თეგი: ყასიმ-ჟომართ თოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტი კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს, სავაჭრო ჰაბის შექმნას სთავაზობს

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების სავაჭრო ჰაბის შექმნას განიხილავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ თოყაევმა აშხაბადში, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ხელმძღვანელების მე-6 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ყაზახეთს აქვს პოტენციალი გაზარდოს ხორცისა და რძის პროდუქტების ექსპორტი. ჩვენს სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ურთიერთქმედების გასაძლიერებლად აუცილებელია თანამედროვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თანმიმდევრული განვითარება. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს შექმნას კასპიის სავაჭრო ჰაბი, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორებს მინიმალური დანახარჯებით ორმხრივი ვაჭრობა გაზარდონ“, - განაცხადა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა. თოყაევმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთში დაიწყო თანამედროვე საბითუმო-სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა, ტექნოლოგიურად განვითარებული კვების პროდუქტების შენახვისა და რეალიზაციის სისტემით. „ამ ცენტრების სისტემურმა ინტეგრაციამ კასპიის სავაჭრო ჰაბთან შეიძლება გახსნას ახალი შესაძლებლობები ეფექტური თანამშრომლობისთვის  - ფერმერებს, მყიდველებს, გადამზიდველებს, გამყიდველებსა და მომხმარებლებს შორის და რაც მთავარია, ის უზრუნველყოფს ყველა მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციის საიმედო გარანტიებს“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.  

ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი აზერბაიჯანს ეწვევა, იუწყება APA. მისივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს ყასიმ-ჟომართ თოყაევს ტელეფონით დაუკავშირდა. ვიზიტის დღის წესრიგში შედის ყაზახეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები. ყურადღება გამახვილდება სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებაზე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერა.  

ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ოთხშაბათს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა აზერბაიჯანის დედაქალაქის აეროპორტში, ყაზახეთის ლიდერს აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში. სახელმწიფოს მეთაურები მრავალმხრივი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. მოლაპარაკებების შემდეგ რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი.  

ილჰამ ალიევი: ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ძმური ურთიერთობები ახალ დონეზე ავა

ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ძმური ურთიერთობები ახალ მაღალ დონეზე ავა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოყაევთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი იქნება ძალიან წარმატებული და მეგობრული, ძმური ურთიერთობები ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალ მაღალ დონეზე ავა. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტების შედეგები ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. ყაზახეთის პრეზიდენტი ბაქოში, ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა.   

თოყაევი ვადამდელ არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განაცხადა. „სამართლიანი ყაზახეთის შექმნის გზაზე ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის, საჭიროა მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი“,  - განაცხადა თოყაევმა, რომელიც კენჭისყრას ისევ გეგმავს. მისივე თქმით, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც უნდა გაიმართოს. ყაზახეთის პრეზიდენტმა იანვარში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ამნისტიაც გამოაცხადა. მისივე განმარტებით, ამნისტია მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულებს არ შეეხებათ. ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების კი, 2025 წელს იყო დაგეგმილი. თოყაევი ხელისუფლებაშია 2019 წლიდან.  

ყაზახეთის პრეზიდენტი: ვიწვევთ იტალიელ ინვესტორებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პორტების განვითარებაში

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი) ეფექტიანად ავსებს ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიაციატივას.“ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რომში, იტალიური ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთი რეგიონულ ჰაბად რომ ისცეს, ის აქტიურად ავითარებს შუა დერეფანს. „ჩვენ ვაპირებთ, დავუკავშირდეთ ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელს და გლობალური კარიბჭის სტრატეგიას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ G7-ის ძალისხმევას - „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციისთვის,“აღნიშნა თოყაევმა. მისი თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყაზახეთმა 35 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში. „მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვგეგმავთ 1300 კილომეტრზე მეტი მოცულობის რკინიგზის აშენებას. ეს გაზრდის საქონლის ტრანსპორტირებას ჩინეთში, სამხრეთ აზიასა და ევროპაში. ამიტომ, ვიწვევთ იტალიელ ინვესტორებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პორტების განვითარებაში, სატრანსპორტო გემების ერთობლივ წარმოებასა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნაში,“ - აღნიშნა თოყაევმა.