თეგი: ქარის ენერგია

დიდი ბრიტანეთის ქარის ელექტროსადგურებმა 2022 წელს, რეკორდული ენერგია გამოიმუშავეს

კომპანია National Grid-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, გაერთიანებული სამეფოს ქარის ელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 74 ტერავატ/ საათი (TWh) ელექტროენერგია. წინა რეკორდი - 68 TWh - 2020 წელს დაფიქსირდა. ბრიტანეთში ქარის ენერგიის წარმოების პირობები ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია ევროპაში: ქარის ტურბინების უმეტესობა დამონტაჟებულია ოფშორში, სადაც ქარი უფრო ძლიერი და სტაბილურია, ვიდრე ხმელეთზე. მომავალ წელს ქვეყანაში მინიმუმ ერთი ოფშორული ქარის ელექტროსადგური დაიწყებს ოპერირებას - 1,1 გვატიანი Seagreen პროექტი, რომელსაც SSE Plc და TotalEnergies SE ახორციელებენ. ქარის ელექტროსადგურის ამუსავება ზაფხულში იგეგმება.