თეგი: შაქარი
ყაზახეთი შაქრის ექსპორტს ზღუდავს
ყაზახეთი შაქრის ექსპორტს დროებით ზღუდავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო. ინფორმაციას ადგილობრვი მედია ავრცელებს. „6 თვიანი შეზღუდვა წესდება თეთრი შაქრის ექსპორტზე. ასევე იზღუდება ლერწმის შაქრის ქვეყნიდან გატანა“, - ნათქვამია ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში. გადაწყვეტილება 2022 წლის 23 მაისიდან ამოქმედდება. ასევე წაიკითხეთ გუტერეში:რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა
ინდოეთმა შაქრის ექსპორტი შეზღუდა
ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ გადაწყვიტა, შაქრის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესოს. ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, რათა შიდა ფასების მკვეთრი ზრდა თავიდან აიცილოს. ბოლოს ინდოეთმა შაქრის ექპორტი 5 წლის წინ შეზღუდა. მთავრობა შაქრის კვოტას აწესებს და ექსპორტს 10 მილიონ ტონამდე დაუშვებს. ბრძანება ძალაში 31 ოქტომბრამდე ან „შემდეგ გაფრთხილებამდე“ დარჩება. ექსპერტების შეფასებით, ინდოეთის მიერ შაქარზე ექსპორტის შეზღუდვა, [შაქრის მეორე უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში], ფასებს სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის. შაქრის ძირითადი მყიდველები ინდონეზია, ავღანეთი, შრი-ლანკა, ბანგლადეში, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მალაიზია და აფრიკელი პარტნიორები არიან. ინდოეთმა, მანამდე ხორბლის ექსპორტი შეზღუდა.
ყაზახეთმა შაქრის ექსპორტი დროებით აკრძალა
ყაზახეთში შაქრის ექსპორტის დროებითი აკრძალვა ძალაში 2024 წლის 14 ივნისს შევიდა, იუწყება ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ყაზახეთიდან შაქრის ექსპორტის დროებითი აკრძალვა 2024 წლის 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს არ ეხება შაქრის საერთაშორისო ტრანზიტს რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ასევე, ამ პროდუქტების ტრანსპორტირებას ქვეყნებს შორის,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. დროებითი აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ზაფხულის განმავლობაში, როგორც მოსახლეობის, ასევე, სამრეწველო მომხმარებლების მიერ შაქარზე შიდა მოთხოვნის გაზრდის გამო. სამინისტროს ცნობით, შაქრის ხელმისაწვდომი მარაგი საკმარისზე მეტია.