თეგი: ქუთაისი

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 28 მარტიდან ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 28 მარტიდან ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება. „რეისებს კვირაში ერთი სიხშირით ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.​ პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებასა და სიხშირეების ზრდაზეავიაკომპანიასთან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს. ასევე, სასიამოვნო სიახლეა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, იტალიაში გამგზავრება უკვე ტურისტული მიზნებითაც შეეძლებათ. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს მგზავრის ლოკატორის ფორმა (PLF) https://app.euplf.eu/#/, კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერთიფიკატი“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიზალიბერალიზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა

ვიზალიბერალიზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა. განახლებული რეისს რომიდან 113 მგზავრი ჩამოყვა, საქართველოდან რომში კი 170 მგზავრი გაფრინდა. ამასთან, 28 მარტიდან რეისებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია Wizz air-ი ასრულებს. 

ქუთაისში არგონავტების დროინდელი კოლხური ექსპონატები აღმოაჩინეს

ქუთაისში არქეოლოგიური კვლევები და აღმოჩენები ძველი კოლხური კულტურის მიმართულებით ბევრ რამეს შეცვლის არამხოლოდ ქუთაისის, არამედ მსოფლიო ისტორიაში, - აცხადებენ ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური კვლევითი ჯგუფის მეცნიერები, რომლებმაც დღეს საქართველოს პრეზიდენტს ქუთაისში აღმოჩენილი ექსპონატები წარუდგინეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია, არქეოლოგიურ მისიაში - ქართველი და პოლონელი სპეციალისტები სამეცნიერო საქმიანობას ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ახორციელებენ. „არგონავტების დროინდელი კოლხური მასალა: ჭურჭელი, ცნობილი კოლხური ცულების ჩამოსასხმელად გამოყენებული მასალა, ანტიკური სამყაროდან იმპორტირებული ნივთები, ე.წ. ეკოლოგიური არტეფაქტები, ბერძნული ნივთები, რომლებიც ბერძნულ ცივილიზაციასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო სისტემის არსებობაზე მიუთითებს - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ექსპონატებისა, რომლებიც ქუთაისის ცენტრალურ პარკში და მიმდებარედ გათხრებისას აღმოაჩინეს, თხრილის უძველესი ნიმუშები ძვ.წ. 14-13-12 საუკუნეებით თარიღდება, შესაბამისად არგონავტების დროინდელია. პრეზიდენტის პატრონაჟით მომუშავე არქეოლოგიური მისია ქუთაისში სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევით ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე ფუნქციონირებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რომელსაც რეაბილიტაცია პოლონური მხარის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა. პრეზიდენტს ცენტრში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა რონალდ ისაკაძემ უმასპინძლა და პრეზიდენტს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძესა და ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, კოლხური შადრევნის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ამისთვის კი უნდა შესრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომლისთვისაც ქვეყანას ექვსთვიანი ვადა აქვს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა

ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია ლოზუნგით: „გზა ევროპისკენ ქუთაისის არჩევანია" გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლის შემადგელობაშიც სამოქალაქო აქტივისტები, მოაქალაქეები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, კოლხური შადრევნის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ამისთვის კი უნდა შესრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომლისთვისაც ქვეყანას ექვსთვიანი ვადა აქვს. „დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ევროპას ჩვენი ხმა და ვთქვათ, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. ჩვენი არჩევანი არის უალტერნატივო, საქართველო უნდა დაბრუნდეს შინ, უნდა დაბრუნდეს ევროპაში. ახლა, ისე როგორც არასდროს, უნდა დავდგეთ ერთად, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის ეს აუცილებელია", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

ქუთაისში მკვლელობა მოხდა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.  

ომბუდსმენის აპარატი: გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს გორის, ოზურგეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას - მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილოს ყოფილი ნარკოლოგიურის ცენტრში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხი. „2022 წლის თებერვლისა და მარტის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისები შეამოწმა და დაადგინა, რომ სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. ოზურგეთის და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა დამატებით, წერილობით მიმართა სამივე ადგილობრივ თვითმმართველობას და ბენეფიციართა ობიექტებიდან დაუყოვნებლივ განსახლება და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მოთხოვნა არცერთმა მუნიციპალიტეტმა არ გაიზიარა, რითაც კიდევ ერთხელ იქნა უგულებელყოფილი უსახლკაროთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე. ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდგომარეობაა. შენობა, რომელშიც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელად დღემდე არ გარდაქმნილა, მოსახლეებმა საკუთარი ოთახები თვითონ გადააკეთეს, კუსტარულად; შესაბამისად, მუდმივ საცხოვრებელად უვარგისია. საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე. ამ პირობებში წარმოუდგენელია ჰიგიენის დაცვა და კვების პროდუქტების უსაფრთხოდ შენახვა. ობიექტში არსებული უკიდურესად მწვავე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ხელს უწყობს პარაზიტოლოგიური დაავადებების, მწერების, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების გავრცელებას, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის შენობის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, გორის სოციალურ საცხოვრისში სრულად უგულებელყოფილია საცხოვრებლის სათანადოობის სტანდარტები. შედეგად, მობინადრეებს შემაშფოთებლად მძიმე, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ცხოვრება. აქ არსებული ინფრასტრუქტურული გარემო სრულიად მოუხერხებელია შშმ პირებისთვის. მობილობის შეზღუდვის მქონე და ეტლით მოსარგებლე პირები, ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობის გამო, თვეების მანძილზე მაღალ სართულზე არიან გამოკეტილი და ეზღუდებათ გადაადგილების უფლება. მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები განსაკუთრებულად ღირსების შემლახავია შშმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ თვითმოვლას და ვერც შესაბამისი ასისტენტისა და მომვლელის სერვისით სარგებლობენ. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს ყოფილი სამშობიაროს შენობაში განთავსებული ოზურგეთის სოციალური საცხოვრისი. მიუხედავად ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა, 50-მდე ოჯახი მაინც უკიდურესად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. შენობაში გაუმართავია სადრენაჟო სისტემა და ძლიერი ნესტის შედეგად დაბინძურებულია ჰაერი. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა შენობის პირველ სართულზე, სადაც აყრილია იატაკი, დაობებულია კედლები და ჭერი, წვიმის დროს გუბდება წყალი და ჰაერი ისე მძიმდება, რომ პერიოდულად სუნთქვა შეუძლებელი ხდება. შექმნილ მდგომარეობაში მობინადრეები ხშირად ავადდებიან, განსაკუთრებით ბავშვები და ხანდაზმულები. შენობას არ აქვს მისასვლელი გზა, გარე პერიმეტრი არ არის კეთილმოწყობილი და არც გასართობი სივრცეებია ბავშვებისთვის. ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაშია განთავსებული. 90 ოჯახი პრივატული გარემოს გარეშე, გამუდმებული საყოფაცხოვრებო ხმაურის პირობებში ცხოვრობს. მცირე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართები არასაკმარისია და შენობა გადატვირთულია; სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო ჰაერი მუდმივად ნესტიანი და დაბინძურებულია. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს და მაცხოვრებლებისთვის არ არის შექმნილი ღირსეული პირობები. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება მხოლოდ ჭერის ქონას, ანუ თავშესაფრით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებასა და შშმ პირთათვის სერვისებით სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, აღნიშნული უფლება მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრისით, არამედ სათანადო საცხოვრისით დაკმაყოფილების ვალდებულებას, რაზეც ზემოხსენებული დაწესებულების მობინადრეებს ხელი არ მიუწვდებათ. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გორის, ოზურგეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას - მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილოს ყოფილი ნარკოლოგიურის ცენტრში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხი, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს ობიექტიდან მათ განსახლებას და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, სსიპ ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის მიერ შესაძლოა, სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს ჰქონოდა ადგილი. მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 72 წლის კაცი დაიღუპა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 72 წლის კაცი დაიღუპა. 72 წლის კაცი „ოპელის“ მარკის გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გაჩერებულ ავტომაქანაში მყოფი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. როგორც Europetime-ს თვითმხილველმა განუცხადა, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  

ქუთაისში, ყოფილი ფსიქიატრიულის შენობა სრულად დაიწვა

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიულის შენობა სრულად დაიწვა. როგორც ცნობილია, ცეცხლის ქრობის პროცესში ქუთაისისა და წყალტუბოს 10-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა, თუმცა შენობა სრულად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  ასევე წაიკითხეთ: თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა თბილისში, სასაზღვრო პოლიციის ამორტიზირებული ავტომობილების სადგომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა  

ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია

ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია. როგორც ცნობილია, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია, მაგრამ ქარის გამო შემთხვევის ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.  ამასთან, ადგილობრივების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ დროისთვის  ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის. ადგილზე სახანძრო- სამაშველოს ჯგუფები მუშაობენ. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია  

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებას ძლიერი ქარი აფერხებდა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ამსთან, გამომწვევი მიზეზი, უცნობია. ადგილზე რამდენიმე  სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია  

ქუთაისში, კაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, შერშვაშიძის ქუჩაზე კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, კაცი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა.  ამასთან, ადგილობრივებმა ამ ეტაპზე ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს. ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და გამოძიება მიმდინარეობს.  

სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა

სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა. გიორგი ძაგნიძეს ქვეყანა დატოვებული აქვს, მასთან კომუნიკაცია სასამართლომ სოციალური ქსელის მეშვეობით დაამყარა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი ჯარიმის ამონაწერის ჩაბარებას არ აპირებდა. ამასთან, ძაგნიძის ოჯახი წევრები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.  

შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან. ამის შესახებ უწყება ინფორმაციას თავად ავრცელებს. როგორც ცნობილია, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. „პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.  

ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა - თვითმხილველები

ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე მდებარე "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა. ამის შესახებ ადგილზე მყოფი ადამიანები აცხადებენ. ამასთან, გავრცელებული ცნობით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან. შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  

ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს

ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს. აღნიშნული მოთხოვნა შეიარაღებულმა პირმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში დაასახელა. ამასთან, გავრცელებული ცნობით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან. შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს    

"საქართველოს ბანკში" თავდასხმაზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

ქუთაისში ვახტან გომელაური ჩავიდა

ქუთაისში, სადაც ბანკში თავდამსხმელია შეჭრილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური ჩავიდა. მომეცით რუსეთის დროშა, ვეტმფრენი, 2 მილიონი და ანკესი - ქუთაისის ბანკზე თავდამსხმელის მოთხოვნები ამასთან, გომელაური უკვე "საქართველოს ბანკის" შენობასთან იმყოფება. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" მყოფი მძევლები: არავის ანაცვლებს, შენობაში არც არავის უშვებს "არავის ანაცვლებს, არც არავის უშვებს და არაც არავის შემოუშვებს. ტყუილად ელაპარაკებით, არ ჩაანაცვლებს არავის", - ამის შესახებ ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მყოფი მძევლები აცხადებენ. მომეცით რუსეთის დროშა, ვეტმფრენი, 2 მილიონი და ანკესი - ქუთაისის ბანკზე თავდამსხმელის მოთხოვნები ამასთან, სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები მძევლების ჩანაცვლებას სთავაზობენ, მაგრამ თავდამსხმელი უარზეა. „არავის ანაცვლებს, არც არავის უშვებს და არაც არავის შემოუშვებს. ტყუილად ელაპარაკებით, არ ჩაანაცვლებს არავის“,-აცხადებს ერთ-ერთი მძევალი ვიდეოში. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან, რამდენიმე მძევალი გათავისუფლდა

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან, რამდენიმე მძევალი გათავისუფლდა. მომეცით რუსეთის დროშა, ვეტმფრენი, 2 მილიონი და ანკესი - ქუთაისის ბანკზე თავდამსხმელის მოთხოვნები შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.​ ამასთან, გომელაური უკვე "საქართველოს ბანკის" შენობასთან იმყოფება. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

რას ითხოვს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა პირმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

დღეს, ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. გრიგოლ ნარსია ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. პოლიციამ მძევლები უკვე გამოკითხა. დანაშაულზე გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.  

ქუთაისში გუშინდელი სპეცოპერაცია პროფესიულ დონეზე ჩატარდა - გრიგოლ ლილუაშვილი

"ქუთაისში გუშინდელი სპეცოპერაცია პროფესიულ დონეზე ჩატარდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა სამართალდამცავმა უწყებამ ჩაატარა. "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი გუშინვე იყო იდენტიფიცირებულია, მასთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა. „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ადვოკატი ძარცვის სავარაუდო მოტივზე საუბრობს „გუშინდელი სპეცოპერაცია იყო ჩინებულად ჩატარებული, პროფესიულად, რაც ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყველა სამართალდამცავმა უწყებამ. რა თქმა უნდა, მოხდა პიროვნების იდენტიფიცირება, გუშინვე გამჟღავნდა მისი სახელი და გვარი. დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ვინაიდან ეს გამოძიების პრეროგატივაა, გამოიძიებენ და ყველაფერს მოგახსენებენ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. გუშინ, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.  

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ადვოკატი ძარცვის სავარაუდო მოტივზე საუბრობს

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი „არ გამორიცხავს, რომ ძარცვის მოტივი დაკავებულის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს. დაცვის მხარე დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზასაც მოითხოვს. „ჩვენი გუნდი (აიპ „იურისტთა ასოციაცია) იცავს გრიგოლ ნარსიას ინტერესებს. გამოვითხოვთ საქმის მასალებს და იქედან გამომდინარე აიგება დაცვის სტრატეგია. პირველ რიგში, დასადგენია ამ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დავნიშნავთ ექსპერტიზას“, - განაცხადა ადვოკატმა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, წარსულში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონტროლიორად მუშაობდა. „იარაღთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სათამაშო იყო და ნამდვილი ასაფეთქებელი არ ყოფილა. რაც შეეხება ხელყუმბარას, შესაძლოა, ის სპორტული იყო. რაც შეეხება იარაღს, საიდანაც გაისროლა, „სტარტოვკა“ იყო, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს. ხელყუმბარაზე განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურიდან წამოიღო და სარდაფში ჰქონდა დიდი ხანი და შესაძლოა, სპორტული იყოსო, თვითონაც არაა დარწმუნებული, საბრძოლო არის, თუ არა. დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო, შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - გეგუთის მე-14 დაწესებულებაში კონტროლიორი გახლდათ. იქ, 2010 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა“, - განაცხადა ციცინო ბაბუნაშვილმა. გუშინ, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.  

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ამასთან, პროკურატურა ნარსიას მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.  „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ადვოკატი ძარცვის სავარაუდო მოტივზე საუბრობს დაცვის მხარე დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზასაც მოითხოვს. „ჩვენი გუნდი (აიპ „იურისტთა ასოციაცია) იცავს გრიგოლ ნარსიას ინტერესებს. გამოვითხოვთ საქმის მასალებს და იქედან გამომდინარე აიგება დაცვის სტრატეგია. პირველ რიგში, დასადგენია ამ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დავნიშნავთ ექსპერტიზას“, - განაცხადა ადვოკატმა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, წარსულში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონტროლიორად მუშაობდა. „იარაღთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სათამაშო იყო და ნამდვილი ასაფეთქებელი არ ყოფილა. რაც შეეხება ხელყუმბარას, შესაძლოა, ის სპორტული იყო. რაც შეეხება იარაღს, საიდანაც გაისროლა, „სტარტოვკა“ იყო, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს. ხელყუმბარაზე განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურიდან წამოიღო და სარდაფში ჰქონდა დიდი ხანი და შესაძლოა, სპორტული იყოსო, თვითონაც არაა დარწმუნებული, საბრძოლო არის, თუ არა. დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო, შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - გეგუთის მე-14 დაწესებულებაში კონტროლიორი გახლდათ. იქ, 2010 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა“, - განაცხადა ციცინო ბაბუნაშვილმა. გუშინ, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.  

პროკურატურა: ქუთაისში, ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს კარზე დამაგრებული იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა

საქართველოს პროკურატურამ ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე გრიგოლ ნარსიას ბრალდება წარუდგინა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მათივე ცნობით, ბანკის ფილიალზე თავდამსხმელმა კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 სექტემბერს, 11:15 საათზე, სამხედრო უნიფორმით, ნიღბითა და ხელთათმანებით შემოსილი პირი შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების დაშინების მიზნით იარაღი გაისროლა, რის შემდეგაც შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა. თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე პირმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 პირი ბრალდებულმა ტერორისტული მიზნით მძევლად აიყვანა. მან ხელყუმბარისა და იარაღის დემონსტრირებით მუქარა განაგრძო, პარალელურად კი, ბანკის ცენტრალურ კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე და ბანკის თანამშრომლებისგან თანხის გადაცემა მოითხოვა. ბრალდებულმა მძევლები ძალადობის მუქარით, ბანკის სერვისცენტრის ერთ სივრცეში შეკრიბა და მოსთხოვა, დაკავშირებოდნენ პოლიციას, ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სოციალური ქსელის გამოყენებით ჩაერთოთ პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებას ბანკზე თავდასხმის შესახებ შეეტყო. ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ, თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 000 000 აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი. მოთხოვნების შეუსრულებლობისა და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის ჩართულობით ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 19:36 საათზე, სამართალდამცავებმა გაწეული წინააღმდეგობის მიუხედევად, თავდამსხმელი ბანკის სერვისცენტრში დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მძევალი, წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად, უვნებლად გაათავისუფლეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს. ამასთან, საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, „საქართველოს ბანკზე“ ტერორისტული თავდასხმის დროს მიმდინარე სპეცოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებისთვის, რომელიც წარმატებითა და მსხვერპლის გარეშე დასრულდა“, – აცხადებენ პროკურატურაში.  

ქუთაისში, მარიუპოლიდან დევნილი რამდენიმე მოქალაქე გაქურდეს

ქუთაისში უკრაინელი, მარიუპოლიდან დევნილი რამდენიმე მოქალაქე გაქურდეს. როგორც ცნობილია, წაღებულია 4 500 დოლარი, ოქრო და ძვირფასი ნივთები. მარიუპოლიდან დევნილების დროებითი საცხოვრებელი სახლი იმ დროს გაქურდეს, როდესაც დედას შვილი სკოლაში ჰყავდა წაყვანილი. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.   

ავტოავარიას დეკანოზისა და მისი 8 წლის შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი ემსხვერპლა.  ამასთან, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე წაიკითხეთ: ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ტურისტი დაიღუპა  

ქუთაისში, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა

ქუთაისში, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, პატრულის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. როგორც ცნობილია, ახალგაზრდამ კისრის არეში მიიღო დამწვრობა. ამასთან, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა, კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.  

ქუთაისში, გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის კაცი სკოლის მოსწავლეებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პირი მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთია გათავისუფლებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. პირი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სექსუალური ძალადობის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.  

ქუთაისში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში, სხვადასხვა დროს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. – არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული გ.რ. – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა. სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებისა და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით.  

ქუთაისში, არასრულწლოვნების მიმართ იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ

საქართველოს პროკურატურამ, ქუთაისში, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კი სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა "შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორ სხვადასხვა ეპიზოდზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგინდა, რომ  ერთ-ერთმა ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში,  არასრულწლოვანს ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა. მგზავრობის დროს ბრალდებულმა ავტომანქანა გზიდან გადააყენა, გადმოვიდა და დაზარალებულის მხარეს ჩაჯდომას ცდილობდა, ამ დროს არასრულწლოვანს დამ დაურეკა. ბრალდებულმა დაზარალებულს საუბრის საშუალება არ მისცა და მობილური ტელეფონის მისთვის გადაცემა აიძულა, რა დროსაც არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა.       რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თექვსმეტ წელს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.  სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 18 და 19 ოქტომბერს დააკავეს. ერთ-ერთს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), ხოლო მეორეს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა." ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.  

ქუთაისში, 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა

ქუთაისში, 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა. "პაციენტს ცოფისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა. მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა", - განაცხადა ექიმმა. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.  

ქუთაისში მდებარე, უფუნქციოდ დარჩენილ პარლამენტის შენობაში, IT მიმართულების ჰაბი შეიქმნება - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქუთაისში მდებარე, უფუნქციოდ დარჩენილ პარლამენტის შენობაში, IT მიმართულების ჰაბი შეიქმნება. „მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა, პრაქტიკულად, უფუნქციოდაა დარჩენილი. ჩვენი მიზანია, იქ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ IT-ის მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის ბაზაზე შეიქმნას ერთი IT ჰაბი და არამხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს და დაასაქმებს ამ სფეროში მომუშავე სტუდენტებსა და ახალგაზრდებს. აქაც რამდენიმე ათეული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

2023 წლის ივნისიდან Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან 5 ახალი მიმართულებით იფრენს

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს 2023 წლის ივნისიდან დააბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის ხუთი ქალაქის მიმართულებით დაიწყებს. ესენია: ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგისა და პოზნანი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. „ვიზეარის“ მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა, ახალი მიმართულებების გარდა, უკვე არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეები გაიზარდოს, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ხუთივე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს კი, თითო სიხშირე დაემატება. ,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება, ქუთაისის საერთაშორისო საქართველოს აეროპორტში ფართოვდება და 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზას ამატებს. ეს საშუალებას მოგვცემს, დამატებით ევროპის ხუთ ახალ ქალაქში დაიწყოს ფრენები და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეები დაემატოს. ქართველ მოგზაურებს საშუალება ექნებათ დამატებით ევროპის ოთხი ქვეყნის ხუთ ქალაქში იმოგზაურონ, ასევე, საქართველოში დამატებითი ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ. 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ 550 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისისთვის, ჯამურად, „ვიზეარი“ ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.  

სამგზავრო ავტობუსის გატაცების მცდელობისთვის ქუთაისში ორი პირი დააკავეს

ქუთაისში სამგზავრო ავტობუსის გატაცების მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178 მუხლით (ყაჩაღობის მცდელობა). გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუფლება სცადეს. ორივე მათგანი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა.  

ქუთაისის მერის მოადგილედ თამარ დახუნდარიძე დაინიშნა

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილედ თამარ დახუნდარიძე დაინიშნა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თამარ დახუნდარიძეს ჯანდაცვის სფეროში, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება აქვს. „თამარ დახუნდარიძეარის მეცნიერების მაგისტრი ჯანდაცვის ეკონომიკაში, პოლიტიკასა და სამართალში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტი. ქუთაისის მერის ახალი მოადგილე სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სამედიცინო კორპორაცია EVEX-ში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში, „მეგალაბის“ ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში (LIMS) , კურაციოს საერთაშორისო ფონდში. 2021 წლის ივლისიდან დღემდე მუშაობდა ქუთაისის სისხლის ცენტრის მმართველ დირექტორად. თამარ დახუნდარიძე ქუთაისის მერიაში სოციალური, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებების კურატორი იქნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

Uzbekitstan Airways ქუთაისიდან ფრენების დაწყებას განიხილავს

საქათველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Uzbekitstan Airways-ის ფრენების ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაწყებას განიხილავს. უწყების ცნობით, ეს საკითხი აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ავიაკომპანიის წარმომადგენელთან სერგეი შიროვთან შეხვედრაზე განიხილა."მივესალმებით, რომ Uzbekitstan Airways უახლოეს მომავალში განიხილავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლას. ჩვენთვის ნებისმიერი მიმართულება და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. ცენტრალური აზიიდან მგზავრთნაკადის ზრდის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიისთვის საკმაოდ მიმზიდველია. იმედი გვაქვს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან განხილვის ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კიდევ ერთ ახალ ავიაკომპანიას ვიხილავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში",-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.Uzbekistan Airways უზბეკეთის სახელმწიფო კომპანიაა და ის უკვე წლებია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ოპერირებს.“შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ Uzbekistan Airways ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის მიმართულებით ტაშკენტიდან კიდევ 1 სიხშირეს დაამატებს ფრენებს A 321neo-ს ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს”,-წერია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, გაზის ბალონი აფეთქდა. ნგრევის შედეგად კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა. მათ პირველად სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. როგორც კლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, აფეთქების ხმა მოესმათ და გარეთ გამოსულებს შენობა დანგრეული დახვდათ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.    

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ორი კაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი, ორი ახალგაზრდის მკვლელობისთვის დააკავეს. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.  

ბათუმში უამინდომის გამო რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იღებს

ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების შესრულება ვერ ხერხდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, უამინდობის გამო ავიაკომპანიების Smartwings-ის, Czech Airlines-ისა და Arkia Airlines-ის საჰაერო ხომალდები, რომლებიც თელ ავივიდან ასრულებდნენ რეისს, ბათუმის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასხდნენ, საიდანაც მგზავრების ბათუმის მიმართულებით ტრანსპორტირებას ავტობუსებით მოახდენენ. მათივე ცნობით, ქუთაისის აეროპორტში რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, დღეს დაგეგმილი 14 რეისიდან 7 უკვე შესრულდა.  

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქუთაისის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელი ფარცხანაყანევი იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.  

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი: ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიამიმოსვლაც განვითარდება

ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიამიმოსვლაც განვითარდება  - ქუთაისის აეროპორტის განახლება დასრულდა 2021 წელს. ჯამში, 110 მლნ იყო ინვესტიცია. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ინვესტიციის, რომელიც დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. „დავასრულეთ ტენდერი და ზაფხულის მეორე ნახევარში უკვე მზად იქნება. ასევე უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოეწყობა ასაფრენ- დასაფრენი ზოლი და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განვითარდება სატვირთო ავიამიმოსვლაც. კერძო სექტორის ჩართულობა ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.  

პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სკოლის ფინანსების სწორ და მიზნობრივ ხარჯვაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. მან არ დააწესა სათანადო კონტროლი და მონიტორინგი სკოლის საბანკო ანგარიშიდან განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რამაც შესაძლებლობა მისცა დაწესებულების ბუღალტერს უკანონოდ მიეთვისებინა 57 758 ლარი. სკოლის დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) წარედგინა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე სკოლის ბუღალტერი, რომელიც პარალელურად იყო ქუთაისის №22 საჯარო სკოლის ბუღალტერიც, ორივე სკოლიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე მიცემულია ქუთაისის №22 საჯარო სკოლის დირექტორიც. ორივე ბრალდებულის მიმართ საქმეები არსებითად იხილება სასამართლოში”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის ბაზაზე მე-3 თვითმფრინავი დაამატა

უნგრულმა ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მე-3 ბაზირებული ხომალდი დაამატა. უახლესი Airbus A321 neo თვითმფრინავი იმუშავებს ხუთ სრულიად ახალ მარშრუტზე, რის შედეგადაც, ქართველ მგზავრებს ახლა შეეძლებათ, იმოგზაურონ ბრიუსელის შარლერუაში, ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგში, მადრიდსა და პოზნანში. საქართველოს აეროპორტის გაერთიანების ინფორმაციით, დამატებითი სიმძლავრე Wizz Air-ს საშუალებას აძლევს, გაზარდოს ფრენების სიხშირე ბაზიდან მიუნხენის მემინგენში, მილანში, პარიზ ბოვესა და პრაღაში. „ამ ნაბიჯით მარშრუტების რაოდენობა ბაზიდან 27-მდე გაიზარდა. ეს მარშრუტები დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ევროპასთან და სხვა მრავალ მიმართულებებთან აკავშირებს. ბაზაზე მესამე თვითმფრინავის დამატებითა და ქართულ ქსელში ახალი მარშრუტების გახსნით, Wizz Air აძლიერებს ლიდერის პოზიციას ბაზარზე, როგორც უმსხვილესი ავიაკომპანია ქუთაისიდან. ეს განვითარება ადასტურებს ავიაკომპანიის პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მეტ მგზავრს შესთავაზოს პოპულარული მიმართულებები და ულტრადაბალი ტარიფები ყველაზე მდგრადი გზით და დაეხმაროს 160 000-ზე მეტ მგზავრს, მისწვდნენ დანიშნულების ადგილს ყოველდღე ივნისის განმავლობაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში. Wizz Air-ის კომუნიკაციების მენეჯერის, ჟაჟა ტრუბეკის განცხადებით, მოხარულია, რომ მეტი ახალი მიმართულება არის ხელმისაწვდომი ქართველი მოგზაურებისათვის. „მოხარულები ვართ, მივესალმოთ ჩვენს მესამე თვითმფრინავს ქუთაისში. აღსანიშნავია, რომ წელიწადზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც მეორე საბაზისო თვითმფრინავის დამატება ვიზეიმეთ. სასიამოვნოდ ამაღელვებელია, თვალი ადევნო ბაზარზე ჩვენს გაფართოებას და მოხარული ვარ, რომ უფრო და უფრო მეტი ახალი მიმართულება არის ხელმისაწვდომი ჩვენი ქართველი მოგზაურებისათვის. ქუთაისში ახალი თვითმფრინავის ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენ დავამატეთ 170 000-ზე მეტი სამგზავრო ადგილი საქართველოდან, ხოლო შემოთავაზებული ადგილების საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 800 000-მდე გაიზარდა. მოუთმენლად ველი მსგავს შემთხვევებს მომავალში, რათა გავუზიაროთ ბედნიერება ჩვენს მგზავრებსა და საქართველოს გაერთიანებულ აეროპორტებს“, – განაცხადა ჟაჟა ტრუბეკმა. აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობს ახალი მიმართულებების მოზიდვასა და არსებული ფრენების რაოდენობის გაზრდაზე. „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართოვდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად მუშაობს მგზავრების კომფორტისა და ხარისხის გაზრდაზე. ჩვენ არაერთი მოლაპარაკება გვაქვს ახალი მიმართულებების მოზიდვაზე და არსებული ფრენების რაოდენობის გაზრდაზე. დღევანდელი დღე ჩვენ მიერ სწორად ნაწარმოები მოლაპარაკების, სტრატეგიის შედეგია და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 27 მიმართულება უკვე ჩაითვლება, როგორც მიმართულებების რაოდენობის სრულ აღდგენად 2019 წელთან შედარებით. გარდა ამისა, წლევანდელი წელი იქნება ისტორიული წელი, რადგან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ველოდებით მილიონზე მეტ მგზავრს, რაც ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ სიტყვას იტყვის ქართულ საავიაციო ბაზარზე“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.  

მაისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 126,864 მგზავრმა ისარგებლა - აეროპორტების გაერთიანება

პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 126,864 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის მაისი64,745 – მგზავრი). აეროპორტების გაერთიანების​ ცნობით, მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. „პანდემიამდე, 2019 წლის მაისში 210 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 80% გაიზარდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 378 რეისს მოემსახურა. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა არის ხუთი თვის ჭრილშიც. წელს, იანვარი – მაისის პერიოდში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 502,323 მგზავრს მოემსახურა. რაც, 2019 წლის პერიოდს 74 %-ით აღემატება.ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ხუთ თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 591 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდე პერიოდთან, 66%-ით მეტია. 2023 წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მაალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულება დაამატა. 2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება“,- აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა. ბრალდების მხარის თქმით, კი საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებების გათვალისწინებით მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა. ცნობისთვის, გრიგოლ ნარსია “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალს გასული წლის 20 სექტემბერს დაესხა თავს.  

რძლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მამამთილს სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ძალადობის და მუქარისთვის, ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის სექტემბერში, ბრალდებული ქუთაისში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს და მის მიმართ ძალადობა განახორციელა. ასევე ბრალდებულმა 2022 წლის 18 ოქტომბერს, დაზარალებულის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით დაზიანებები მიაყენა მას. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის „თ“, „კ“ ,,მ“ ქვეპუნქტებით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობა; ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და მუქარა) წარედგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევისას 5 ადამიანი დაიღუპა

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეჭირა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი - კლინიკაში. მძიმეა კლინიკაში გადაყვანილი კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.  

„მუშაობას თბილისში გავაგრძელებ“ - ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება. ხახალეიშვილი ამბობს, რომ პარტიულ მუშაობას თბილისში გააგრძელებს. „დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები „ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახურში 10 წელზე მეტი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე და ეს იყო საუკეთესო შანსი, ამ წლების განმავლობაში მეკეთებინა საქმე ჩვენი ქალაქისთვის. არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, პარტიული საქმიანობით დავკავდები და მუშაობას თბილისში გავაგრძელებ. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, სწორედ ამიტომ ვეცდები საკუთარ ქვეყანას, ამჯერად სხვა ფორმით, ვემსახურო. ჩემი ქვეყნის მსახურებას, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი გავაგრძელებ, რათა საქართველომ განვითარება განაგრძოს. ჩვენს ხალხს, განსაკუთრებით კი ჩემს საყვარელ ქუთაისელებს, მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ. ქუთაისი არის ჩვენი ქალაქი და ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ მისი მომავალი.“ იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერად 2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ოთხი წლის ვადით აირჩიეს. მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუკი მერი თანამდებობას 15 ივნისის შემდეგ დატოვებს, მერის რიგგარეშე არჩევნები შემდეგი წლის აპრილში უნდა ჩატარდეს, თუმცა ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც თარიღი მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს ემთხვევა. 2025 წლის აპრილში მერის რიგგარეშე არჩევნები არ გაიმართება და ქუთაისს მერის მოვალეობის შემსრულებელი ეყოლება 2025 წლის ოქტომბერში ახალი მერის არჩევამდე.