტრირებული მანქანებიც აკრძალა.  

აშშ და ფინეთი დეზინფორმაციასთან ერთობლივად იბრძოლებენ

აშშ და ფინეთი უცხო სახელმწიფოების ინფორმაციით მანიპულირებასთან დაპირისპირების საკითხში ითანაშრომლებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა შესაბამისი მემორანდუმი ბრიუსელში, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე გააფორმეს. გაფართოვდება "ინფორმაციის გაზიარება უცხოეთის დეზინფორმაციის შესახებ, გაზიარებული იქნება საუკეთესო პრაქტიკები ამასთან დასაპირისპირებლად" და გატარებული პოლიტიკა შესაბამისობაში მოვა აშშ-ის ჩარჩოსთან, რომელიც ემსახურება უცხოეთის სახელმწიფოების მხრიდან ინფორმაციით მანიპულაციასთან ბრძოლას. „ინფორმაციით მანიპულაცია წარმოადგენს მზარდ გამოწვევას დემოკრატიული ქვეყნებისთვის და ღია საზოგადოებებისთვის," - აღნიშნა ვალტონენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი გაზსადენის შეკეთება დასრულდა

Balticconnector-ის გაზსადენის რემონტი, რომელიც ფინეთსა და ესტონეთს აკავშირებს, და დაზიანდა 2023 წლის ოქტომბერში, დაგეგმილის მიხედვით დასრულდა. ამის შესახებ ფინურმა კომპანია Gasgrid-მა განაცხადა. გასგრიდის განცხადებით, ასევე შემოწმდა მილის გაჟონვა და გამძლეობა. ახლა დაწყებულია სამუშაო მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვების მოსამზადებლად. Gasgrid-ის შეფასებით, მილსადენი ექსპლუატაციაში 22 აპრილს შევა. ფინეთსა და ესტონეთს შორის გამავალი Balticconnector-ის გაზსადენის დაზიანება 7–8 ოქტომბრის ღამეს აღმოაჩინეს. დაზიანების შედეგად გაზის ტრანსპორტირება შეწყდა. წინასწარი გამოძიების შემდეგ, ხელისუფლებამ ყურადღება გაამახვილა ჩინურ გემ NewNew Polar Bear-ზე, რომელიც იმ მხარეში იმყოფებოდა, როდესაც ინფრასტრუქტურა დააზიანა. ფინეთის პოლიცია ვარაუდობს, რომ გემი ზღვის ფსკერზე იყო მიმაგრებული, გაწყვიტა მილსადენი და მრავალი სატელეკომუნიკაციო კაბელი. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ადრე განაცხადა, რომ გამოძიების ხანგრძლივობა "დამოკიდებულია ჩინეთზე და იმაზე, თუ რამდენად მზად არის ის თანამშრომლობისთვის." Baltic Connector-ი კომერციულ ექსპლუატაციაში 2020 წლის დასაწყისში შევიდა და ფინეთ-ესტონეთი ორმხრივი მიწოდების გაზსადენით დააკავშირა. ფინეთის პოლიციის ცნობით, დაზიანებულ Balticconnector-თან ნაპოვნი ღუზა სავარაუდოდ, ჩინურ გემს ეკუთვნის  

მედია: ფინეთში NATO-ს სახმელეთო ჯარების შტაბბინა შეიქმნება

ფინური გამოცემა Iltalehti-ი წერს, რომ ფინეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო ძალების შტაბ-ბინის გახსნა იგეგმება. გამოცემის ცნობით, ფინეთში NATO-ს ძალების შტაბ-ბინის შექმნის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილ გრამმა განაცხადა. „მოველით, რომ ვიქნებით ერთიანი რეგიონული თავდაცვის გეგმის ნაწილი და ერთი მეთაურობის ქვეშ. შესაბამისად, გვექნება ერთიანი თავდაცვა და შეკავება,“ – აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა. Iltalehti-ს ცნობით, შტაბ-ბინა ფინეთის სამხრეთში, ქალაქ მიკელში განთავსდება და აშშ-ის ქალაქ ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობას დაემორჩილება. გეგმის თანახმად, ახალ შტაბბინაში ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან 376 ოფიცერს გააგზავნიან. მედიის ინფორმაციით, ახალი შტაბ-ბინის საკითხი, სავარაუდოდ, ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზეც დადგება დღის წესრიგში. შეგახსენებთ, ფინეთი ნატოს 31-ე წევრი 2023 წლის აპრილში გახდა  

ფინეთში მიაჩნიათ, რომ რუსი ოლიგარქების ქონება საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას

ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა მიიჩნევს, რომ რუს ოლიგარქებს, რომლებიც ქვეყანაში უძრავ ქონებას ფლობენ, რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა შეუძლიათ. ამის შესახებ მან Ilta-Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც კოპრა იხსენებს, რუსები წლების განმავლობაში ყიდულობდნენ სხვადასხვა სახის ქონებას ფინეთში, რამაც ფინური კონტრდაზვერვის - SUPO-ს განცხადებით, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებას. ამასთან, რუსეთმა მსგავსი მიზნებისთვის უკრაინაში არსებული უძრავი ქონება შეჭრის წინა დღეს გამოიყენა. ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი თვლის, რომ რუს ოლიგარქებს არავის უბრძანებს პუტინისთვის ვილების აშენებას ან უძრავი ქონების ყიდვას, მაგრამ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება საკუთარი ინიციატივით, რეჟიმის მსახურებისთვის. „უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ქონების მფლობელი რუსია, საკმარისია ტელეფონის ზარი ან წერილი სადაზვერვო სამსახურისგან, რომ გადასცეს ის სახელმწიფოს, რაც არ უნდა კარგი განზრახვა ჰქონდეს კერძო მესაკუთრეს. მათ აქვთ საშუალება, რომ ძალიან სწრაფად შეცვალონ რუსული საკუთრება საზღვარგარეთ,“ - ამბობს კოპრა.  

ფინეთი შავ ზღვაზე NATO-ს პეტრულირების მისიას პირველად შეუერთდება

ფინეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლობა 2024 წლის ზაფხულში რუმინეთში განლაგდება. F/A-18-ის მებრძოლების რაზმი, როგორც ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის მისიის ნაწილი, შავი ზღვაზე საჰაერო პატრულის მისიას შეუერთდება. ეს ჰელსინკის პირველი წვლილი იქნება ამ მისიაში. ფინეთის ავიაცია განლაგდება რუმინეთის სამხრეთ -აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კონსტანცის მახლობლად მდებარე მიხაილ კოგელნიჩანის საჰაერო ბაზაზე, 2024 წლის 3 ივნისიდან 31 ივლისამდე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO-მ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ყოფნა კიდევ უფრო გააძლიერა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ოთხი თურქული F-16 გამანადგურებელი მებრძოლი განლაგდა რუმინეთის საჰაერო ბაზაზე, რათა მონაწილეობა მიიღოს ალიანსის მისიაში - რუმინეთის სამხრეთით. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს.  

ფინეთი რუსეთიდან მიგრაციის შეჩერებისთვის ახალი კანონის მიღებას გეგმავს

ფინეთის პარლამენტი ახალ კანონპროექტს განიხილავს, საშუალებას მისცემს ფინელ მესაზღვრეებს, რუსეთში დააბრუნონ აღმოსავლეთ საზღვრიდან თავშესაფრის საძებნელად ფინეთში ჩასული რუსეთის მოქალაქეები. ფინეთი ახლა ვალდებულია, მიიღოს ყველა მიგრანტი, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, ვიდრე მათი განაცხადები განიხილება. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა ტელერადიოკომპანია Yle-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ კანონპროექტი, პირველ რიგში, რუსეთის საზღვრის გავლით შემოსულ მიგრანტებს შეეხება. ასევე აიკრძალება საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნა. გამონაკლისი შეიძლება, დაიშვას განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის - მაგალითად, ბავშვებისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის-და მათთვის, ვისაც დაბრუნების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ან წამება დაემუქრება. უფრო მეტიც, ეს საფრთხე უნდა არსებობდეს არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ იმ ქვეყანაში, საიდანაც ლტოლვილი შემოდის ფინეთში, ანუ რუსეთში. მესაზღვრეები დევნილისთვის საფრთხის ხარისხს შეაფასებენ და მათთვის სპეციალური სწავლება ჩატარდება. თუ ფინეთის სასაზღვრო სამსახური არ გამოავლენს თავშესაფრის მოთხოვნის საკმარის საფუძველს, მიგრანტი დაბრუნდება რუსეთში, მაშინაც კი, თუ რუსეთი არ დათანხმდება მის მიღებას. კანონი ასევე საშუალებას მისცემს მესაზღვრეებს, გამოიყენონ ძალა. ფინეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ასეთ პირობებში ისინი შეძლებენ რუსეთთან საზღვრის ნაწილობრივ გახსნას, რომელიც 2023 წლის ნოემბრიდან მთლიანად დაიხურა. ცნობისთის, ფინეთი უერთდება NATO-ს პროექტს, რომელიც რუსეთთან საზღვარზე თავდაცვითი "დრონების კედლის" შექმნას ითვალისწინებს. პროექტში, რომელიც პროვოკაციებისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად, რუსეთის მოსაზღვრე ალიანსის წევრი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას. ფინეთის გარდა, ესენი არიან ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი. ამავდროულად, რუსეთ-ფინეთის საზღვარი სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 1272 კილომეტრია.