თეგი: ღრმაწყლოვანი პორტები
აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში: ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება შავი ზღვის რეგიონისთვის კარგ საფუძველს შექმნის
მალე, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო შეაჯამებს 2022 წლის მთავარ ასპექტებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშესთან ინტერვიუს ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება; რეგიონული სტაბილურობა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე; საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მთავარი ასპექტები, ანაკლიის პორტის პროექტი და სხვა აქტუალური საკითხები. „ვფიქრობ, ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვის რეგიონისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. რაც შეეხება უსაფრთხოების თვალსაწიერს, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ამ ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, ჯოზეფ ბილბო Europetime-თან. ინფორმაციისთვის, თავდაცვის ატაშე წარმოადგენს ელჩის და მისიის სამუშაო ჯგუფის მთავარ მრჩეველს სამხედრო საკითხებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ის დანიშნულია ქვეყანაში უმაღლეს სამხედრო ოფიცრად თავდაცვის მდივნისა და გაერთიანებული შტაბების თავჯდომარის მიერ. თადაცვის ატაშე ასევე წარმოადგენს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ყველა სამსახურეობრივ სამდივნოს, გენერალური შტაბების თავმჯდომარეს და აშშ-ის ევროპულ სარდლობას საქართველოში. თავდაცვის ატაშე აკვირდება და ანგარიშს აკეთებს საქართველოში სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების განვითარებაზე, რჩევებს აძლევს ელჩს და მის მოადგილეს პოლიტიკურ-სამხედრო საკითხებზე და უზრუნველყოფს თავდავცის დეპარტამენტის და სამხედრო მოსამსახურეების საპატიო სტუმრების ვიზიტებს საქართველოში.