თეგი: ყაზახეთ
„ყაზახეთი-თურქმენეთი-ირანის“ რკინიგზას დიდი პოტენციალი აქვს - ყაზახეთის პრეზიდენტი
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრებს მოუწოდა, რომ „ყაზახეთი-თურქმენეთი-ირანის“ რკინიგზის პოტენციალი გამოიყენონ. „მოვუწოდებ SCO-ს პარტნიორებს გამოიყენონ შესაძლებლობები, რომლებიც იხსნება ამ კუთხით. სერიოზული პოტენციალი აქვს ყაზახეთ-თურქმენეთი-ირანის რკინიგზას, რომელიც ხსნის უმოკლეს მარშრუტს აღმოსავლეთ აზიიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებამდე. ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება“, - განაცხადა ტოკაევმა. მისი თქმით, ყაზახეთი მიესალმება პერსპექტიული პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნების ურთიერთდაკავშირების უზრუნველყოფას. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ცენტრალურ და სამხრეთ აზიას შორის სატრანსპორტო მარშრუტების გაფართოების მცდელობებს, ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრანსევრაზიული დერეფნების განვითარებას. ზოგადად, ჩვენ მომხრე ვართ ახალი და არსებული მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნებისა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნისა და მოდერნიზების“, - განაცხადა თოყაევმა.