თეგი: ყასიმ ჟომართ თოყაევი
ყაზახეთის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, თავისი წინამორბედი, ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა მმართველი პარტიის, „ნურ-ოთანის", თავმჯდომარის თანამდებობაზე. პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს პარტიის ყრილობაზე 28 იანვარს, ნაზარბაევის მითითებით. რადიო თავისუფლების ცნობით, პარტიის ყრილობა გაიმართა ზოგიერთი წევრის პროტესტის ფონზე. მათ დატოვეს პარტია, რადგან მათი აზრით, პარტიამ „ვერ შეძლო“ სისხლისღვრის თავიდან აცილება ანტისამთავრობო გამოსვლების დროს. ამავე თემაზე: პრეზიდენტმა თოყაევმა გაიმარჯვა, თუმცა ის რუსეთის წინაშე ვალშია - პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯენიფერ ბრიკი მნიშვნელოვანია, რეგიონმა სათანადოდ შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს საჭირო გაკვეთილები - უზბეკი ექსპერტი ყაზახეთის მოვლენებზე
ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტს უმასპინძლა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ყაზახეთში იანვარში განვითარებულ მოვლენეზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყანა ზოგიერთი საერთაშორისო ჯგუფის მსხვერპლი გახდა, რომლებმაც ისარგებლეს ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციით. პუტინმა აღნიშნა, რომ თოყაევი ახლა გამოწვევის წინაშე დგას არეულობის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. პუტინის თქმით, ყაზახეთს შეუძლია, გამოიყენოს „რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი“. თავის მხრივ, თოყაევმა მადლობა გადაუხადა პუტინს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ყაზახეთში იანვრის მოვლენების გამოძიება მიმდინარეობს.„მართლაც, ეს იყო საერთაშორისო ტერორისტებისა და ბანდიტების მიერ საგულდაგულოდ მომზადებული ოპერაცია, რომლებიც თავს დაესხნენ ყაზახეთს იმ მიზნით, რომ, პირველ რიგში, დაერღვიათ კონსტიტუციური წესრიგი და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ“, - განაცხადა თოყაევმა. რუსეთი ყაზახეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.
ვოლოდიმირ ზელენსკი ყაზახეთის პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის პრეზიდენტი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ ჟომართ თოყაევს ესაუბრა. ზელენსკი თოყაევს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „ყაზახეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსის სახალხო რესპუბლიკების არაღიარებისათვის. განვიხილეთ ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით პროექტები. გავცვალეთ მილოცვები დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. თავის მხრივ, თოყაევის პრესსამსახური იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. ყაზახეთის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის შედეგები. მან ასევე დაადასტურა ყაზახეთის პოზიცია უკრაინაში სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ და მიესალმა გაეროს მხარდაჭერით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვას გულისხმობს. ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თოყაევი პუტინს ბოლოს 12 ივლისს ესაუბრა. ამასთან, იუწყებიან, რომ მარტიდან ყაზახეთმა კიევის მიმართვის საფუძველზე, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ორი თვითმფრინავი გაგზავნა. ტვირთი მოიცავდა სამედიცინო მასალებსა და საკვებ პროდუქტებს. ცნობისთვის, თოყაევმა 17 ივნისს, პუტინის თანდასწრებით განაცხადა: „არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“.
ყასიმ ჟომართ თოყაევი თანახმაა, ყაზახეთის დედაქალაქს ისევ ასტანა ეწოდოს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი, ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის შეთავაზებას დათანხმდა, რომლის საფუძველზეც დედაქალაქს კვლავ ასტანა ეწოდება. დედაქალაქისთვის ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელის ნურ-სულთანის დარქმევის ინიციატივა თოყაევმა სამი წლის წინ, 2019 წლის 20 მარტს გამოაცხადა - იმ დღეს, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა. ყაზახეთის პარლამენტმა იმავე დღეს ორი მოსმენით მხარი დაუჭირა ყაზახეთის დედაქალაქისთვის სახელის გადარქმევას. დედაქალაქის სახელის შეცვლის წინააღმდეგ გამართული აქციები და საპროტესტო გამოსვლები დაპატიმრებებით დასრულდა.
თოყაევმა და სი ძინპინმა სტრატეგიული თანამშროლობის საკითხები განიხილეს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი, დღეს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა, რომელიც ყაზახეთში ოფციალური ვიზიტით იმყოფება. ყაზახეთისა და ჩინეთის ლიდერებმა სტრატეგული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილლეს. იგეგმება რიგი ხელშეკრულებების გაფორმება. სი ძინპინმა მანამდე განაცხადა, რომ მზადაა „ჩინეთ-ყაზახური ურთიერთობების ტრადიცია“ გააგრძელოს. „გავაგრძელებთ ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნების ფუნდამენტურ ინტერესებთან და ძირითად საზრუნავებთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა გავაძლიეროთ ჩინეთ-ყაზახეთის ურთიერთობების პოლიტიკური საფუძველი“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
სი ძინპინი თოყაევს: ჩვენ გავაგრძელებთ ყაზახეთის მტკიცე მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოთხშაბათს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს უმასპინძლა.აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს სი ძინპინის პირველი საერთაშორისო ვიზიტია. ამაზე მიუთითა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმაც. მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და აგროინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე - ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების გამოყენების საკითხები. სი ძინ პინმა და თოყაევმა შეაქეს ორმხრივი 30-წლიანი ურთიერთობა, ვიზიტის აღწერისას კი, თოყაევმა, რომელიც თავისუფლად საუბრობს ჩინურ ენაზე, განაცხადა, რომ ეს ვიზიტი „ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის მაღალი დონის გზავნილია", - წერს ყაზახური მედია. „სიმბოლურია, რომ თქვენი ვიზიტი ამ საიუბილეო ეტაპს დაემთხვა. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ დავამყარეთ ძლიერი სახელმწიფოთაშორისი კავშირები. გულწრფელად მადლობას გიხდით ყაზახეთის ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი საერთაშორისო ინიციატივების მხარდაჭერისთვის“, - ციტირებს თოყაევის სიტყვებს ყაზახური მედია. „როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ვითარება, ჩვენ გავაგრძელებთ ყაზახეთის მტკიცე მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.მტკიცედ ვუჭერთ მხარს რეფორმებს, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად და ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ძალის ჩარევას თქვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში“, - განუცხადა თავის მხრივ, სი ძინპინმა თოყაევს. სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი და ჩინეთი იზიარებენ მუდმივ სტრატეგიულ პარტნიორობას. ყაზახეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მონაცემებით, ჩინეთი ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ქვეყნის საგარეო ვაჭრობის 22,6 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის შვიდ თვეში 13,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ეს 38,3 პროცენტით მეტია, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც დიდწილად გამოწვეული იყო ჩინეთში ექსპორტის 52 პროცენტიანი ზრდით, ძირითადად მინერალური პროდუქტების, საწვავის და ენერგეტიკული პროდუქტების ექსპორტით. ექსპერტების აზრით, პანდემიის შემდეგ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ პირველი ვიზიტისას, სი ძინპინის მიერ ყაზახეთის არჩევა შემთხვევითი არ არის.
ყასიმ ჟომართ თოყაევი: უსაფრთხოების გაძლიერება ყაზახეთის მთავარი პრიორიტეტია
ყაზახეთისთვის ქვეყნის უსაფრთხოება პრიორიტეტულია. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, თურქესტანის რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ყაზახეთი რუსეთთან ომის შიშით თავდაცვას აძლიერებს - WSJ „ჩვენს სიახლოვეს ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ამის გათვალისწინებით, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა თოყაევმა. მისი თქმით, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა ურყევი უნდა იყოს. თოყაევმა ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილა „ეს არის მთავარი პრინციპი, საერთაშორისო ასპარეზზე ყოველთვის ღიად და მკაფიოდ ვლაპარაკობდი ამაზე. შემთხვევითი არ არის, რომ გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან გამოსვლაში ამის შესახებ კიდევ ერთხელ განვაცხადე“, - აღნიშა თოყაევმა. ყაზახეთი სამხედრო ტექნიკის განახლებას 2030 წლამდე გეგმავს
თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, ევრაზიის მთავარი ციფრული ჰაბი გახდეს
ყაზახეთის სტრატეგიული მიზანია ევრაზიულ სივრცეში, ერთ-ერთი უდიდესი ციფრული ცენტრი გახდეს. ამის შესახებ ყაზახეთის სახელმწიფოს მეთაურმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა Digital Bridge ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თოყაევის თქმით, ამ დროისთვის ყაზახეთი ყველაზე გაციფრულებული სახელმწიფოების ტოპ 30-ეულშია და ბევრ განვითარებულ ქვეყანას უსწრებს. „ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად გავამარტივოთ მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება და მივაღწიოთ ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს. ამისათვის საჭიროა გადავიდეთ საჯარო ადმინისტრაციის დიჯითალიზაციის თვისობრივად ახალ ფორმატზე - უხილავ მთავრობაზე. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი აქცენტი ადამიანზე, მის საჭიროებებსა და ინტერესებზეა ორიენტირებული“, - განაცხადა თოყაევმა. მეორე პრიორიტეტად თოყაევმა IT ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა დაასახელა. „ამ ბოლო დროს აშშ-ში შეხვედრები გავმართე ისეთი კომპანიების ხელმძღვანელობასთან, როგორიცაა Microsoft, Epam, Coursera. მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები ყაზახეთში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ლოკალიზაციის შესახებ“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ყაზახეთის ბაზარი იზიდავს ღრუბლოვანი გამოთვლების უმსხვილეს მოთამაშეებს, როგორიცაა Microsoft Azure, Amazon Web Services, Google Cloud და სხვა.
თოყაევი: ყაზახეთში ოლიგარქიული კაპიტალიზმის ეპოქა დასასრულს უახლოვდება
ყაზახეთში ოლიგარქიული კაპიტალიზმის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, ქვეყნის მოქალაქეების წინაშე სოციალური პასუხისმგებლობის პერიოდი მოდის. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყარაგანდის რეგიონის საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სამთო კომპანიის საქმიანობას. „ჩვენ არ დავუშვებთ კაპიტალის უკანონო გატანას საზღვარგარეთ. ჩვენ დავაკვირდებით მათ მიერ სხვადასხვა სოციალური პროგრამის განხორციელებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წარმოების მოდერნიზაციის პროცესს, გარემოს დაცვას. სპეციალური კონტროლის ქვეშ მოექცევა გადასახადების გადახდის პროცესი. თუ მსხვილი სამრეწველო საწარმოები ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, იძულებული ვიქნებით, პარტნიორობა შევწყვიტოთ. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის საფრთხე, არამედ მუშაობის მარტივი, პატიოსანი და სამართლიანი წესები, ზოგადად მიღებულია მთელ ცივილიზებულ სამყაროში. ყაზახეთში ოლიგარქიული კაპიტალიზმის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, ქვეყნის მოქალაქეების წინაშე სოციალური პასუხისმგებლობის პერიოდი მოდის. ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ ეფექტური და სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესი, რომელიც წამყვან პოზიციას იკავებს ქვეყნის ეკონომიკაში“, - განაცხადა თოყაევმა.
თოყაევმა ყაზახეთის სამხედრო დოქტრინა შეცვალა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის სამხედრო დოქტრინა შეცვალა. თოყაევის ბრძანებით ყაზახეთის არმიის „საბრძოლო პოტენციალი“ გაიზრდება და ტერიტორიული თავდაცვის სისტემის გაძლიერდება. ყაზახეთის არმიაში უკვე შეიქმნა დანაყოფები საინფორმაციო-ფსიქოლოგიური და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებისთვის. „ტერიტორიული თავდაცვა ინტეგრირებული იქნება სამხედრო უსაფრთხოების საერთო სისტემაში. ამისათვის შეიქმნება ჯარის თავდაცვის კონტროლის ორგანო“, - აცხადებს თოყაევი. გარდა ამისა, ჯარების მობილურობის გაზრდის მიზნით, მიიღება ზომები ყაზახეთის ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. სამობილიზაციო მომზადების ფარგლებში, გატადება ღონისძიებები, რომლიც თანახმადაც ქვეყნის ეკონომიკა ომის დროს ახალ რეჟიმზე სწრაფად გადაეწყობა.
თოყაევი: რუსეთიდან ყაზახეთში, 50-მდე საერთაშორისო კომპანია გადმოვიდა
ამჟამად 50-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია რუსეთიდან ყაზახეთში გადმოვიდა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოთხშაბათს რეგიონში მოგზაურობისას, ალმათის ოლქის საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, არაპროდუქტიულია კომპანიების დიდ ქალაქებში კონცენტრირება. აკიმატმა უნდა შეიმუშაოს ასეთი ინდუსტრიების განთავსება ალმათის მახლობლად BAKAD-ის პერიმეტრზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკას. „ეს საკითხი განიხილეთ მთავრობასთან და კომპანიებთან. რეგიონული ცენტრი უნდა გახდეს „კონტრმაგნიტი“ ალმათისთან მიმართებაში. ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა ინვესტორებს ახალი საწარმოო ობიექტების გასახსნელად, მათ შორის ისეთი კომპანიებისთვისაც, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან გადაადგილდებიან. ეს საკითხი ახლა უნდა დამუშავდეს უცხოელ პარტნიორებთან შეუფერხებელი და შეუფერხებელი ვაჭრობის მიზნით“, - განაცხადა თოყაევმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში არაერთი მსხვილი ექსპორტიორი საწარმო ფუნქციონირებს, საიდანაც გადასახადების ძირითადი წილი გროვდება. „ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ წარმოების გაფართოებაში, რისთვისაც სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებებს გავატარებთ. ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა წინადადებები ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინონ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ყასიმ ჟომართ თოყაევი: სამართლიანი ყაზახეთის ეკონომიკაში, ფავორიტიზმს ადგილი არ ექნება
„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, მიმართული იქნება სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესების სახელით, რეალური მიზნების მიღწევაზე. მისი არსი მდგომარეობს არა ეკონომიკური ზრდის აბსტრაქტული ფიგურების ძიებაში, არამედ მოქალაქეთა თვითრეალიზაციისთვის ფართო შესაძლებლობებისა და თანაბარი პირობების შექმნაში. ყველა თანამემამულეს ცხოვრების ხარისხი სტაბილურად უნდა გაუმჯობესდეს“, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა. მისივე თქმით, სამართლიანი ყაზახეთის ეკონომიკაში, ფავორიტიზმს ადგილი არ ექნება. თოყაევმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სასამართლო და სამართალდამცავი სექტორის რეფორმა გაგრძელდება. „კანონი და წესრიგი გახდება სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეების ნდობის გაზრდის ძირითადი ფაქტორი. ხალხი არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მთავარი ძრავა. შესაბამისად, გავზრდით სტრატეგიულ ინვესტიციებს ადამიანურ პოტენციალში და ყველანაირად მხარს დავუჭერთ ჩვენს ახალგაზრდობას და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა გადავაყენოთ მთელი ღირებულებითი სისტემა და ჩამოვაყალიბოთ ერში ახალი თვისებები“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ყასიმ-ჟომართ თოყაევი: ყაზახეთის მთავარი სიმდიდრე ხალხი და მათი ღირსეული ცხოვრებაა
საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ყაზახეთის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რიგი კანონების საჯარო ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ყაზახეთის მთავარი სიმდიდრე ხალხი და მათი ღირსეული ცხოვრებაა. „ჩვენი კონსტიტუცია აცხადებს, რომ დედამიწა და მისი წიაღისეული, წყალი, ფლორა და ფაუნა და სხვა ბუნებრივი რესურსები ხალხს ეკუთვნის. ამ ნორმის მიღების წყალობით მასშტაბური პროგრამა „ბავშვთა ეროვნული ფონდი“ ამოქმედდება. ერის ნამდვილი სიდიადე თითოეული ოჯახისა და მოქალაქის კეთილდღეობაშია, ამიტომ ეროვნული ეკონომიკა ხალხის საკეთილდღეოდ უნდა მუშაობდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ყასიმ ჟომართ თოყაევი: ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
ტრანსკასპიური მარშრუტით ნავთობის ტრანსპორტირება წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მანგისტაუს რეგიონის საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა. თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას განიხილავს თიყაევმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგება პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ აქტაუს და კურიკის პორტების ყველა არსებული სიმძლავრე, რათა გავზარდოთ გამტარუნარიანობა და ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე მივიყვანოთ“, - დასძინა თოყაევმა. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
ზელენსკიმ თოყაევს ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყასიმ-ჟომართ თოყაევს ყაზახეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა Twitter-ზე დაწერა. ზელენსკიმ უკრაინა-ყაზახეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მან ასევე მადლობა გადაუხადა თოყაევს ყაზახეთიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისთვის. კვირას, 20 ნოემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა თოყაევმა ხმების 81,31%-ით გაიმარჯვა.
ყასიმ-ჟომართ თოყაევი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც 28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური, იუწყება. თოყაევისთვის ეს პირველი საგარეო მოგზაურობაა, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების შემდეგ. 20 ნოემბერს ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ხმების 81,31%-ით გაიმარჯვა. მისი ინაუგურაცია შაბათს შედგა.
ყაზახეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში, თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, რომელიც პარიზში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება. მოლაპარაკებებს წინ უძღოდა დახვედრის ოფიციალური ცერემონია ელისეის სასახლეში. შეხვედრისას თოყაევმა მადლობა გადაუხადა მაკრონს საფრანგეთში ვიზიტით მოწვევისთვის. მისი თქმით, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანისთვის. მოლაპარაკებების დროს ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდერნიზაციაზე ისაუბრა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა მაკრონმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორია. ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ხორციელდება ერთობლივი პროექტები ენერგეტიკის სექტორში. ევროკავშირი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა ყაზახურ პროექტებში. მაკრონმა ასევე, 2024 წლიდან ყაზახეთში ახალი ფრანგული სკოლების გახსნის შესახებ განაცხადა. ფრანგულმა მხარემ მხარდაჭერა გამოუცხადა ყაზახეთში მიმდინარე რეფორმებს. მხარეებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში კავშირების გაღრმავებაზე, ასევე განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ცენტრალურ აზიაში შექმნილი ვითარება. შეხვედრის დასასრულს თოყევმა მაკრონი ყაზახეთში მიიწვია.
ყაზახეთმა რუსეთთან შეთანხმების ხარჯზე, სანქციების დარღვევაზე უარი განაცხადა
რუსეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სამმხრივი გაზის კავშირის იდეას, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ყასიმ-ჟომართ თოყაევის ოფიციალური ვიზიტის დროს გააჟღერა, ასტანაში ენთუზიაზმი არ მოჰყოლია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „ყაზახეთი არ დაუშვებს თავისი ტერიტორიის გამოყენებას დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად და გაზის გაერთიანების პროექტს, სანქციების რისკების გათვალისწინებით შეაფასებს“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტის მოადგილემ რომან ვასილენკომ. „კავშირის იდეა იყო ჩინეთისთვის რუსული გაზის მიწოდების გაზრდა, ყოფილი სსრკ-ს ცენტრალური აზიის რესპუბლიკების ტერიტორიის გავლით“, - განაცხადა სამშაბათს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა. ნოვაკის თქმით, რუსეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ალიანსში, ჩინეთისთვის გაზის მიწოდების თვალსაზრისით „დიდ შესაძლებლობებს" ხედავს. „რუსეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს რეალურად ჰქონდათ ერთიანი გაზის ტრანსპორტირების სისტემა საბჭოთა დროიდან. ჩვენ გვაქვს დიდი შესაძლებლობები, გავაფართოვოთ ორმხრივი თანამშრომლობა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მაგრამ მედია წერს, რომ ყაზახეთის ხელისუფლება ცდილობს, დისტანცირება მოახდინოს ახლა ტოქსიკური რუსეთისგან, რომელმაც ომი წამოიწყო უკრაინაში და გახდა მსოფლიო რეკორდსმენი დაწესებული სანქციების რაოდენობით. სექტემბერში ყაზახეთმა დაიწყო ნავთობის ექსპორტი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით და ამზადებს ალტერნატიულ გზას ურანის ექსპორტისთვის, რის წარმოებითაც ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აგვისტოში, ყაზახეთის ხელისუფლების მიერ სანქციების დარღვევაზე უარის გამო, რუსული Sberbank-ი, რომლის შვილობილი კომპანია ყაზახეთში აქტივების მხრივ მეორეა, იძულებული გახდა, ადგილობრივი ბაზარი დაეტოვებინა. ნოემბერში, KAZ Minerals-ის მფლობელმა გაყინა ინვესტიციები ჩუკოტკაში, ბაიმსკაიას მადნის ზონის განვითარების პროექტში, სადაც 2028 წლისთვის, მადნის მოპოვებისა და გადამამუშავებელი ქარხნის (GOK) აშენება იგეგმებოდა.
ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება
დსთ-ს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო თანამშრომლობის სფეროში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ორშაბათს დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ყაზახეთ-თურქმენეთი-ირანის რკინიგზა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ სატრანსპორტო დერეფნის განხორციელებაში. „ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობის ახალი მექანიზმები და ფორმატები დსთ-ში სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა თოყაევმა. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი (სსდ) “ჩრდილოეთი–სამხრეთი”- ეს არის მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირების მულტიმოდალური (ტვირთების ან მგზავრების ტრანსპორტირება ერთი ხელშეკრულების მიხედვით, მაგრამ სრულდება ტრანსპორტის არანაკლებ 2 სახეობით) მარშრუტი სანქტ–პეტერბურგიდან ბუმბაის (ინდოეთი) პორტამდე. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შექმნა ინიცირებული იყო რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ კასპიისპირეთის რეგიონის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის - “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შექმნის იდეა 1993 წელს გაჩნდა, მაგრამ შესაბამის შეთანხმებას მხოლოდ 2000 წლის 12 სექტემბერს მოაწერეს ხელი რუსეთმა, ირანმა და ინდოეთმა, რატიფიკაცია კი 2002 წელს მოხდა. 2005 წელს პროექტს შეუერთდა აზერბაიჯანი. მოგვიანებით, “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შეთანხმებას შეუერთდა 10-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის: სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი. იდეის რეალიზაცია დამუხრუჭდა დასავლეთის მიერ ირანისთვის სანქციების დაწესების გამო. 2016 წლის იანვარში, სანქციების მოხსნის შემდეგ, პროექტმა კვლავ შეიძინა აქტუალურობა. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, “ჩრდილოეთი-სამხრეთის” სიგრძე 7 ათას კმ-ზე მეტია. ამ დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის სარკინიგზო მაგისტრალზეა, რომელზეც გადის მარშრუტის სახმელეთო ნაწილის 35-53%. რუსეთისთვის ამ დერეფნის ძირითადი მიმართულებაა ბუსლოვსკაია-სანქტ-პეტერბურგი-მოსკოვი-რიაზანი-კოჩეტოვკა-რტიშჩევო-სარატოვი-ვოლგოგრადი-ასტრახანი. ამ მიმართულების სიგრძე 2 513 კმ-ია. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი “ჩრდილოეთი-სამხრეთის” სამხრეთი ნაწილი ითვალისწინებს სარკინიგზო მაგისტრალებით ტვირთების გადაზიდვის რამდენიმე მარშრუტს: ტრანსკასპიის მარშრუტი: რუსეთის საზღვაო პორტების - ასტრახანის, ოლიას, მახაჭყალისა და ირანის პორტების - ბენდერ-ენზელის, ნოუშეჰერისა და ბენდერ-ამირაბადის - გამოყენებით; დერეფნის დასავლეთის შტო - პირდაპირი სარკინიგზო ხაზი სასაზღვრო გადასასვლელების გავლით - სამური (რუსეთი) - იალამა (აზერბაიჯანი), შემდეგ - ირანის სარკინიგზო ქსელი სასაზღვრო გადასასვლელების ასტარა (აზერბაიჯანი) - ასტარას (ირანი) გავლით; დერეფნის აღმოსავლეთი განშტოება - ეს არის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის გავლით ირანის სარკინიგზო ქსელამდე გასვლით: სერაქსი (თურქმენეთი) - სერაქსი (ირანი) და აკიაილა (თურქმენეთი) - ინჩე ბურუნი (ირანი). ამჟამად სწორედ ზემოაღნიშნული მარშრუტით მოძრაობს რუსეთის საექსპორტო ტვირთები აზერბაიჯანსა და ირანში.
ყაზახეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის მეშვიდე მოწვევის პარლამენტის მაჯილისი დაითხოვა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნები 2023 წლის 19 მარტს დანიშნა, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. „გამოვთქვამ იმედს, რომ დეპუტატების განახლებული შემადგენლობა გააგრძელებს მუშაობას იმავე ფორმატში და ახალ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის ყოვლისმომცველ მოდერნიზაციას. მაჯლისის დეპუტატთა რიგგარეშე არჩევნები 2023 წლის 19 მარტს გაიმართება. ყველა დონის დეპუტატების არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დანიშნავს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, „მაჯლისისა და მასლიხატების ვადამდელი არჩევნების ჩატარება საკონსტიტუციო რეფორმის ლოგიკითაა ნაკარნახევი, რომელსაც მოქალაქეები ეროვნულ რეფერენდუმზე მხარს უჭერენ“. თოყაევის განცხადება ორი თვის წინ გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. პრეზიდენტის თანამდებობა მან 20 ნოემბერს გამართული ვადამდელი არჩევნების შედეგად მეორე ვადით დაიკავა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად თოყაევის ძალაუფლება განმტკიცდა. კენჭისყრას წინ უსწრებდა უპრეცედენტო ანტისამთავრობო, ძალადობრივი გამოსვლები 2022 წლის იანვარში, როცა სისხლიც დაიღვარა. საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა წარსულში ყაზახეთის ერთპიროვნული მმართველის, თოყაევის წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის პოზიციების შესუსტება. 11 იანვარს ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა. ასევე ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს. ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს
აშშ და ყაზახეთი ურთიერთობებს გააძლიერებენ, ბლინკენი ასტანაში ჩავიდა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიღო. ბლინკენი ასტანაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. თოყაევმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ყაზახეთმა და აშშ-მ თანამშრომლობა განავითარეს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. „ჩვენ დავამყარეთ ძალიან კარგი და საიმედო გრძელვადიანი პარტნიორობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები. ამიტომ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს ვიზიტს ასტანაში. და ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება შეერთებული შტატების მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერისთვის ჩვენი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა თოყაევმა. „მოუთმენლად ველოდი ამ ვიზიტს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ორმხრივ დონეზე, დავეყრდნოთ იმ ღირსშესანიშნავ სამუშაოს, რომელიც შესრულდა 30 წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებისა და გაძლიერებისათვის. და ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ურთიერთობა ძლიერია; ის მხოლოდ გაძლიერდება. ჩვენ ამის ერთგულნი ვართ. და ვფიქრობ, ეს იქნება ცენტრალური აზიის, მაგრამ ასევე შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტობი ბლინკენმა.
ალიევი: ჩვენ, როგორც მეგობრებს და ძმებს, გულწრფელად გვიხარია ყაზახეთის წარმატება
„ყაზახეთი დღეს დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიო საზოგადოებაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო საქმეებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასტანაში ჰეიდარ ალიევის ქუჩის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დასწრებისას, იუწყება აზერბაიჯანული მედია. „ყაზახეთის მიერ წამოყენებული და განხორციელებული ინიციატივები მიზნად ისახავს ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაძლიერებას, ამ სიტყვის ფართო გაგებით, მშვიდობას ევრაზიაში. ჩვენ, როგორც მეგობრებს და ძმებს, გულწრფელად გვიხარია თქვენი წარმატება“, - აღნიშნა ალიევმა.
თოყაევი ალიევთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ მზარდი ინტერესი შუა დერეფნის მიმართ
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ე.წ. შუა დერეფნის პოტენციალის სრულ ამოქმედებას. საუბარია ლოგისტიკური მომსახურების გაუმჯობესებაზე, ერთიანი სატრანსპორტო ოპერატორების შექმნაზე, ტექნიკური და სატარიფო პირობების მოდერნიზაციაზე, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრაზე. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუა დერეფნის 2022-2027 წლების განვითარების საგზაო რუკის ეფექტიან განხორციელებას. „შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ მზარდი ინტერესი ამ მარშრუტის მიმართ და მესამე ქვეყნების ჩართვა მის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. ყველა ეს ღონისძიება, ისევე როგორც მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, უზრუნველყოფს ტვირთების მიწოდების სტაბილურობასა და ეფექტიანობას აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. „ჩვენ ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას. დღეს ჩვენი პრიორიტეტია მსოფლიო ბაზრებზე ენერგიის მიწოდების შემდგომი დივერსიფიკაცია. მოგეხსენებათ, ჩვენი შეთანხმებების საშუალებით, წელს ყაზახური ნავთობის პირველი პარტია აზერბაიჯანის გავლით გაიგზავნა. შემდეგი ნაბიჯი არის მიწოდების მოცულობის გაზრდა და მათი გრძელვადიანი მდგრადობა“, - განაცხადა თოყაევმა. ასევე წაიკითხეთ: ბაქომ ასტანას ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანზიტი შესთავაზა
თოყაევი: ბელორუსის პრეზიდენტმა შესთავაზა ყაზახეთს, გაწევრიანდეს რუსეთ-ბელორუსის კავშირში, ვაფასებ მის ხუმრობას
ყაზახეთის პრეზიდენტი გამოეხმურა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინიციატივას, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, შეუერთდეს რუსეთ-ბელორუსის კავშირს და თავის ქვეყანაში რუსეთის ბირთვული იარაღი განათავსოს. ყასიმ ჟომართ თოყაევის განცხადებით, მისი ქვეყანა არ საჭიროებს რუსეთისა და ბელორუსის კავშირში გაწევრიანებას და მას ასევე არ სჭირდება ბირთვული იარაღი. „ახლახან, ბელორუსის პრეზიდენტმა შესთავაზა ყაზახეთს, გაწევრიანდეს კავშირში. ვაფასებ მის ხუმრობას. ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ არის, რამდენადაც არსებობს სხვა ინტეგრაციული გაერთიანებები, პირველ რიგში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ის ჩვენ არ გვჭირდება, რამდენადაც ჩვენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებისა და ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმებების წევრი ვართ“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მისივე განმარტებით, ქვეყანა ამ საერთაშორისო დოკუმენტების ერთგული რჩება.
თოყაევი: ყაზახეთი აქტაუ-ბათუმის მარშრუტით ნავთობის ექსპორტის გაფართოებას გეგმავს
ყაზახეთი საშუალოვადიან პერსპექტივაში აქტაუ-ბათუმის მარშრუტით ნავთობის ექსპორტის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყირგიზეთში ცენტრალური აზია-ევროკავშირის სამიტზე განაცხადა. თოყაევის თქმით, ასევე დაგეგმილია ტრანსკასპიური მარშრუტის მილსადენებით ამოტუმბვის მოცულობის გაზრდას. ამავე სამიტზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას. "ჩვენ ვავითარებთ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მაგალითად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყო აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის გადატუმბვა", - განაცხადა თოყაევმა. "ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ტრანსკასპიური მარშრუტი დავუკავშიროთ ჩინურ - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივას. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სატრანსპორტო არტერიით დაახლოებით 1,7 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა, რაც წლიდან წლმდე ორჯერ ზრდას ნიშნავს", - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა. 2023 წლის აპრილში, აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში გადაზიდული ყაზახური ნავთობის მოცულობა 60,5 ტონით - 75 პროცენტით გაიზარდა.
ჩინეთს შეუძლია, რუსეთი რამდენიმე წელიწადში ჩაანაცვლოს და ყაზახეთისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი გახდეს - Bloomberg
2030 წლისთვის ყაზახეთის ვაჭრობა ჩინეთთან, გადააჭარბებს ვაჭრობას მთელ ევროკავშირთან. რუსეთი ყაზახეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ სანქციებმა ის უკანა პლანზე გადაიყვანა, რაც ჩინეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ცენტრალურ აზიაში, წერს Bloomberg. ჩინეთი მომდევნო რამდენიმე წელიწადში რუსეთს გაუსწრებს ყაზახეთთან ვაჭრობის კუთხით, განაცხადა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ამასთანავე ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა. ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი მხარს არ უჭერს სანქციების დაწესებას მისი „მთავარი სავაჭრო პარტნიორების“ წინააღმდეგ, ყაზახეთი არ იქნება ტერიტორია, რომლის გავლითაც სანქციების გვერდის ავლა მოხდება“. ყაზახეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ცნობით, გასულ წელს ჩინეთ-ყაზახეთის ვაჭრობა მესამედით გაიზარდა და 24 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა, რაც მხოლოდ 2 მილიარდი დოლარით ნაკლებია რუსეთთან ვაჭრობასთან შედარებით. „სანქციებმა რუსეთის ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება შეაფერხა და ზოგიერთი სანქცირებული რუსული კომპანია ვეღარ ყიდულობს ყაზახურ პროდუქციას, მეტი რუსი მწარმოებელი ირჩევს, ფოკუსირდეს შიდა ბაზარზე“, - აღნიშნა ჟუმანგარინმა. რუსეთთან სავაჭრო შესაძლებლობების შემცირების გამო, ყაზახეთი განიხილავს ისეთ ალტერნატივებს, როგორიცაა, ჩინეთი, ირანი, ინდოეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, თუმცა ჟუმანგარინის განმარტებით, ჩინეთი რჩება „პრიორიტეტულ დანიშნულების ადგილად". აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში ყაზახეთის ლიდერმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, ჩინეთში, ცენტრალური აზიის ლიდერების პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა. მის ფარგლებში თოყაევმა მიზნად დაისახაბ, რომ 2030 წლისთვის ჩინეთთან ვაჭრობა თითქმის გაორმაგდეს და 40 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს - Bloomberg
თოყაევი რუსეთში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრება
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი სანკტ-პეტერბურგში, ყოველწლიურ ფორუმს არ დაესწრება. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ყაზახეთის მთავრობამ განაცხადა, რომ წლევანდელ ფორუმზე ცენტრალური აზიის ქვეყანას მხოლოდ ორი ოფიციალური წარმომადგენელი წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინ მჯდომმა თოყაევმა, შარშან ამ ფორუმზე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას აღმოსავლეთ უკრაინაში ან სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ათწლეულების განმავლობაში, მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოებისა და სავაჭრო ბლოკების წევრი ყაზახეთი რუსეთს თავის სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს. შეკითხვას, ვინ დაესწრება კონფერენციას წელს, ყაზახეთის მთავრობის სპიკერმა უპასუხა, რომ ფურუმზე მხოლოდ ვიცე-პრემიერი, რომან სკლიარი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ტიმურ ჟაკსილიკოვი წავლენ. თოყაევის ოფისში არ საუბრობენ მიზეზებზე, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტი წელს, სანქტ-პეტერბურში დაგეგმილ ფორუმზე არ ჩავა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმაც უარი განაცხადა რუსეთში ჩასვლაზე. რუსულ მედიას სხვა მსოფლიო ლიდერების მონაწილეობის შესახებ კი, ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ფორუმი სანქტ-პეტერბურგში, 1997 წლიდან ტარდება და როგორც რუსეთის ოფიციალური პირების მიერ არის მიჩნეული, ეს არის მოსკოვის პასუხი ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში, შვეიცარიაში იმართება.
გერმანია მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით
გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ყაზახეთში ვიზიტით იმყოფებოდა. მან 20 ივნისს, ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი და ენერგიით მდიდარი ცენტრალური აზიის ქვეყანა მჭიდრო კავშირში არიან, რათა თავიდან აიცილონ დასავლეთის სანქციები, რომლებიც რუსეთისთვის დაწესდა. „მოლაპარაკებების დროს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამ საკითხებზე მჭიდრო კონტაქტები არსებობს ყაზახეთის სააგენტოებსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის", - აღნიშნა შტაინმაიერმა. შტაინმაიერი მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით, ევროპულ ბაზარზე ექსპორტისთვის, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. შტაინმაიერმა ასევე მხარი დაუჭირა შეთანხმებას ყაზახეთიდან გერმანიაში ნავთობის დამატებითი მიწოდების შესახებ, რომელსაც მისი ვიზიტის დროს მოაწერეს ხელი გერმანელმა და ყაზახმა ოფიციალურმა პირებმა. ყაზახეთი „დრუჟბას“ ნავთობსადენით, გერმანიაში ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს გარიგების თანახმად, გერმანიის ქალაქ შვედტის გადამამუშავებელი ქარხანა, მომავალი წლის ბოლომდე თვეში 100 000 ტონა ნედლ ნავთობს მიიღებს. ყოკაევს არ უხსენებია სანქციების თავიდან აცილების საკითხი და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყაზახეთი „მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული სიტუაციის დიპლომატიური გზით მოგვარებაში“. სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო'სალივანმა ყაზახეთს და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებს მოუწოდა, თავი აარიდონ მოსკოვის მცდელობებს, გვერდი აუაროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ყაზახეთი რუსეთის ერთ-ერთი აქტიური სავაჭრო პარტნიორი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია - ეს არის სავაჭრო ბლოკი, სადაც დომინირებს რუსეთი. გაერთიანებაში ასევე შედიან ბელორუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს ათასობით სუბიექტს და ფიზიკურ პირს, ხოლო აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა დააწესა ექსპორტის კონტროლი რუსეთსა და მის მოკავშირე ბელორუსში.
თოყაევი: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ახალი კონკურენტული მარშრუტების შექმნამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ახალი კონკურენტული მარშრუტების შექმნამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. ყასიმ ჟომართ თოყაევის კომენტარს აზერბაიჯანული სააგენტო Trendი ავრცელებს. „ეკონომიკური თანამშრომლობა დიდწილად დამოკიდებულია სატრანზიტო და სატრანსპორტო შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებაზე. ტრადიციული მიწოდების ჯაჭვების მოშლის ფონზე, თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ახალი კონკურენტული მარშრუტების შექმნამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. მისივე თანახმად, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთობლივი მონაწილეობა ინიციატივაში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR), ანუ ე.წ. შუა დერეფანი ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის გაზრდას ფართო რეგიონში. „როგორც პრაქტიკული ღონისძიება, ყაზახეთი გვთავაზობს ძირითადი სტრატეგიული პორტებისა და ლოგისტიკური ცენტრების საპარტნიორო ქსელის შექმნას,“ - განაცხადა თოყაევმა.
ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე განმარტებით, კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გაირკვევა. „ერთი მხრივ, ყაზახეთმა, როგორც მსოფლიოში ურანის უმსხვილესმა მწარმოებელმა, საკუთარი ატომური ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. ზოგიერთი ექსპერტი მომხრეა მცირე რეაქტორებით სადგურების აშენების. მეორე მხრივ, ბევრ მოქალაქე და არაერთი ექსპერტია შეშფოთებული ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
თოყაევი: შუა დერეფნით სატვირთო გადაზიდვების 5-ჯერ გაზრდა შესაძლებელია, ძალები უნდა გავაერთიანოთ პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან
საშუალოვადიან პერსპექტივაში ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ გადაზიდვების მოცულობა შეიძლება ხუთჯერ გაიზარდოს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა. „ამისათვის ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები პარტნიორ ქვეყნებთან - ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, თურქეთთან,“ - ნათქვამია თოყაევის განცხადებაში. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ბახტის გადასასვლელზე ახალი „მშრალი პორტის“ აშენება, აქტაუში საკონტეინერო ჰაბის მშენებლობის დაჩქარება და შავ ზღვაზე საპორტო ობიექტების გაფართოება შუა დერეფნის გასწვრივ.„ჩინურ სიანსა და საქართველოს ფოთის პორტში ყაზახური ტერმინალების მშენებლობა უკვე დაწყებულია. ეს არის რეალური მაგალითები იმისა, თუ როგორ არის შერწყმული ჩინეთის „ერთი სარტყელი ერთი გზის მეგაპროექტი ჩვენს ეროვნულ ინიციატივებთან. სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზება დამოკიდებულია ჩვენს კონსტრუქციულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ყველა მეზობელ ქვეყანასთან, გამონაკლისის გარეშე, მათ შორის რუსეთთან, ჩინეთთან, ჩვენს კარგ მეზობლებთან ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში,“ - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა. ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების მზარდ რაოდენობას ყიდულობს
თოყაევი გაეროში: შუა დერეფანს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ურთიერთქმედება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე გამოსვლის დროს, ყახაზეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ შუა დერეფანს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ურთიერთქმედება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. „ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უზრუნველვყოთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ სურსათის კრიზისზე რეაგირების დაფინანსების გამჭვირვალე მონიტორინგი. ყაზახეთი მზად არის, იმოქმედოს, როგორც სურსათის მიწოდების რეგიონულმა ცენტრმა. ამისთვის ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო რესურსი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა. „ყაზახეთი უკვე საიმედო რგოლია აზიასა და ევროპას შორის სახმელეთო სატრანზიტო მიმოსვლის თითქმის 80%-ისთვის. ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს - „შუა დერეფანს" შეუძლია, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ურთიერთქმედება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს მარშრუტი გაზრდის ვაჭრობის ტემპს ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრებს შორის, თითქმის გაანახევრებს საქონლის საზღვაო ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროს,“ - აღნიშნა თოყაევმა.
თოყაევი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: ყაზახეთი აუცილებლად დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს
ყაზახეთი აუცილებლად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 28 სექტემბერს, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრიანული მედიის ცნობით, თოყაევმა ასევე მოითხოვა „უკრაინაში საომარი მოქმედებებისა“ და სამშვიდობო მოლაპარაკებების სწრაფად დასრულება გაეროს წესდების შესაბამისად. თოყაევმა აღნიშნა, რომ დროა „გონივრული და რაციონალური დიპლომატიის.“ ევროკავშირმა ადრე განაცხადა, რომ აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს მესამე ქვეყნებთან, რათა სანქციების გვერდის ავლის საკითხი გამოირიცხოს. ცნობისთვის, თოყაევი გერმანიაში დღეს ჩავიდა. ამავე ვიზიტიდან: თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, გერმანიისთვის ნავთობის გრძელვადიანი მიმწოდებელი გახდეს
თოყაევი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდება
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი 17-18 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა. ყაზახური მედიის ცნობით, პეკინში თოყაევი მოლაპარაკებებს გამართავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი ციანთან და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან. ასევე, მონაწილეობას მიიღებს „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფორუმში. ასევე მოსალოდნელია არაერთი შეხვედრა მსხვილი ჩინური კომპანიების ხელმძღვანელებთან. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ჩასვლას და სი ძინპინთან შეხვედრას პუტინიც გეგმავს.
ყაზახეთის პრეზიდენტი: შუა დერეფანს შეუძლია, ჩინეთიდან ევროპაში ტრანსპორტირების დრო გაანახევროს
ყაზახეთის პრეზიდენტის შეფასებით, შუა დერეფანს შეუძლია, გაანახევროს ტრანსპორტირების დრო ჩინეთიდან ევროპაში. ეს განცხადება ყასიმ ჟომართ თოყაევმა ჩინეთში, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფორუმზე გააკეთა. „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი მრავალი სახელმწიფოსთვის თანამშრომლობის პროექტად ჩამოყალიბდა. ეს სატრანსპორტო არტერია, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას, შეიძლება, გახდეს „ერთი სარტყელისა და ერთი გზის ინიციატივის“ ერთგვარი კონტინენტური ხიდი, რომელიც გაანახევრებს ტვირთის გადაზიდვის დროს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს,“ - განაცხადა თოყაევმა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
საფრანგეთი ყაზახეთს „ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერების“ მიზნით, საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს
საფრანგეთი ყაზახეთს Ground Master 400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. შესაბამის ინფორმაციას France 24 ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. ფრანგული მხარის განმარტებით, სისტემების ყაზახეთში განთავსება „ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას“ მოხმარდება. საფრანგეთი მეხუთე უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია ყაზახეთში, რითაც ჩინეთს უსწრებს. საფრანგეთის უპირატესობა ძირითადად, ქაშაგანის ოფშორული ნავთობის საბადოს მასიურ პროექტში ენერგეტიკული გიგანტის, TotalEnergies-ის ჩართულობამ გამოიწვია. გარდა ამისა, ფრანგული ენერგეტიკული გიგანტი EDF ცდილობს ყაზახეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებას - ეს არის პროექტი, რომლის ბედიც წელს, რეფერენდუმზე გადაწყდება. მაკრონი ყაზახეთში პირველ ნოემბერს იმყოფებოდა. მის დელეგაციაში ასევე შედიოდა ფრანგული ურანის კომპანიის Orano-ს ხელმძღვანელი, რომელიც ყაზახეთში მაღაროს უკვე ფკლობს. საფრანგეთსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს 5,3 მილიარდ ევროს (5,6 მილიარდი დოლარი) მიაღწია. ყაზახეთი საფრანგეთს საჭირო ურანის დაახლოებით 40 პროცენტს აწვდის. მაკრონი: საფრანგეთი მზადაა, შუა დერეფნის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს ყაზახეთის პრეზიდენტმა მაკრონის ვიზიტს ისტორიული უწოდა.
ალიევმა თოყაევი მიიღო
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. თოყაევი მონაწილეობას გაეროს მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული სპეციალური პროგრამის (SPECA) სამიტში, რომელიც ბაქოში იმართება. შუა დერეფანი SPECA-ს ქვეყნებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი „დღეს ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს კასპიის ზღვაში და უფრო ფართო რეგიონში. კარგი საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. ალბათ ყველა ქვეყანას შეუძლია, დაინახოს რამდენად წინ წავედით. სასიხარულოა, რომ ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობები დღეს ახალი შინაარსით ივსება. დიდი მადლობა ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ბოლო დროს ჩვენი კონტაქტები საკმაოდ რეგულარული გახდა. ამ თვეში უკვე შევხვდით ყაზახეთში. ამიტომ, ვფიქრობ, მომავალ წელსაც დავგეგმავთ მსგავს დინამიკას,“ - განაცხადა ალიევმა. „გეთანხმებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აღმავალი ტენდენციით ხასიათდება, ჩნდება ახალი პროექტები. ერთმანეთის მიმართ კითხვები არ გვაქვს. ჩვენ ნამდვილად სტრატეგიული პარტნიორები და ფაქტობრივი მეზობლები ვართ კასპიის ზღვაზე. ისტორიული მოვლენაა ასევე სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებისა და ალიანსის გაღრმავების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მიღება, ასევე უმაღლესი სახელმწიფოთაშორისი საბჭოს შექმნა. როგორც აღვნიშნე, ამ შესაძლებლობით ვისარგებლე, გადავწყვიტე, სრული დელეგაციათ ჩამოვსულიყავი ბაქოში,“ - აღნიშნა თავის მხრივ, თოყაევმა. ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ SPECA-ს წევრი ქვეყნების გარდა, ამ სამიტს უერთდებიან უნგრეთი და საქართველო, რომლებიც რეგიონის ქვეყნების მეგობრები და პარტნიორები არიან. აღინიშნა, რომ უნგრეთი და საქართველო ასევე იყვნენ პარტნიორი ქვეყნები სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით.
თოყაევი: შუა დერეფანი ეფექტიანად ავსებს „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი) ეფექტიანად ავსებს ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიაციატივას.“ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რომში, იტალიური ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთი რეგიონულ ჰაბად რომ ისცეს, ის აქტიურად ავითარებს შუა დერეფანს. „ჩვენ ვაპირებთ, დავუკავშირდეთ ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელს და გლობალური კარიბჭის სტრატეგიას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ G7-ის ძალისხმევას - „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციისთვის,“აღნიშნა თოყაევმა. მისი თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყაზახეთმა 35 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში. „მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვგეგმავთ 1300 კილომეტრზე მეტი მოცულობის რკინიგზის აშენებას. ეს გაზრდის საქონლის ტრანსპორტირებას ჩინეთში, სამხრეთ აზიასა და ევროპაში. ამიტომ, ვიწვევთ იტალიელ ინვესტორებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პორტების განვითარებაში, სატრანსპორტო გემების ერთობლივ წარმოებასა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნაში,“ - აღნიშნა თოყაევმა. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
კატარის კომპანიებმა შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირება უნდა განიხილონ - თოყაევი
კატარის კომპანიებს შეუძლიათ, ისარგებლონ ინვესტიციებით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) განვითარებაში, განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დოჰაში, ყაზახეთ-კატარული საინვესტიციო მრგვალი მაგიდის დროს. „ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიცავს აქტაუს პორტს, კასპიის ზღვის ერთ-ერთ უდიდეს კერას, ასტანასა და ალმათის საერთაშორისო აეროპორტებს, მრავალ დინამიკურად განვითარებად სარკინიგზო და საგზაო ქსელებს, ასევე, მაღალი ხარისხის ლოგისტიკური კვანძებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების. გვჯერა, რომ კატარის კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ, მიიღონ მნიშვნელოვანი სარგებელი ამ სფეროში ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გამოკვლევით. დღეს ჩვენ ვაფორმებთ სხვადასხვა კომერციულ დოკუმენტს, რომელთა საერთო ღირებულებაა 18 მილიარდი აშშ დოლარი. ეს ასახავს ჩვენს ვალდებულებას საიმისოდ, რომ განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა,“ - განაცხადა თოყაევმა. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, კატარის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანთან შეხვედრისას თოყაევმა განაცხადა, რომ პრიორიტეტი ენიჭება ყურის ძირითად ბაზრებზე წვდომის გაფართოებასა და ახალი სატრანზიტო მარშრუტების შესწავლას. ამასთან, თოყაევმა მოუწოდა კატარის კომპანიებს, ითანამშრომლონ ყაზახეთში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში. ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა
შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 10 მილიონ ტონას მიაღწევს - ყაზახეთის პრეზიდენტი
შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 10 მილიონ ტონას მიაღწევს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში ქვეყნების როლი ტრანსკონტინენტური ვაჭრობის ხელშეწყობასა და განვითარებაში სწრაფად იზრდება. „რუკაზე სწრაფი გადახედვაც კი მიუთითებს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობაზე. ამიტომ, ყაზახეთი, ისევე როგორც აზერბაიჯანი ახორციელებს აქტიურ პოლიტიკას ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გასაძლიერებლად. ეს ჩვენთვის სტრატეგიული ამოცანაა. 2030 წლისთვის ვაპირებთ 11 ათასი კილომეტრის შეკეთებას და 5 ათას კმ-ზე მეტი ახალი რკინიგზის აშენებას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობებს. დღეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ ე.წ. შუა დერეფნის როლი ტრანსკონტინენტური ვაჭრობის ხელშეწყობასა და განვითარებაში სწრაფად გაიზარდა. ამას მოწმობს ამ მარშრუტით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა, რომელიც გაორმაგდა 2022 წელს, ხოლო 2023 წელს კიდევ 65%-ით და 2,7 მლნ ტონა ტვირთამდე (2022 წელი – 1,7 მლნ ტონა) გაიზარდა. მომავალში, ჩვენ ველოდებით, რომ ეს დონე 10 მილიონ ტონას მიაღწევს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩვენი საზღვაო ნავსადგურების ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას კასპიის სანაპიროზე. გარდა ამისა, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო ორგანიზაციების მიერ ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის მიზნით, შეიქმნა ერთობლივი საწარმო, შპს Middle Corridor Multimodal, რომელიც მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ ფორმატში გაუწევს. მარშრუტის გასწვრივ გამოყენებული იქნება უახლესი ციფრული ტექნოლოგიები. ამისათვის ჩვენ ჩავრთეთ მრავალეროვნული სინგაპურის კომპანია PSA, რომელმაც შექმნა უწყვეტი ციფრული დერეფანი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ გლობალურ მოთამაშეებთან, როგორიცაა, Huawei, Wabtec და Alstom, რათა დავნერგოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში,“ აღნიშნა თოყაევმა. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში
მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ ძალისხმევა არსებული და ახალი სატრანსპორტო ქსელების განვითარებისთვის - ყაზახეთის პრეზიდენტი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR შუა დერეფანი) ეფექტიანად უზრუნველყოფს მიწოდების ჯაჭვებს აზიასა და ევროპას შორის, განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ყოველწლიურად, ჩინეთში იმართება. „მნიშვნელოვანია, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ძალისხმევა როგორც არსებული, ისე ახალი სატრანსპორტო ქსელების განვითარებისთვის. მათ შორისაა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ხშირად ცნობილია როგორც შუა დერეფანი, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს მიწოდების ქსელებს აზიასა და ევროპას შორის. გასულ წელს ამ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა და მან 3 მილიონ ტონას მიაღწია,“ - აღნიშნა თოყაევმა. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, ყველა ლოგისტიკური მარშრუტი რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის შეწყვეტილია, ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ამჟამინდელმა ესკალაციამ, წითელ ზღვასა და სუეცის არხში გადაზიდვები შეაფერხა, ამდენად, შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო მარშრუტის როლი მხოლოდ გაიზრდება, რასაც პროგნოზებიც ამყარებს: 2025 წლისთვის შუა დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 10 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. 2023 წელს ამ მარშრუტით 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 64%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს
ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევის პრესმდივანმა ბერიკ უალიმ განაცხადა. ბერიკ უალის განცხადებით, ყაზახეთი BRICS-ის განვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ადევნებს. უალიმ დაადასტურა, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ BRICS-ის სამიტში ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი მონაწილეობას მიიღებს. „ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს, მათ შორის, გაწევრიანების საკითხის განხილვის ხანგრძლივი პროცესისა და სხვა რიგი საკითხების გამო, რომლებიც ამ ასოციაციის განვითარების პერსპექტივებს უკავშირდება,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. BRICS-ში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, თავდაპირველად შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია. ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ. BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ - თურქეთმა.