თეგი: შეზღუდვები
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პანდემიის დასრულების გზა იმუნიზაციაზე გადის. „არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. ასევე, განაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით, რომ არ გვექნება რთული შემთხვევები. 6,4% ადამიანია ბუსტერით აცრილი, რაც ძალიან ცოტაა. სასურველია 1 200 000 ადამიანის ბუსტერით აცრა. პანდემიის დამთავრების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციაზე. რაც მეტი აცრილი ადამიანი იქნება, რაც მაღალი იქნება იმუნური ფენა ქვეყანაში, მით უფრო ადვილად დავძლევთ და ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ეპიდემიისგან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს საპატრიარქო: შეზღუდვები საპატრიარქოში მართლაც არის, თუმცა „სრული კარანტინი“ გაზვიადებული განსაზღვრებაა
შეზღუდვები საპატრიარქოში მართლაც არის, თუმცა „სრული კარანტინი“ გაზვიადებული განსაზღვრებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს. "გვინდა, განვმარტოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და მოქმედებს პანდემიის დაწყების დღიდან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამასთან, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მაქსიმალურად ვიცავდით მედიკოსების რეკომენდაციებს. პანდემიური ვითარების სირთულიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვები მოქმედებდა. დღეისათვის საპატრიარქოში ეს შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა შეუფერხებლად და შეუზღუდავად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სტუდია ,,გზაგასაყართან" ამზადებს გადაცემებს, მუშაობს კანცელარია, სამდივნო, პენიტენციურ სამსახურთან ურთიერთობის განყოფილება. შეზღუდვები მართლაც არის, თუმცა ,,სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა. საპატრიარქოს ტერიტორიაზე არსებულ მონასტერში სასულიერო პირების დაინფიცირების საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ რამდენიმე მონაზონს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი. აქვე აღვნიშნავთ, რომ მონასტერი იზოლირებულია და შეხება არ აქვს იმ შენობასთან, რომელშიც განთავსებულია პატრიარქის რეზიდენცია. რაც შეეხება ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი პირადი ექიმის, ქალბატონი ცისანა შარტავას თქმით: ,,იგი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს". დამაკმაყოფილებელია საპატრიარქოს მონასტერში მყოფი მონაზვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაც და რამდენიმე დღეში მათი იზოლაციის პერიოდიც დასრულდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში
ქორწილებისა და ქელეხების გამართვისას დამიანების მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა უქმდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოციალური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილებისა და ქელეხების გამართვისას ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა უქმდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ღონისძიებებზე დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 10, ხოლო ღია სივრცეში 15 ადამიანის ყოფნა იქნება დაშვებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე, აქამდე იყო 6. ხოლო ღია სივრცეში ეს რაოდენობა გაიზარდოს 15 ადამიანამდე, არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა. რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს - დახურულ სივრცეში მაგიდასთან 10 ადამიანი, ღია სივრცეში - 15 - შესაძლებელი იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ.“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. ასევე წაიკითხეთ: პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება
ლიეტუვამ კალინინგრადის მიმართულებით, სანქციერებული რუსული ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა
რუსეთის მუქარის მიუხედავად, ლიეტუვამ 11 ივლისიდან კალინინგრადის მიმართულებით, რუსული საქონლის ტრანზიტზე, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, შეზღუდვები გააფართოვა. წერს Reuters. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს ლიეტუვის საბაჟოს მონაცემებით, იზღუდება რუსეთიდან ცემენტის, ხის მასალის, სპირტისა და სამომხმარებლო ქიმიის საქონლის ტრანზიტი. ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლაიმა ლუცია აცხადებს, რომ ცემენტის ტრანზიტზე, შესაძლოა ერთჯერადი ნებართვები გაიცეს. ხოლო ლიეტუვის პარლამენტის დეპუტატის მათიას მალდეიკისის განცხადებით, ცემენტის კვალდაკვალ, 10 აგვისტოდან სანქციების ნახშირზე, 5 დეკემბრიდან - ნავთობზე, ხოლო 2023 წლის თებერვლიდან ნავთობპროდუქტებზე გავრცელდება. ლიეტუვის საბაჟოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული პროდუქციის ტრანზიტზე შეზღუდვები, ევროკომისიის გადაწყვეტილებისა და ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შემოიღეს. ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივლისს ღამით კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.
რუსეთმა დოლარისა და ევროს გატანაზე შეზღუდვები გაახანგრძლივა
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, აშშ დოლარისა და ევროს განაღდებაზე არსებული შეზღუდვები 6 თვით, 2023 წლის 9 მარტამადე გაახანგრძლივა. როგორც მარეგულირებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებულია შეინარჩუნოს შეზღუდვები, რადგან, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციებიდან გამომდინარე, რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს დასავლეთის ქვეყნების ფულადი ვალუტის შეძენა ეკრძალებათ. 2023 წლის 9 მარტამდე მოქმედებს შეზღუდვები უცხოური ვალუტის შესყიდვაზე: ბანკებს შეუძლიათ მოქალაქეებს მიჰყიდონ მხოლოდ სალაროებში მიღებული ევრო და აშშ დოლარი. სხვა უცხოური ვალუტების გაყიდვაზე შეზღუდვები გაუქმებულია. რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, 9 მარტიდან უცხოური ვალუტის გაყიდვაზე, ქვეყანაში შეზღუდვები შემოიღეს. 19 მაისს შეზღუდვები აშშ დოლარისა და ევროს გარდა სხვა ვალუტებზე მოიხსნა. მოსალოდნელი იყო, რომ შეზღუდვები დოლარსა და ევროზეც გაუქმდებოდა.
ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა
ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს. „15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე – კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე. 16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად. შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. გაითვალისწინეთ, საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის. ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის შემდეგ არეალებში: სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან); 25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს; მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე, რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე; დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე. გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში. არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება სასტუმრო მგზავრებიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე; ე.წ. კუთხის ნიკორადან ანდეზიტის მიმართულებით პირველ გზაჯვარედინამდე; დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე. ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე აკრძალულია საჭაპანო და საპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციაში. საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში გაიმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.