თეგი: ფონიჭალა
თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა
თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი კაცი კი მოკლა. ამასთან, დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ ეტაპზე სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. Europetime დამატებით ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არკვევს.
ფონიჭალაში დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ვ. დაკავებულია გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. „გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს ფონიჭალის დასახლებაში დედა – 1983 წელს დაბადებული ლ.გ. და მისი ნაცნობი მამაკაცი – 1968 წელს დაბადებული რ. მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ლ.გ.-ს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ვ. მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობარ გ.ჯ.-სთან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ პუნქტით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ პუნქტებით, ასევე, სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გენდერის ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, აგრეთვე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორის დაკავებას უკავშირდება. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა.
ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული - შსს
სამართალდამცველების მიერ 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული - ფონიჭალაში, გამსახურდიას ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებები, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. „მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეოჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით. ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში და დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა
თბილისში, ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა. დაშავებული ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერში შევარდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორების დაკავებას ეხება. მომხდარზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ფონიჭალაში, მამა-შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 24 ივლისს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებულმა ვალის გადახდასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ჭრილობები მიაყენა მამა-შვილს. „დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად ორივე დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, 2019 წლის 24 ივლისს მოქმედი რედაქცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17-წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურამ ფონიჭალაში მამის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა მამას დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მედიის ცნობით, სპეცოპერაციას ნარკოდანაშაულს უკავშირდება. მთავარი არხის ცნობით, ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციას ჯერ არ გაუვრცელებია.
შსს 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორის დაკავების შესახებ იუწყება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 20-ზე მეტი პირი დააკავეს. მათ შორის ნარკორეალიზატორები. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ფონიჭალის დასახლებაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ისაუბრა. თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, პოლიციის მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს „მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიება, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. ამ ეტაპზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული, მათ შორის ფონიჭალაში 6 ნარკორეალიზატორი. სხვადასხვა დიდ ქალაქებში გრძელდება საპოლიციო ღონისძიება. დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ამ ნარკორეალიზატორებთან გარკვეული პერიოდის მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა, წინასწარ განხორციელდა არაერთი შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია ვიდეო და აუდიო ფაილებში და დევს საქმეში“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ მედიასთან.
ფონიჭალაში, არასრულწლოვანი გოგოს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
ფონიჭალაში, არასრულწლოვანი გოგოს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახნად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და სასჯელის ზომად ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მედიაში გავრცელებული ცნობით, არასრულწლოვანი გოგო ბიძაშვილმა, ცოლის შერთვის მიზნით მოიტაცა.
შსს ფონიჭალიდან, სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოს და მის გამტაცებლებს ეძებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოსა და მის ექვს გამტაცებელს ეძებს. შემთხვევა 9 დეკემბერს, საღამოს საათებში, ფონიჭალაში მოხდა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გატაცებული არასრულწლოვნის მშობლები მედიასთან საუბრისას ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ერთ-ერთ გამტაცებელზე. თუმცა, ერთი თვის წინ, გოგომ უარი თქვა მომავალ ქორწინებაზე.