თეგი: ღობე
ფინეთის პარლამენტმა, რუსეთის საზღვარზე დამცავი ღობის აშენებას მხარი დაუჭირა
ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინს, საპარლამენტო პარტიებმა, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარზე დამცავი ღობის აშენების უფლება მიანიჭეს. ფინეთმა შესაძლოა, მიგრაციის შესაჩერებლად რუსეთის საზღვართან ღობე ააშენოს ფინეთის პარლამენტში ამ პროექტს, დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. პროცესი დააჩქარეს ოპოზიციურმა პარტიებმა - "ცენტრმა", "ნამდვილმა ფინელებმა" და "ქრისტიან-დემოკრატებმა". დამცავი ღობის მშენებლობას, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. პროექტი ასობით მილიონი ევრო ღირს. დამცაბი ღობე, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვრის დაახლოებით 10-20%-ს მოიცავს. სასაზღვრო დაცვა მზადაა, პროექტის პილოტის განხორციელება სწრაფი ტემპით დაიწყოს და 2023 წლის ზაფხულში დაასრულოს. მთავრობის განცხადებით, რუსეთთან საზღვარზე დამცავი ღობე, პირველ რიგში, ფინეთის საზღვრის შესაძლო მასობრივი უკანონო გადაკვეთის გასაკონტროლებლადაა აუცილებელი.
ლატვიამ ბელორუსის საზღვარზე 36 კილომეტრიანი ღობე ააშენა
ლატვია-ბელორუსიის საზღვარზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, 2022 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის იანვრის ბოლომდე, 36,1 კმ-ის სიგრძის დამცავი ღობე აშენდა. ხეებისგან გაწმენდილი საზღვრის 82 კმ-დან 75-ზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი 173 კმ-იანი სასაზღვრო ღობის მშენებლობას ითვალისწინებს. პირველი, 85,8 კმ სიგრძის მონაკვეთი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება, ხოლო მეორე, 63,9 კმ, 2024 წლის გაზაფხულზე. მშენებლობის პირველი ორი ეტაპის განხორციელების პარალელურად, მუშავდება მესამე ეტაპის ტექნიკური დაზუსტება. Citrus Solutions-მა, რომელიც პროექტს 53,57 მლნ ევროდ ახორციელებს, ფასების შესწავლის შემდეგ მიიღო მუდმივი საზღვრის შემოღობვის პირველი ცხრა პრიორიტეტული მონაკვეთის აშენების უფლება. მეორე ეტაპზე ინფრასტრუქტურის შემდეგი ექვსი მონაკვეთის აშენების უფლება Citrus Solutions-მაც მიიღო, ერთ მონაკვეთს კი შპს „ვია“ ააშენებს. მეორე ეტაპის ხარჯების მოცულობა დღგ-ს გარეშე 38,7 მილიონი ევრო იქნება. ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა ბელორუსთან საზღვრის გასაძლიერებლად 63 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ევროკომისიამ გასული წლის ივლისში დაამტკიცა . მედიის ცნობით, 2021 წლის შუა პერიოდიდან ლატვია-ბელორუსიის საზღვარზე შეიმჩნევა ჰიბრიდული თავდასხმა - მიზანმიმართულადაა გაზრდილი არალეგალური მიგრაციის ნაკადი, რომელიც ლატვიაში ბელორუსის რეჟიმის პოლიტიკური მხარდაჭერითაა განპირობებული. მიგრანტების შანტაჟის გამო ლატვიის გარდა ლიეტუვასა და პოლონეთსაც დაზარალდნენ. ამ მოვლენების შემდეგ ორივე ქვეყანამ ბელორუსის საზღვარზე ღობის აგება დაიწყო.
ფინეთი რუსეთთან საზღვარზე ღობის მშენებლობას იწყებს
ფინური მედიის ცნობით, ქვეყანა რუსეთთან საზღვარზე ღობის მშენებლობას იწყებს. მუშებმა ხეების ჭრა იმატრის საზღვრის ორივე მხარეს უკვე დაიწყეს. მესაზღვრეები სამკილომეტრიანი მონაკვეთის პირველ რიგში საცდელ რეჟიმში შემოღობვას გეგმავენ. ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც აჩვენებს, გაუძლებს თუ არა აშენებული ღობე ზამთრის ყინვას, თოვლის დატვირთვას და იმ ადამიანების ზეწოლას, რომლებიც, ფინეთის ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა, აღმოსავლეთიდან შეეცდებიან ქვეყანაში შესვლას. ფინეთის გეგმებზე რუსეთთან საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ღობის აშენების შესახებ, 2022 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1,3 ათასი კმ სიგრძის ღობის აშენება ორ-სამ წელიწადში იგეგმებოდა. ფინეთის ხელისუფლების გეგმის მიხედვით, ღობე რუსეთთან საზღვრის 10-20%-ს უნდა მოიცავდეს. სტრუქტურის ხანგრძლივობის ვადა სავარაუდოდ, 50 წელია.