თეგი: ყაზახეთის შს მინისტრი
ყაზახეთის შს მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში გადასცემს რუსეთს, სამხედრო კომისარიატების მიერ ძებნილებს
სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო მოსამსახურეების მიერ რუსეთის მოქალაქეების ძებნა, ყაზახეთიდან მათი ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძველი ვერ გახდება. ამის შესახებ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მარატ ახმეტჟანოვმა განაცახდა. თოყაევი რუსეთის მოქალაქეების მიგრაციაზე: სტუმრებს დახმარებას გავუწევთ, მაგრამ ისინი პრეფერენციებს არ მიიღებენ ახმეტჟანოვმა თქვა, რომ ყაზახეთსა და რუსეთს შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობები იურიდიული დახმარების გაწევის, მსჯავრდებულთა გაცვლისა და კრიმინალთა ექსტრადიციის შესახებ. ახმეტჟანოვმა განმარტა, რომ მოქალაქის ექსტრადაციისთვის აუცილებელია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და საერთაშორისო ძებნაში მოხვდეს, ასევე ყაზახეთში მომხდარი ანალოგიური ქმედება, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცახადა, რომ ყაზახეთის ხელისუფლება რუსულ მხარესთან შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვას აპირებს და ამ პრობლემას თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოაგვარებს. რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ყაზახეთში ჩავიდა. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.