თეგი: შადრევანი
კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ინცინდენტზე: მოვიკითხავ ყველაფერს, მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა ამაზე
უსაფრთხოების ნორმები დაცულია თუ არა, მოვიკითხავ. მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა ამაზე, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკში, ახლადგახსნილ შადრევანში მომხდარ უბედურ შემთხვევას. ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა "არ ვიცი, უსაფრთხოების ნორმები დაცულია თუ არა, მოვიკითხავ. ყველაგფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა ამაზე", - განაცხადა კალაძემ. ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს
LMC-ის წარმომადგენელი: ვაკის პარკის შადრევნის პროექტში, ცვლილებები სამუშაოს პროცესში მოხდა
ეჭვის დონეზე მაქვს, რომ პროექტში ცვლილებები, სამუშაოს ჩატარების პროცესში მოხდა. კადრები ვნახეთ, იქ ჩანს კაბელები. პრაქტიკულად მგონია, რომ შპს LMC-ის პასუხისმგებლობა მოიხსნა, - ამის შესახებ შპს LMC-ის წარმომადგენელმა, ზაზა ნაჭყებიამ "ტვ პირველს" განუცხადა. მისივე განცხადებით, LMC-ის გუნდს, რომელიც ვაკის პარკში, შადრევნის პროექტის ავტორია, ყველაფერი გაწერილი ჰქონდა. „პროექტში რამე ცვლილება, რომ შეტანილიყო, უნდა მომხდარიყო მერიიდან ჩვენთან დაკავშირება, რადგან საავტორო ზედამხედველობას ვუწევდით. პირდაპირ გეტყვით, ეჭვის დონეზე მაქვს, რომ შეტანილი იყო ცვლილებები, სამუშაოს ჩატარების პროცესში. კადრები რაც ვნახეთ, იქ არის კაბელები, პრატიკულად მე მგონია, რომ შპს LMC-ის პასუხისმგებლობა მოიხსნა. ჩვენს პროექტში, სხვა რაღაცები იდო", - განაცხადა ნაჭყებიამ. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ანდრია ბასილაია ვაკის პარკის ტრაგედიაზე: რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად
რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად, გამოძიება ჯერჯერობით მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციასა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა. ამასთან ბასილაიამ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა, „რომელიც იდო პროექტში და შემდგომ იყო განხორციელებული სამუშაოების დროს“. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ბასილაია ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება დასკვნები. „დაველოდოთ გამოძიებას, უკვე როდესაც დასრულდება გამოძიება, შემდეგ უკვე შეიძლება გავაკეთოთ დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რას უნდა ემუშავა და რამ არ იმუშავა“,- განაცხადა ბასილაიამ. ის ასევე გამოეხმაურა შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გატანილი და პროექტი შეცვლილია და აღნიშნულ განცხადებას სიცრუე უწოდა. „ეს არის სიცრუე! რა თქმა უნდა, სამუშაოები გაკეთდა ისე, როგორც იყო პროექტში, მეტსაც გეტყვით, თვითონ ავტორს ხელშეკრულებით ევალებოდა საავტორო ზედამხედველობა და ის ვალდებული იყო მონიტორინგი გაეწია პროექტისთვის. პროექტის მსვლელობისას რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა უშუალოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, ავტორს და შემსრულებელ კომპანიას შორის და არც ერთხელ არ დაფიქსირებულა რაიმე პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე არ კეთდება პროექტის მიხედვით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.