თეგი: ქუჩა
შსს: იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში, კედლებზე ამოუცნობ წარწერებს აკეთებდა
იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში, კედლებზე კატებს ხატავდა და ამოუცნობ წარწერებს აკეთებდა. ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება. „გიდასტურებთ, პირი იდენტიფიცირებულია. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება. საქმე რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის სამსახურს. ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი პირი, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ წარწერებს საღებავით ღებავდა“, – განაცხადეს აშშ-ში.
კიევში ერთ-ერთი ქუჩისთვის, ბუბა კიკაბიძის სახელის დარქმევას ითხოვენ
კიევის საკრებულოს ვებგვერდზე დარეგისტრირდა პეტიცია, რომლის თანახმადაც კიევის ერთ-ერთი ქუჩისთვის, ბუბა კიკაბიძის სახელის დარქმევას ითხოვენ. „ვახტანგ კიკაბიძე ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი, უკრაინის ნამდვილი მეგობარი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მხარი დაუჭირა. მსახიობმა უარი განაცხადა რუსეთის მეგობრობის ორდენზე 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის საქართველოში შეჭრისა და ტერიტორიების ოკუპაციის გამო. მას შემდეგ ბუბა კიკაბიძე რუსეთში აღარ ჩასულა. მან მხარი დაუჭირა უკრაინას 2014 წლის შემდეგ რუსეთთან კონფრონტაციაში. 2019 წელს ის აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში (ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, რუბიჟნე) რუსი ბოევიკებისგან განთავისუფლების 5 წლისთავის პატივსაცემად ჩავიდა. ის ასევე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ“, - ნათქვამია პეტიციაში. სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა.