თეგი: შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვაზე: ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა. „მარტივად რომ ვთქვა, ეს ტყუილია. პარტნიორი ქვეყნისგან მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია, განსაკუთრებით ასეთ სიტუაციაში, კატეგორიულად მიუღებელია“, - წერს პაპუაშვილი. დღეს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე". მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. ასევე წაიკითხეთ ვერეშუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდაზე: ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა