თეგი: ფუნტი სტერლინგი

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთში გირვანქა სტერლინგის ექსპორტი აკრძალა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. კერძოდ, ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდის მიხედვით, რუსეთში ფუნტი სტერლინგისა და ევროს ექსპორტი აიკრძალა. ასევე ამ ბანკნოტებზე ხელმისაწვდომობა რუსეთთან დაკავშირებული პირებისთვის ან რუსეთში გამოსაყენებლად აიკრძალა. ცნობისათვის, ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთში ევროს ექსპორტი აკრძალა. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც. მათ უფლება აქვთ ევროს ექსპორტი მხოლოდ პირადი ხარჯებისთვის განახორციელონ, მოცულობას ევროკავშირის თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად განსაზღვრავს. რუსეთის ბანკმა, თავის მხრივ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მკაცრი სავალუტო რეგულაცია შემოიღო. კერძოდ, აუკრძალა ბანკებს კლიენტებზე ნაღდი ფულის გაცემა და შეზღუდა ვალუტის ფიზიკურ პირებზე გაყიდვა. შეზღუდვები შემსუბუქებისკენ რამდენჯერმე დაკორექტირდა, მაგრამ აშშ დოლარისა და ევროს ნაღდი ფულის გაყიდვაზე შეზღუდვები 2022 წლის 9 სექტემბრამდე ძალაში რჩება.